სხვისთვის რა არის? მტკაველი მიწაა!
დასუტებული, ყორანთ საჯიჯგნი!
საბას მიმართვა თხოვნა მუდარა
არავის ესმის სიტყვა ქართული
არსაით ხმა არსით ნუგეში
ესე ყოფილა ხვედრი ქართული
ბნელმა მოიცვა წუთისოფელი
ნაღვენთალზეღა ბჟუტავს ნათელი
ხმა ამოიღე ჰეე შენ ქართველო
სისხლი რომ გიჩქეფს გორგასლიანი
გახსენ კარბიჭე, გონების კარი
და გაიხსენე მეფე დავითი
ოდეს ყოფილა შენი ქვეყანა
ერთიანი და მუშტად შეკრული
ძლიერებით და ნათლით მოცული
ყველაგნ ისმოდა სიტყვა ქართული
მჯერა დადგება ჟამი ნათელი
და საქართველო კვლავ გაბრწყინდება
უღელს აიყრის ქართველი ხალხი
და დაფასდება სიტყვა ქართული