Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Kemen 4

ev907.jpg

t65zn.jpg

ესპანური საიარაღო ფირმის , ერთ- ერთი გამორჩეული მოდელია. მისი წარმოება სულ რაღაც 10 - 15 წლის წინ დაიწყო მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში დიდ წარმატებას მიაღწია და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ამ სპორტული თოფის ექსპორტი ძირითადად ინგლისში მიდიოდა . თოფის დამზადებაზე საჭირო დრო და დანახარჯი იმდენად დიდი იყო რომ წელიწადში, კემენ 4 მხოლოდ 350 მდე ერთეული მზადდებოდა.

კემენი ვერტიკალურ ლულებიანი სპორტული თოფია. ერთი შეხედვით ძალიან გავს პერაცის MX 2000 , უფროს სწორედ მისი კოპიოა ასე ვთვქათ .
ლულების კალაპოტთან მიერთების აბსოლუტურად იდენტური სისტემა. ბოსს ვუდვარდის მოდერნიზებული ჩაკეტვის მექანიზმი. კალაპოტის პროფილის სიმაღლე პერაცის ანალოგიური. ტიპჟირის რკინის ნაწილებიც კი ძალიან მსგავსი აქვს პერაცისთან.

კემენი 4
34imb.jpg

და პერაცი

zx2h2.jpg

ჩაკეტვის ამ მექანიზმზე ძალიან ბევრი თქმულა, გავმეორდები და ვიტყვი რომ ლულებისა და კალაპოტის ზედაპირები, რაც უფრო დიდი ფართობითაა დაკავშირებული ერთმანეთთან მით ნაკლები შანსია რყევის და საერთოდ ცვეთის, ამ ყოველივეს დამატებული გვერდითი შვერილები ლულების დასაკიდებლად .... თოფი ფაქტიურად მუდმივია .

მართალია ბევრი მსგავსებაა მაგრამ, კემენი როგორც დამოუიდებელი კონსტრუქციის, უმაღლესი კატეგორიის სპორტული იარაღია. კემენის კალაპოტი უძლიერესი ფოლადისგანაა დამზადებული, მისი სიმკვრივე 38 როკველია , გაცილებით მეტია ვიდრე უმეტესობა სპორტული თოფების. თოფი მინიმალურადაა მიდრეკილი ცვეთის მიმართ .
ზემოთხსენებული წლების განმავლობაში (10-15) სპორცმენები დიდ კმაყოფილბას გამოთქვამენ კემენის ლულების გამძელობის მიმართ . თოფებს რომელთაც ხანგრძილი და ინტენსიური მუშაობის შედეგად , უამრავი დეტალი გაუხდა გასარემონტებელი ( საუბარია 200 000 და მეტ გასროლაზე) ლულებს დაზიანების არავითარი კვალი არ შეემჩნეოდათ , ლულების ერთმანეთზე საჩრჩილავით მიდუღების ადგილებიც კი არ ამძვრალა...

სასხლეტ დამცემი მექანიზმი უნივერსალური , ერთ სასხლეტიანი . მცველთან სელექტორით.
საბრძოლო ზამბარები V სებური . ს დ მ -ი ადვილადმოსახსნელი .

6ypn1.jpg


1knwo.jpg

ს დ მ -ის აწყობა დეტალების გაჩარხვა და დამუშავება ხდება ხელით .
პირველი გასროლიდან მეორეზე გადასვლა ხორციელდება , პირველი გასროლის შედეგად წარმოქმნილი ინერციით . ასეთი სისტემა თავბაპირველად ჯ. მ. ბრაუნინგმა დააპროექტა , რაც თავის მხრივ ძალიან საიმედო და გამძლე სისტემაა , თუმცა გააჩნია უზარმაზარი მინუსი , პირველი გასროლა თუ არ მოხდება მეორე სროლისთვის სელექტორი არ გადართვავს სასხლეტს .

ლულების სიგრძე ძირითადად 78 სმ-ია .
ლულების დიამეტრი ძალიან დიდი , 18,7 მმ
ლულების ყოველთვის მონობლოკია და სავაზნით 70 მმ, არაქრომირებულია , რაც ართულებს მის მოვლას თუმცა ბალისტიკის თვალსაზრისით ეფექტური და სასურველია ...
ლულების გვერდით მიდუღებული ღერძები ვენტილირებული, სამიზნე თამასაც აგრეთვე გაგრილების ფუნქციით .
სამიზნე თამასის ზომები 10 X 6 და 11 X 7 თავსა და ბოლოში .
ჩოკები ზირითადად მობილურია და კომპლექტი შედგება უმაღლესი ხარისხის ბრაილის ჩოკებისგან. სულ 5 ჩოკი.

ee6iy.jpg

საკონდახე კაკალი , როგორც უმეტესობა მსროლელები აღიარებენ , გაცილებით მაღალი ხარისხისაა ვიდრე ამავე ფასის იგივე პერაციში.

ayvhm.jpg h0oot.jpg

თოფი წონა 78 სმ ლულებით - 3740 გრამია
olrbw.jpg

კემენ 4 -ი მკაცრი და ამავ დროს ელეგნატური თოფია . ეს არის კონკრეტულად სპორტული დანიშნულების ინსტრუმენტი , ზედმეტობების გარეშე. რიგით სასტენდო კემენს უღარიბესი გრავირება გააჩნია , რაც კიდევ ერთხელ , ხაზზ უსვამს მის არა -სავიტრინე დანიშნულებას. იშვიათად წვილი არაბესკები თუ შეგხვდება.
სხვაგვარადაა ვითარება სანადირო მოდიფიკაციაში



qqe31.jpg



xorjo.jpg



6rg37.jpg

k6l3h.jpg

ისინი ვინც K4 -ი შეუკვეთა კომპანიას , აღნიშნავენ რომ თოფის შეკვეთა ერთი დიდი სიამოვნება იყო , ფირმას შეეძლო მსროლელის ნებისმიერი კაპრიზი დაეკმაყოფილებინა.
1997 წელი კემენის წლადაა წოდებული . ამ წელს , ჯორჯ დიგვუდმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი და მოიგო მსოფლიოს ჩემპიონტაი კომპაქტს სპორტინგში , რეკორდით 200 ტეფში .
კემენ 4 ასევე წარმატებით ასპარეზობნდნე ინგლისელი რიჩარდ ფოლდსი და კევინ გილლი

ძალიან სამწუხაროდ , გაურკვეველი მიზეზების გამო , კომპანია კემენმა შეწყვიტა ამ ბრწყინვალე თოფის გამოშვება და საერთოდ
სპორტული იარაღის .
შესანიშნავმა ესპანურმა საიარაღო ფირმამ სხვა მიმართუკლებით აიღო დღეს დღეობით გეზი....

7ogog.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?