Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მასალაზე იმუშავა  და სტატიის ავტორია :. ბ-ნი ზვიად გურული

 

გურიის რესპუბლიკაგურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა — მხვნელ-მთესველთა სოციალ-დემოკრატიულითვითმმართველობა, რომელიც არსებობდა საქართველოში, გურიის ტერიტორიაზე. გამოცხადდა 1905 წლის ნოემბერში, ხოლო არსებობა შეწყვიტა 1906 წლის 10 იანვარს.

 

 

გურიის მხვნელ-მთესველთა სოციალისტური რესპუბლიკა
გურიის რესპუბლიკა
რესპუბლიკა  30px-Flag_of_Russia.svg.png 1905–1906 30px-Flag_of_Russia.svg.png 

250px-Guria.svg.png
გურიის რუკა

დედაქალაქი ოზურგეთი უდიდესი ქალაქები ოზურგეთი ენები ქართულირუსული მთავრობა საპრეზიდენტო რესპ. პრეზიდენტი  -  1905-1906 ბენიამინ ჩხიკვიშვილი ისტორია    -  გამოცხადდა რესპუბლიკად თებერვალი 1905  -  პრეზიდენტის გამოცხადება ოქტომბერი, 1905  -  მარცხი (გაუქმდა) იანვარი 1906 ფართობი  -  1905 2,030.1 კმ² (784 მლ²) ვალუტა რუსული რუბლი დღეს ამ ტერიტორიაზე 25px-Flag_of_Georgia.svg.png გურიის მხარე

 

წინაისტორია

ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიულიიდეების მხარდაჭერა[1].

სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. XX საუკუნისდასაწყისში ოზურგეთის მაზრაში დაიწყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. 1892 წელს აღინიშნა 1 მაისი1902 წლიდან ჩნდება სოციალ-დემოკრატიული წრეები, ეწყობოდა გლეხთა ფარული კრებები (მიქელგაბრიელშიჯუმათშიძიმითში). ფართოდ ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა, რის გამოც მეფის მთავრობამ 1902 წელს ყველა სამკითხველო დახურა.1902 წლის ბათუმის დემონსტრაციის შემდეგ ოზურგეთის მაზრაში არსებული მოძრაობა კიდევ უფრო გააქტიურდა. 1903წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია,რომელსაც ხელმძღვანელობდაალექსანდრე წულუკიძე. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთანმუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები. 1904 წლის 1 მაისს რამდენიმე სოფელში მოეწყო შეიარაღებული დემონსტრაცია. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის გავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებები

გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი", რომლის რედაქტორი იყო ლენინი. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბებს სასოფლო თემები. გლეხმა ქალებმა მიიღეს რეზოლუცია მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო.[2]

მეფის ხელისუფლებამ მარტში ოზურგეთის მაზრა (გურია) ქუთაისის გუბერნიისგან გამოყო, კინტრიშის ოლქი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) კი ჩამოაცილა ბათუმის ოლქს და ამ ტერიტორიებზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა სადამსჯელო რაზმი 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით გენერალ ალიხანოვ ავარსკის მეთაურობით. რაზმი სადგურ ნატანებში დაბანაკდა, გლეხობასთან მოსალაპარაკებლად კი 1905 წლის 18 თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გირეი შეხვდა იმ დროს არსებული 25 სასოფლო საზოგადოებიდან 12-ს. კრიმ-გირეის გლეხობამ საკუთარი მოთხოვნები გადასცა. ასეთი იყო შემოქმედის გლეხთა დადგენილება და „ბახვის მანიფესტი“. გლეხობა მათთვის სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითხოვდა.

ალიხანოვის დამსჯელი კორპუსი, რომლის შემადგენლობაში თურქეთის ერთ-ერთი სასაზღვო ქალაქის გარნიზონი, ქვეითთა ერთი პოლკი, ქვეით კაზაკთა ერთი ბატალიონი, ცხენოსანი კაზაკების ერთი პოლკი და არტილერიის ორი ბატარეა შედიოდა. მას „რიონის კორპუსი“ შეარქვეს. კორპუსი 12-13 მარტს შევიდა ოზურგეთში. მარტიდან აგვისტომდე კორპუსი მხოლოდ პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდა, რადგან გურიაში მშვიდობა იყო. აგვისტოში კორპუსი უკან გაიწვიეს.

აჯანყება

1905 წლის ივლისში ფარცხმელმა ესე ცინცაძემ გურიაში ჩაიყვანა იოსებ სტალინი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრებებსა და დისკუსიებში. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის აღსანიშნავად სოფელ ხიდისთავში აღმართეს ობელისკი. 1905 წლის 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება ვაკიჯვარში, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამ კრებას ნიკო მარი ესწრებოდა, რომელიც რევოლუციონერთა ორგანიზებულობით მოხიბლული იყო. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები დვაბზუსა დაბახვში. გურიის გლეხობის მოძრაობას მაღალი შეფასება მისცა ლენინმა მას შემდეგ რაც რსდმპ-ს მესამე ყრილობაზე მიხა ცხაკაიამ წარადგინა გურიის ამბები.

მეფის მთავრობის ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისშირსდმპ-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით. 1905 წლის ოქტომბერში რევოლუციონერები თავს დაესხნენ ბათუმიდან მიმავალ მატარებელს სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის და გაიტაცეს 30 რევოლვერი. 12 ოქტომბერს მათ სადგურ ნატანებსა და სუფსას შორის აყარეს ლიანდაგი და მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგად მოიპოვეს 8 შაშხანა. გლეხობას იარაღით უზრუნველყოფის საკითხში ეხმარებოდა ნესტორ კალანდარიშვილი.

აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა. ბრძოლას ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ნოემბერშიაჯანყებულებმა დაიკავეს ფოსტატელეფონიტელეგრაფირკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი გამოცხადდა.

დამარცხება

1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა. გურიის კომიტეტმა კრილოვთან დეპუტაცია გაგზავნა, რომელმაც ითხოვა ეპატიება გურულებისთვის. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა. 11 იანვარს კრილოვი ოზურგეთში შევიდა და დაპირების მიუხედავად ქალაქი გადაწვა: ცეცხლი წაუკიდა მაღაზიებსა და აჯანყებაში შემჩნეულების საცხოვრებელ სახლებს. ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კრილოვი ხვდებოდა თემების უხუცეს წარმომადგენლებს და მათ თხოვდა იარაღის ჩაბარებას, რევოლუციონერთა გაცემას, ახალწვეულთა მიერ ვალდებულების შესრულებასა და გადასახადების აკრეფას.

