Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 38 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Benelli Armi

917d7f94273c.jpg
მომზადებულია გურულის მიერ. კლუბი-მონადირე
კომპანია Benelli Armi მდებარეობს იტალიის ქალაქ ურბინოსთან ახლოს ადრიატიკის სანაპიროდან 20კმ-ში.
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამ რეგოინში წარმოებული პისტოლეტები და თოფები გამოირჩეოდნენ დეკორატიული ელემენტებით. ამ იარაღის იშვიათი ეგზემპლიარები, რომლებიც გაკეთებულია Marchigiana-ს სტილში, გვხვდება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ამიტომ ლოგიკურია, რომ ფირმა Benelli Armi, წარმოიშვა სწორედ იქ, სადაც საუკუნეების წინ იარაღი მუშავდებოდა და აღიჭურვებოდა ორიგინალური კონსტრუქციებითა და ელემენტებით.
ფორმალურად ამ კომპანიის ისტორია დაიწყო 1967 წელს მისი ოფიციალური დარეგისტრირებით. თუმცა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ბენელის გვარი მუშაობს მოტოციკლების წარმოების ბიზნესში. დროთა განმავლობაში ძმები ბენელების ცოდნა ზუსტ მექანიკაში, აისახა მათ სხვა მისწრაფებაშიც, კერძოდ, ნადირობის სიყვარულსა და იარაღის წარმოებაში.
1920 წელს ჯოვანი ბენელიმ დაამზადა ორლულიანი თოფის ნიმუში, გრინერის ჭანჭიკითა და ჩახმახებით. 20 წლის შემდეგ მანვე გააკეთა თვითდამტენი თოფი ბრაუნინგის სისტემაზე, რომელის კალაპოტიც, პირველად იტალიის ისტორიაში, გაკეთებული იყო მსუბუქი შენადნობებით.


be2b46166be8.jpg

ეს თოფი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბრაუნინგის Auto 5-საგან, ჰქონდა ბევრი მოდიფიცირებული დეტალი და დაცული იყო რამდენიმე პატენტით. ამიტომ გადაწყვეტილება იარაღის ბაზარზე გასვლისა არ იყო მოულოდნელობა ბენელის ოჯახისაგან. ამის საბაბი გახდა 60-იან წლებში ბრუნო ჩილოვანის შეთავაზება, რომელმაც ბენელებს წარუდგინა თვითდამტენი 12 ყალიბიანი თოფი. იარაღი გამოირჩეოდა ორიგინალური ინერციული მექანიზმით. მექანიზმი შემდეგ მსოფლიოში ყველაზე სწრაფლმსროლელ იარაღს დაედო საფუძვლად(ხუთი გასროლა წამზე ნაკლებში) .
აქდან დაიწყო ყველაფერი. ბენელების ოჯახმა განახორციელა პროექტი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა მათ. 1969 წელს ფირმის დაარსებიდან 2 წლის შემდეგ, ბენელის სავაჭრო ორგანიზაციებმა მიიღეს პირველი Benelli Armi System-ის იარაღები.
სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ავტომატური იარაღების პროექტების განხორციელება მოხდა შვედი ინჟინერის ა.შიორგერის მიერ 1904-1914 წლებში. თუმცა მათი კონსტუქციების მსგავსებასთან ერთად არის განსხვავება სასხლეტ-დამცემ მექანიზმსა და ფორმებში.
Benelli Armi-ის მთავარი დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ იმ დროს როცა თითქოს და ამოწურული იყო მექმიზმის სრულყოფის რესურსი, ფირმამ წარმოადგინა რევოლუციური, მრავალპროფილიანი და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი მექანიზმები.
ბევრი ქვეყნის მონადირეებმა რომლებმაც ადრე შეიძინეს სხვა ფართოდ ცნობილი თვითდამტენი ავტომატები, ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ბენელის ავტომატებს და პრესტიჟის საქმედ ცნეს მათი არსენალების ბენელით შევსება.

