Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 90 გამოხმაურება

#1 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ლეგიონი ფშავში(ფხოვში)

 

მინდა მოგიყვეთ ჩემი ერთი სანადიროდ გასვლის შესახებ, რომელიც შედგა ჩემს უფროს ძმაკაცებთან-მეგობრებთან ერთად კახა შაფაქიძის სანადირო მეურნეობაში" ჰანთინგ ტურ ჯორჯია"_ში. რომელიც მდებარეობას ფშავის ხეობაში ზღვის დონიდან 780 მეტრზე პერიმეტრი კი მოიცავს რამოდენიმე თეულ ათასობით ჰექტარს ათწლოვანი და ასწლოვანი ხეებით დაფარულ მთებს, ხეობებს  და მთა გრეხილებს. რომლის ნახვაც ერთ რამედ ღირს. ვერავინ შემეწინააღმდეგება თუ ვიტყვი რომ ქართველი კაცი რომელსაც ბუნება უყვარს და აქაურობა ერთხელ მაინც არ აქვს ნანახი ვერ დაიკვეხნის თავისი ქვეყნის ფლორა-ფაუნის ცოდნის შესახებ. დილაბურუსით მოდებული მთებით იწყება მზეც აღმოსავლეთიდან ძლივს ძლიობით ამოიწევა ცის კამარაზე და ალმაცერად ესვრის სხივებს ამ მკაცრ ბუნებას. მისი ნახვისას კი აუცილებლად გაგახსენდებათ პატარა ლექსი:

"ფშავის ხეობებს ჩქამი გაუდის,

არაგვიც სადღაც მიიჩქარისა,
მუქოცალ მთებზე ბილიკს გამოვყევ
აქ სილამაზე არის ბალღისა!
არაგვის დუდუნს მთები ბანს აძლევს,
ზეცა დაჰყურებს არემარესა!
ნიავს მიჰყვება ფშავის სურნელი
სალოცავიდან რეკენ ზარებსა."

გაიხსენებთ და ასევე გაგახსენდებათ ჩვენთვის ქართველებისთვის დაუვიწყარი 300 არაგველის შესახებ. დიახ, ზუსტად რომ ამ ხეობის შვილები იყვნენ ნადირობდნენ და დაზდევდნენ ნადირს მგლის მუხლით, ქორის თვალით და შავარდნის სისწრაფით. თუ გულისყურით დაუგდებთ მოუსმენთ არაგვის დუდუნს, რომელსაც მთები მართლაც რომ ბანს აძლევენ გაიგებთ რაზე ბაასობენ ასე გამუდმებით" "თუ რა ყოფილა საქართველო დასაბამიდან დღემდე" მოუსმენთ და გული აგიჩქარდებათ სული შეგერხევათ და სიამაყით აღსავსე წამოიძახებ რომ ეს შენი სამშობლოა.

დავუბრუნდები ნადირობის დეტალებს თუ როგორ განვითარდა მოვლენები ტკბილი და დაუვიწყარი. ერთი ორომტრიალი იყო ყველა რარაცისკენ მიიჩქაროდა ყყველა რარაცაზე ფიქრობ რამე ხომ არ გვავიწყდებაო ეს ხომ ლეგიონერების გასვლა იყო სანადიროდ რომლებსაც ყველაფერი უნაკლოდ შესრულებული უყვართ. მეც ლეგიონერი ვარ, სახელად სამო. საღამოსთვის სურსათ სანოვაგე უკვე გამზადებული იყო  და უკვე დამშვიდებული ლეგიონერები ერთმანეთს ურეკავდნენ თუ ვინ ვის ეკიპაჯში იქნებოდა და შეხვედრის ადგილიც დაითქვა მოკლედ გამთენიისას 5:00 საათზე ვიკრიბებით ქალაქსის გასასვლელში აღმაშენების ხეივანი. ის ღამე ვინ რა ფიქრებით და ციბრუტივით ტრიალში გაატარა ენით აუღწერელია. ყველას თვალი საათისკენ ეჭირა როდის მოვიდოდა ჩვენი შეხვედრის დრო. აი მოვიდა დრო სახლებიდან გამოსვლის ოჯახს დავემშვიდობეთ ყველა, მართალია ოჯახის წევრები ამ დროს ცოტას ფორიაქობენ თუ სად მივდივართ ამ შუაღამისას, მაგრამ ძილბურანშივე ახსენდებათ რომ ყოველი ჩენთაგანი ისევ თავის ოჯახში მიდის და ისევ ტკბილად განაგრძობენ ძილს. ლეგიონი ეს ოჯახია სადაც ყველას ერთმანეთის უსიტყვოდ ესმის, აქ არავინ ამბობს ჩემია აქ ყველა ამბობს ჩვენია. ყველა შევიკრიბეთ დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე აქ პუნქტუალობაზე არ არის საკითხი არის ურთიერთ პატივისცემა. მანქანებში გადავნაწილდით და გავუდექით გზას. გზა მხიარული და ტკბილი მოგონებებით სავსე ისტორიებით გავიარეთ. აი მივედით ჟინვალზე და ღიღინი დავიწყე გული უკვე სხვანაირად ფეთქავდა სუნთქვის რიტმიც დაირღვა. ღრუბლებში ნისლში გახვეული მთები გვეძახდნენ  მოხვედით შვილებო რა მაიტანეთ ქალაქიდან ახალიო. იმ წამსვე გამახსენდა დიადი ფრაზა:

"სანამ ეს ღრუბელი ამ მთებს ადგას ღრუბელი ქვია,

ბარში ჩავა და ჯანღად, ბურუსად გადაიქცევა"

მივედით ტყის პირზე სადაც უნდა გამართულიყო ნადირობა. ყველა მანქანებიდან გადმოვედით და მოვილაპარაკეტ თუ რა როგორ გაკეტებულიყო. ტყეში შესასვლელი ერთი გზა ჩახერგილი დაგვხვდა მორებით. ვიფიქრეთ გადავაგოროთო და დავეჭიდეთ, აი გაგორდა ერთი ბოლო და ბაბუს ფეხი მოყვა, კუნთი დაუჟეჟა. უხმოდ გადაიტანა ეს ტკივილი როგორც კაცს შეშვენის და ჩვენთვის არც უგრძნობინებია ისე გააგრძელა გზა ნომრამდე. მე მხვდა წილად ყველაზე მაღალი ადგილი. ვერ წარმოიდგენთ ეს რა შეუდარებელი სანახავია როდესაც ხელის გულივით გადაყურებ არემარეს და ხედავ შენს მეგობრებს ნომრებში თუ როგორ უმოძრაოდ ცქმუტავენ მოლოდინში თუ როდის დასძახებს მდევარი. გავიდა ნახევარი საათი და ჩემს თავზე დაახლოებით 100-150 მეტრაში შებღავლა პირველმა მდევარმა, იმწამსვე მეორემ დაჭექა და ესე ყეფა ყეფით გადავიდნენ ზევით ფერდობზე. დიდ ხანს მესმოდა ეს სიმრერა რომელიც ხან ახლოს მოიწევდა ხან ისევ დაგვშორდებოდა და დაიკარგებოდა თითქოს მთებმა ჩაყლაპაო. ვუსმენდი ამ ხმას და ჟრუანტელი მივლიდა აბა ეხლა დაიქუხებს აბა ეხლათქო.  ძაღლების დევნის ხმა კიდევ უფრო და უფრო მიდიოდა მაგრამ სასიკეთო არაფერი ჩანდა. ჭკვიანმა ნადირმა მოახერხა ხელიდან დაგვსხლტომოდა შეუმჩნევლად გაიარა ჩვენს მიერ გადაკეტილი გზები. რარა დაგვრჩენოდა ყველა ერთ ადგილზე შევიკრიბეთ და ველოდით ძაღლების გამოჩენას, მაგრამ მდევრები კვლავ არსაით ჩანდნენ ჩვენ კი ყველა ემოციებით სავსე აღვწერდით როგორ დაზდევდნენ ძაღლები. დიდი ლოდინის შემდეგ ერთხმად გადაწყდა რომ ნადიომობა გაგვემართა, რადგანაც მოგეხსენებათ მდევრის წესია თვითონვე ბრუნდება. ნადიმობაა ჰოოო სწორედ ნადიმობა იციან ლეგიონერებმა. ნადირობას ისტორიულად ნადიმობა მოჰყვებოდა ჩვენც ლეგიონერები ჩვენი წინაპრების ბილიკებს მივყვებით.  