1908 წელს თბილისში დაიწყო სასამართლო პროცესი აჯანყებულთა წინააღმდეგ. მოსალოდნელი ტერაქტების გამო ხელისუფლებამ პროცესი ოდესაში გადაიტანა, სადაც აჯანყების რამდენიმე ხელმძღვანელი გაასამართლეს, მათ შორის ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც ოთხი წელი კატორღა მიესაჯა.

 

ეს ბატონები გურიის რესპუბლიკის ჩამომყალიბებელნი და ბახვის მანიფესტის ავტორები არიან 

 

11072764_689111101193814_654760326424851

 

წყარო:https://ka.wikipedia...რიის_რესპუბლიკა


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:  საღოლ კაუ საინტერესო ინფორმაციაა. თან რა დროს? 1905 წელს. გაქანებულ რუსეთის იმპერიაში?....

ისა და სოჩის რეპუბლიკაც იყო და იქნებ მოიძიო ბარემ????


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

:0025: თუ ვნახე რამე სოჩის რესპუბლიკაზე დავდებ იმასაც. 

კვირის პალიტრას ქონდა გურიის რესპუბლიკაზე ვრცელი სტატია, მაგრამ მეორე  ნაწილი იყო მარტო. პირველს თუ მოვიძიებ ორივეს დავდებ. 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

აჰა ესეც დაპირებული კვირის პალიტრის სტატიები.

 

პირველი "რესპუბლიკა" საქართველოში
04-10-2010

...და გურული "ფემინისტი" ქალების "დებიუტი"


თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ საუბარი არა 1918 წელს შექმნილ "საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე", არამედ უფრო ადრე - 1905 წლის შემოდგომაზე, თვითგამოცხადებულ "გურიის რესპუბლიკაზე" გვექნება. თუმცა ამ ორ "სახელმწიფოს" საერთოც ბევრი რამ (უფრო ზუსტად - ბევრი ვინმე) ჰქონდა (ჰყავდა), მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - დამოუკიდებელი საქართველოსდროინდელი თბილისის "ქალაქისთავი" (დღევანდელი ტერმინოლოგიით - მერი) ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც "გურიის რესპუბლიკის" პრეზიდენტი იყო 13 წლით ადრე...

დღეს საქართველოში, ავად თუ კარგად, მტრისთვის თვალის მოსათხრელად თუ რეალურად, ყველა რეგიონში რაღაც კეთდება. ერთადერთი, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა (კარგად ვიცნობ იქაურობას და იმიტომ ვამბობ), გურიაა და ამას წინათ ჩემმა იქაურმა ხნიერმა ნათესავმა ამ საჭირბოროტო ამბებზე საუბრისას იხუმრა: - თუ არ მოგვხედეს, მოგვიწევს ჩვენც, ბაბუაჩვენებივით, "გურიის რესპუბლიკის" გამოცხადებაო...

როგორც ხედავთ, სათაურშიც და შესავალშიც სიტყვა "რესპუბლიკა" ბრჭყალებში ჩავსვით, მაგრამ ბევრისათვის, ვინც ამ თემას იცნობს, ეს მიუღებელი იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ მაშინდელი მოვლენების უშუალო მონაწილეებზე, რომლებიც, ცხადია, ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ყმაწვილობისას შევხვედრივარ რამდენიმე მათგანს და ღრმა სიბერემდე ამაყად აცხადებდნენ, რომ პირველები იყვნენ, ვინც "ძირგამომპალ რუსულ იმპერიას" შეებრძოლნენ, დაამარცხეს და "დამოუკიდებელი სოციალისტური რესპუბლიკაც" შექმნეს!

მაინც რა იყო ეს ნახევარწლიანი დამოუკიდებლობა (ბრჭყალები აქ ნამდვილად უადგილო იქნებოდა, რადგან გურია მაშინ მართლა "თავის ჭკუაზე" ცხოვრობდა) - თავისუფლებისმოყვარე ხალხის ერთ მუშტად შეკვრის ლოგიკური შედეგი, ყაჩაღ-ფირალების მიერ თავიანთი  არცთუ უანგარო მიზნებისათვის ხელისუფლების მოპოვების წარმატებული მცდელობა, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის (სოციალ-დემოკრატების) მიერ განხორციელებული მომავალი რევოლუციის "რეპეტიცია" და მინი-მოდელი? ალბათ, ყველაფერი ერთად...

ჩვენს წერილს, ცხადია, მეცნიერული გამოკვლევის პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მეცნიერსაც და ჟურნალისტსაც ერთი და იმავე "მასალით" უწევთ მუშაობა: რესპუბლიკის (შევთანხმდეთ, რომ ბრჭყალებს აღარ ვხმარობ) ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოფიციალური დოკუმენტები (გარდა ანგარიშებისა გადასახადების შესახებ) არ იქმნებოდა და ამიტომ ის ამბები მხოლოდ მაშინდელმა პრესამ და თანამედროვეთა ზეპირმა თუ წერილობითმა მოგონებებმა შემოგვინახა.

სანამ ამბების ქრონოლოგიას გავიხსენებდეთ, მაშინდელი გურიის ზოგად მდგომარეობას გადავავლოთ თვალი:
იაკობ გოგებაშვილი XX საუკუნის დასაწყისში წერდა: "გურულები ნიჭიერენი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ... თითქმის ყოველ სოფელში სკოლაა დაარსებული და სამკითხველოებიც ბევრი არსებობს... კარგი იქნება, საქართველოს სხვა კუთხეებმაც რომ მას მიჰბაძონ ამ საქმეში."

 

vigac-copy-2.jpg

 

გრიგოლ რობაქიძე კი თავის ნაშრომში "გურია და სოციალიზმი" მარტივად და ლოგიკურად ხსნიდა ამ ხალხის "გასოციალისტებას": "...ისინი ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან, მაგრამ მათ სხვაზე მეტად ესაჭიროებათ მდიდარი მატერიალური ყოფა - ისტორიულ თანამიმდევრობას ისინი ვერ შეურიგდებიან... ფსიქიურად სწორედ ასეთი მემკვიდრეებია გამზადებული სოციალიზმის მისაღებად..."

სწორედ ამ თვისებების გამო გურულები უსწრაფესად რეაგირებდნენ და იღებდნენ ყველა სიახლეს - ცუდსაც და კარგსაც, ამიტომ  იმ დროისთვის "ახალმოდური" სოციალისტობაც მალე მოირგო თითქმის მთელმა გურიამ.

