Jump to content


ამ თემას აქვს 32 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

  • კანადურ მაჩვზღარბას დაახლოებით 30 000 ეკალი აქვს და თითოეული 13 სანტიმეტრი იზრდება. ყველა მათგანი ერთმანეთს რომ გადააბა, ევერესტის მთის სიმაღლეს სამჯერ გადააჭარბებს.
  • საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს. თავდამსხმელს კუდი თავი ჰგონია
  • მარტივკბილას მხოლოდ ორი კბილი აქვს. მამლის მეორე კბილი სპირალური ეშვივით იზრდება და მისი სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს.
  • გველთევზები გეგონება, ზღვის ფსკერზე ამოზრდილან, სინამდვილეში, ქვის სოროებში ცხოვრობენ, თავი მაღლა აქვთ ამოყოფილი და იქვე მოტივტივე საკვებს იჭერენ.
  • რწყილი თავის სიგრძეზე 200–ჯერ მეტ მანძილზე ხტება. ეს იგივეა, შენ რომ 350 მეტრზე გადახტე. თვითონ რჭყილი, სინამდვილეში აი ამხელაა:  c17415a9dadb.jpg
  • არჩვი მთის თხების ერთ–ერთი სახეობაა. ის ძალიან სწრაფი ცხოველია. 15 წუთში კლდეზე დაახლოებით 915 მეტრის გავლა შეუძლია
  • სისხლისმწოველი ღამურები ყოველღამე თავიანთ წონაზე, დაახლოებით, 70%–ით მეტ სისხლს სვამენ. ამ სისხლს მძინარე ცხოველებს სწოვენ.
  • ფურთხია ბაღლინჯოები იფურთხებიან და თავს ამ ქაფის საზღვრით იცავენ (ფუუ..)
  • ჰოაცინი ცნობილია, როგორც მყრალი ჩიტი, რადგან საკვების მონელების თავისებურობის გამო მას ძროხის ფუნის სუნი ასდის ( :guli: )
  • მტკნარი წყლის ნაჯახა თევზს შეუძლია ჰაერში აფრინდეს. ის წყლიდან ხტება და შენდეგ ფარფლების მეშვეობით მოძრაობს.
  • ბუნაგორიები ცხოველების ექსკრემენტებით იკვებებიან, რომელსაც აგორგლებენ და შიგვე დებენ კვერცხებს.

.

ახლა კი პატარა ინფორმაცია ყანჩაზე…

ყანჩის ქოლგა

შავი ყანჩები ოკავანგოს დელტის თხელ წყლებში ცხოვრობენ და თევზებზე ნადირობენ. მათ საკვების მოპოვების ძალზედ ეშმაკური ხერხი აქვთ: ფრთებს ქოლგასავით შლიან და წყლის ზედაპირზე დაცემულ ჩრდილში თევზებს იზიდავენ. ამ ჩრდილში თევზებს კარგად ხედავენ და ადვილად იჭერენ.

fee0bc7efd61.jpg
(ეს სურათი ჩემი მოცემული ლინკიდან გადმოვწერე)

წყარო: წიგნი “ცხოველთა სამყარო”


