- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით
საუბრები ქართულ ცივილიზაციაზე
ავტორი babu, Oct 24 2014 05:36 PM
საქართველი ცივილიზაცია ისტორია ისტორიოგრაფია იბერია კოლხეთი ეგრისი ლაზეთი არქეოლოგია ქრისტიანობა წინაქრისტიანული
ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება
#1
Share
დაპოსტილი 24 October 2014 - 05:36 PM
#2
Share
დაპოსტილი 24 October 2014 - 05:38 PM
#3
Share
დაპოსტილი 24 October 2014 - 05:39 PM
#4
Share
დაპოსტილი 24 October 2014 - 05:41 PM
#5
Share
დაპოსტილი 24 October 2014 - 05:48 PM
#6
Share
დაპოსტილი 23 October 2018 - 08:45 PM
პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი "კავკასიელი მონადირე შემგროვებლები"
დღეს, 11:37
დნმ-ის ახალი ნიმუში, რომელიც საქართველოში აღმოაჩინეს მთელი ევროპის ხალხების წარმოშობის პაზლში ახალი დეტალია. თანამედროვე ევროპელები მონადირე-შემგროვებელი 4 ჯგუფის შთამომავლები არიან. თანმიმდევრულობის დადგენა საქართველოში, კერძოდ იმერეთში, კოტიას კლდეში აღმოჩენილი ნეშთების მეშვეობით მოხდა. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ევროპის დასახლება მიგრაციის 3 ტალღად მოხდა:
1. ადრეული მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც ჩრდილოეთით მიგრირებდნენ,
2. ფერმერები ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან და
3. ორმოს კულტურის (იამნაიას კულტურა) წარმომადგენლები.
ახალი მეოთხე ტალღა კი - ეს იმ მოსახლეობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გამოეყვნენ მონადირე შემგროვებლებს 45, 000 წლის წინ და დასახლდნენ კავკასიაში. გენეტიკოსებმა აქამდე უცნობი ეს მეოთხე ტალღა აღმოაჩინეს მათი გენეტიკის მეშვეობით, რომელიც დღეს ყველა მკვიდრ ევროპელს გააჩნია. მას მერე, რაც ეს მოდგმა გამოეყო დანარჩენ მონადირე-შემგროვებლებს და დასახლდა კავკასიაში 450 საუკუნის წინ, ისინი შემდგომში მიგრირდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით და გავრცელდნენ მთელი ევროპის კონტინენტზე. ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ თანამედროვე ევროპელები აფრიკიდან წამოსული უძველესი ჰომო საპიენსების 4 ჯგუფის შერევით წარმოიშვნენ.
პროფესორი დენიელ ბრედლი, რომელიც დუბლინის სამების კოლეჯში კვლევების ჩატარებაში ეხმარებოდა მეცნიერთა ჯგუფს, აცხადებს: ეს ადამიანის წარმოშობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ახალი ნაწილია, რომლის გავლენაც ევროპის კონტინენტზე ადამიანთა განსახლების საკითხში ძალიან დიდია.
იგი ფიქრობს, რომ ჰომო საპიენსის მთავარი მიგრაცია აფრიკის კონტინენტიდან ევროპაში დაიწყო 125, 000 წლის წინ და მიმდინარეობდა 60, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე დიდი მასშტაბებით. ამ მონადირე-შემგროვებელთა ადრეული ტომები და ხალხები მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) და კონტინენტური ევროპის გავლით, ესპანეთამდე აღწევენ.
სხვა ჯგუფი, რომელიც ლევანტში (სირია-ერაყი) დასახლდა და მოგვიანებით (ჩვენთვის ცნობილ) პირველ ფერმერებად ჩამოყალიბდნენ. ხოლო დაახლოებით 6500 წლის შემდგომ ევროპაში გადავიდნენ.
მიგრაციის მესამე ტალღა ყაზახეთის და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მომთაბარე მესაქონლეები დასავლეთ ევროპისკენ დაიძრნენ. ეს დაახლოებით 5000 წლის წინ მოხდა. ძვ.წ. 30-ე საუკუნისთვის.
