Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
African_leopard.jpgაფრიკული ჯიქი

ტაქსონომიური შენიშნვები
საქართველოში გავრცელებულია Panthera pardus saxicolor (ჩრდილოსპარსული, ანუ წინააზიური ლეოპარდი).

ნუსხაში შეტანის მიზეზები
ძალზე მცირე პოპულაცია, გამქრალი ან მიუდგომელ ადგილებში შემორჩენილი იშვიათი ქვესახეობა.

გავრცელება
მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ჯიქის არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ჯავახეთის ზეგნისა და სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოს გამოკლებით.დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ დიდი კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის გვერდითა ქედებზე – პირიქითა ხევსურეთში, თუშეთში და სპეროზას მთაზე.

ეკოლოგიური თავისებურებები
ჯიქი(ლეოპარდი) ევრიტოპული სახეობაა,. ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ეკოტოპებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ სარტყლებში. ამჟამად ბინადრობს მხოლოდ ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში. შემორჩენილია მხოლოდ ერთეული ინდივიდები (1-2) .
მდედრი ლეოპარდი გამრავლებას იწყებს 33 (30-36) თვიდან. ესტრუსი გრძელდება 7 ( 4-14) დღე და მაკეობა გრძელდება 96 ( 90-112) დღე. შობს საშუალოდ 6 ნასიერს გადარჩება 2. ცოცხლობს საშუალოდ 23 წელი ტყვეობაში. 2 წლის ნაშიერები შორდებიან დედას და მარტოული ცხოვრებით ცხოვრობენ. სქესთა შეფარდებაა 1მამრი : 1,8 მდედრი.
იგი საკვებად იყენებს როგორც ხოჭოებს და სხვა მცირე ზომის უხერხემლოებს, ისე უზარმაზარ ანტილოპა ილანდს (კანა), რომლის წონა 900 კგ-ს აღწევს. ლიტერატურაში არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ლეოპარდები ძირითადად ნადირობენ საშუალო ზომის მსხვერპლზე, რომელიც მრავლად არის მათ ჰაბიტატში. ეს ძირითადად არის ჩლიქოსნები 20-დან 80 კგ-მდე. მცირე ზომის ძუძუმწოვრების ნარჩენები ძირითადად ახალგაზრდა ლეოპარდების ექსკრემენტებში გვხვდება. საშუალო ზომის ჩლიქოსნის მონადირებებს შორის პერიოდები შეიძლება 7-დან 12-13 დღემდე შეადგენდეს. ჯიქს შეუძლია გაძლოს უწყლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სითხის მარაგი შეივსოს საკვებიდან.

ძირითადი საფრთხეები
ბრაკონიერობა და ჰაბიტატის განადგურება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ჯიქი(ლეოპარდი)
ლათინური სახელი: Panthera Pardus

არსებობს ქვე სახეობები: აფრიკული ჯიქი, ინდოჩინური ჯიქი, იავის ჯიქი, ინდური ჯიქი, ცეილონური ჯიქი, ჩრდილოჩინური ჯიქი, შორი აღმოსავლური ჯიქი, სპარსული ჯიქი, არაბული ჯიქი.

ცნობები ვიკიპედიიდან:
ლეოპარდი (ჯიქი) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.

შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგანლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.

არსებობს თეთრი ლეოპარდი.
თეთრი ლეოპარდი სან-დიეგოს ზოოპარკიდანბუნებაში არსებობს ე.წ. თეთრი (თოვლის) ლეოპარდი (ირბისი), რომელიც ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე, განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში. ზამთარში იგი ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაგლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს. მას აგვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განკასუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ე.წ. ლაქებიანი ლეოპარდი თავისი აგებულებით ძალიან წააგავს სხვა დიდ კატებს, ყველაზე მეტად კი ლეოპარდს, თუმცა იგი არ ენათესავება არცერთ მათგანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია დიდ და მცირე კატებს შორის, ისევე, როგორც ოცელოტი.