0cc624ff035a.jpg

ბენელის პროდუქციის ასორტიმენტი წარმოადგენს თვითდამტენ იარაღს, კარაბინებს და სპორტულ პისტოლეტებს. შეიძლება გამოვყოთ ორი დამახასიათებელი თვისება: პირველი, ბინელის იარაღს ახასიათებს ხარისხი, საიმედოობა, დიდი რესურსი და მაღალი ტექნიკურ-ბალისტუკური მახასიათებლებით. მეორე, ბენელის იარაღს აქვს კარგი ფორმები, რომლებიც იწვევენ ესთეტიკურ სიამოვნებას.
Benelli Armi-ის ფირმას აქვს სერთიფიკატი ISO 9001, რომელიც ემიჭება მხოლოდ უმაღლესი კლასის მწარმოებლებს (ეს სერთიფიკატი გააჩნიათ მხოლოდ რამოდენიმე ფირმას).
დღესდღეობით ბენელი ბერეტას შემადგენლობაშია.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Raffaello Crio Evo

cbbe9fcc2224.jpg


საერთაშორისო გამოფენაზე IWA 2008 ფირმამ პირველად წარმოადგინა მოდელი Raffaello Crio Evo. მოდელში თავმოყრილია ელეგანტურობა, ზედაპირის დამუშავების რთული ტექნოლოგია და საფირმო ბალისტიკა. ეს პირველი მოდელია, რომელშიც ბენელიმ გამოიყენა Benelli Multilayer Barrier(შემოკლებით BMB). ესაა მეტალის გარე ზედაპირის რამდენიმეფენოვანი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას და აუმჯობესებს ესთეტიკასაც. BMB იცავს ზედაპირს ნაკაწრებისაგან, გახეხვისაგან, კოროზიისაგან და აგრესიული ნივთიერებების ზემოქმედებისაგან. ის შედგება სუფთა და ელექტროლიტური ნიკელის ფენისაგან, ქრომისა და კარბონიტრიდის ფენისაგან. ასეთ ჯავშანს ,,აცმევენ" მეტალის ყველა ნაწილს: ლულას, კალაპოტს, კალაპოტის სახურავს, საკეტს, მცველს. ამავე დროს შესაძლებელია თითოეული ნაწილისათვის სხვადასხვა ფერის მიცემა.
Raffaello Crio Evo — ბენელის პირველი ნახევარავტომატია, რომელიც გათვლილია ფოლადის საფანტზე. ლულა გამოცდილია Italian National Proof House-ში (იტალიის სახელმწიფო საცდელი ინსტიტუტი). სახსნელი ჩოკებიც გათვლილია სპეციალურად ფოლადის საფანტის გამოყენებაზე. ისინი აღჭურვილია ჩვეულებრივზე უფრო გრძელი შემაერთებელი კონუსებით. ჩოკები მუშავდება Multilayer Barrier ტექნოლოგიით, რომლის შედეგადაც შიდა ზედაპირების ცვეთა მნიშვნელოვნად მცირდება. სამიზნე თამასა აღჭურვილია "high sight" სამიზნურით(მუშკა), რომელიც ცუდი განათების პირობებშიც კი ხილულია.
თოფის ბალისტიკა და ცველაგამძლეობა ექსპერტთა შეფასებით შეუდარებელია.
კონდახი დამზადებულია ლუქს კლასის კაკლისაგან. ის აღჭურვილია Technogel ამორტიზატორით. მჭიდი იტევს 3 მაგნუმის ან 4 სტანდარტულ ვაზნას. 12 ყალიბიანი თოფის წონაა 3,0 კგ, ლულის სიგრძე 66-71 სმ.

390078fb51f3.jpg ac942c00f658.jpg dc572c2ea889.jpg





 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Benelli Super 90


46fd5c4a2fe6.jpg


ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის.


M1 Super 90

074e6ac91c55.jpg


ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კონდახი პლასტიკატის.



M3 Super 90


1fc26708db68.jpg


წარმოებულია M1 Super 90-ის ბაზაზე, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზეც და ხელითაც(უნივერსალი_,,ნახევარავტომატი"-,,პომპა"), ავტომატურ და პომპის რეჟიმებზე გადართვა ხორციელდება ტიბჟირის ბოლოში განლაგებული რგოლით; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 560 ან 660მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კონდახი პლასტიკატის, კალაპოტი ალუმინის შენადნობისა.