სამივე ამ ჯგუფისმიერ დატოვებული გენეტიკური კვალი მრავალი წლის შემდგომ დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ერებს გააჩნიათ. უკანასკნელმა კვლევებმა კი მეოთხე დიდი ტალღის კვალი აღმოაჩინეს. კვლევისთვის აიღეს 2 ინდივიდის ნიმუშები. ერთი 13, 000 წლის და მეორე 10, 000 წლის. ისინი დასავლეთ საქართველოში, კოტიას კლდეში (ატარებდა J2a ჰაპლოჯგუფს) და საწურბლიას (J1 ჰაპლოჯგუფი) გამოქვაბულში აღმოაჩინეს.
ეს ინდივიდები ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში სხვა უძველეს გენომებს შეუდარეს ეს კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები 450 საუკუნის წინ გამოეყვნენ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს, როდესაც ისინი ევროპისკენ დაიძრნენ. მაგრამ მათმა დნმ-მ მიუთითა ლევანტის მცხოვრებლებთან შერევის კვალზე, როდესაც მათი გენოფონდი საგრძნობლად შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მთებში აღმოჩნდნენ იზოლირებულნი და მოწყვეტილნი დანარჩენ მოსახლეობას 150 საუკუნის წინანდელ პერიოდამდე.
როგორც კი ყინულმა დნობა დაიწყო, ამ მოსახლეობამ კავშირი დაამყარა ორმოს კულტურის (იამნაიას) და აღმოსავლეთის კულტურების სხვა წარმომადგენლებთან. როდესაც ორმოს კულტურის წარმომადგენლები ევროპაში მოვიდნენ, მათ თან მოიტანეს ის გენები, რომლებიც უძველესი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან მიიღეს და თანამედროვე ევროპელები სწორედ ამ გენების მატარებელნი არიან.
დოქტორი ანდრეა მანისა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ზოოლოგიის განყოფილებიდან და კვლევის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს: "ის რომ იამნაიას კულტურის წარმომადგენლები მოვიდნენ ევროპაში, აქამდე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ჩვენ ახლა უკვე ამ კითხვაზე პასუხი გაგვაჩნია - ესაა არმოსავლეთ ევროპელი მონადირე შემგროვებლების და დიდ გამყინვარებას გადარჩენილი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენების ნარევი.
ეს დიდი მიგრაციის მეოთხე ტალღა - კავკასიური ტალღაა, რომლის არსებობაზეც აქამდე არაფერი ვიცოდით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ იამნაიას კულტურის წარმომადგენლებს გააჩნდათ გენეტიკური კომპონენტი, მაგრამ არ ვიცოდით საიდან. ახლა ვიცით, რომ იგი ადგილობრივი კავკასიური წარმომავლობისაა და კავკასიელებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით, რომლებიც დიდი გამყინვარების პერიოდს გადაურჩნენ." (იხილეთ წყარო)
საინტერესოა 2018 წლის მონაცემებით თუ რომელ ხალხებს აქვთ უძველესი კავკასიური გენომი ყველაზე მეტი. შემოგთავაზებთ იმ ხალხების ჩამონათვალს, რომელთა პოპულაციებიც შეიცავს რაღაც რაოდენობით უძველეს კავკასიურ გენომს. პირველ წარმოგიდგენთ იმ ხალხებს, რომელთა პოპულაციაშიც 2018 წელსაც კი, 450 საუკუნის წინანდელი პალეო-კავკასიური გენომი მოსახლეობის 50%-ზე მეტს აქვს. ესენია:
1) ბრაგუები - 56.7%
2) აფხაზები - 56.6%
3) ქართველები - 56.1%
4) ბელუჯები - 55.9%
5) იამნაიას კულტურის უძველესი ხალხები - 55.8%
6) მაკრანები - 55.7%
7) ლეზგები იგივე ლეკები - 50.9%
8) აზერბაიჯანული დაღესტანი - 50.8%
ხალხები, რომელთა პოპუალციაშიც პალეო-კავკასიური გენომის მატარებელი არის 40%-ზე მეტი:
9) ქურთები - 49.3%
10) ადიღეელები - 49%
11) ჩეჩნები - 48.9%
12) კალაშები - 48.4%
13) სომხები - 48.1%
14) ქართველი ებრაელები - 47.4%
15) ირანელები - 47%
16) ასირიელები - 46.7%
17) ირანელი ებრაელები - 46%
18) ყუმიხები - 46%
19) ავღანელი პუშტუნები - 46%
20) აზერბაიჯანელები - 45.7%
21) პათხანები - 43.4%