ცნობები nacres.org-დან იმის შესახებ, რომ ამ ჯიშის სახეობა საქართველოშიცაა:
ნატურალისტები და ზოოლოგები მე-20 საუკუნის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, რომ ეს სახეობა, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია კავკასიაში. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. მას მერე საქართველოში ლეოპარდის არსებობის სარწმუნო ცნობები აღარ მოგვეპოვებოდა. თუმცა, 90-იან წლებში ჩვენი ცენტრის წევრების მიერ მოგროვდა რამდენიმე ზეპირსიტყვიერი გადმოცემა “დიდი კატის მაგვარი ცხოველის” ხევსურეთში არსებობის შესახებ.

2001 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მიერ დაფინანსდა ლეოპარდის თანამედროვე მდგომარეობის შეფასების პროექტი. მასში მონაწილეობდნენ ექსპერტი, დოქტორი ვიქტორ ლუკარევსკი და ჩვენი ცენტრის თანამშრომლები. კვლევები კი ჩატარდა, მაგრამ ლეოპარდის არსებობის რამდენადმე სარწმუნო კვალი არ გამოვლენილა.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვკარგავდით იმედს და ვაგრძელებდით ამ ცხოველის ძებნას. 2003 წლის ზამთარში ჩვენი ცენტრის ორი ზოოლოგი (ბეჟან ლორთქიფანიძე და გიორგი დარჩიაშვილი), მსოფლიო ბანკის/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში მოწყობილი საველე კვლევების დროს, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ერთ-ერთი რუტინული საველე სამუშაოს დროს წააწყდა დიდი ზომის კატისებრის ნაკვალევს.

a268293a6e23.jpg

ყველაზე დიდი ზომის ფოცხვერიც კი ვერ დატოვებდა ამოდენა ნაკვალევს, თუმცა წინასწარი დასკვნებისგან თავს ვიკავებდით. აღებულ იქნა ნაკვალევის თაბაშირის ასლი, რომელიც ზემოხსენებულ, დოქტორ ლუკარევსკის გადაეგზავნა. პასუხი წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო: მან დაადასტურა რომ ნაკვალევი უდავოდ ლეოპარდს ეკუთვნოდა!

2004 წლის აპრილში ჩვენი ცენტრის თანამშრომლებმა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ფოტო-ხაფანგები დააყენეს. სულ მალე ლეოპარდი ფირზეც აღიბეჭდა!

9859f3c76b80.jpgbab33b5dd494.jpg01376af25698.jpg

ნოეს, ასე დავარქვით ჩვენს ლეოპარდს, პოვნა შესაძლებელი გახდა დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. 2003 წელს საქართველოს პარლამენტმა, გლობალური გარემოსდავითი ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, მიიღო კანონი ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორია მომარაგდა ავტომანქანებით, ცხენებით, ნავებით, საკომუნიკაციო სისტემებით და საწვავით. კვალიფიკაცია აუმაღლდათ პარკის თანამშრომლებს. მართალია გაწეული დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა გაფართოებული ტერიტორიის პატრულირება, თუმცა პარკის თანამშრომლებს აკლიათ შესაბამისი შეიარაღება და ანაზღაურება, რის საშუალებასაც მიმდინარე პროექტი არ ითვალისწინებს. ასე რომ, პარკის ეგერებს ენთუზიაზმზე უხდებათ მუშაობა და ბრაკონეირებთან შებრძოლება. ნოეს გამოჩენა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ამ ენთუზიაზმის დაფასებასა და ჯილდოს წარმოადგენდა ვაშლოვანის ეროვნული პარკის და სახეობათა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლებისათვის.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჯიქი ფშავ-ხევსურეთის მთებში
27 ივლისი, 4:57