წარმოიდგინეთ აღწერილი სიტუაცია, ამას დაამატეთ 1901 და 1902 წლების საშინელი მოუსავლიანობა და მიღებული შედეგებისაგან მთავრობის მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის არარსებობა და მთავარი - ხელისუფლების მიერ

ყველა სოფლის სამკითხველო-ბიბლიოთეკის დახურვა ბრიყვული არგუმენტით: "გურულები წიგნებისა და გაზეთების კითხვამ გადარია!" ჰოდა... გურულები მართლა "გადირიენ" - 1902 წელს პირველი მიტინგები ჩატარდა: 

ჯერ სოფელ მოცვნარში, სადაც ბათუმიდან "გამოწერილმა" პროფესიონალმა "რევოლუციონერმა" (ანუ: ორატორმა, ყაჩაღმა, ჟურნალისტმა, მკვლელმა და ა.შ. ერთად) ვინმე პროკოფი დოლიძემ "აუხსნა" ხალხს, რომ მათ არაფრად სჭირდებოდათ მთავრობა და თავადაც კარგად მიხედავდნენ საკუთარ საქმეს; რომ მიწების მეპატრონეებს ძალიან ბევრს უხდიან - ერთ მეოთხედს (სხვათა შორის, ვისაც სხვის მიწაზე მოჰყავს მოსავალი, ახლა უფრო მეტს იხდის) და ეს ერთ მეათედამდე უნდა შემცირდეს; 

რომ ტყეში შეშის მოჭრა და მასალის დამზადება უფასო უნდა იყოს; რომ ეკლესიის შესანახი ფული (ე.წ. "დრამის გადასახადი") არ უნდა გადაიხადონ; რომ თავადაზნაურობას მოჯამაგირე და მოსამსახურე არ უნდა ჰყავდეს და ვინც მაინც იმსახურებს  მათთან, დაისაჯოს და ა.შ. (სხვათა შორის, ეს პროკოფი დოლიძე ხუთი წლის შემდეგ დახვრიტეს ბათუმში იქაური ბერძენი ექიმის - ტრიანდაფილისის გაძარცვისა (30 000 მანეთი(!) წაართვა) და მკვლელობის გამო)...

იმავე დღეებში უფრო დიდ სოფელ ნიგოითში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, რომელსაც ადგილობრივი მასწავლებელი - უნივერსიტეტიდან "მთავრობის მიმართ არაკეთილსაიმედოობის" გამო გარიცხული გიორგი ურატაძე ხელმძღვანელობდა. მოთხოვნები იგივე იყო, მაგრამ სიტუაცია თითქმის კომიკური გახდა, როდესაც ხალხმა მოითხოვა, ღვთის წინაშე ფიცი დაედოთ, რომ ერთმანეთსა და საერთო საქმეს არ უღალატებდნენ! კომიკური კი ის იყო, რომ ამ "ცერემონიისთვის" ათეიზმის მქადაგებელ ურატაძეს უნდა ეხელმძღვანელა.

ასე იყო თუ ისე, ე.წ. "ახალთაობის მოძრაობა" დაარსდა და მიტინგზე მიღებული რეზოლუციით ურატაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის უახლოეს - ბათუმის კომიტეტში გაგზავნეს, "გვიპატრონეთო", მაგრამ იქიდან (თვით კარლო ჩხეიძისგან, რომელიც შემდეგ რუსეთის დუმაში ფრაქციის თავმჯდომარე გახდა) უარი მიიღეს: 

"ჩვენ მარქსისტები ვართ, მარქსიზმი პროლეტარების ფილოსოფიაა. გლეხი, როგორც წვრილი მესაკუთრე, ვერ გაიგებს მას, ის უფრო ბურჟუაზიული რევოლუციის "მასალაა", ამიტომ ჩვენ მათ ვერ დავაყენებთ ჩვენი დროშის ქვეშ"; მერე კი, რომ გაიგეს, ფიცი დადესო, სულ გადაირივნენ და ურატაძეს კომიტეტის კრებაზე სულ "ავანტიურისტი და მღვდლების მონა" ეძახეს. რას ჰქვია, "მასალა" ვართო და მთლად "აიწყვიტეს" გურულებმა - უკვე ფეხებზე ეკიდათ კომიტეტის დასტური თუ უარი...

პირველ მიტინგს მეორე და ორმოცდამეათე მოჰყვა და რიგრიგობით ყველა სოფელმა გამოაცხადა "ახალი წესწყობილება". შეიქმნა "გურიის კომიტეტი", რომელიც მთელ ამ რია-რიას ალაგებდა და კალაპოტში აქცევდა.

ყველაზე საინტერესო ქალთა მიტინგი იყო, რომელმაც მიიღო დადგენილება მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ და რომელიც "გურიის კომიტეტის" წარმომადგენელმა დაამოწმა (ნუ დაამოწმებდა, თუ მაგარი ბიჭი იყო - რამდენიმე ათასი გურული ქალი(!) იყო შეკრებილი).

რას აკეთებდა ამ დროს მთავრობა? ბევრს ვერაფერს: ქუთაისის გუბერნატორმა სმაგინმა მიტინგების მოთავეები, სულ სამოცი კაცი, დაიბარა თავისთან, ამათ იფიქრეს, მოლაპარაკებაზე გვეძახისო და ეახლნენ, იმან კი  ყველანი ციხეში ჩაყარა... შემდეგ სოფელ ნატანების დელეგაცია მიადგა მის რეზიდენციას ქუთაისში - დაპატიმრებულების გამოშვება მოითხოვეს; 

"გასწავლით ჭკუასო", - ყველანი იქვე წამოაქცევინა და გააროზგვინა. ნიშანდობლივია ერთ-ერთი გაროზგილის, ხნიერი გლეხის რეაქცია - ამდგარა, ტანსაცმელი დაუფერთხავს, ქუდი დაუხურავს და გამროზგველებისთვის უთქვამს: "რა ქენით ახლა მაგით, რაც ვიყავი, ისევ ის ივანიკა გოგიძე ვარ, მარა უფრო მეტად მძულხართ"... ეს იყო და ეს, მთავრობა მიხვდა, რომ რეპრესიებით ჯერ ვერაფერს მიაღწევდა, ამიტომ ტყვეებიც მალე გაათავისუფლა და ქუთაისის გუბერნატორადაც ლიბერალობით ცნობილი სტაროსელსკი დანიშნა ამ გამროზგავი სმაგინის ნაცვლად...

