Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 36 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4126 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

                                                                                                      საქართველოს გარემოს და    

                                                                                                      ბუნებრივი რესურსების დაცვის

                                                                                                      სამინისტრო

                                                                                                      მინისტრს ბ–ნ ელგუჯა ხოკრიშვილს

 

        საქართველოში     მცხოვრები მონადირეთა თხოვნა და მოთხოვნა –  აღგვიდგინოთ ცივილური უფლებები, რაც გაუაზრებელ სამინისტროს პოლიტიკას და კორუბციულ გარიგებებს მოჰყვა. გარემოს დაცვის სამინისტროს არაკვალიფიციური მიდგომით დაზარალდა როგორც ტყის ბინადარნი ასევე საქართველოში მცხოვრები მონადირეები, თუ სოფლად მცხოვრები მოქალაქეები. მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის უფლების აკრძალვით როგორიცაა მგელი, ტურა, მელა, ენოტი. საქართველოში ტყეში თუ მინდვრებში გაწყდა ირემი ,შველი, კურდღელი , გარეული ღორი , ხოხობი, კაკაბი, გნოლი, როჭო, წყლის ქათამი, ტყის ქათამი, მწყერი და სხვა მრავალი ჯიშები. ზემოთ ჩამოთვლილი მტაცებლების დღიური კვების რაციონი შეადგენს თითოეულ ცხოველზე ჯიშის მიხედვით 1 კგ. ხორციდან 4–5 კგ–მდე . და ეს მტაცებლები მილიონობითაა ჩვენს ტყეებში . გთხოვთ ახსნას სამინისტრომ თუ რაზე ამრავლებს მგელს, ტურას , მელას, ენოტს და რაზე ზღუდავს მონადირეთა უფლებებს, ტოტალური ნადირობის აკრძალვით ნადირზე და ფრინველზე .   

   რაზეც არის დაშვებული ნადირობა – მწყერზე , ტყის ქათამზე თუ იხვზე , ეს ფრინველები სოფლის მეურნეობის აღორძინების მსხვერპლი არ უნდა გახდეს , რადგან ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობს კონტროლი შემოტანილი მინდვრის საწამლი შხამ–ქიმიკატების და პრესტიციდების მავნებლობაზე. აქედან გამომდინარე მწყერიც აღარ ჩერდება მინდვრებში . რამოდენიმე წლის წინ ეს პრობლემები არ არსებობდა დახვეწილი სოფლის მეურნეობის კვალიფიციური მიდგომით.

   საქართველოში მცხოვრები მონადირეებისათვის გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი და მტკივნეული რადგანაც ვინც იღებს გადაწყვეტილებას ის ადგენს ათასობით საქართველოში მცხოვრები მონადირეების ცხოვრების წესს. დღეს დღეისობით მსოფლიოში ყველაზე უუფლებო მონადირეები მოვითხოვთ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან საქართველოს მოქალაქეების უფლებების აღდგენას და დაცვას. თუ თქვენ მოითხოვთ პროექტებს თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად მზად ვართ დაგეხმაროთ. პირველ რიგში უნდა დაიწყოს მტაცებელი ცხოველების გააზრებულ რაოდენობამდე ამოხშირვა, რადგან მთელი ევროპის კონტინენტზე სულ რამოდენიმე ასეული მგელი არ იქნება და დანარჩენი მტაცებლების ინტენსიური ამოხშირვით   არის მდიდარი ევროპის ტყეები ირმით , გარული ღორით, სხვა მრავალი ტყის ბინადარით და მინდვრები სავსეა გადამფრენი თუ ადგილობრივი ფრინველით.