201507270350532042.jpgჯიქი კატისებრთა ოჯახის ყველაზე ლამაზი ცოველია, რომელსაც მტაცებლებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნია. ერთერთი ყველაზე მოქნილი, დიდი და ღონიერი სხეული აქვს. ძალიან სწრაფი და ძლიერია, შეუძლია დიდ მაანძილზე გადახტომა. ზოგჯერ მისი ნახტომი 15 მეტრს აღწევს. ჯიქს უფრო დიდი ეშვები აქვს, ვიდრე ლომსა და ვეფხვს, ეშვებთან ერთად დიდი ზომის ბასრი ბრჭყალები გააჩნია, რომლითაც შეუძლია ნებისმიერი ცხოველისთვის საზარელი ჭრილობის მიყენება. ჯიქი ზემოთ აღნიშნულ მტაცებლებთან შედარებით, შესანიშნავად დაცოცავს ხეზე, საჭიროების შემთხვევაში წყალში დიდ მანძილზე ცურვაც არ გაუჭირდება.

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ჯიქს დიდი მეცნიერულ-ფაუნისტური მნიშვნელობა გააჩნია.201507270429532042.jpg

201507270406582042.jpg1970 წელი. მათურას მკვიდრი გიორგი უცნაური ფაქტის მომსწრე გახდა. თებერვალში ჯერ ერთი ცხვარი დაკარგა, მერე კიდე რამდენიმე თან ეს ყველაფერი მგლის "ხელწერას" არ გავდა.

ერთხელ ფარეხის მახლობლად ვეებერთელა და უცნაური ნაკვალევი შენიშნა. გლეხს ცნობისმოყვარეობა კიდე უფრო გაუმძაფრდა. ჩაუსაფრდა და სადგომიდან ასიოდე მეტრზე ნათლად და მკაფიოდ გაარჩია უცნობი, უზარმაზარი კატისმაგვარი მხეცი. რომელიც ხარბად და გემრიელად შეექცეოდა მსხვერპლს. გიორგიმ გადაწყვიტა ნადირის მოკვლა, მაგრამ სათოფედ ვეღარ დაიმარტოხელა. გავიდა დრო და მარტის შუა რიცხვებში, ფარეხის მახლობლად ზვავი ჩამოწვა...

201507270416162042.jpgმაისში მწყემსებმა ჯერ კიდევ კარგად შენახული, ნეკნებჩამსხვრეული, უზარმაზარი კატის მსგავსი მხეცი იპოვეს. ბეწვი გაფუჭებულიყო, გიორგიმ შეულახავად დარჩენილი მხოლოდ ერთი მეტრის კუდიღა აართვა ცხოველს. მსგავსი რამ, მთელ ფშავ-ხევსურეთში ბუნებას შებერებულ მონადირეებსაც არ ენახათ.

201507270428182042.jpg

201507270429232042.jpgსაქართველოს ფარგლებში ჯიქის არეალი მეტად შემცირებულია. იმ ადგილებში კი, სადაც ჯიქი ცნობილი იყო, მისი არსებობა დღეისათვის საეჭვოდ არის მიჩნეული.

საქართველოს ტერიტორიაზე ჯიქი მოკლეს 1898 წელს ბზიფის ხეობაში. მას შემდეგ ჩვენს რეგიონში არავითარი ცნობა არ არსებობს ამ ცხოველის შესახებ, მხოლოდ 1950 წელს, ზნაურის რაიონში, სოფელ განთიადთან ოსებმა ქვებით ჩაქოლეს ხვადი ჯიქი. კიდევ უფრო დიდი ზომის ეგზემპლარი მოკლეს 1954 წელს ზედაზენთან. უკანასკნელი ორი შემთხვევის შესახებ არსებობს აზრი, რომ მტაცებელი ჩვენში სომხეთის მთებიდან გადმოიხვეწა. 1970 წელს ფშავში აღმოჩენილი ჯიქი გვაფიქრებინებს, რომ ერთეულ ეგზემპლარების სახით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კავკასიონის მიუვალ ადგილებში, კერძოდ ხევში, ფშავ-ხევსურეთის უღრან ტყეებსა და ჭიუხებში.

და თუ ესე მართლაც ასეა, მაშინ ჩვენი ფაუნის ყველაზე მრისხანე მტაცებელს, ჯიქი წარმოადგენს.

201507270443142042.jpg201507270443252042.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:bravo:  :bravo:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

განსაკუთრებულად ლაამზი ცხოველია 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?