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
34eunt2.jpg
1. სიტყვა "დინოზავრი" ბერძნულად "საშინელ ხვლიკს" ნიშნავს, ეს სიტყვა პირველად 1841 წელს რიჩარდ ოუველმა უწოდა.
2. სტენოზავრს, ყველაზე პატარა ტვინი ჰქონდა. თავად 6 მეტრის სიგრძისა და თითქმის 2 ტონა წონისა იყო, ხოლო მისი ტვინი მხოლოდ მიწის თხილის ზომისა თუ იქნებოდა.
352llhy.jpg
3. მთელი ცხოვრების მანძილზე ნიანგები და ალიგატორები, დაახლოებით 40-ჯერ იცვლიან კბილს.
4. კირკიტა (ბუს სახეობა) ბევრად უკეთ ხედავს ვიდრე ადამიანი.
5. მამალი სელაპი შეჯვარების სეზონის დროს მუდამ თავის ტერიტორიაზე იმყოფება და იცავს მდედრს სხვა მამალი სელაპებისაგან. :D
dxl377.jpg
6. ზღარბის ეკლები წარმოადგენენ მოდიფიციერებულ ბეწვს, რომელიც სიგრძეში 3 სმ-ია. მოზრდილ ზღარბს, საშვალოდ 5000 - 7000 ეკალი გააჩნია.
7. დასავლეთ ევროპულ ზღარბს გააჩნია ქაფისპერი ბეწვი, რომლითაც იპრიალებს ეკლებს.
2a1ezd.jpg
8. თეთრ დათვებს კარგად განვითარებული ყნოსვის შეგრძნება გააჩნიათ. სელაპის დამწვარი ქონის სუნი მათ 3კმ-ის სიშორეზე სცემთ.
9. მეცნიერები დათვის ასაკს მისი კბილების მიხედვით ადგენენ.
zog8dl.jpg
10. ინდოეთის ზოგიერთ რაიონში მიიჩნევენ, რომ აფთარი შველის სიმსივნით დაავადებულებს.
11. აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რომ 80კგ სიმძიმეს უძლებს.
12. აფთრის წინა კიდურები მიწაზე უფრო დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე უკანა კიდურები.
25s7bt0.jpg
13. გიბონისა და ორანგუტანის "სიმღერა" ისმის 2-3კმ-ის მანძილზე.
14. ორანგუტანი "ტყის კაცს" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, პრიმატები წარმოიშვნენ იმ კაცისაგან, რომელიც საუკუნეების წინათ დაიკარგა ტყეში. ასევე, ლეგენდის თანახმად, ორანგუტანი "მღერის" იმიტომ, რომ ეძებს თავის ადამიანური წარმოშობის პატარძალს, რომელიც მას ბუდიდან გაექცა.
2z5nmlk.jpg
15. გიგანტური კალმარის თვალები შეიძლება 40სმ-ს აღწევდეს. (თითქმის მანქანის საჭის ოდენა).
16. ფერმონები, რომელთაც ცხოველის მუშკის ჯირკვალი გამოყოფს, ხშირად გამოიყენება სუნამოების წარმოშობაში.
17. ინგლისსა და გერმანიაში საშობაო ტრადიციად ითვლება მაგიდასთან შემწვარი ტახის თავის მირთმევა პირში ვაშლით.

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

083a602f1fd0.jpg

ცხოველებს ბევრი ჩვენთვის უჩვეული და გასაოცარი საქციელი ახასიათებს.  მათი ზოგიერთი ქცევის ახსნა ზოგჯერ ვერ ხერხდება და მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ. ქვემოთ ზოგიერთი ასეთი ფაქტის შესახებ წაიკითხავთ  :)

 

  • პოლარული მეთოვლიები მიგრაციის დროს ძალიან დიდ მანძილზე მოგზაურობენ. ყოველ წელს არქტიკიდან ანტარქტიდაზე ორი თვის განმავლობაში მიფრინავენ და ისევ უკან ბრუნდებიან
  • თეთრი მარტორქას რქა 1.5 მეტრზე დიდი იზრდება. ის შედგება იმავე ნივთიერებისგან, რომლისგანაც წარმოიქმნება ჩვენი ფრჩხილები
  • სამეფო კობრას ყველა ცხოველზე მეტი შხამი აქვს. მისი ნაკბენით ადამიანი ნახევარ საათში იღუპება.
  • როდესაც მკვლელი ბაღლინჯო ხოჭოს დაიჭერს, თავისი ნესტრით ხვრეტს მის სხეულს და შიგ შხამს უშვებს, რომელიც მსხვერპლის შინაგან ორგანოებს ათხიერებს. ბაღლინჯო ამ წვენს ამოწოვს და მწერის ფიტულს უვნებლად ტოვებს
  • ცხენთევზები იმ იშვიათ ცხოველებს მიეკუთვნებიან, რომელთა მამრებიც შთამომავლობას თავად შობენ. მდედრი დებს კვერცხებს მამრის მუცელზე არსებულ ჯიბეში. ორი კვირის შემდეგ იქედან პატარა ცხენთევზები იჩეკებიან.
  • გომბეშოსებრი ხვლიკი მასზე თავდასხმისას მიდამოებში არსებული ნახვრეტებიდან სისხლს აფრქვევს, რომელსაც იმდენად ცუდი გემო აქვს, რომ მტაცებლები ხვლიკს მაშინვე შორდებიან.
  • მტაცებლების უმეტესობა მხოლოდ იმ ცხოველს ჭამს, რომელსაც თვითონვე მოკლავს. მწვანე გველი მტაცებლების ამ თვისებას თავის სასარგებლოდ იყენებს, რიცა ახლომახლო მტაცებლის არსებობას იგრძნობს, თავს მოიმკვდარუნებს ხოლმე.
  • აქლემი კუზში 35 კილოგრამ ცხიმს იმარაგებს. მას შეუძლია ამ ცხიმის ხარჯზე 1 თვე გაძლოს.
  • კიბო განდეგილს ძალიან რბილი საფარველი აქვს, ამიტომ სხვა ცხოველის ძველ ნიჟარას აფარებს თავსრომელსაც ყველგან თან დაატარებს და საფრთხის დროს შიგ იმალება.
  • პატარა რუისელებს რბილი სხეული აქვთ. თავის დასაცავად წებოვან ნივთიერებას გამოყოფენ და ხრეშიდა და ნიჟარებისგან თვითონ იკეთებენ სხეულის საფარველს.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
საინტერესო ფაქტები ცხოველებზე
 

