Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

8495986_orig.jpg                               იჟ - 39

 

იჟ - 39 სპორტული თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით, დაპროექტებულია კლიმოვის მიერ, წარმოადგენს იჟ - 25 -ს გაუმჯობესებულ ვარიანტს, ჩაშვებულია წარმოებაში 1979 წლიდან. გამოდიოდა მხოლოდ 12კალიბრის, სავაზნე 70მმ, დიმაეტრი 18,4 ; ორ ვარიანტში მრგვალ სტენდზე სასროლად იჟ-39 CK , და სასანგრე სტენდისთვის იჟ - 39 CT, ეჟექტორიან ვარიანტს შესაბამისად ემატებოდა ინდექსი ''E'' . იჟ -25-ის გაუმჯობესების დროს: ძირითადი ცვლილება განიცადა კონდახმა, რადგან იჟ - 25 გამოდიოდა ორივე სასტენდო დისციპლინებისთვის ერთი და იგივე კონდახით, ქმნიდა დიდ უხერხულობას სროლის დროს(პრაქტიკულად ყოველთვის ''ტიუნინგი'' უტარდებოდა ახალ კონდახს!) აუცილებელი იყო გაუმჯობესება! იჟ-39-ს კონდახი, ორივე დისციპლინებისთვის შესაბამისი დახრებით გამოუშვეს, იყო მონტე კარლოს ტიპის . გაიზარდა ასევე სიგანეში(გაფართოვდა) სამიზნე თამასა 10 - 12 მმ-ი. გამტკიცდა თოფის კალაპოტი, შესაბამისად დამძიმდა. გაიზარდა რესურსი.
სასხლეტ დამცემი მექნიზმი ბასოლუტურად იგივეა რაც იჟ -27E-1C -ზეა.ინერციული, პირველი გასროლის შედეგად წარმოქმნილი უკუცემა. ჯ.მ.ბრაუნინგის სისტემის მიხედვით.
ლულების იჟ - 39CK(მრგვალი სტენდისთვის) სიგრძე 670-680მმ-ი, ქვედა ლულა ცილინდრი 00მმ,ზევითა გაფართოება0,4მმ, თოფის წონა 3500-3600გრ. საფანტის გაშლის მაჩვენებელი(კუჩნოსტ) 90% ორივე ლულიდან. მისროლა ხდება 20მეტრზე!
ლულების იჟ -39C T (სასანგრე სტენდისათვის) სიგრძე 750 მმ-ი, ქვედა ლულა ჩოკი 1მმ, ზედა გაძლიერებული ჩოკი 1,25. თოფის წონა 3500-3700გრ. საფანტის გაშლის მაჩვენებელი (კუჩნოსტ) ქვედა ლულა 65 % ზედა ლულა 70% და მეტი.ორივე ლულიდან მისროლა ხდება 35 მეტრზე!

მცირე რაოდენობით გამოდიოდა სანადირო ვარიანტიც


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?