1902, 1903 წლები და 1904 წლის დასაწყისი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დასჭირდა და 1904 წლის ბოლოს "გურიის რევოლუციური კომიტეტი" უკვე მთლიანად აკონტროლებდა სიტუაციას: გადასახადებს ყველა მას უხდიდა, სისხლის სამართლისა თუ სამეზობლო-სადავო საქმეებს მის მიერ დანიშნული სასამართლოები არჩევდნენ (სხვათა შორის -  ღია პროცესებზე), ვინც მათ ბრძანებებს არ ემორჩილებოდა ან ვინმე მდიდართან მსახურობდა, მის ყანებს ცელით ანადგურებდნენ და ულუკმაპუროდ ტოვებდნენ, ხოლო მას "ბოიკოტს" უცხადებდნენ, რაც დაახლოებით ფშავ-ხევსურულ "თემისგან მოკვეთას" ჰგავდა, 

მაგრამ უარესი იყო: აქ ოჯახის წევრსაც არ ჰქონდა "ბოიკოტირებულთან" ურთიერთობის უფლება, სანამ ის არ "გამოსწორდებოდა"... და რაც მთავარია, ურჩები სასტიკად ისჯებოდნენ - გურიაში მყარად ფეხმოკიდებული ფირალობაც სათავისოდ გამოიყენა კომიტეტმა: ფირალები "წითელ რაზმებში" გააერთიანა, ამნისტია გამოუცხადა და განუსაზღვრელი სადამსჯელო ძალაუფლება მიანიჭა. ის ფირალები, რომლებიც არ დათანხმდნენ, თვითვე გახდნენ დევნის ობიექტები და ბოლოს ან გადაიხვეწნენ, ან შეეწირნენ, ან "გაწითლდნენ".

"ფირალების" ამბავი ცალკე დიდი თემაა. ზოგიერთი ავტორის მიერ მათი გარომანტიკულების მიუხედავად, მათი უმეტესობა პირწავარდნილი მკვლელი და ყაჩაღი იყო და იმედი გვაქვს, მალე შევთავაზებთ მკითხველს წიგნად გამოცემულ სიმართლეს მათ შესახებ.

ისჯებოდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ ხომ "თანასწორობა" მოიპოვეს) - ჩოხატაურის მუზეუმში ვნახეთ ვინმე მელიტონ ჯიბუტის ავტობიოგრაფია, სადაც ამბობს: "მოვკალი ელცაბედ ყაჭეიშვილი, რომელიც ურიადნიკ ქუცურ-ბეგის აგენტი იყო." პრესაში აღწერილია ვინმე ანეტა სიხარულიძის სიკვდილით დასჯა, რომელიც ორი ბავშვით ხელში მდინარეში ჩააყენეს, სხეული დაუსერეს და სისხლისგან დაცალეს... 

ასეთი და ამაზე უარესი, "საჩვენებელი დასჯები" უამრავი იყო, სწორედ მაშინ ამოწყვიტეს ოზურგეთში გურიელთა მთელი გვარი! ასე რომ, რამდენიც უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა ფირალების "რობინჰუდობასა" თუ "არსენობაზე" (ყოველ შემთხვევაში, გურიის რესპუბლიკის პერიოდში), ისინი მაინც სადამსჯელო რაზმის წევრები იყვნენ და მაფიოზური ორგანიზაციის - "გურიის რევოლუციური კომიტეტის" მითითებებს ასრულებდნენ.

ბენია ჩხიკვიშვილი უკვე ოზურგეთში დაბრძანდებოდა ეტლითა და 12-კაციანი დაცვით და "მორიდებით" უკრავდა ხალხს თავს, როდესაც "გურიის პრეზიდენტს" უწოდებდნენ. 

პოლიცია და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები აბსოლუტურად უმოქმედონი იყვნენ; ამას მოწმობს დიდი მეცნიერის, ნიკო მარის სიტყვები, რომელიც მან, გურიიდან დაბრუნებულმა, პეტერბურგის ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა  (ნიკო მარი ჩოხატაურელი იყო) სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა მთელი იმპერიის მასშტაბით აკრძალა საიდუმლო ორგანიზაციების არსებობა: "ეს ბრძანება, ბუნებრივი იქნება, რომ გურიაში პოლიციის აკრძალვად გაიგონ, რადგან მათთვის საიდუმლო ორგანიზაციის წევრები უკვე პოლიციელები და სახელმწიფო მოხელეები არიან და იქ ყველაფერს: სკოლას, საგზაო, საადგილმამულო და სხვა სამსახურებს სახალხო კრებები მართავენ."

ეს მართვა სულაც არ იყო სპონტანური. კომიტეტმა ასეთი ფორმა შემოიღო: გურია სამ რაიონად დაიყო - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის (სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი "რაიონი" და ეს სამი რაიონიც დღემდე არსებობს). თითოეულ სოფელს ასისთავი ხელმძღვანელობდა და სოფლები საათისთავოებად იყო დაყოფილი. ამ ათეულების ძირითადი ფუნქცია წესრიგის დამყარება და გადასახდის აკრეფა იყო (კაცზე 20 კაპიკი); 

ხუთსულიან ოჯახზე ერთი მანეთი გამოდიოდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ ვინღა გაბედავდა უარის თქმას, როცა გადასახადის ამოსაღებად 20 წლის ნაფირალარი მელქისედეკ გუნთაიშვილი, შემდგომში "ციმბირელ პაპად" წოდებული და დაუნდობლობით განთქმული ნესტორ კალანდარიშვილი, ან კიდევ "ტყვიის ტყვიაში ჩამსმელი" დათიკო შევარდნაძე მიადგებოდა?!

სხვათა შორის, დათიკო შევარდნაძესთან დაკავშირებით ჩემს ოჯახში შემონახული ამბავიც შემიძლია მოგითხროთ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დღევანდელი წერილის თემას: დათიკო შევარდნაძე საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა, ოზურგეთის პროგიმნაზიაც დაუმთავრებია და რუსეთში რამდენიმეწლიანი ყოფნის შემდეგ კარგი რუსულიც უსწავლია, თანაც საოცრად ლამაზი კალიგრაფია ჰქონია. 

ჩოხატაურთან, სოფელ გორა-ბერეჟოულის მკვიდრ ერისთავს (ახლაც დგას იქ მისი სასახლის ნარჩენები) მიუწვევია თავისთან მდივნად და საქმეთა მმართველად. ბაბუაჩემის მამასთან მეგობრობდა თურმე და მისი უფროსი ვაჟი თავისთან წაუყვანია - თან რამეს ვასწავლი  და თან ჯამაგირც ექნებაო. თვითონ რომ "გაფირალებულა", ის ბიჭი (ანუ ბაბუაჩემის ძმა) ერისთავთან დარჩენილა სასახლეში და 1905 წელს გურიის კომიტეტიდან მამამისისთვის შემოუთვლიათ - შენი ბიჭი (უკვე 18 წლის იყო) წამოიყვანე ერისთავის სასახლიდან, იქ ნუ მუშაობს, თორემ მოგიკლავთო. შეშინებული ჩემი დიდი ბაბუა ისევ დათიკოსთან  მისულა და იმას ისღა მოუხერხებია (უკვე "გაწითლებული" იყო), რომ  ოზურგეთის რკინიგზის სადგურში მოუძებნია მისთვის სამსახური.

ეს ამბავი ერთი ნიშანდობლივი ფაქტის გამო გავიხსენე: როდესაც ერისთავის გამოგზავნილი კაცი ურმით ჩამოივლიდა მის მიწაზე მოწეული მოსავლის წილის წასაღებად (ხანდახან დათიკო შევარდნაძეც ახლდა დავთრით ხელშიო), ჩემს დიდ ბაბუას ეტყოდა, თურმე: "ერისთავმა ბრძანა, ისიდორე დოლიძეს ბევრი შვილი ჰყავს და არაფერი წამოიღოთ, იქით მიართვითო", და წაღების მაგივრად რამდენიმე ტომარა ლობიოსა და სიმინდს უტოვებდნენ (ხანდახან - შევარდნაძის "პირადი ინიციატივითაც"), ხოლო როდესაც გურია "ახალთაობის" ხელში გადავიდა,  ეს შეღავათები მოიხსნა და ვეღარც მთავარ "გადასახადების ამკრებთან" მეგობრობა შველოდა საქმეს...

ასე მოვიდა 1905 წლის შემოდგომა, რომელიც ნებისმიერ ზაფხულზე ცხელი აღმოჩნდა და რომელზეც დიდხანს ლაპარაკობდნენ არა მხოლოდ აქაური და რუსული, არამედ ევროპული და ამერიკული გაზეთებიც.
წინ კი დიდი ამბები იყო...

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გაგრძელება:

 

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვწერდით, თუ როგორ შეხვდა აჯანყებული გურია 1905 წლის შემოდგომას - როდესაც ოქტომბერში უკვე "ოფიციალურად" გამოცხადდა "გურიის რესპუბლიკა", მის პრეზიდენტად კი - ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი.

ვისაც თბილისიდან ოზურგეთისაკენ საავტომობილო გზით უმგზავრია (ოღონდ 90-იან წლებამდე, სანამ საქართველოში "სპილენძის ციებ-ცხელება" დაიწყებოდა, რომლის დროსაც ძეგლები კი არა, ბაბუის დატოვებული არყის სახდელი ქვაბებიც თურქეთსა და ჯართის მიმღებ პუნქტებში გაზიდეს), ჩოხატაურსა და ოზურგეთს შორის, ნასაკირალის ულამაზეს უღელტეხილზე აუცილებლად შეამჩნევდა მაღალ ობელისკს, რომელზეც სპილენძის შეიარაღებული ფიგურები - გამარჯვებით აღტაცებული მებრძოლები - იყო გამოსახული. ეს ობელისკი (ახლა მისი ნანგრევებიღა დგას) დაიდგა ნასაკირალის 1905 წლის 20 ოქტომბრის ბრძოლის აღსანიშნავად, რომელმაც გურიას "ნანატრი დამოუკიდებლობა" მოუტანა.

რა მოხდა რეალურად? 1905 წლის ოქტომბრისთვის "გურიის კომიტეტი" უკვე მთელ მხარეს აკონტროლებდა, გარდა სოფელ ჩოხატაურისა (მაშინ სოფელი იყო) და სამაზრო ცენტრის - ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობებისა, სადაც მაზრის უფროსი ლაზარენკო, ფაქტობრივად, ალყაში იყო. ყაზარმები აჯანყებულებს ეკავათ, თუმცა რუსები წინააღმდეგობას არ უწევდნენ. 16 თუ 17 ოქტომბერს ლაზარენკოსთან შიკრიკი მოვიდა, ჩოხატაურში აჯანყებულებმა ფოსტა, ტელეგრაფი და ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავესო. სულაც არ ეხალისებოდა ლაზარენკოს, მაგრამ რა ექნა? წაიყვანა კაზაკების სპეცრაზმის ("პლასტუნებს" ეძახდნენ) 120 მებრძოლი, 13 პოლიციელი (მეტი აღარ ჰყავდა, გაქცეულები იყვნენ) და 18 ოქტომბერს ჩოხატაურისკენ დაიძრა. 

შიკრიკის მოსვლისა და ლაზარენკოს გამგზავრების თარიღები შემთხვევით არ გვიხსენებია - როგორც ეტყობა, ის შიკრიკიც "ჩვენიანი" იყო და მაზრის უფროსისა და კაზაკების ქალაქიდან გატყუება უნდოდა, რადგან, როგორც თვითონ ლაზარენკო წერს თავის პატაკში, 18-ში საღამოს ჩოხატაურში მისულს იქაურობა ახალდარბეული დახვდა, ხოლო პოლიციის უფროსის (ბოქაულის) ადიუტანტ ჩიგოგიძეს მოუხსენებია, ჩემი უფროსი ჯერ მაგრად სცემეს და რამდენიმე პოლიციელთან ერთად სულ რაღაც ნახევარი საათია, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანესო... ლაზარენკო წერს, არანაირი სამხედრო მოქმედების ჩატარება არ შეიძლებოდა, რადგან მთელი მოსახლეობა ტყეში იყო გახიზნული, მხოლოდ ვაჭრები იყვნენ დარჩენილი, რომლებმაც "არაფერი იცოდნენ", ხოლო ფოსტა და ტელეგრაფი დარბეული და წყობიდან გამოსული იყოო. ლაზარენკომ ისევ ოზურგეთში დაბრუნება გადაწყვიტა და 20 ოქტომბერს "დამსჯელი ექსპედიცია" (თუმცა ვერავინაც ვერ დასაჯა) დასავლეთისკენ დაიძრა.

ეს ორი დღე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ კომიტეტს მთელი დასავლეთ გურიისათვის შეეტყობინებინა: - არიქა, ქუდზე კაცი გამოდით, ლაზარენკომ ჩოხატაური ააწიოკა და ოზურგეთში ბრუნდებაო. 4000 კაცი შეიკრიბა, ძირითადად ცელებით, ნამგლებითა და ფიწლებით შეიარაღებულები და ცხადია, ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო - ფიწლები კი არა, 4000 კაცს პანჩურები რომ ერტყა ას ოცი, თუნდაც კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგისათვის, მაინც მოუგებდა. 

არადა, სამხედრო საბჭოს თათბირზე, რომელშიც ფირალები (ახლა უკვე "წითელრაზმელები") მელქისედეკ გუნთაიშვილი და დათიკო შევარდნაძეც შედიოდნენ, ვინმე სამსონ პაიჭაძეს ასეთი რამ უთქვამს: რად გვინდა ბრძოლა, მდინარე გუბაზოულის წყალი მოვწამლოთ, საღამოს რომ ჩამოივლიან, სხვაგან წყალს ვერ დალევენ და ყველანი დაიხოცებიანო.  უსინდისო,  თუმცა უტყუარი მეთოდია, მაგრამ გურულებს მაინც  "ფიშტოს სროლა" უნდოდათ და გადაწყდა კიდეც შეიარაღებული თავდასხმა.