 

ამოუცნობის სამყაროს ამბები

 

 

 

big-white-bear.jpg

 

 

-პოლარულ დათვებს შეუძლიათ ერთ ჯერზე 25 კგ. ხორცის შეჭმა.
-თეთრი დათვის ტყავი შავი ფერისაა
-ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია.

 

 

1279148259_crocodil.jpg

 

 

-წყალში ღრმად ჩაყვინთვის მიზნით ნიაგნგები ქვებს ყლაპავენ

 

 

.

%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%

 

 

-დედალ მტრედს არ შეუძლია მარტოობაში კვერცხის დადება , ის აუცილებლად უნდა ხედავდეს სხვა მტრედებს.

 

 

270px-Koala_climbing_tree.jpg

 

 

-კოალას დღე ღამეში 18-22 საათი სძინავს
-მხოლოდ მამრი ციცინათელები დაფრინავენ;მდედრებს ფრენა არ შეუძლიათ.
-ბუნებაში არსეუბული უამრავი ბაქტერიიდან მხოლოდ 1% შეუძლია ადამიანის დაავადება.
_თეთრი ვეშაპის გული სიდიდით ფოლკსვაგენ “ხოჭოს” ტოლია.

 

 

 

d49732c8ac7c.jpg?w=500

 

 

-რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი მით უფრო ძლიერ შხამიანია.

 

-ავტომობილის მძღოლები უფრო მეტ ირემს კლავენ ვიდრე მონადირეები.
-ზოგიერთი სახის ჭიაყელები საკვების არქონის შემთხვევაში საკუთარ სხეულს მიირთმევენ, მათ შეუძლიათ შეჭამონ საკუტარი სხეულის 95%

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რატომ სჭირდება ზებრას ზოლები?

 

Zebra_facts_20_Interesting_facts_about_zსწავლულებმა გამოარკვიეს, სინამდვილეში რატომ აქვთ ზებრებს მათთვის დამახასიათებელი შეფერილობა.აღმოჩნდა, რომ შავ-თეთრი ზოლები ნაკლებად იზიდავს მწერებს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სამ ჩვეულებრივ ცხენზე. პირველი ცხენი შეღებეს შავად, მეორე – თეთრად, ხოლო მესამე – ზებრის მსგავსად. ყველა მათგანი დაფარული იყო სპეციალური წებოვანი სითხით. შედეგად ყველაზე ნაკლები მწერი აღმოაჩინეს შავ-თეთრზოლებიანი ცხენის ტანზე.

სწავლულები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ზებრების ზოლები დაცვის თავისებური ფორმაა. მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მტაცებლებს ეს ზოლები არ აშინებთ, პირიქით, სიბნელის დროს, განსაკუთრებით კი მთვარის შუქზე, ასეთი ზოლები ზებრების მტრებისთვის ორიენტირს წარმოადგენს.