    საქართველოს ტყეების ცხოველით და ფრინველთა გამდიდრებით ხელს შევუწყობთ სამონადირეო ტურიზმს, ამუშავდება რეგიონული სასტუმროები , ამას მოყვება ცხოველების და ფრინველების ფერმების და საშენების ამოქმედება რეგიონებში, დასაქმდება უამრავი ხალხი. მთელი ინფრასტრუქტურა ამუშავდება გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სწორი გადაწყვეტილებით. კერძოდ სხვა ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილებით სამონადირეო ინფრასტრუქტურის განვითარებით ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები შედის უშუალოდ მონადირეთა ამა თუ იმ ცხოველზე სანადირო ლიცენზიის ყიდვით. გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებელით , ხოხობზე , როჭოზე, გნოლზე კაკაბზე ლიცენზიებით. ამუშავდება სამონადირეო მაღაზიები , გარეული ცხოველის თუ ფრინველის ფერმები, სასტუმროები და სხვა უამრავი . მანქანების თუ ეგერების მომსახურება. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში გაცილებით დიდი თანხები შევა ვიდრე შედის ეხლა მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე 10 ლარიანი მოსაკრებლის გაყიდვით. ყველა ამ შემოთავაზებაზე შეგვიძლია პროექტების წარმოდგენა.

 

 ხელმომწერები:

საქართველოს  მოქალაქე ვალდებულია სამინისტროდან მიღებული არაკომპეტენტური და შაბლონური პასუხის მიღების შემდეგ გაინაწილოს სხვა ხელმომწერებთან ერთად სასამართლოში საჩივრის შეტანის და ადვოკატის ხარჯები .                                                       

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4126 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ამ წერილი საჩივრის მიწერას ვაპირებ სამინისტროში თქვენი თანადგომა დაგვჭირდება მე და ჩემს ძმაკაცს დიტო ქოიავას, 

 

ბოლო აბზაცი ეხება ხარჯებს თუმცა მაგასაც განვმარტავ, სულ პირველიდ ამეორე ინსტანცია ჯდება ჯამში 12000 ლარამდე , რაც შედგება ორივე სასამართლოს ხარჯი და ნორმალური ადვოკატი. 

 

რაც უფრო მეტი ხელმომწერი იქნება 1 კაზე უფრო ნაკლები მოუწევს მაგალიტად 300 კაცია ხელმოწერის შემთხვევაში ხარჯი იქნება კაცზე 40 ლარი. აბა გადახედეთ ნუ შევეცდებით რაიმეს ჩასწორებების შეტანას ესეც თუ წაიკითხეს კარგია, ტექსტი უფრო ვრცელი გვაქვს მაგრამ ჩავთავლეთ ძირითAდი მომენტების მიწერა რადგან იქნება წაიკიტხონ , ამავე წერილში ვწერთ რომ თუ შაბლონურად გვიპასუხეს ან არაადეკვატურად ვუჩივლებთ :)


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სამონადირეო ტურიზმს თუ შევეხეთ ..100% დარწმუნებული ვარ დიდი სამონადირეო მეურნეობების მფლობელები ამ განცხადებას დაბლოკავს და წინაღობა შეგვხვდება...

მე პირადად და რამოდენიმე ადამიანი ვესწრებოდით ამ შეკრებას და ამდაგვარი კითხვა დავსვით..მტაცებლებთან დაკავსირებით

პასუხი ასეთია დაფინანსებები შემოდის საზღვარგარეთიდან და ეს რომ გავასაჩივროთ უნდა გვქონდეს  50000 ევრო არის საჭიროოო..რათა მივიღოთ ორგანიზაციის წევრის სტატუსი.და ამიშ შემდეგ ჩამოყალიბდება სამონადირეო კლუბები და იჯარით სახელმწიფოსაგან აიღებს მიწებს რათა ინადირონ..თუ პიროვნება კლუბში არ იქნა გაწევრიანებული,,ვერ ინადირებს და ჩაითვლება კანონდამრღვევად..

 

მე მიმაჩნია რომ სოფლის მაცხოვრებლებმა უნდა დაწერონ ამ პრობლემის შესახებ განცხადება და ჩვენი მხარშიდგომითაც დავეხმაროთ

 

მემგონი მიხვდით რაც დავწერე .



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ამ წერილი საჩივრის მიწერას ვაპირებ სამინისტროში თქვენი თანადგომა დაგვჭირდება მე და ჩემს ძმაკაცს დიტო ქოიავას, 

 

ბოლო აბზაცი ეხება ხარჯებს თუმცა მაგასაც განვმარტავ, სულ პირველიდ ამეორე ინსტანცია ჯდება ჯამში 12000 ლარამდე , რაც შედგება ორივე სასამართლოს ხარჯი და ნორმალური ადვოკატი. 