ყველა ერთიანად ტრიალებდა ზოგი ცეცხლს ანთებდა ზოგი მაგიდას შლიდა ზოგი გასამზადებელ საჭმელებს დასტრიალებდა. აქეთ მწვადი იქეთ ქათმები ხაჭაპურები მოკლედ ჩიტის რძეც არ აკლდა სუფრას. ნადიომას უძღვებოდა ჩენი გაგა, რომელსაც მართლაც ისე მშვენივრად თანმიმდევრულად მიჰყავდა სუფრა., როდესაც ის წამოდგებოდა სადღეგრძელოს წარმოსათქმელად მხოლო მისი ხმა ისმოდა, არაგვი კი ბოხი ხმით გვიმღეროდა. გაუმარჯოსო ისე ომახიანად შესძახებდნენ  ლეგიონრები და მთები ბანს გვაძლევდნენ გაუმარჯოსო!!! გაუმარჯოსო!!! გაუმარჯოსო!!!  გვიან ღამემდე გაგრძელდა ნადიმი იყო ლექსები და იყო სიმღერები ხუმრობა და ერთურთის სიყვარული. უკვე კარგად შეზარხოშებულები ვიყავით რომ თამადამ ადრეგრძელა ყველა წმინდა სალოცავი და თითოეულ ჩვენთაგანს მათი მფარველობა გვისურვა. ჩავსხედით მანქანებში და გამოვემართეთ შინისაკენ მშვიდობით ჩავედით მშვიდობით ჩამოვედით. ასე ტკბილი და ასე ლამაზი დღე გამოვიდა მონადირული.


  • 0

#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩინებული რეპორტია ძამიკო :bravo: 

კარგი იყო სამო ნამდვილად კარგი!  :good: 

ცოტა უსიამოვნებით დაიწყო ნადირობა , მაგრამ მე 4- ხე ნომრამდე მირზახანის გამოჭრილი ყავარჯნებით , მაინც ხომ ავედი?? ;)

პირველი სამი ნომერის ბიჭები  მაგრად კი  მეჯუჯღუნებოდნენ  "ბაბუ სადღამიდიხარო?" ....ვენაცვალე მაგათ.......

მიშკას ამბავი და პირველ , მეორე  ნომრებში რომ 4 ჯერ გავარდა თოფი , ან შემთხვევით ან სპეციალურად დაგავიწყდა?????? 

არც იმაზე დაგცდენია სიტყვა შენი დაწერილი ლექსის წაკითხვისას რა ემოციებში ვიყავით....მე კურცხალიც კი გადმომვარდა....... ;((  :DD 

ჩაგეთვალა......... :0024: :0024: :DDD

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
:bravo: გენაცვალეთ კაცებო, რა ჯიგრები ხართ :* ავეეე ლეგიონ. სამუელ რეპორტი სულმოუთქმელად წავიკითხე ისე გიწერია. გაიხარეე
  • 0

#4 Share
goga_para

goga_para

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1778 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:bravo:  :bravo:  ბრავო დავით ,  ბრავოო  ;)


  • 0

#5 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ეგ ნომერში გავარდნილი 4 ვაზნის ამბავი ძალიან მინდა თავისი ემოციებით გადმოსცეს ავტორმა, მასზე კარგად მე ვერ დავწერდი.

ვაიმე შემირცხვეს თავი მიშკას ამბავი სუ გადამავიწყდა....  მეგობრებო მიშკა ისე დაზიანდა რომ ფეხს ვერარ ამოძრავებდა საერთოდ. საჭირო გახდა ნომრამდე მანქანის მიყვანა, მე ზემოთ ვიყავი როცა გავიგე და ცოტა მოგვიანებიტ ჩავედი. მეგობარი მეგობრისთვის გზად და ხიდადო ნათქვამია და ბიჭები მაშინათვე დაეხმარნენ. მე რომ ცამოვედი მიშკა უკვე ქვევით სოფელში დამხვდა მანქანაში იჯდა. მისი სახე მრავლის მეტყველი იყო ამ ძლიერი  ტრამვით მიღებულ ტკივილს როგორ გაუმკლავდა და არაფერს ამბობდა. არაუშავს არაფერიაო.  :ki:

ჩემ ფიქრს და გულის ტკივლის რომელსაც ალბათ თუ ქვია ლექსი არ ვიცი საჯაროდ დასადები არის თუ არა


  • 0

#6 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამო მე მაგ დროს სურათი გადაგიღე და იმ სურათის ქვეშ გაუშვი შენი ლექსი რეპორტს მოუხდება. ისე კი პოეზიის განყოფილებაში დავდოთ. ლეგიონერებმა შააფასონ მისი ავკარგიანობა.