იმის დასტურად, რომ ზოლები ზებრებს მწერებისგან იცავენ, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მწერები ყველაზე ხშირად შავი ფერის ცხენებს ეტანებიან, ხოლო ზებრები, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, შავია თეთრი ზოლებით და არა პირიქით. ემბრიონულ სტადიაზე ზებრების განვითარების კვლევებმა აჩვენა, რომ ჩანასახის ფონური ფერი შავია, თეთრი ზოლები კი – მოგვიანებით უჩნდება.

თუმცა, არის გამონაკლისი. მაგალითად, 2008 წელს ვეტერინარებმა კენიაში აღმოაჩინეს ზებრის აბსოლუტურად თეთრი კვიცი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა ზოლები. ამავე დროს, ის სულაც არ გრძნობდა თავს არასრულფასოვნად და სავსებით ბუნებრივად იქცეოდა.

წყარო: for.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სირაქლემა-საინტერესო ფაქტები

 
 

%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%

სამი კვერცხი… 40 კაცს ეყო

ჭეშმარიტად მშვენიერი სანახავია სირაქლემა – ყველაზე დიდი ფრინველი (ამჟამად ჩვენს პლანეტაზე არსებულ ფრინველებში ყველაზე დიდია, მაგრამ თუ გადაშენებულ სახეობებსაც ვიგულისხმებთ ყველაზე დიდი ფრინველი ეპიორნისი იყო). გრძელი კისერი ნაზად გაუწვდია წინ, მაღალ კანჭებზე შემდგარი ამაყად დააბიჯებს. ამიტომაც უხსოვარი დროიდან იქცევს იგი ადამიანის ყურადდებას თავისი სილამაზითა და წარმოსადეგობით.

სირაქლემა ადვილად ეგუება ტყვეობას, შედადრებით მოკლე ხანში განიცდის აკლიმატიზაციას, ზოოპარკში მყოფი ბარტყებს არასოდეს არ ჩეკავს, თუმცა უჩვეულოდ დიდ კვერცხებს დებს…

ჰამბურგის ზოოპარკმი, რომელიც მისი დამაარსებლის კარლ ჰაგენბეკის სახელს ატარებს, სირაქლემა – სამოს სამი იშვიათი ეგზემპლარი ბინადრობს. ისინი ყოველწლიურად თორმეტ-თორმეტ კვერცხს დებენ, თითო კვერცხი ფეხბურთის ბურთისოდენაა, დაახლოებით ორ კილოგრამს იწონის და ისეთი მაგარი ნაჭუჭი აქვს, რომ ჩაქუჩით თუ გატეხავს კაცი.

ერთი უცნაური თვისებაცა აქვს სირაქლემის კვერცხს: ჰაგენბეკის ზოოჰარკის მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ სირაქლემის კვერცხიდან დამზადებული ერბო-კვერცხი ისე გემრიელია, რომ ქვეყანაზე ვერც ერთი კერძი ვერ შეედრება მას. ეს აზრი სავსებით გაიზიარეს და დაადასტურეს ამ ზოოჰარკის დამთვალიერებლებმა. 40 კაცი შეიკრიბა და მათთვის მზარეულმა დაამზადა მართლაც უგემრიელესი ერბო-კვერცხი. ამდენი ხალხის გამასპინძლებას თამამად ეყო სირაქლემის სამად სამი კვერცხი, რომლებიც ხერხით გადახერხეს.

ავტორი: ჩარლზ მაიერი- ცირკისა და ზოოპარკისათვის ცხოველების დამჭერი. თარგმანი: გ. ქველაძის

აფრიკული სირაქლემა


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ფუტკრის ნესტარი არცთუ სასიამოვნოა, მით უფრო თუ ალერგიული ხართ.
17 მარტი, 19:57

