Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Hubert Lepage

f3f9646f25bb.jpg


ლეპაჟის სახელით ისტორია ორ იარაღის მწარმოებელ ფირმას იცნობს. Faure Le Page ფრანგული ფირმაა(დაფუძნებული 1716 წელს პარიზში), რომელიც საცალო მწარმოებელი იყო და სამეფო კარისათვის ამზადებდა იარაღს.
ბელგიური Hubert Lepage დააფუძნა ჰუბერტ ლეპაჟმა 1790 წელს(ფრანგული საწარმოს სახელი Le Page ცალ-ცალკე იწერება, ხოლო ბელგიურისა კი ერთ სიტყვად) ბელგიურ საიარაღო წარმოების ცენტრში ლიეჟში. საწარმო საკმაოდ დიდი მასშტაბის იყო, რომელიც მაღალი ხარისხის და შედარებით იაფ თოფებს აწარმოებდა.

7191038c58cc.jpg


ფირმა თავისი არსებობის პირველივე წლებიდან ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.
ბელგიელთა ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის(ჰოლანდიელთა წინააღმდეგ) პერიოდში ლეპაჟი განსაკუთრებული ეკონომიკური აქტიურობით გამოირჩეოდა. ბელგიელთა თავისუფლებისათვის ბრძოლების მთავარი იარაღი ლეპაჟის საწარმოში დამზადებული პროდუქცია იყო. გამარჯვების შემდეგ სწორედ ამ საწარმოს დაავალა ნაციონალურმა კონგრესმა დამოუკიდებელი ქვეყნის არმიის შეიარაღება. შეკვეთა ისეთი გულმოდგინებით იქნა შესრულებული, რომ 1834 წელს ბელგიის მთავრობამ ჰუბერტ ლეპაჟი ,,რკინის ჯვარით" დააჯილდოვა.
მალე ამ საწარმოს იარაღი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა. 1847 წლის ბრიუსელის გამოფენაზე ფირმა ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 4 წლის შემდეგ ლონდონში ჰუბერტ ლეპაჟი ოქროთი დაჯილდოვდა, ხოლო 1855 წელს პარიზში იღებს უმაღლეს შეფასებას. 1878 წელს პარიზში კვლავ ოქროს მედლით აღინიშნა ფირმის მოღვაწეობა. 1904 წელს ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გრან-პრით აღინიშნა.
ფირმის მაპროფილებელი პროდუქცია სამხედრო დანიშნულების იარაღი გახლდათ, თუმცა XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ უფრო მეტად გამოდის სანადირო თოფები. პირველი მსოფიო ომის წინ საწარმო პისტოლეტების ფართო ასორტიმენტს უშვებდა, რომელსაც ევროპის ქვეყნების მთავრობები ყიდულობდნენ არმიისათვის.

4a33060f6cc2.jpg

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საწარმო სააქციო საზოდაგოებად Manufacture d'Armes Lepage გარდაიქმნა, რომელშიც მოწინავე ამერიკული ჩარხები და დანადგარები შეიტანეს. 1919 წლისათვის ლეპაჟმა წარმოების ამ საშუალებებით სამხედრო იარაღი გამოუშვა(ამერიკისა და ინგლისისათვის). თუმცა არ შეუწყვეტია სანადირო თოფების დამზადებაც.
ფირმის მიერ წარმოებული სანადირო თოფები კლასით განსხვავებულია, მაგრამ მათი საერთო მახასიათებელია კარგი მუშა თვისებები და მასალა-კონსტრუქციის საიმედოობა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების აზრით, ლეპაჟის თოფები რესურსით რამდენადმე ჩამორჩებოდნენ ფრანკოტის, ლიეჟის მანუფაქტურისა და პიპერის ნაწარმს.
ლეპაჟის სპორტული მოდელები რამდენადმე მძიმე იყო სხვა ორლულიანებთან შედარებით(150-300 გრამით), მაგრამ გამოირჩეოდნენ ძალიან მაღალი სიბურჯღლით(80%-მდე).
ცალკე აღნიშვნის ღირსია საფირმო გრავირება, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის კეთდებოდა.



b00224ddb448.jpg 8d123c3a0bf1.jpg


1f5ea7d4a64a.jpg







კონსტრუქციის მხრივ ლეპაჟი იმ დროისათვის მიღებულ და აპრობირებულ კვანძებს იყენებდა. ჩახმახიან მოდელებზე ლულათა ბლოკის სამმაგი ან ოთხმაგი საკეტები დგებოდა.
შიდაჩახმახიანი მოდელი ,,კოლუმბია" აღჭურვილი იყო საფირმო მექანიზმით, რომელსაც გვერდით დაფებზე სპირალური საბრძოლო ზამბარა გააჩნდა(ფირმის პატენტი).
სალულე მასალა პირველ მსოფლიო ომამდე დამასკური ფოლადი იყო. ძვირფას მოდელებზე კი კრუპის, სიმენსის და კოკერილის ფოლადის ლულები იდგა.

9f6171a42aac.jpg

45a2a02648af.jpg



ფირმამ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში არსებობა შეწყვიტა. დღეისათვის არსებული ამ ფირმის ყველა თოფი
ანტიკვარიატად ითვლება.

 

monadire.ge


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?