22) პამირელი ტაჯიკები - 42.3%
ხალხები, რომელთა პოპულაციაშიც პალეო-კავკასიური გენომის მატარებელი არის 30%-ზე მეტი:
23) ტაჯიკები - 39%
24) ავღანელი ტაჯიკები - 39%
25) თურქები - 38.8%
26) ბურიშები - 38.4%
27) ავღანელი უზბეკები - 37.6%
28) ოსები - 37.5%
29) კვიპროსელები - 35.8%
30) გუჯარათელები A (ინდოეთის დიდი პროვინცია) - 35.5%
31) პენჯაბელები - 35.3%
32) სირიელები - 34.8%
33) ლევანტელები - 34.6%
34) იორდანელები - 33.2%
35) გუჯარათელები B - 32.7%
36) ნოღაელები - 31.6%
37) ავღანელი ხაზარები - 31.3%
38) თურქმენები - 31%
ხალხები, რომელთა პოპულაციაში 20%-ზე მეტს აქვს პალეო-კავკასიური გენომი:
39) ავღანელი თურქმენები - 28.9%
40) გუჯარათელები C/D - 28.7%
41) ბერძნები - 27.6%
42) ბრაჰმინები - 27.1%
43) ველამები - 27%
44) მალტელები - 26.9%
45) უზბეკები - 26.5%
46) სიცილიელები - 26.4%
47) ბედუინები A - 26.3%
48) იემენელი ებრაელები - 25.9%
49) ალბანელები - 25.4%
50) იემენელები - 25%
51) ტუსკანელები - 24.6%
52) ბულგარელები - 24.4%
53) ხაზარები - 24.3%
54) დუსადხები - 23.6%
55) ინდოეთის მუსლიმური ნაწილი (200 მილიონზე მეტი ადამიანი) - 23.5%
56) ადგილობრივი, უძველესი სამარიტელები - 22.7%
57) კურუბას ხალხი - 22.5%
58) უიღურები - 22%
59) კანჟარელები - 21.8%
60) პირამალაები - 21.7%
61) სოლები - 21.6%
62) უძველესი ხალხი - სინტაშტები - 21.4%
63) საუდის არაბები - 21.4%
64) უტარანჩალ ბრაჰი - 21.1%
65) ხორვატები - 20.8%
66) დხარკარები - 20.7%
67) თათრები - 20.6%
ხალხები, რომელთა პოპულაციაში 10%-ზე მეტს აქვს პალეო-კავკასიური გენომი:
68) უნგრელები - 19.9%
69) ინგლისელები - 19.7%
70) უკრაინელები - 19.6%
71) ნორვეგიელები - 19.3%
72) შოტლანდიელები - 19.2%
73) ჩეხები - 19.2%
74) ბენგალელები - 19%
75) ფრანგები - 18.8%
76) ისლანდიელები - 18.3%
77) ბელორუსები - 17.4%
78) ჩენჩუს ხალხი - 17.2%
79) რუსები - 17%
80) ესპანელები - 16.7%
81) ლიტველები - 15%
82) სამხრეთ ფრანგები - 14.4%
83) ესტონელები - 14.4%
84) კარელიელები - 13.5%
85) ყირგიზები - 13.3%
86) ჰაკაპიკის ხალხი - 12.9%
87) ფინელები - 12.1%
88) კონდები - 11.9%
89) "სრუბნოის კულტურის" უძველესი ხალხები - 11.6%
90) "ანდრონოვსკის კულტურის" უძველესი ხალხები - 10.9%
91) ალტაელები - 10%
#7
Share
დაპოსტილი 10 March 2019 - 10:22 AM
5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე - ქართველთა დნმ-ის კვლევის პასუხები (ექსკლუზივი)
"ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის... უძველესი ცივილიზაციების, ურარტუსა და ქალდების გენეტიკური მემკვიდრე"
"დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს"
"ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით, რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ"
-0:0ჩამოყალიბდა... საქმე ეხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინანდელ ისტორიას.
გიორგი ანდრიაძე, კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგენეტიკური კომისიის წევრი:
- ეთნოგენეტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით დავადასტუროთ ჩვენი განვითარების სქემა... შეიძლება ითქვას, რომ პირველადი სურათი ნათელია: ქართველ ადამიანში დომინანტურია J2 და G2
დავიწყეთ ვიწრო ჯგუფების კვლევაც... წოვა-თუშები გამოვიკვლიეთ, რომლებიც ვაინახური ენის ერთ-ერთ დიალექტზე ლაპარაკობენ, არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ცხოვრობენ თუშეთში და ყველა საომარ სიტუაციაში ქართველების გვერდით იდგნენ. დნმ-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ ისინი არიან J2 ჯგუფის წარმომადგენლები.