ჩემში რა ემოციებიც გამოიწვია კი გითხარით.

ფოტოებს მოგაწვდით , მასგრამ სანამ ნომრამდე ავჩოჩიალდე ორივე ხელი ყავარჯნებით მქონდა დაკავებული და ასკინკილათი მოსიარულე ბაბუ სანამ არ გავჩერდი სურათებს ვერ გადავიღებდი. ამიტომ ბოდიში და შემოგთავაზებთ ამ ნადირობის ამსახველ (ნაწილობრივ) ფოტომასალას :0068:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#7 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

..

.89c29cc2a24f.jpg

.e7b3a2028d54.jpg

.

.ბიჭები ნომრამდე ასვლაში მეხმარებოდნენ. ზოგს რიუგზაკი მოჰქონდა ზოგს თოფი , ზოგი ყავარჯნები რომ არ გამსრიალებოდა იმ დასველებულ გრუნტზე , მაგაში მეხმარებოდა.

  ...ბოლო ბოლო მაგ სველმა გრუნტმა ერთერთი ჩვენთაგანი მაინც დააზარალა , თაან მაგრად.

.

.694dfabaac10.jpg

.

.

.ეს გზად რომ შევისვენეთ , მაშინაა გადაღებული.

.

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#8 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

მე მაქ და ეხლა ვწვალობ რომ მობილით როგორმე ავტვირთო. თორე მე ეგ არ გამომეპარებოდა ხომ იცი და დავაფიქსირე ნომრებისკენ მიმავალი გზა


  • 0

#9 Share
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 611 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

გენაცვალეთ ბიჭებო .ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვება!!!


  • 0

#10 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

აი ესე დავიძარით ნომრებისკენ. უწყვეტი ჯაჯვივით მოძრაობდა ლეგიონის მონდაირეები

b47d9fe5f69c.jpg

.

.

.8e243b18612b.jpg

.

 


  • 0

#11 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

.

.41a23987844f.jpg

..

დევი და მირზა მკოცონის დანთებას შეუდგნენ

900973e246a6.jpg


  • 0

#12 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

.6a4cbbb7194d.jpg

.

.

04746ef828d6.jpg

 

 

82cc37f46d1a.jpg

.

.85bfdcf9cc8a.jpg

.

.

 


  • 0

#13 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

.

ზაზა როგორც კახეთის გული მწვადების თემას კურირებდა

 

ce41feefd7bc.jpg

http://radikal.ru/Im...0a64d6c072e784c

ნაკვერჩხალიც მზად იყო და მწვადებიც შიშხინებდა როცა გასახურებელი ჩაკვრა გავაკეთეთ. ბექას ისეტი მაგარი თაფლის არაყი ქონდა სუ ყლუპებით იყო დასალევი

 

db8fe9cd557e.jpg


  • 0

#14 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

.

9575c3a24587.jpg

.

ბექას ბუზის არაყი მართლა ჩემპიონი იყო......

 

.e69d42e649a7.jpg

ზურამ ვაზის ცრემლები მოიტანა... და ხო წარმოგიდგენიატ რაც დაიწყებოდა....


  • 0

#15 Share
samo

samo

    პოინტერისტი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

.

.ნუ ბაყბაყ დევმა გაგვაოცა თავისი ნაირ ნაირი კერძებით  და ნაირნაირი რეცეფტურით!!!!!!4fd3f60c1d36.jpg

.

.2a2997453a09.jpg

.

..d2168e8d5eb0.jpg

.

.

.


  • 0

#16 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.207c13d4240b.jpg

..cc56f62c7613.jpg

.
.

045f982184bd.jpg.

.

.94c3de02e272.jpg

.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#17 Share
პანჩო

პანჩო

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 618 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

გაიხარეთ  ლომებო  ღმერთმა  გვიმრავლოს   ნადირ  ნადიმობა    !!!