ჩოხატაურიდან 

თორმეტ ვერსზე მდებარეობს სოფელი ნაგომარი და ამის შემდეგ იწყება ნასაკირალის ტყით დაბურული უღელტეხილი. ნაგომარში შესვლისთანავე უგრძნია ლაზარენკოს "დამწვრის სუნი", რადგან სოფელში მხოლოდ აფთიაქის ფანჯარა იყო განათებულიო (ვინღა იქნებოდა სახლებში, ყველა ნასაკირალში ელოდა მას და მის რაზმს), მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა. ორიოდე ვერსიც გაიარეს და საღამოს 8-9 საათზე, შეუდგნენ თუ არა აღმართს, წამოვიდა ტყვიების წვიმა. ჭკვიანურად მოქცეულა ლაზარენკო, რომ ნაგომარში არ დაბანაკდა და დილას არ განაგრძო გზა - გამორიცხული იყო, დღის სინათლეზე თუნდაც ერთი კაცი გადავრჩენილიყავითო. ლაზარენკომ თხუთმეტამდე კაცი დაკარგა, დანარჩენებმა სიბნელით ისარგებლეს და ტყეს შეაფარეს თავი, აჯანყებულებს მხოლოდ ერთი დაეღუპათ (ვინმე სალუქვაძე), როგორც ამ ამბების მონაწილე თენგიზ ჟღენტი იხსენებს თავის წიგნში, დიდად არავის უდარდია, რადგან სალუქვაძე მაშინ მოუკლავს დაჭრილ კაზაკს, როდესაც ბრძოლის ველზე მოკლულ მოწინააღმდეგეს ჩექმას ხდიდა...

ლაზარენკომ ხუთი კაცი ტყე-ტყე გაგზავნა ოზურგეთში ამბის გასაგებად, რადგან იქიდანაც დიდი ბათქა-ბუთქის ხმა ისმოდა, მაგრამ უკან აღარც ერთი არ დაბრუნებულა - სამი გზაში მოკლეს, ორიც ოზურგეთში დააპატიმრეს; ხმაური კი აჯანყებულების გამარჯვების ზალპი გახლდათ - მაზრის ცენტრი აღებული იყო, "ამხანაგმა პრეზიდენტმა" ბენია ჩხიკვიშვილმა, მისმა თანაშემწე ნესტორ ერქომაიშვილმა და თორმეტკაციანმა დაცვამ მაზრის უფროს ლაზარენკოს "ოფისი" დაიკავეს.

ასე რომ, როგორც ხედავთ, ბრძოლაში რუსებმა სულ რაღაც თხუთმეტი კაცი დაკარგეს და საბჭოთა ისტორიაში ესოდენ "გაპიარებული" ნასაკირალის შეტაკება სულაც არ იყო გურულ აჯანყებულთა გმირული ბატალია. აქვე ბავშვობაში გაგონილ ერთ ამბავსაც გავიხსენებ: მშობლებთან ერთად ავტობუსით ვმგზავრობდი; ნასაკირალის ობელისკთან გავლისას ერთმა მგზავრმა (ეტყობა, პირველად იყო გურიაში) იკითხა, ეს რა ძეგლიაო? წინა სკამზე მჯდომი ყაბალახიანი ბაბუა მოუბრუნდა და მთელი ავტობუსის გასაგონად გადმოსძახა:

- მაგი, ჩემო ბატონო, გურულები რომ ცხრაას ხუთში გააბდლდენ, იმის ძეგლია! რა უნდოდენ, მანამდე ერთი ტომარა სიმინდი ღირდა აბაზი და ახლა, აგერ, ცარიელ ტომარაში მივეცი ორი მანათი, - და ცარიელი ტომარა დაანახვა შემკითხველს... 

ახლა ნასაკირალის ამბებამდე რამდენიმე თვით უკან დავიხიოთ და ვნახოთ, რა ხდებოდა ამ "რესპუბლიკაში".
იქიდან დავიწყოთ, რომ ამ "დომხალის" გამომწვევებიც და დამლაგებლებიც მენშევიკები იყვნენ და არა - ბოლშევიკები, რაზეც მენშევიკ ჩხიკვიშვილის "პრეზიდენტობაც" მეტყველებს, ოღონდ ისიც მართალია, რომ 1903 წელს მომხდარი განხეთქილების მიუხედავად, ბოლშევიკ-მენშევიკები ჯერ კიდევ ერთ პარტიად ითვლებოდნენ და მხოლოდ ხმათა უმრავლესობის გამო იმარჯვებდა მენშევიკების აზრი (ესეც გურული პარადოქსია - ამხელა იმპერიაში მხოლოდ გურიაში არ ასახავდა სახელწოდება რეალობას - "მენშევიკი" ხომ უმცირესობას ნიშნავს, "ბოლშევიკი" კი - უმრავლესობას). 

ამიტომ საბჭოთა პერიოდის ვაიმეცნიერთა ბაქიბუქი ქართველ ბოლშევიკთა დამსახურებებზე "აშკარად გადაჭარბებულია". მართალი ის არის, რომ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალას - "წითელ რაზმებს" და გადასახადებს, სწორედ ბოლშევიკები განაგებდნენ, განათლება, პრესა, სასამართლო კი უფრო ინტელექტუალი მენშევიკების ხელში იყო. შეიძლება ვინმეს გაეღიმოს კიდეც - რა განათლება და რის პრესაო?! მაგრამ არც მასე იყო საქმე - რამდენიმე თვის განმავლობაში ორი გაზეთიც გამოდიოდა, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალი იყო ცენზურისაგან (თუმცა პარტიული გაზეთები იყო და შიდაპარტიული ცენზურა ისედაც თავისას აკეთებდა), ხოლო სკოლების უფროს კლასებში ჯერ კიდევ 1904 წლის შემოდგომიდან ასწავლიდნენ "სოციალ-დემოკრატიულ დოქტრინას" და "მარქსიზმის საფუძვლებს"(!!!). 