ფერეიდნელი ქართველების 90% წარმოადგენს ქართველთა ჯგუფისთვის დამახასიათებელ J2 ა ჰაპლოჯგუფს.
ვაგრძელებთ ლაზების კვლევას. მათი გენეტიკური ჯგუფიც აბსოლუტურად ქართულია...
გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის. ურარტუ მართლაც უძველესი წინარექართული სახელმწიფოა. წინარექართული რასა არა მხოლოდ აქ დაიბადა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არამედ კავკასიონიდან გაცილებით სამხრეთით იყო განფენილი და ე.წ. ნაყოფიერ შუამდინარეთს ემიჯნებოდა.
- ქართველების გარდა კიდევ ვინ არიან ამ წინარერასიდან წარმოშობილი ერები?
- ქალდეის ურიდან არის დიდი მამამთავარი აბრაამი, ე.ი. ძველი ებრაელები და შესაბამისად არაბებიც ამ წინარერასიდან არიან. ქურთებიც წარმოშობილი არიან ქალდეის ხალხისგან. აღარაფერს ვამბობ ჩრდილო კავკასიის ხალხებზე, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს არის ერთიანი იბერიულ-კავკასიური ოჯახი. ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით, რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ.
აფხაზების 60% აბსოლუტურად ქართული (მეგრული) წარმოშობისაა, დანარჩენი კი ჩვენი მონათესავე აფსუა-ადიღელები არიან. არადა, აფხაზთა გონება საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ სრულიად შეცვალა და შეძლეს კიდეც თავისი საქმის აღსრულება...
კვლევის შედეგებმა ასევე წარმოაჩინა ქართველი ერის ისტორიული ერთიანობის უფრო მყარი საფუძველი - ვფიქრობ, დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.
- სქემებზე ჩანს მცირე გენეტიკური სიჭრელე ქართველებშიც. ეს საიდან მოდის?
- ეს არის აბსოლუტურად ყველა ერში... შერეული ქორწინებები ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა - ამით ერის გენოფონდი მდიდრდება. ეს სიჭრელე მომდინარეობს ისტორიული მოვლენებიდანაც, თუმცა, მიუხედავად მონღოლებისა და სპარსელების თუ სხვა დამპყრობლების მუდმივი თავდასხმებისა, გენეტიკურ დონეზე საქართველოში მათ მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ...
- ჩვენი მეზობელი ერების ეთნოგენეტიკური კვლევის შედეგები როგორია?
- სომხები, ბერძნები და ირანელები ერთი ინდოევროპული ჯგუფია. სომხეთში დარჩა მცირე ჯგუფი ქალდეველებისა და ურარტუელებისა, რომლებიც გასომხდნენ და ეს კვალი მათ გენოფონდში ნათლად ჩანს. ძველი ალბანელების გენოტიპი ფიქსირდება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელებში. თურქებში საკუთარი შუააზიური გენოტიპი დღეს მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს. დიდია მათში ქართული გენოფონდის წილიც...
რამდენად ძველია ესა თუ ის ჰაპლოჯგუფი, მუტაციების რაოდენობა განსაზღვრავს გენში. კვლევით დადგენილია ჩვენი გენების სიძველით ზუსტი თარიღი - 5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ზოგადად, ეროვნების განმსაზღვრელი ანალიზი არ არსებობს და ამა თუ იმ ერისადმი კუთვნილება მსოფლმხედველობითი მომენტია და არა ბიოლოგიური ფაქტორი. ამის ნათელი მაგალითია შუშანიკი, აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი, რომელთაც დიდი ქართული საქმე გააკეთეს, როსტომ ხანი კი _ გენით ბაგრატიონი, დიდი ლუარსაბ I-ის შვილიშვილი ქართველთა მთავარ გადამგვარებლად და ყველაზე დიდ ანტიქართველად მოგვევლინა.
ლელა ჯიყაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
ჩამსწორებელი babu, 10 March 2019 - 10:24 AM.
