Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
მიმაგრებული ფაილები  Untitled-51.jpg   75.61კილობაიტი   0 გადმოწერები

ნადირობისასს განსაკუთრებით კი მთაში ხშირად იცვლება ამინდი, იმისათვის რომ დროულათ მოვახდინოთ რიაგირება აუცილებელია ვიცოდეთ ცოტა რამ იმის შესახებ თუ როგორ ამოვიცნოდ ამინდის ცვლილება ბუნებრივი მოვლენებით.

ამინდის ამოცნობისას მთავარ არის:

არასოდეს არ დაეყრდნო ერთი რომელიმე მინიშნებით გაკეთებულ პროგნოზს.
რაც მეტი ნიშანი მიუთითებს ამინდის ცვლილებაზე მით უფრო მაღალია პროგნოზის საიმედოობა.
სხვადასხვა ამინდის ნიშნების შემთხვევაში უნდა ენდოთ ისეთი ამინდის მინიშნებს რომელიც მეტია.


სტაბილურად კარგი ამინდის მიმანიშნებელი პირობები ზაფხულში:

ღამით სიწყნარეა, დღისით ნიავი იმატებს, და საღამოსათვის საერთოდ ჩადგება. მიწის პირზე ნიავის მიმართულებად ემთხვევა ღრუბლების გადაადგილების მიმართულებას.
მზის ჩასვლისას ჰორიზონტი ყვითელია, ოქროსფერია ან ვარდისფერი და მოშორებით მომწვანო ელფერი გადაკრავს.
ღამით დაბლობ ადგილებში გროვდება ღრუბლები.
მზის ჩასვლისას ბალახზე წარმოიქმნება თრთვილი ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.
ღამით უღრუბლოა, დილით ჩნდება მცირე ღრუბელი რომელიც შუადღისათვის მოიმატებს და საღამოს მთლიანად ქრება.
ჭიანჭველები არ ხურავენ ჩასასვლელს ბუდეში.
დღისით სიცხეა, საღამოთი სიგრილე.


ცვალებადობის ნიშნები როდესაც ამინდი იცვლება შედარებით წვიმიან და ცივი ამინდისაკენ.

ქარი ძლიერდება, თანაბრად უბერავს როგორც დღე ისე ღამე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას.
ღრუბლიანობა ძლიერდება. შეჯგუფებული ღრუბლები საღამოსათვის იმატებს და არ ქრება.
მზის ამოსვლის და ჩასვლის მომენტი წითელია.
საღამოთი გვეჩვენება რომ უფრო ტბილა ვიდრე დღისით.
მთაში დილით შეიმჩნევა ტემპერატურის ვარდნა.
ღამით არ არიც ცვარი ან ძალიან სუსტია.
მზის ჩასვლის შემდეგ მიწის პირზე ჩნდება ნისლი, ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.
დღისით ცა მღვრიაა და მოთეთრო ფერის.
ძლიერად ციმციმებენ ვარსკვლავები.
ფრინველები (ბეღურები, ქათმები) ცდილობენ დაიმტვერონ.
კვამლი ეფინება მიწას და არ მიდი ზემოთ.

ამინდის მკვეთრად და სტაბილურად გაუარესების ნიშნები:

წვრილი ხშირი წვიმა (ცრის).
მიწის პირზე ღრუბელი და ნისლია.
ღამით და დღისით ერთნაირად თბილა.
ჰაერი ტენიანია დღისითა ღამითა მაშინაც კი როდესაც ჯერ წვიმის ნიშნები არ არის.
ვარსკვლავები ციმციმისას გამოსცემენ მოწითალო და მოცისფრო სხივებს.
ჭიანჭველები ხურავენ ჩასასვლელებს.
ფუტკრები არ ტოვებენ თავშესაფარს.
ყვავები გამუდმებით ჩხავიან.
პატარა ჩიტები თავს იყრიან დიდი ხეების ცენტრალურ მსხვილ ღეროებთან.


ცვალებადი და მოღრუბლული ამინდის უკეთესისაკენ ცვლილების ნიშნები:

წვიმა ჩერდება ან მოდის პერიოდულად, საღამოთი ჩნდება თრთვილი.
სხვაობა დღის და ღამის ტემპერატურას შორის იზრდება.
უეცარი აცივება.
ჰაერი ხდება უფრო მშრალი.
ცა ზენიტში მოწმენდილია.
ვარსკვლავების ციმციმი იკლებს.
საღამოს მზის ჩასვლა მოყვითალო ფერისააა.
ცეცხლის კვამლი მიდის ვერტიკალურად ზემოთ.
ფუტკრები სკაში ან თავშესაფარში იწყებენ ხმაურს.
მერცხლები ადიან უფრო მაღლა.
ნაკვერცხლები კოცონში მალე იფარება ნაცრით.