 

რაც უფრო მეტი ხელმომწერი იქნება 1 კაზე უფრო ნაკლები მოუწევს მაგალიტად 300 კაცია ხელმოწერის შემთხვევაში ხარჯი იქნება კაცზე 40 ლარი. აბა გადახედეთ ნუ შევეცდებით რაიმეს ჩასწორებების შეტანას ესეც თუ წაიკითხეს კარგია, ტექსტი უფრო ვრცელი გვაქვს მაგრამ ჩავთავლეთ ძირითAდი მომენტების მიწერა რადგან იქნება წაიკიტხონ , ამავე წერილში ვწერთ რომ თუ შაბლონურად გვიპასუხეს ან არაადეკვატურად ვუჩივლებთ :)

ამხელა ხარჯი გავწიოთ და შედეგი არ დაიდოს  ამ სამასი კაცის ხელმოწერებით????



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მეტო ჯიგარი ხარ მაგრაად გიწვალიათ და გიშრომიათ მარა ტექსტი რომ კარგ მცოდნეს ხელში გავატაროთ არ ჯობია? ვინ გრამატიკულად გამართავს ძააან კარგად

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4126 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ხარჯის გაწევას რაც შეეხება გასაწევი იქნება, გლხეს დევო სულ ბოდიში და ერთ ადგილას  ჰკიდია . ისევ ჩვენ უნდა მივაწვეთ , რაც უფრო მეტი იქნება ხელმომწერი მით უფრო ნაკლები ხარჯი იქნება . 300 -ის შემთხვევაში თუ 40 ლარი 500 -ის შემთხვევაში 24 ლარი, 

 

სულ საქართველოში დაახლოებით 25000 კაცი მაინც არის მონადირე მინიმუმ. 

 

აქ სხვა თემაა რა პასუხი გვაინტერესებს რატომ არ შეიძლება მგლების ამოხშირვაზე დაიშვას ლიცენზიები? თუ შაბლონურად გვიპასუხეს რაც დიდი ალბათობაა მაშინ შეგვიძლია ვუჩივლოთ , თუ ადეკვატურად გვიპასუხეს და დამაკმაყოფილებელი იქნება ჩვენთვის მაშინ არ მოგვიწევს ჩივილი მაგრამ დამაკმაყოფილებელი ხომ იცით რომ არ იქნება ანუ ჩივილი ყველა ვარიანტში მოგვიწევს 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
საქართველოში
მცხოვრები მონადირეთა
თხოვნა და მოთხოვნა –
აღგვიდგინოთ ცივილური
უფლებები, რაც გაუაზრებელ
სამინისტროს პოლიტიკას და
კორუბციულ გარიგებებს
მოჰყვა. გარემოს დაცვის
სამინისტროს
არაკვალიფიციური მიდგომით....

ეს ტექსტი თხოვნაა????
ჯერ ხომ არ სჯობებს..ხელმოწერები შევაგროვოთ და თხოვნით მივიდეთ..
და შესაბამისი ტექსტი დავწეროთ..

ძალიან კარგი ინიციატივაა მეტო მაგრამ ეს ტექსტი რაც დადე თხოვნა კი არ არის სახელმეიფო სამსახურის მიმართ საჩივარია..
ამ საქმეში ერთი და ორი კიარა. ვინც კი გული შესტკივა ყველამ უნდა დადგეს ერთი-მეორის გვერდით...
ხარჯში ის ვიგულისხმე რომ რამდენად რეალურია???
გლეხს რაც შეეხება ნაღდად არ ჰკიდია ეს თემა..დოფლები სიკლო მტაცებლდბმა და ზიანს აყენებს..
და ამ ხალხის გვერდში დგომაც მთავარია...

არის მცოდნე ხალხი.. მაგრამ ეს საკითხი საერთოდ არ წამოყენებულა??
უნდა გავიკითხოთ ამდაგვარი განცხადება იყო ადრეც მოთხოვნით შესული..დს რა რეაგირება მოხდა...

