მოგესალმებით, როგორც იცით გაიხსნა ზუსტი სროლის ასოციაცია რომელმაც ჩაატარა უკვე 3-ეთ თბილისის ღია ჩემპიონატი ზუსტ სროლაში ფიქსირებულ დისტანციებზე, სამი შეჯიბრიდან ერთი ჩატარდა სამოქალაქო ნახევრადავტომატური შაშხანიდან ხოლა ორი სრული კალიბრის შაშხანიდან სროლაში. შეჯიბრებები გაიმართა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეციალურ პოლიგონზე სადაც მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, მსაჯები იყვნენ მოწვეულნი შსს სამინისტროდან. შეჯიბრებები საკმაოდ საინტერესოდ ჩატარდა, შაშხანიდან სროლაში დისტანციები იყო 100-300-და 500 მეტრი ხოლო ავტომატურიდან მხოლოდ 300 მ. გადავინაწილეთ სხვადასხვა ადგილები, პირადად მე შაშხანიდან სროლაში პირველ შეჯიბრში 3 -ე ხოლო მეორე შეჯიბრში 5 -ე ადგილი შემხვდა (100 მ.დისტანციაზე). თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი რომ მიიღოთ აღნიშნულ შეჯიბრებებში მონაწილეობა რომელიც გაიმართება სექტემბრის თვიდან შეგიძლიათ პირადად დაუკავშირდეთ ზუსტი სროლის ასოციაციას, აქვე დავდებ რამოდენიმე სურათს თვალსაჩინოებისთვის.