M4 Super 90


a7eadbf161fe.jpg


M3 Super 90-ის მოდიფიკაცია; ყალიბი 12, საერთო სიგრზე 1010მმ, ლულის სიგრძე 500მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,8 კგ, კოროზიისადმი მაღალ მდგრადობას განაპირობებს MILSPEC სისტემა, სამიზნე The Ghost Ring.








Raffaello Elegant

941dd10ae64f.jpg

Super 90-ის მოდიფიკაცია; ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკლის.


Raffaello Deluxe


ae5f2713f0be.jpg


ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკლის.



 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Comfort

58a59dea7cf9.jpg

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 610 ან 710მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, წონა 3,0 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი პლასტიკატის, Comfortech® სისტემა უკუცემას ამცირებს 47%-ით.






Montefeltro

9d075cfdfd8d.jpg


ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 660 ან 710მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1(მაგნუმის შემთხვევაში 3+1), კონდახი კაკლის.





Centro



77f930cbdfe1.jpg

შემუშავებულია 1996 წელს Super 90-ის ბაზაზე; ყალიბი 12 ან 20, მექანიკა ინერციაზე, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის(რეგულირებადი).



Raffaello


fc636f692b2c.jpg


წარმოებულია Super 90-ის ბაზაზე; ყალიბი 12 ან 20, მექანიკა ინერციაზე_ხასიათდება ძალიან სწრაფი გადატენვით; ლულის სიგრძე 660, 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის.




Raffaello Elite


dc13e3efbf96.jpg


ყალიბი 12 ან 20, მექანიკა ინერციაზე; კალაპოტი ალუმინის შენადნობის, ლულის სიგრძე 660, 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკლის. ოქროს ინკუსტაციით(სასხლეტიც).


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Benelli ETHOS

1cd97105b222.jpg

კომპანია ბენელიმ ბაზარზე ახალი მოდელი შემოიტანა. ETHOS გახდა ამ ზაფხულის სიახლე. ელეგანტური და თანამედროვე მოდელი შექმნილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
იარაღი ყველაფერთან ერთად ბიუჯეტური ფასითაც იპყრობს ყურადღებას. ყველაზე ძვირი მოდიფიკაცია აშშ-ში ღირს 2199 დოლარი.
12 ყალიბის ნახევარავტომატი 4 მოდიფიკაციაშია წარმოდგენილი(ფასი 1999-დან 2199 დოლარამდე). ყველა მოდელი დაკომპლექტებულია სისტემით Inertia Driven® System; ახლებური საბჟენით Progressive Comfort; ლულები დამზადებულია Crio System ტექნოლოგიით.
კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია მაღალი ხარისხის კაკლისაგან; წონა 2951-დან 2950-მდე გრამი(ლულის სიგრძის მიხედვით). ლულის სიგრძეა 26 ან 28 დიუმი.

 

Benelli ETHOS-ის ამერიკული ოდისეა


ეს ახალი მოდელი სპეციალური სარეკლამო კომპანიის ფარგლებში აშშ-ს 50 შტატს მოივლის. იარაღთან ერთად იმოგზაურებს სპეციალისტების ჯგუფი, ვინც ყოველ მსურველს მოუყვება მოდელის თავისებურებებზე, ნადირობასა და სპორტულ სროლებზე, აგრეთვე უსაფრთხოების წესებზე. სარეკლამო კომპანიის მიზანი ბენელის ახალი პროდუქტის რეკლამა და ნადირობის პოპულარიზაციაა.
ბენელის ახალი მოდელიდან გასროლების განხორციელებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ მონადირეებს, სპორცმენებსა და ჟურნალისტებს(ის ჟურნალისტები იგულისხმება, რომლებიც იარაღზე წერენ).
მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში დააკვირდებიან ბენელის ამ მოდელის საიმედოობას_ამ ხნის განმავლობაში თოფს ერთხელაც არ გაწმენდენ.
ბენელი ,,ეტოსის" ამერიკული ოდისეა 50 კვირას გასტანს(თითო კვირა ერთ შტატში). სპეციალისტების გათვლით ამ 50 კვირის განმავლობაში ინტენსიური მოხმარება უტოლდება ამ თოფის სტანდარტული გამოყენების 50 წელს.