ფუტკრის ნაკბენი სასიამოვნო რომ არაა ბევრს გექნებათ გამოცდილი. გამახსენდა ერთი ისტორია რაც ჩემს მონადირე ძაღლს შეემთხვა ფუტკრებთან დაკავშირებით. როგორც ყველა მონადირე ძაღლი ჩემი სეტერიც საკმაოდ ცნობისმოყვარე გახლდათ და ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ხშირად ათვალიერებდა ფუტკრის სკებს, რომლებიც სახლისგან ოდნავ მოშორებით გვედგა. ერთხელაც ისე ახლოს მივიდა სკასთან, ფუტკრის მთელი ოჯახი დაესია და საბრალო "როკის" "წკმუტუნ–წკაწკავმა" მთელი ოჯახი ფეხზე დაგვაყენა. რამდენიმე წუთში საბრალო ძაღლი რუმბივით გასივდა, საბედნიეროდ დროზე მოვახერხე მისი მიყვანა ვეტერინართან და გადარჩა.
ეს რაც შეეხება ძაღლს, მაგრამ ადამიანებთან ბევრად უფრო რთულადაა საქმე. ადამიანს რომელსაც ალერგია აწუხებს, ფუტკრებთან მუშაობა უნდა გამორიცხოს, რადგან ერთი ფუტკრის ნესტარიც საკმარისია საკმაოდ მძიმე გართულებები რომ მოჰყვეს ნაკბენს. განსაკუთრებით საშიშია ფუტკრის ნაკბენი მათთვის, ვისაც ალერგიასთან ერთად შაქრიანი დიაბეტი აწუხებს.
და მაინც თუ მოგიწიათ ფუტკართან მუშაობამ (ფიჭის ამოღება, ჩარჩოს ჩადგმა, წამლობა) გამოიყენეთ დაბამბული მასიური კომბინეზონი, სპეციალური ქუდი–ჩაფხუტი და ხელთათმანები, რომლებიც დაგიცავთ ფუტკრის ნესტრისაგან. თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და დაგნესტრათ ფუტკარმა დაუყოვნებლივ მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარების უახლოეს პუნქტს.
გთავაზობთ ფუტკრების მიერ დანესტრილი ადამიანების სურათებს, რომელთა დანახვაზე შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სრულებითაც არაა სახალისო თემა.

2014031719502510110.jpg2014031719505710110.jpg

.

.2014031719520810110.jpg

.

.

.

2014031719553510110.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
« ნელმავალნი / tardigrades - ყველაზე ამტანი ხავსზე » ნელმავალნი / tardigrades - ყველაზე ამტანი ხავსზე

de557d114b87.jpg

ალბათ არა, თუმცა დედამიწაზე მცხოვრებ ნელა მოძრავ არსებებს შორის ის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა, რადგან ნელმავალნი (tardigrades), როგორც ცნობილია, საკვების გაეშე არსებობა ათეულობით წლის განმავლობაში შეუძლია, ცოცხალი რჩება ტემპერატურის თითქმის აბსოლუტური ნულიდან წყლის დუღილის ტემპერატურამდე ცვლილებისას, არც ლამის ნულის ტოლი წნევა აშინებს და არც მისი მაღალი მნიშვნელობები, ასევე პირდაპირი რადიოაქტიური ზემოქმედება. ამ ექსტრემოფილთა სიცოცხლისუნარიანობა 2011 წელს ღია კოსმოსში შეამოწმეს (ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში). მას საკუთარი დნმ-ს აღდგენა და წყლის რაოდენობის რამდენიმე პროცენტამდე დაყვანა შეუძლია. ზოგიერთი ნელმავალნი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კინაღამ მართლაც უცხოპლანეტელებად იქცნენ, როცა ისინი საპლანეტათშორისო ავტომატური ზონდის ”ფობოს-გრუნტის” ბორტზე მოათავსეს, თუმცა მისია ვერ შედგა და კაფსულა დედამიწის ორბიტაზე დარჩა. ნელმავალნი ადამიანზე მეტად გავრცელებული არსებები არიან. გამოსახულებაზე ელექტრონული მიკროსკოპით გადიდებული ნელმავალი ხავსზე გადაადგილება.

194c70b7389d.jpg

f947101f085b.jpg

551a1a344a0b.jpg

ef976784daf3.jpg

https://evpatori.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
1332697590_6a00d8341bf67c53ef0134862ec27

1)ჰიპოპოტამის რძე ვარდისფერია

 

1332672186_giraffe_hyena.sized.jpg

2)ჟირაფის დარტყმა ისეთი ძლიერია რომ მას შეუძლია ლომი ნოკაუტში ჩააგდოს

 

 

1332672258_blue_morpho_butterfly.jpg

3)პეპლები მიწისძვრის შემდეგ ვერ დაფრინავენ

 

 

 

1332697606_old-alligator.jpg

4)ნიანგები დაახლოებით 100 წელი ცხოვრობენ

 