  • 0

#18 Share
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

გენაცვალეთ ჩემო ლეგიონერებო სულ ასეთი გახარებულები მენახეთ  ;)  :0025:


  • 0

#19 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.ლეგიონის  ახალგაზრდა თაობა

.

b0f451bf20bf.jpg

...

.

.17eca274b509.jpg

.

.d7ff916d55b1.jpg

.

.

.d9d421a8d30d.jpg

.

უფროსი თაობა , ზრუნავს რომ უმცროს თაობას მწვადები არ შემოაკლდეს!!!!  

არის თაობათაშორისი კავშირი!!!! :good:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#20 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

.

2f1c729fc8e6.jpg

დაიწყო დაიწყო, მარა ჯერ გახურების სტადიაში ვარტ, მწვადი, ქათამი და დავის საცორებას ველოდებით : )))

.

..4685391c2824.jpg

.

.

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#21 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

ეგ ნომერში გავარდნილი 4 ვაზნის ამბავი ძალიან მინდა თავისი ემოციებით გადმოსცეს ავტორმა, მასზე კარგად მე ვერ დავწერდი.

ვაიმე შემირცხვეს თავი მიშკას ამბავი სუ გადამავიწყდა....  მეგობრებო მიშკა ისე დაზიანდა რომ ფეხს ვერარ ამოძრავებდა საერთოდ. საჭირო გახდა ნომრამდე მანქანის მიყვანა, მე ზემოთ ვიყავი როცა გავიგე და ცოტა მოგვიანებიტ ჩავედი. მეგობარი მეგობრისთვის გზად და ხიდადო ნათქვამია და ბიჭები მაშინათვე დაეხმარნენ. მე რომ ცამოვედი მიშკა უკვე ქვევით სოფელში დამხვდა მანქანაში იჯდა. მისი სახე მრავლის მეტყველი იყო ამ ძლიერი  ტრამვით მიღებულ ტკივილს როგორ გაუმკლავდა და არაფერს ამბობდა. არაუშავს არაფერიაო.  :ki:

ჩემ ფიქრს და გულის ტკივლის რომელსაც ალბათ თუ ქვია ლექსი არ ვიცი საჯაროდ დასადები არის თუ არა

არა ძმებო რაციაში რამოდენიმეჯერ გადმოცემული სიტყვა გაისროლეთ შეიდზლება ნადირი თუ არი ს სადმე ადგესო მაგიტომ გავისროლე ზედიზედ ორი დუპლი.

რამე რომ ტყოფილიყო არ ვიტყოდი ტქვე კაი ხალხო?

დასამალი რა არის


  • 0

#22 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი შენი კულინარიული ნიჭიერებისა და ფანტაზიის თაყვანისმცემელი გავხდი ძმობილო. რატომ ადრე არ ვიცოდი? რანაირად ნიღბავდი ასეთ ნიჭს?

ბრავო მუსიე დევი ბრავო!!!!

:bravo:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#23 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

ამხელა რომ ვარ ბაბუ შენიღბვა ქვია ამას?

კანში ვეღარ ვეტევი, :DDD  :DDD  :DDD  :DDD


  • 0

#24 Share
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*
  • სტუმარი

სამუშიე შემოგევლე, უმაგრესი რეპორტია ძმისგულო.

ლექსზე აღარაფერს ვამბობ..... :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:

უმაგრესი დღე შედგა ნამდვილად, იყო უსიამოვნო მომენტებიც მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

უდიდესი მადლობა მინდა მოგიხადოთ თვითოეულს, გენაცვალეთ მაგ ვაშკაცურ გულებში.

 

 

უდიდესი მადლობა მინდა მოვუხადო ლეგიონის მასპინძლებს, ბაბუს და მიშას.

დიდი მადლობა არტურას და მის მეგობრებს, ყველაფერი გააკეთეს მაგ ხალხმა რომ რაღაც გამოსულიყო, ბოლოს კი მთელი ღამე გაათენეს ტყეში მდევრების მოლოდინში.

 

 

შემოგევლეთ ლეგიონერებო! :00612:  :00612:  :00612:  :00612:


  • 0

#25 Share
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*
  • სტუმარი

მირზახანს შევარქვათ კრამიტა, უყვარს კაცს კრამიტი. :0024:


  • 0





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 21 წევრს:

linkbox.ge