ეს წერილი უფრო სურვილია მეტო..ფაქტებია მთავარი მაგათთან..ეგეც თუ იკმარეს..

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37115 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრატცი იდეა და წამოწყება კარგია , მაგრამ....

1 ფორმა -ეგრევე ჩხუბით და საჩივრით დაწყებისა , არ მომწონს. ალბათ ჯერ საქმეში გარკვევა ჯობია. რას ვგულისხმობ?

სამინისტროშიც და პარლამენტშიც ახლობლების და მეგობრების მეტი რა მყავს?

2 დათოს  შეიძლება დავიძახოთ და კონსულტაციები გავიაროთ, ასევე გიოსაც

3 ალბათ ჯობია სტატისტიკაში მოვიძიოთ 2000 წლის მერე რამდენი შემთხვევა იყო, აღრიცხული, და ეს რამდენი % იქნება საერთო შემთხვევებისა რომლებიც არ აღრიცხულა და ეს გაცილებით მეტია....

4 უნდა შეფასდეს ამის მატერიალური ზარალის მასშტაბები და ზიანის ხარჯი, სოფლის მეურნეობაზე და მოსახლეობაზე

5 ასევე ადამიანზე თავდასხმის ფაქტები , მათი გეოგრაფია და ინტენსიურობის ზრდის შეფასებებით

6......

მოკლედ ამსაქმეს ვინც უთავებს იმან ჯერ ეს ყვე;აფერი უნდა გაიაროს და მერე კიდევ რაღაც რაღაცეებია  რომელსაც მერე გეტყვით....


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მაგას ვგჯლისხმობ..ძალიან ბევრი ნიუანსია გასარკვრვი..
ამას უნდა ეტსოიბრივად საქმის შესწავლა..
გვერდში გიდგავართ...მოვიძიოთ ინფოები...სადაც კი ხელი მიგვიწვდება..

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4126 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მოკლედ მე ვფიქრობ შემდეგნაირად დიტო ქოიავა ვინც არის ამ ტექსტის ავტორი და იდეის ინიციატორი , არის საკმაოდ გამოცდილი იურიდიულ და ეკონომიკური საკიტხებში . მოდი გავაკეთოთ 5-6 კაციანი ჯგუფი სადაც მეც ვიქნები დიტოც ბაბუც დევიც და კიდევ რამოდენიმე მოხალისე შევხვდეთ მაგალითად იმ კვირაში ერთ დღეს. დავთვქათ წინასწარ და გავიაროთ ყველა საკითხი. შემდეგ უკვე ყველა დეტალის დაზუსტების მერე ავდგეთ და კაი ჯიგრული ტექტსი და ამბავი გავაშანშალოთ . დიტოს ეს წერილი უფრო ვრცლად აქვს თუმცა როგორც ვიცი 2 გვერდზე მეტ წერილს არ კითხულობენ :)

 

მამანდე ვკრიფოთ სოკოები  ;) , აქტიურად დას იქნება საერთოდ არ დაგვჭირდეს ეს წერილი 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგი იდეაა შევიკრიბოთ..იმ კვირაში მანამ სოკო ხახვთან მოშუშული.:)

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მეეც თქვენს გვერდში ვარ ბიჭებო. ბაბუს ვეთანხმები

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ricco

Ricco

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:tbilissi,varketili3, II m/r 23 korp
  • წარმოშობა:სამეგრელო

რამოდენიმე დღის წინ სოფელ პატარა ლილოში ერთ-ერთ მოსახლეს დეკეული დაუფლითეს მგლებმა. სანახევროდ იყო შეჭმული



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37115 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რიკო ესეთი ფაქტების ვიდეო ან ფოტო ფაქტები მომაწოდეთო ადვოკატებმა და ხომ ატრ მოგეპოვება?


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ricco

Ricco

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:tbilissi,varketili3, II m/r 23 korp
  • წარმოშობა:სამეგრელო

თუ შევძლებ მოგაწოდებთ. ჩემ ახლობელს დაუფლითეს და არ ვიცი აქვს თუ არა ფოტიმასალა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი