Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

legion.ge-837-1526967024.jpg

 

დედოფლისწყაროს მუზეუმში დაცული რომაელი ცენტურიონის მუზარადი

 

 https://www.ambioni....los-ert-kutxeze


legion.ge-837-1527156940.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

ეს ლექსი დამეხმარება ჩემი აზრის  გამოთქმაში

 

        ქართველი

 

არქეოლოგნი გვეწვივნენ,
სწავლულნი უცხო მხრისაო;
გასინჯეს ძველი, ახალი
სიმდიდრე ქართველისაო.

გასინჯეს ძველი საყდრები,
მცხეთის და გელათისაო;
განძები ნახეს მრავალი:
ოქრო-ვერცხლის და ქვისაო.

ზედ ნახეს ხელოვნებანი,
საკვირვლად დარჩათ ისაო;
სთქვეს, რომ საქები ყოფილა,
ხელობა ქართველისაო!

საქართველოა წალკოტი,
ბულბულთ სასტვენი ბინაო;
ხალხიც სტუმრისა მოყვარე,
ყველას მიიღებს შინაო.

ასე მდიდარი ქვეყანა
ვფიქრობთ, რამ წაახდინაო;
ახლა თუმც სუსტობს, მაგრამ კი
სიკეთე უძღვის წინაო.


ჩამსწორებელი საბა სანოძე, 22 May 2018 - 11:13 PM.


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვინაა ავტორი


legion.ge-82-1553250819.jpg


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 

● ლიხნის სასახლე აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხნში მდებარეობს. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის ცნობილი ლიხნის აჯანყების შემდეგ, სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას. ლიხნის სასახლის კომპლექსში 1983 წლის აგვისტოს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს ბიზანტიური და ქართული მონეტების განძი - 71 მონეტა, მათ შორის 27 ოქროსი და 44 ვერცხლისა

● მონეტები, სერდოლიკის ერთ ცალ მრგვალ მძივთან და სევადით მორთულ რელიეფის გამოსახულებიან ვერცხლის პატარა ბეჭედთან ერთად, მოთავსებული იყო თიხის მრგვალ ვიწროყელიან დოქში, რომლისათვისაც თავი წაუტეხიათ, რადგან მონეტები ყელში არ ეტეოდა. დოქი დამალვის მიზნით ჩაადგმული იყო სასახლის ერთ-ერთი კედლის პატარა ნიშაში. ეს უკანასკნელი გარედან ამოულესიათ. მონეტების ეს განძი, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ორჯერ გამოქვეყნდა სრული სახით - პირველად ს. შამბას, ხოლო მეორედ ი. ცუხიშვილის მიერ.

● ლიხნის განძის ბიზანტიური მონეტები მოჭრილია იმპერატორების კონსტანტინე IX მონომახოსის (1042-1055 წ.წ.), კონსტანტინე X დუკას (1059-1067 წ.წ.), მისი ქვრივი იმპერატრიცა ევდოკია მაკრემვოლიტისას (1067 წ. მაისი-დეკემბერი) და რომანოზ IV დიოგენის (1067-1071 წ.წ.) მიერ.

● ლიხნის განძში ბიზანტიურთან ერთად აღმოჩნდა 44 ქართული ვერცხლის მონეტა; აქედან, 31 - მეფე ბაგრატ IV-ისა (1027-1072 წ.წ.) და 13 მეფე გიორგი II-ისა (1072-1089 წ.წ.).

● ლიხნის განძის ქართულ მონეტებზე ბაგრატ IV და გიორგი II, ქართულ სამეფო ტიტულებთან ერთად, შემკობილები არიან ბიზანტიური ტიტულებით - ნოველისიმოსისა და სევასტოსისა. ცნობილია, რომ ქართველ მეფეთა მონეტები ბიზანტიური ტიტულების აღნიშნვით შემოიღო დავით კურაპალატმა (გარდაცვალების თარიღია - 1001 წ.). ასეთი მონეტები იჭრებოდა მისი მემკვიდრეების ბაგრატ IV-ის, გიორგი II-ის და დავით IV აღმაშენებლის (სევასტოსის ტიტულს, სხვა ბიზანტიურ უმაღლეს ტიტულებთან ერთად, მაგ. პანიპერსევასტოსი და კურაპალატი, უფლისწულობაში და მეფობის დასაწყისში ატარებდა; ხოლო XII ს.-ის დასაწყისიდან დავითი მხოლოდ ქართულ ტიტულებს ატარებდა) მიერ. ამის გამო და აგრეთვე, იმიტომ, რომ ისინი ბიზანტიის იმპერატორების მონეტების მიმსგავსებითაა მოჭრილი - წინა პირზე (ავერსი) ბერძნული წარწერებით და ვლაქერნის ღმრთისმსობლის გამოსახულებით - სამეცნიერო ლიტერატურაში მათ ხშირად ქართულ-ბიზანტიურ მონეტებს უწოდებენ. აღნიშნული განძი ინახება სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.

36360461_660116491032194_183695015951518

legion.ge-82-1553250819.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%
შავ ზღვაში დაახლოებით 2400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს
 

არქეოლოგებმა შავ ზღვაში დაახლოებით 2 400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს. 23-მეტრიანი ხომალდი, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით ძველბერძნულია, ზღვის ფსკერზე თითქმის დაუზიანებელი აღმოაჩინეს.

უძველესი გემის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის თანახმად, გემი ზღვის ფსკერზე უვნებლად ჟანგბადის ნაკლებობამ შემოინახა.

როგორც არქეოლოგები განმარტავენ, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს. ეს არის მოხატული ჭურჭელი, რომელიც,დაახლოებით შავ ზღვაში ნაპოვნი გემის პერიოდისაა. ჭურჭელზე გამოსახულია ოდისევსის ხომალდი, რომელსაც თავს ესხმიან მითიური სირენები.

%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90.jpg

ფოტო: : Werner Forman

რაც შეეხება ადგილმდებარეობას, როგორც გამოცემა წერს, ხომალდი ბულგარეთთან ახლოს აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტი გემიდან, რომლებიც მეცნიერებმა 3-წლიანი ექსპედიციის დროს შავ ზღვაში იპოვეს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
, მისი მონათხრობით, ფრაგმენტები 2012 წელს, მონასტრის სიახლოვეს, მღვიმეში უპოვია. 
23 ოქტომბერს საექსპედიციო ჯგუფმა ვაჩეძორის მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ-ზე, რთულად მისადგომ მაღალ კლდეებში მღვიმეთა კომპლექსს მივაკვლიეთ 
სადაც 10-ზე მეტი მღვიმეა. 
ერთი მათგანი წარმოადგენს დიდ მღვიმეს, რომლის წინა ნაწილი ამოშენებულია სქელი კედლით, 
მღვიმეში აღმოჩნდა ხის და კერამიკის ნივთების ფრაგმენტები. ასევე, საგანგებოდ დამზადებული ორი სხვადასხვაგვარი ტყავის ზონარი, სავარაუდოდ ხელნაწერების ასაკინძი. აქვე აღმოჩნდა კანდელის უღელი. 
მღვიმის შესასვლელთან, კლდეზე, მარჯვნივ, მარტივი ხელწერით, წითელი საღებავით შესრულებულია ეკლესიის მაკეტი, თავზე სამი ჯვრითა და შიგ ჩახატული მეოთხე ჯვრით, გვერდით არის ხის გამოსახულებაც. 
ზოგიერთი მღვიმე ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება, ზოგ მათგანზე ფრიალო კლდის გამო ასვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ვერ მოხერხდა, ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩნდა წყლის ავზიც. 
შესაძლებელია აღნიშნული მღვიმეთა კომპლექსი მონასტრის განძსაცავი ყოფილიყო.
ხელნაწერების პალეოგრაფიულ ანალიზზე მუშაობს პროფესორი თემო ჯოჯუა @temo jojua
52851993_1651449468333955_66479883047571
53139482_1651450941667141_61122786402448
52803011_1651451095000459_41780005145977
52757240_1651451411667094_36626625628701

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?