მოგესალმებით ყველას .
მეგობრებო ამ თემაში მინდა ვისაუბრო, ერთობ საინტერესო თემაზე ჩვენი ჰობის მქონე ადამიანთათვის , კერძოდ კოცონის დანთების, მისი ტიპების და ხერხების შესახებ.
ადამიანის შესაძლებლობებს რომ მართლაც საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ როცა ამ თემის მასალების მოძიება დავიწყე კერძოდ თუ როგორ შეიძლება გააჩაღოთ კოცონი (ასანთის ან სანთებელას არ ქონის შემთხვევაში) , ყინულის დახმარებით , ეგრედ წოდებული მშვილდის მეთოდით და პრეზერვატივითაც კი , )
ამ ყველაფერს ქვემოთ ნაჩვენებ ფოტო და ვიდეო მასალაში იხილავთ , ხოლო ეხლა მინდა რამოდენიმე ოქროს წესი შეგახსენოთ, რომელიც უნდა დაიცვათ კოცონის დანთებისას ლაშქრობისა და ნადირობის დროს .
- დანთების ადგილის შერჩევა და მომზადება
- რა სახის და როგორი შეშის მოგროვება
- პირველადი ასანთები მასალის შერჩევა
- ცეცხლის დანთება
- ცეცხლის შენარჩუნება
ცეცხლის ადგილმდებარეობას ზალიან დიდი მნიშვენლობა აქვს ბანაკის განლაგებაში, არამც და არამც კარვები არ უნდა გაიშალოს კოცონის ირგვლივ წრიულად, ეს ყოვლად დაუშვებელია , ვინაიდან და რადგანაც უბედური შემთხვევის დროს ცეცხლი მარტივად შეიძლება მოედოს ყველა კარავს და წრიდან გამოღწევა გაძნელდეს ..
სასურველია კოცონი დაინთოს რკალად განლაგებული კარვების ცენტრში 7-8 მეტრის დისტანციაზე , , , , ასეთი შემთხვევებისათვის სასურველია გამოყენებული იქნეს ისეთი ტიპის კოცონი რომელიც შედარებით დიდ ხანს იწვის და თანაბარი სიმხურვალით, ესეთია მაგალითად ეგრედ წოდებული таёжный костёр.
კოცონი თავისი წვის ხანგრძლივობით , წვის სიმხურვალით ხასიათდება მაგალითად ზემო აღნიშნული таёжный костёр ხასიათდება წვის ხანგრძლივობით და ტემპერატურის სიდიდით . იდეალურია ღამის თევის დროს არ ჭირდება შეშის დამატება და ა.შ
ამ კოცონის დასანთებად საჭიროა დაახლოებით 15-25 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე 3 ცალი მეტრ ნახევრიანი მორი
რომელიც ერთმანეთზე ეწყობა სამკუთხედის ფორმით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში .. (2 მორი ერთმანეთზე მიდგმული და ასევე ზემოდან დადებული ჰორიზონტალური მესამე მორით ) უმჯობესია ამ კოცონის დანთების ხერხი ვიდეოში ნახოთ ...
ასევე საინტერესოა შედარებით პატარა კოცონი რომელიც ვენგრული კოცონის სახელით არის ცნობილი .. ეს კოცონი ინთება მორისაგან რომელიც თანაბარ ოთხ ნაწილად არის დაპობილი ,, და იდეალურია ჩაიდანის გასაცხელებლად ან საჭმლის მომზადებისთვის რადგან მის ზედაპირზე თავისუფლად თავსდება ტაფა, ქვაბი , და ა.შ. იხილეთ ვიდეო ..