Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 811 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

 pre_1437501167__rocho3.jpg                                                                                                               როჭო (Lyrurus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი როჭო (Lyrurus tetrix), რომელიც გავრცელებულია ევროპასა და აზიის ტყისა და ტყე-ველის ზონებში და კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), რომელიც ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე

 კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს.

 

მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".   ეს ფრინველი როგორც  ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.

კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) – საშუალო ზომის ტყის ფრინველია,   სხეულის სიგრძე 50 სმ-მდეა. წონა - 600 – 1100 გრამი. მამალი დედალზე დიდია და შეფერილობითაც განსხვავდება. ორწლიანი და მეტი წლის მამალი სრულიად შავია, მხოლოდ იღლიის ბუმბულები აქვს თეთრი, თვალებს ზემოთ კანი (წარბი) კი წითელია. დედალი როჭო კი ჩალისფერია, მუქი მოყავისფრო განივი წინწკლებით.                                                                                                           pre_1437501044__rocho1.jpg                                                                                                                              როჭოებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ასაკობრივი დიმორფიზმი. ერთწლიანი მამალი შეფერილობით დედალს ჰგავს, მაგრამ მასთან შედარებით ყავისფერი წინწკლები უფრო წვრილი და ხშირი აქვს. ახალგაზრდა მამალი საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულობის მიღწევისას, მესამე წელს იფარება შავი ბუმბულით.მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ბინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას.

გავრცელება: საქართველოში როჭო როგორც დიდ ისე მცირე კავკასიონზე გვხვდება. დიდ კავკასიონზე როჭო შეიძლება ვნახოთ აფხაზეთის მთებში, სვანეთში,რაჭა-ლეჩხუმში,სამაჩაბლოს მთიანეთში, ხევში, მთიულეთში, ხევსურეთში, თუშეთში და კახეთის კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე კი თრიალეთის, მესხეთის, ერუშეთის, შავშეთის და არსიანის ქედებზე.საქართველოს გარეთ როჭო ჩრდილო კავკასიაში დიდი კავკასიონის ქედის გაყოლებით ბინადრობს, აზერბაიჯანის დიდ და მცირე კავკასიონის ქედებზე, სომხეთში ზანგიზურის, მეღრის ქედებზე, თურქეთში შავი ზღვის ქედზე და მიმდებარე მთებში და ირანის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში.

შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შევიწროვების ფაქტორი.

 

  • 0

#2 Share
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1552 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ჩემი ერთი ფშაველი ნაცნობი დადიოდა ხოლმე როჭოზე სანადიროთ (რომგორც იტყვიან  9 მთის იქითო, იმდენს დადიოდა) მეც დამპატიჟა, უარი უთხარი, ამის მერე არა მარტო უარს ვეტყვი არამედ ვთხოვ, რომ აღარ ინადიროს წითელ წიგნში შეტანილ ამ უიშვიათეს ფრინველის სახეობაზე  :) (არ იცის, რა ქნას ნაკითხი კაცი არ არის და... არ ცონდა არ ცოვაა ) : )


  • 0

#3 Share
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 811 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი
დიდ ლიახვის ხეობასჰი იყოო ბევრი,  მამაჩემისგან ვიცი

  • 0

#4 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სანდრიკ შენის ნებართვით , შენი ბოლო პოსტი დავაკორექტირე.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#5 Share
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 811 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი
:good:

  • 0

#6 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3755 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

;)  ;)  ;)  ;)  ლამაზი ფრინველია 


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 4 წევრს:

linkbox.ge