ნიშნები სტაბილური ნაკლებად ღრუბლიანი ამინდის ნიშნები ზამთარში:

ჩრდილოეთის ან ჩრდილო აღმოსავლეთის ნიავი.
სუსტი ქარი. ცა მოწმენდილია ან დაფარულია დაბალი თხელი ღრუბლის ფენით.
ღამით მოფენილი ნისლი.
ცისარტყელა მზის გარშემო ან მოწითალი სვეტი მზის დისკოსთან.
მზის ჩასვლა მომწვანო ელფერით.
ცვალებადიდან ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდისკენ გადასვლის ნიშნები:
ქარის მიმართულების ცვლილება ჯერ სამხრეთ არმოსავლეთით და შემდეგ სამხრეთ დასავლეთით.
ქარის მიმართულების შეცვლა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ან მისი შესამჩნევი გაძლიერება.
ღრუბლიანობის მატება.
სუსტი თოვლის დაწყება.
ყინვა იკლებს.
ტყის თავზე ჩნდება მოლურჯო ლაქები.
დაბალ შავ ღრუბელში ჩანს ტყის ანარეკლი.
ხანგრძლივი თოვლიანი ამინდის დადგომის ნიშნები ძლიერი ყინვის გარეშე.

სუსტი ყინვა ან შედარებითი სითბო სამხრეთ არმოსავლეთი ნიავის დროს.
მცირე დათბობა, ლურჯი ლაქები ტყის თავზე ძლიერდება.
სტაბილური სამხრეთ აღმოსავლეთის ან სამხრეთ დასავლეთის ქარი.
ღრუბლების მოძრაობის მიმართულება არ ემთხვევა მიწის პირზე ქარის მიმართულებას.
სუსტი გადაუღებელი თოვა.


ცვალებადი მოღრუბლულობიდან უნალექო ყინვიან ამინდში გადასვლის ნიშნები:

სამხრეთ დასავლეთის ქარი იცვლის მიმართულებას დასავლეთით ან ჩრდილო დასავლეთით. ყინვა იმატებს.
იკლებს ღრუბლიანობა.
მინდვრიან ადგილებში ან ხის ტოტებზე წარმოიქმნება გაყინული თრთვილი.
ლურჯი ლაქები ტყის თავზე მცირდება ან საერთოდ ქრება.
  • 0

#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი რჩევებია. გამოცდილი და გამოსადეგარი


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ა გუშინდელი ამინდი ზუსტად გამოვიცანით  და....

45ba3877664c.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ვაა :bravo: ინადირეთ როგორც გქონდათ ჩაფიქრებული ისე?
  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვაზე გადავერთეთ წარმატებით..... ;)


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
iverichi

iverichi

    ლეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1907 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ვა რა საინტერესოა ბიჭებო გადაიკითხეთ ზალია საინტერესოა :) მგონი ყველას გამოგადებათ  :ki:  :bravo:  :bravo:  :bravo:


  • 0

#7 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე საიტებს რასაც ვუყურებ , მგონი ძალიანაც არ ეცხელება სეზონის გახსნაზე.   ნუ ყოველი შემთხვევისათვის , სადაც ჩვენ მივდივართ იქ. 28 გრადუს აჩვენებს


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#8 Share
iverichi

iverichi

    ლეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1907 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ვა ზალიან კარგია :) თუ ღრუბლიანი ამნდი დაგვემთხვევა ეგ საერთოდ გადასარევი იქნება :) 


  • 0

#9 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მე ვიცი ამინდის ამოცნობის უტყუარი სისტემა...

- თუ სველდები ესეიგი წვიმს...

თუ გცივა ტემპერატურა დავალია

თუ გცხელა ესეიგი მზეა და კარგი ამინდიდა...

თუ კარგად ხარ, არც გცხელა, არც გცივა და არც სველდები დაეტიე შენ კანში და ნუ ფილოსოფოსობ... 


  • 0





საკვანძო სიტყვები: ამინდიამინდის ამოცნობა, ამინდის პროგნოზი, პროგნოზი, ამინდი, ამოცნობა, ამინდის ცნობა, ლეგიონი, amindi, amindis cnoba, amindis amocnoba

IPB skins by Skinbox