სხვათა შორის, სწორედ ახალგაზრდობა, 16-18 წლის ბიჭები იყვნენ "წითელრაზმელთა" ყველაზე საიმედო დასაყრდენი - მარქსისტული იდეებით ტვინაბნეულ და იარაღის ხმარების ნების მქონე ლაწირაკს წინ რა დაუდგებოდა? ამასვე ადასტურებს ნიკო მარის სიტყვები: "...გადასახადს არავინ კრეფს (ოფიციალურ გადასახადს -  ზ.გ.), არ არის აქციზი, მთავრობის სასამართლოები... თუმცა არის გაუგებარის ხალხის გაყვლეფა გაიძვერათაგან... თითქმის წინანდელზე მეტი სიძვირე... სამაგიეროდ, თავისუფლება სრულია, პრესსის, სიტყვის, სარწმუნოების, წარმოების თავისუფლება... კაცი გაოცებული რჩება, როგორ ახერხებენ სოფლელები მთელი დღეობით კრებაზე დასწრებას, როდესაც ყანებში დიდი საშრომელი აქვთ..." 

სტატიის პირველ ნაწილში გადასახადები ვახსენეთ - კაცზე 20 კაპიკი იყო თვეში. მაგრამ აქაც ბოლშევიკ-მენშევიკების მიერ "საქმის გადანაწილებას" ვაწყდებით: მთავრობამ (ანუ მენშევიკებმა) გადაწყვიტა, რომ გადასახადი მხოლოდ კომიტეტის წევრებს უნდა გადაეხადათ, ხოლო წევრობა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო; სამაგიეროდ, "გადასახადის გადამხდელები", ანუ ძირითადად ბოლშევიკებით დაკომპლექტებული "წითელრაზმელები" მიადგებოდნენ ხალხს და "ნამუსზე აგდებდნენ" - ყველა გადასახადისგან გაგათავისუფლეთ, თავისუფლება მოგეცით და აბაზი გენანებათ საერთო საქმისთვისო?! 

გარდა ამ "საწევროსი", იყო კიდევ ე.წ. "თოფის ფული" - ერთჯერადი გადასახადი, რომელიც "რესპუბლიკის შეიარაღებას" უნდა მოხმარებოდა. სხვათა შორის, ნასაკირალის შეტაკებიდან რამდენიმე დღეში, ჩოხატაურის რაიონის (ამ დროისათვის მანამდე სამ რაიონად დაყოფილი გურია უკვე შვიდ ქვერაიონად იყო დაყოფილი) მაღალმთიან სოფელ სურებში იარაღის მწარმოებელი "ზაოდი" გამართეს და ბათუმიდან ოსტატებიც ჩამოიყვანეს.


ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ბოლშევიკები აქცევდნენ ქვეყანას და მენშევიკები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ - სწორედ მათი სასამართლოების პრეროგატივა იყო "დამნაშავისათვის" (ანუ სხვაგვარად მოაზროვნისათვის) "ბოიკოტის" მისჯა (ამაზე წინა ნომერში ვწერდით) და მათი გამოტანილი სასჯელისა ისე ეშინოდა ხალხს, რომ თუკი ერთი კაცი მეორეს დაემუქრებოდა, კომიტეტში დაგასმენო, ეს უკანასკნელი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მუქარა არ შესრულებულიყო.
კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი: მართალია, მასას, გლეხობას, ეგონა, ჩვენ ჩვენს "პატარა დამოუკიდებელ სოციალიზმს" ვაშენებთო, მაგრამ აჯანყების ორგანიზატორებს გაცილებით შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ:

როგორც ზემოთ ნახსენებმა ლაზარენკომ განაცხადა (სასამართლოს შეკითხვაზე - როდის დაიწყო გურიაში აჯანყებაო), აჯანყება ბათუმში დაიწყო და შემდეგ გადმოინაცვლა გურიაშიო, მართლაც ასე იყო და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ბათუმი რეგიონის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი იყო და მთელი კასპიის ნავთობი სწორედ აქ იყრიდა თავს, უდიდესი კომპანიების (მათ შორის - თვით როტშილდისა და ნობელის) საცავებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში უამრავი მუშა შრომობდა. მუშა, პროლეტარი კი, საუკეთესო "მასალა" (მათივე ტერმინია) იყო სოციალ-დემოკრატებისათვის. 1905 წლის ზაფხულში ბათუმის პორტში მდგომ გემზე ბუნტი მოხდა, აჯანყებულებმა დროებით პორტისა და ქალაქის ფუნქციების მოშლაც მოახერხეს, მაგრამ ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო ამბოხი. 

ამის მიუხედავად, ბათუმს რეპუტაცია შეელახა, ბევრმა კომპანიამ (ნობელმაც) დახურა თავისი საწარმოები და გაჩნდა უამრავი უმუშევარი, რომელთა უმეტესობაც სწორედ გურიიდან იყო. მათ, სოციალისტური იდეებით "აღჭურვილებმა", მშობლიურ სოფლებს მეაშურეს და პარტიის მთავარ დასაყრდენად იქცნენ. მაგრამ მთავარი მაინც არ იყო მათი აგიტაცია-პროპაგანდა და ხალხის გაჭირვებული ყოფა, მთავარ მიზეზს ნათლად გვიხატავს გაზეთ "შინაურ საქმეებში" გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილის ფრაზა: "მაინც რამ დააჩოქა ქრისტეს მორწმუნე ხალხი მარქსის სურათის წინ? შიშმა და თოფიანმა აგიტატორებმა..." 

სოციალ-დემოკრატების მეორე და ძირითადი, შორსმიმავალი მიზანი გურიის შემდეგ სწორედ ბათუმის აღება და შავიზღვისპირა "სოციალისტური ზოლის" შექმნა იყო სევასტოპოლამდე, სადაც ჯავშნოსან "ოჩაკოვზე" ლეიტენანტ შმიდტის მეთაურობით უკვე დიდი ამბები დაეტრიალებინათ "წითლებს"...

დავუბრუნდეთ ისევ 1905 წლის ოქტომბრის ამბებს: გურიის რესპუბლიკა "დამოუკიდებელ" ცხოვრებას განაგრძობდა, მაგრამ ნასაკირალის შეტაკება უკანასკნელ წვეთად იქცა მთავრობის მოთმინების ფიალაში, ანდა, შესაძლოა, თვით ხელისუფლებამ გააბუქა ამ მოვლენის მნიშვნელობა, რათა ქართველი საზოგადოების წინაშე, რომელიც თბილისშიც და ქუთაისშიც თავგამოდებით იცავდა "სიმართლისთვის მებრძოლ გურიის ხალხს", გაემართლებინა დაგეგმილი რეპრესიები. გაშმაგებულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა მართალია, მიღებაზე უარი არ უთხრა ქართველ ინტელიგენციას, მაგრამ გურიაში სადამსჯელო ოპერაცია მაინც მოაწყო, ამასთან ისეთი საგანგებო უფლებები მიანიჭა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის, რომ ამ უკანასკნელმა პირველად თვით ქუთაისის გუბერნატორი(!) სტაროსელსკი და მისი მოადგილე - ყიფშიძე დააპატიმრა (აჯანყების ხელშეწყობის ბრალდებით). 