1332672164_6a00d8341bf67c53ef0134862ec27

5)მანქანით მოსიარულეები კლავენ მეტ ირემს ვიდრე მონადირეები

1332672233_wild-lions-with.jpg

6)ჩვეულებრივ ლომი წელიწადში 12-მეტზე მეტ მკვლელობას არ აწარმოებს

 

 

 

 

1332697643_cow.jpg

7)ძროხა აწარმოებს მეტ რძეს როდესაც უსმენს მუსიკას

 

 

1332697542_honeybee.jpg

8)ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ

 

 

1332697603_images.jpg

9)თუ ოქროს თევზს სიბნელეში მოვათავსებთ , ის გათეთრდება

 

 

1332697559_beagles.jpg

10)ძაღლის ცხოვრების პირველი 2 წელი უტოლდება ადამიანის 24 წელს

 

 

1332697536_sleeping-cow2.jpg

11)ძროხებს შეუძლიათ ფეხზე დგომისას ძილი , მაგრამ სიზმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ თუ წვანან

 

 

1332697557_jumping_cat14.jpg

12)კატას შეუძლია ახტეს თავის კუდთან შედარებით 5-ჯერ მაღლა

 

1332672252_crocodile-plover.jpg

13)ნიანგი დაახლოებით 2000-იდან 3000-ამდე კბილს იცვლის თავისი სიცოცხლის განმავლობაში

 

 

1332697598_lobster.gif

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:bravo:  :bravo:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ტექსტის ზომა font_up.png font_down.png
a82ba735e8d62063852d8102fac693ec.jpg
2014 წლის ყველაზე ცნობილი ისტორიების კოლაჟი ცხოველებზე
20.12.2014

რადგან საუკეთესო სურვილებითა და დიდი იმედით ვხვდებით 2015 წლს, სასურველია, გადავხედოთ 2014 წელს, როდესაც არა ერთი საოცარი და კარგი ამბავი გვსმენია ცხოველებზე. ბევრი სევდიანი ისტორია წაგვიკითხავს, გაგვიგია, გვინახავს, რომლებიც კარგად დასრულებულა და ცხოველთა მოყვარულებისთვის დიდი იმედის მომცემი ყოფილა.

მართლაც, არც ისე სასტიკი ყოფილა ეს ქვეყანა და კეთილი ადამიანები ყოველთვის და ყველგან არიან და იქნებიან.
ქვევით ჩამოთვლილია არასრული, თუმცა, ცნობილი ამბები, რომლებიც 2014 წელს მოხდა. ყველა თავისებურად განსაკუთრებულია. ამ ცხოველებმა თავიანთი პატარა ისტორია შექმნეს ადამიანებთან ერთად და ეს ისტორიები მსოფლიოს გააგებინეს.

მომვლელი და შიმპანზე ერთმანეთს ემშვიდობება, ცხოველი ტყვეობიდან ველურ ჯუნგლებში ბრუნდება.

istoria3.jpg


















ფილიპინები, 2014 წელი. ახალგაზრდა მამაკაცმა წყალდიდობის დროს შველი გადაარჩინა.

istoria4.jpg






















istoria5.jpg




















კატა, სახელად ტარა, რომელმაც თავისი პატარა ოჯახის წევრი აგრესიული ძაღლისგან დაიცვა.

istoria33.jpg




























პენსიაზე გასულმა ძაღლმა, რომელიც პოლიციაში მსახურობდა, კნუტი იშვილა.

istoria7.jpg




















მამაცი ბოქსიორი, რომელიც ორი ფეხით დარბის. (ის თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა- ორი ფეხით).

istoria34.jpg















მამაკაცი, რომელმაც დათვი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა. ისტორია

istoria9.jpg





























საცოდავი არწივი, რომელიც ზღვიდან ამოიყვანეს. ისტორია

istoria11.jpg

















უსინათლო ძაღლი, რომელმაც ოპერაციის შემდეგ პირველად ნახა თავისი ოჯახის წევრები. ვიდეო

istoria36.jpg
















პატარა კატა და "დიდი" კატა, რომლებიც განუყრელი მეგობრები არიან. ვიდეო

istoria13.jpg


















ადამიანი, რომელმაც სიკვდილისთვის განწირული ძაღლი, რისკის ფასად, ჭიდან ამოიყვანა.

