მე დავდებ ნორმატიულ აქტს და თუ რას ეხება და რომელი მონაცემი რომელ იარაღს განეკუთვნება ამაში ვერ ვერკვევი...
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
N223 2014 წლის 12 მარტი ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე:
მუხლი 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები თანდართული რედაქციით (დანართები: №1, №2, №3, №4, №5).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ძირითადი დებულებები
მუხლი 1. ტექნიკური რეგულირების გამოყენების სფერო და ობიექტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს:
ა) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას;
გ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია.
მუხლი 2. ძირითადი ცნებები და განმარტებები
ამ რეგლამენტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
ბ) ჯოული – გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია.
მუხლი 3. პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები
პნევმატური იარაღი ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე, გარდა იმ პნევმატური იარაღისა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში.
მუხლი 4. მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ
მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ განისაზღვრება ამ დადგენილების №2 – №5 დანართებით.
მუხლი 5. შესაბამისობის შეფასების პროცედურები
შესაბამისობის შეფასება დგინდება პნევმატური იარაღის მწარმოებლის (ქარხანა-დამამზადებელი) დოკუმენტაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს პნევმატური იარაღის შესაბამისი შეფასება.
დანართი №2
იმ პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში
1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).
დანართი №3
ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას
ლულის სიგრძე
არა უმეტეს 50 სმ-ისა
50 სმ და მეტი
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
3-ზე მეტი ჯოული
4 ჯოული და მეტი
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.32 – 0.45 გრ
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები.
2. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის
ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).
3. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
დანართი №4
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ
ლულის სიგრძე
50 სმ და მეტი
გასროლილი
ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
5 ჯოული და მეტი
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.35 – 0.45 გრ
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.
2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
3. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).
დანართი №5
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ტარება აკრძალულია
ლულის სიგრძე
არა უმეტეს 50 სმ-ისა
გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (მ/წმ)
130 მ/წმ-ზე მეტი
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ოულებში)
3-ზე მეტი ჯოული
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.32 – 0.45 გრ
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღის ტარება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარის (მ/წმ) ან გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.
2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (მ/წმ) და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
3. ამ დანართით განსაზღვრული აკრძალვა არ ვრცელდება ელექტროპნევმატური იარაღის (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღის (paint ball) ტარებაზე.