 

ETHOS 20
 



როგორც ჩანს ,,ეტოსის" ამერიკულმა ოდისეამ თავისი გააკეთა, რადგან ამ მოდელზე ინტერესი გაიზარდა. შესაბამისად მომხმარებელმა მწარმოებლისაგან ახალი მოდიფიკაცია მიიღო.
მარკეტინგის ,,სპეცები" განმარტავენ, რომ ახალი მოდიფიკაცია გათვლილია ახალგაზრდა მონადირეებსა და ქალბატონებზე.
ტექნიკურად ,,ეტოს 20" თითქმის არაფრით განსხვავდება 12 ყალიბის თანამოძმისაგან, მხოლოდ წონამ იკლო 2545 გრამამდე და კიდევ უფრო გაუმჯობესდა ბალანსი. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია სამიზნის შეცვლის სიმარტივე(სამიზნე შეიძლება იყოს წითელი, მწვანე ან ყვითელი).
ფასი ახალი მოდიფიკაციისა იგივეა, რაც მისი 12-ყალიბიანი თანამოძმისა_2199 მწვანემდე.

 

 

 

 

Montefeltro

9d075cfdfd8d.jpg


ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 660 ან 710მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1(მაგნუმის შემთხვევაში 3+1), კონდახი კაკლის.

.

.აღნიშნული მოდელი წელს პლასტიკატის კონდახითაც იხილავს დღის სინათლეს.
7948eef7e3cf.jpg
ტევადობა 4+1; საერთო სიგრძე 120,65სმ; წონა 3,13 კგ. აღჭურვილია უკუცემის დამხშობი სისტება Inertia Driven-ით. საშუალო ფასი აშშ-ში 1139 მწვანე.

.

..

.

.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Benelli ETHOS
 


სულ ახლახანს აშშ-ში დასრულებულ გამოფენაზე(ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება NRA-ს ეგიდით) ETHOS 12-მა მორიგი აღიარება მოიპოვა. ამ თოფმა საუკეთესოს ნომინაცია მიიღო("Golden Bullseye Award"), რაც საუკეთესო დიზაინისათვის, მაღალი მახასიათებლებისა და შთამბეჭდავი ხარისხისათვის დაიმსახურა.
ამ მოდელს გასულ წელს უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე ჯილდო


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#7 Share
goga_para

goga_para

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1736 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

Benelli ETHOS
 

სულ ახლახანს აშშ-ში დასრულებულ გამოფენაზე(ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება NRA-ს ეგიდით) ETHOS 12-მა მორიგი აღიარება მოიპოვა. ამ თოფმა საუკეთესოს ნომინაცია მიიღო("Golden Bullseye Award"), რაც საუკეთესო დიზაინისათვის, მაღალი მახასიათებლებისა და შთამბეჭდავი ხარისხისათვის დაიმსახურა.
ამ მოდელს გასულ წელს უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე ჯილდო

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:


  • 0

#8 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

  • 0

53c8c0d32f03.jpg


#9 Share
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 220 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

https://www.youtube....tw4#t=227.31049


  • 0

#10 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

6c6920e192b2.jpg


  • 0

#11 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  • 0

#12 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


  • 0

#13 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


  • 0

#14 Share
shishmana123

shishmana123

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 711 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

https://youtu.be/8HVXkLh3Ybk


  • 0

#15 Share
shishmana123

shishmana123

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 711 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

7931116.jpg


  • 0





საკვანძო სიტყვები: Benelli Armi, საქართველო, იტალია, თოფები, იარაღი, ხარისხი, საიმედო, კონსტრუქცია, მექანიზმი, ნახევრად ავტომატ, ლეგიონი, სამიზნე, მიტანა, ბალისტიკა, ნადირობა, ხელოვნება, ისტორია, ფაბრიკა, ტრადიციები, კულინარია, Marchigiana

IPB skins by Skinbox