istoria15.jpg














istoria16.jpg














შველი, რომელიც ღობეში გაიჭედა, კეთილმა ადამიანებმა იპოვეს და დედასთან ერთად ტყეში გაუშვეს.

istoria18.gif


















istoria19.gif


















ჯონი და ჩაჩი, ორი უპატრონო ძაღლი, რომლებიც ერთმანეთს არასოდეს ტოვებენ. ამბავი

istoria20.jpg



















ლაბორატორიიდან განთავისუფლებული ბიგლები, რომლებმაც ბალახზე ფეხი პირველად დადგეს. ამბავი

istoria38.jpg




















ბენტლი, უნარშეზღუდული ძაღლი, რომლისთვისაც პატრონმა გამოიგონა სპეციალური ეტლი.

istoria23.jpg

















ჰასკი, რომელიც დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა ოჯახის ახალ წევრს.

istoria39.jpg















2 წლიანი განშორების შემდეგ, ძაღლი პატრონს ხვდება და სიხარულისგან გული მისდის. ამბავი

istoria40.jpg















10 წლის თევზი, რომელსაც ქირურგებმა ოპერაციით სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ამბავი

istoria26.jpg

















საოცარი ბავშვი, რომელიც მშობლებს ყოველ წელს მიყავთ ავსტრიის ალპებში, რათა თავისი მეგობარი მარმოტრები (ალპური ზაზუნა) მოინახულოს. ამბავი

istoria27.jpg


















უსინათლო ძაღლი და მისი ერთგული მეგობარი, "გიდი" კატა. ამბავი

istoria28.jpg















ჩიხუახუა, სახელად ტურბო, რომელიც ორი ფეხით დაიბადა. ამბავი

istoria29.jpg


























ამ საცოდავმა ძაღლმა თავის ახალ და ლამაზ ოჯახში იმედი, სიყვარული და მზრუნველობა იპოვა. ამბავი

istoria30.jpg














კუს, რომელსაც სიარული არ შეეძლო, პატრონმა ლეგოს სათამაშოსგან სპეციალური მოწყობილობა გაუკეთა. ამბავი

istoria31.jpg
















ბუ, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ არაფერია შეუძლებელი. ამბავი

istoria41.jpg




















კიდევ ბევრი ისტორიაა, რომლებიც იძლევა იმის მაგალითს, თუ რამდენად მამაცნი, ერთგულნი, სიცოცხლის მოყვარენი არიან ცხოველები. ადამიანმა შეიძლება, არა ერთი მათგანისგან მაგალითი აიღოს. ისინი ჩვენ სტიმულსა და სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. იმედია, მომავლაშიც გააგრძელებენ ადამიანები მათ დახმარებას. ცხოველების უმეტესობას ხომ ადამიანების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ.


 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
უიშვიათესი ‘ჯადოსნური კურდღელი’ 20 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა

rare-endangered-animal-teddy-bear-magic-

გადაშენების პირას მყოფი ილი პიკა 20 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა. ის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია, რომელიც კურდღლების შორეული ნათესავია.

rare-endangered-animal-teddy-bear-magic-

პირველად ის 1983 წელს აღმოაჩინეს ტიან-შანის მთებში, ჩრდილოეთ ჩინეთში. მას შემდეგ ილი პიკას პოპულაცია 70%-ით დაეცა და დღეს 1000-ზე ნაკლებია.

rare-endangered-animal-teddy-bear-magic-

ილი პიკა იმდენად იშვიათი ცხოველია, რომ დღემდე მეცნიერებმა ძალიან ცოტა რამ იციან მათ შესახებ.

 

წყარო: goodnews.on.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეთი მეორე თემაცაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Phoo Chan ნიჭიერი კალიფორნიელი ფოტოგრაფია, რომლის ფოტოები National Geographic-ის ჟურნალებში ხშირად იბეჭდება.

სწორედ მან გადაიღო არწივისა და ყვავის ეს საოცარი კადრები.

 

01.jpg

02.jpg

03.jpg

04.jpg

წყარო: boredpanda


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Попав в беду, лебеди приплыли к людям за помощью

Posted by Умный Журнал on 2015 წლის 31 დეკემბერი, ხუთშაბათი

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?