ალიხანოვმა ოცნება აისრულა - ერთხელ აჯანყებულთა შიშით, მეორედ კი გუბერნატორ სტაროსელსკის ბრძანებით უკან გამობრუნებულმა, ამჯერად სრული "კარტ-ბლანში" მიიღო ვორონცოვ-დაშკოვისაგან (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ალიხანოვ-ავარსკის ასე მოიხსენიებდა: "ლუჩში სინ არმიანსკოგო ნაროდა") და ისე გადაწვა ოზურგეთი და გურიის სოფლები, ნაკვერჩხალიც არ დაუტოვებია! 

ხალხი გაიხიზნა; მოთავეები ზოგი დაიჭირეს (ძირითადად, მენშევიკები), ზოგმა კი (მათ შორის - ფირალებმა) "მშობლიურ სტიქიას" - ტყეს მისცა თავი. "გურიის რესპუბლიკის ბიუჯეტი" - გადასახადებით აგროვილი ფული ბოლშევიკებმა მიისაკუთრეს და ზოგი საქმეში და ზოგი დროს ტარებაში დახარჯეს... გურიაში კი მაზრის უფროსად ალიხანოვზე არანაკლებ დაუნდობელი ტოლმაჩოვი მიავლინეს. 

ეს აუცილებლად მიაჩნდა ხელისუფლებას - რეპრესიები კი დაიწყო და ხალხიც ბევრი დაიჭირეს, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა სიძულვილი რუსული მმართველობისადმი, გადასახადებსაც მხოლოდ თოფის მიშვერის შემდეგ უხდიდნენ მთავრობას; თანაც აგიტატორები (მათ შორის, ყველაზე აქტიურად შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი) ისევ ახერხებდნენ დაუმორჩილებლობის ორგანიზებას...

რა მისცა "გურიის რესპუბლიკის" არსებობამ ხალხს? ერთნი თვლიან, რომ მან უბედურების მეტი არაფერი მოუტანა ისედაც ვაგლახ მდგომარეობაში მყოფ გურიას, სხვანი ამტკიცებენ - "ჩიტი ბდღვნად ღირდა" და ქართველებმა სწორედ მაშინ გაიხსენეს, რომ მტერთან ბრძოლა საჭიროაო...

ძნელი სათქმელია და საგაზეთო პუბლიკაციას არც აქვს უეჭველი შეფასების პრეტენზია. ჩვენ, უბრალოდ, შევეცადეთ, მკითხველისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ არსებობდა ასეთი უცნაური "სახელმწიფო" - "გურიის რესპუბლიკა"...

ხალხი კი... ხალხი ყოველთვის მართალი იყო, მაშინაც, როდესაც ცარიზმს ებრძოდა და მაშინაც, როდესაც ანეკდოტების სახით ასეთ "ფოლკლორულ მარგალიტებს" ქმნიდა:

გურული შვილიშვილი ბაბუას ეკითხება:
- ბაბუ, რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის?
- ხომ გინახავს გზაზე ძროხის ფუნას რომ ურემი გადოუარს? ჰოდა, ერთ მხარეს მეტი რომ დარჩება, იგი ბოლშევიკებია, მორე მხარეს რომ ნაკლებია, იგენი - მენშევიკები.

P.S. გურულ მოჯანყეთა შიში მაინც შერჩა მთავრობას. აბა, რა იქნებოდა, 1907 წლის ზაფხულში ჯერ ალიხანოვ-ავარსკი გაისტუმრეს იმ ქვეყნად "ბომბისტებმა" (მეუღლითურთ ააფეთქეს ქალაქ ალექსანდროპოლში), მერე  თბილისში ტოლმაჩოვიც მის გზას გაუყენეს, თანაც თბილისელ "კოლეგებს" აუკრძალეს - ხელი არ ახლოთ, ჩვენ უნდა დავსაჯოთო.

ამ შიშის ბრალი იყო, რომ ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოში ვერ გაასამართლეს, პროცესი ოდესაში დანიშნეს და მხოლოდ ოთხწლიანი (?!)  პატიმრობა აკმარეს..
.

 

 

სტატიის ავტორი: ზვიად გურული 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

:bravo:  დიდი მადლობა, ძალიან მაგარი იყო, მე გურიის რესპუბლიკაზე კი მქონდა ყური მოკრული მაგრამ ასე საფუძვლინად არ ვიცოდი, მაგრა ვიკაიფე



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ვასო

ვასო

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 6 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ისანი
  • წარმოშობა:ყვარელი

ეს ხუმრობააა?

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ვასო , ნამდვილად არაა ხუმრობა. ფაქტია რომ აჯანყებულებმა რუსეთის ძალოვანები განდევნეს და გამოაცხადეს რესპუბლიკა. (მცირე ხანს იარსება , მაგრამ ფაქტი , ფაქტია)


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

მადლობა კაუ საინტერესო იყო, რაგაც მსმენოდა, მაგრამ ფაქტებით არ ვიცოდი.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი ინფორმაციაა...

მალადევ კაუ :)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ზვიად გურული

ზვიად გურული

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:ჩოხატაური, ბუკნარი
  • წარმოშობა:გურია

დიდი მადლობა, რომ "კვირის პალიტრიდან" ჩემი სტატია გადმოაკოპირე, მაგრამ ავტორს რას ერჩოდი, რომ გამომტოვე - სახელი არ მივარგა, თუ გვარი? :(



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე ზვიად გაიხარე . საინტერესო და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მომენტი რომ ასე საინტერესო ფაქტებით რომ გააგებინე ფართო აუდიტორიას. განსაკუთრებული მადკობა ჩვენგან გურულებისგან.

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

დიდი მადლობა, რომ "კვირის პალიტრიდან" ჩემი სტატია გადმოაკოპირე, მაგრამ ავტორს რას ერჩოდი, რომ გამომტოვე - სახელი არ მივარგა, თუ გვარი? :(

 

 

გასწორებულია ბატონო ზვიად :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ზვიად გურული

ზვიად გურული

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:ჩოხატაური, ბუკნარი
  • წარმოშობა:გურია

გამრავლდით, გურულებო :)

 

პ.ს. ისე, საშიშია ძალიან ბევრი გურული :)))))))))))



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ბატონო , არაა მაი საშიში. აგი თუ ვინცხა აბდალა გამოჩნდა მაშინაა , პაწა საფრთხილო. ისთე ჩვენთან ნამეტნავად მშვიდი გურულობაა. ბუკა, გუგა, დუკა, მე აგერ თქვენი მონსა მორჩილი და ა.შ. ნადირობა თუ გიყვართ და თქვენც შემოგვიერთდებით მთლათ გადასარევი ....

:goood:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?