მეგობრებო!
შაბათს , ჩვენ შეკრებაზე გადავწყვიტეთ კამერების შეძენა კლუბისათვის. გოუ პრო-ზე მაქვს საუბარი.
რამაზიმ ძალიან იაფად გაჩითა (დაახლოებით 55$ თავისი პრიჩინდალებით , წყალქვეშა გადასაღები ჰერმეტული კამერითა და ტრანსპორტირებით.
იქვე შედგა სია მსურველების ვინც აპირებს კლუბისათვის მის შეძენას .
სავარაუდოთ 3 ცალს ვიყიდით . ასე რომ სადღაც 165$ იქნება შესაგროვებელი.
აქ დავდებ ტექნიკურ მახასიათებელსაც და სიასაც.
კამერები მაღალი რეზოლუციით იღებს და დაწყებული, ნადირობის-ნადიმობის , ღონისძიება-ღვინისძიების , თევზაობის (მათ შორის წყალქვეშა), ძაღლების დაგეშვის , ვიკენდების , გამწვანების , დასუფთავების , ჯომარდობის თუ კლუბის ნებისმიერი აქტიობის გადაღება იქნება შესაძლებელი.
ასე რომ გთხოვთ იაქტიუროთ და კლუბის საჭიროების გათვალისწინებით შემოგვიერთდეთ.
წინასწარ გიხდით მადლობას.