Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი – ქართული ლეგიონის ერთ–ერთი მეთაური.
ნიკოლოზ ცინცაძე
 

14040683937001.jpg

 

ფრიდრიხ ვერნერ გრაფ ფონ დერ შულენბურგი (დ. 1875 გ. 1944) ცნობილი გერმანელი დიპლომატი და 20 ივლისის შეთქმულების მონაწილე.

  შულენბურგი ძველი გერმანული საგრაფო საგვარეულოს შთამომავალი იყო. ცნობილია რომ ამ გვარის ფუძემდებელი, ჯვაროსანი რაინდი ვერნერუს დე შულენბერგი იყო. სახელი ციხესიმაგრე შულენბურგიდან მოდის.  ამ გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს ფელდმარშლები, გენერლები , მაღალი რანგის ოფიცრები და ეპისკოპოსები იყვნენ. სხვადასხვა დროს შულენბურგებს გერმანიაში, ინგლისში, დანიასა და რუსეთში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

  ფრიდრიხ ვონ დერ შულებერგი იყო ცნობილი გერმანელი ფელდმარშლის, იოჰან მატიას ფონ დერ შულენბერგის შთამომავალი. დაიბადა პრუსიის არმიის ობერსტლეიტენანტის (ვიცე–პოლკოვნიკის) ოჯახში. იმსახურა პოცდამის მეცხრე ინფრანტერიის პოლკში, სწავლობდა ჰუმბოლტის და მიუნჰენის უნივერსიტეტებში. 1900 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი.

  პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, შულენბურგი მოღვაწეობს არმიაში რეზერვის კაპიტნის რანგით. მარნის ბრძოლის შემდეგ დაინიშნა საარტილერიო ბატარეის მეთაურად. 1915 წელს გახდა გერმანიის კავშირის ოფიცერი თურქეთის არმიაში, სწორედ ამ დროს მიიღო მონაწილეობა საქართველოს ლეგიონის მართვასა და ორგანიზებაში. ამ პერიოდში მიიღო რკინის ჯვარი.

  1918 წელს გერმანიის დელეგაციის წევრია საქართველოში.

14040683931329.jpg წინაპარი ფერდმარშალი - იოჰან მატიას ფონ დერ შულენბერგი

დიდი როლი ითამაშა საქართველო–გერმანიის შეთანხმების მომზადებაში, ეხმარებოდა ქართველებს სახელმწიფო დოკუმენტების შედგენაში. შემდგომში ოფიციალურად წარმოადგენს გერმანიას საქართველოში. სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა ქართველ ემიგრანტებთან. ხელს უწყობდა ქართველ ახალგაზრდებს გერმანულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად წასვლაში. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს გერმანელთა კავშირი.

  1934–1941 წლებში იყო მესამე რაიხის ელჩი საბჭოთა კავშირში. 1943 წლიდან ჩართულია წინააღმდეგობის მოძრაობაში. მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირთან მშვიდობის დამყარება. განიხილებოდა  ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილეების მიერ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრად.  1944 წელს, ჰიტლერის წინააღმდეგ, კლაუს შენკ ფონ  შტაუფენბერგის მეთაურობით ,  უშედეგო შეთქმულების შემდეგ, შულენბურგი დააპატიმრეს. 23 ოქტომბერს სიკვდილი მიუსაჯეს ,  10 ნოემბერს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

  მიღებული აქვს პრუსიის სამეფოს მეორე ხარისხის რკინის ჯვარი, გერმანული არწივის დამსახურებების ორდენი და თამარ მეფის ორდენი.

 

 

 

 

 

https://georoyal.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ " ლეგიონი " პოპულარულია საქართველოში..

  ამ ლეგიონის გარდა აფხაზეთში გმირულად იბრძოდა "თეთრი ლეგიონი"  . ჩემი უდუდესი პატივისცემა თეთრი ლეგიონის ბიჭებს....

 დღეს უკრაინაში რუსი დამპყრობლების ჭინააღმდეგ ჩვენ უკრაინეელ ძმების მხარდამცარ "ქართული ლეგიონის" მებრძოლები იბრძვიან. .

გაუმარჯოთ ბიჭებო. ცოცხლები და გამარჯვებულები დაბრუნებულიყავით სამშობლოში.

 

 ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვება!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?