#8
Share
დაპოსტილი 26 March 2019 - 02:22 AM
#9
Share
დაპოსტილი 26 March 2019 - 02:49 AM
ვააა მაგარა ძაან
ასევე ბევრია თეთრწყაროშI, მამულოს მიმდებარე ტერიტორიაზე
#10
Share
დაპოსტილი 28 March 2019 - 10:49 PM
მადლობა, ძალიან საინტერესოა ...
#11
Share
დაპოსტილი 14 April 2019 - 10:51 AM
მკვლევარ გ. გიგაურის მიერ ერთმანეთს შედარებული ქართული და ძველი ესპანური პეტროგლიფები. კიდევ ერთი დასტური დიდი პანიბერიული ცივილიზაციის არსებობისა მთელ სამხრეთ ევროპაში კავკასიიდან ესპანეთამდე, რომელიც არსებობდა ინდო-ევროპელების მიგრაციამდე. ევროპა იბერო-კავკასიელებისაა, ჩვენია.
ჩამსწორებელი babu, 11 October 2019 - 12:27 AM.
#12
Share
დაპოსტილი 11 October 2019 - 12:17 AM
https://www.geomigra...gZyID3nFOCnwKyg
Ученые: «Впервые люди изобрели одежду на территории Грузии»
Специалисты из Сиднейского университета решили выяснить первоначальные причины появления одежды. Оказалось, они заключаются не только в защите от неблагоприятных погодных условий.
В одной из пещер, расположенных на территории Грузии команде археологов удалось обнаружить разноцветные льняные волокна, которые позволили ученым сделать заключение, что одежда служила древним людям не только средством защиты тела от холода и прикрытия наготы, но и своеобразным украшением. Это самые древние волокна на нашей планете по этому ученые утверждают что первая одежда появилась именно здесь.
Древние люди стремились украсить себя изображением на теле различных символов, однако с наступлением холодов роль декоративных украшений стала выполнять одежда.
И все-таки основное назначение одежды в современном мире, - защита от погодных условий: согревание в холодный период и защита от жары в зной.
По мнению ученого Иэна Гиллигана, люди изобрели одежду с целью восполнения нехватки волосяного покрова, которым в большом количестве обладали наши предки.
ჩამსწორებელი babu, 11 October 2019 - 12:30 AM.
#13
Share
დაპოსტილი 23 January 2021 - 03:00 AM
#14
Share
დაპოსტილი 23 January 2021 - 11:07 AM
მადლიბა ბაბუ, ძალიან საინტერესო და ინფორმატიული ნაშრომებია
#15
Share
დაპოსტილი 25 January 2021 - 10:00 AM
მადლიბა ბაბუ, ძალიან საინტერესო და ინფორმატიული ნაშრომებია
გაიხარე მიშა.
ისე ანალიტიკოსები ჭირდება ამ სფეროს. მხოლოდ ისტორიკოსები არა. ის რასაც აფიქსირებს ისტორია და არქეოლოგები და ისტორიკოსები ამას აფიქსიებენ -ეს თავისთავად კარგია.
მაგრამ რომ აიღო მსოფლიო რუქა და ამ მასშტამს შეადარო საქართველოს მცირე ტერიტორია , ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცოტა უცნაურია ამდენი ზოგადსაკაცობრიო ფაქტის თავმოყრადედამიწის მა უმცირეს ტერიტორიაზე. ნუ ის რომ მცირერიცხოვანი ერი გადარჩა მსოფლიოს ყველაზე სისხლისმსმელი იმპერიების გარემოცვაში - ნუ ესეც ხომ რეალურად ამოუხსნელი ფაქტია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ ;ტერიტორიის ამ ციცქნა ნაგლეჯზე ხდებოდეს ამდენი მსოფლიო ფაქტი? პირველი ევროპელები, უწყვეტი არსებობის ისტორილი შრეების არსებობა, დამწერლობა, რკინის მოპოვება, მეტაურგიის განვითარება, სელი, პირველი მოხატული სელის ნაჭრები(ფაქტიურად კუწურიეები პირველად საქართველოში გამოჩდნენ) , ხორბალი,თაფლი, ნუ ყურძენზე და ღვინოზე აღარ ვამბობ არაფერს.
ამოუხსნელია ჩემთვის ამდენი ფაქტის ერტი ცოდა მიწის ნაგლეჯზე კონცენტრირება
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას
0 წევრი, 0 სტუმარი
0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა
ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?