Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

cancer11.jpg

რეკომენდაციები გრიპის დროს

გრიპი მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს, სქესისა და ასაკის მიუხედავად. გრიპის ეპიდემია თითქმის ყოველ წელს ვრცელდება წელიწადის ცივ სეზონზე და მსოფლიოს მოსახლეობის 15% მოიცავს. გრიპი და ზემო სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებები ყველა ინფექციური დაავადების 95% შეადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად 500 მილიონი ადამიანი ავადდება და აქედან 2 მილიონი კვდება. გრიპი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულებში.
გრიპი მწვავედ იწყება. აღსანიშნავია, რომ კლინიკური გამოვლინება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-2 დღეში (ზოგჯერ 5 დღის შემდეგ) იწყება. დაავადების სიმძიმე ინფიცირებულის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, ადრე გადატანილ გრიპის ინფექციაზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამის მიხედვით ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს გრიპის მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ჰიპერტოქსიკური ფორმა.
მსუბუქი ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა შეიძლება ნორმაში დარჩეს ან იყოს სუბფებრილური (38-მდე), ინტოქსიკაციის ნიშნები არ აღინიშნება ან სუსტადაა გამოხატული.
საშუალო სიმძიმის ფორმის დროს ტემპერატურა 38,5-დან 39,5-მდე იზრდება და დაავადების კლასიკური სიმპტომები ყალიბდება: ინტოქსიკაცია (ჭარბი ოფლის გამოყოფა; სისუსტე; სინათლის შიში; სახსრებისა და კუნთების ტკივილი; თავის ტკივილი); კატარალური მოვლენები (რბილი სასის და ხახის უკანა კედლის სიწითლე; სკლერების ჰიპერემია (სიწითლე)); რესპირატორული სიმპტომები (ტრაქეისა და ხორხის დაზიანება; ხმის შეცვლა; მშრალი, მტკივნეული ხველა; გულმკერდის არეში ტკივილი; სურდო; ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ციანოზი (მოლურჯო ელფერი) და სიმშრალე; ფილტვების სეგმენტური დაზიანების სინდრომი - ფილტვ-გულისმიერი უკმარისობა, რომელიც გრიპის გავლასთან ერთად უკვალოდ ქრება. აბდომინალური სინდრომი (მუცლის ტკივილი; ფაღარათი).
მძიმე ფორმის დროს ტემპერატურა 40-40,5 გრადუსს აღწევს. ზემოაღწერილ სიმპტომებს ხშირად ემატება ენცეფალოპათიის ნიშნები (ფსიქოზური მდგომარეობა; კრუნჩხვითი შეტევები; ჰალუცინაციები), სისხლძარღვოვანი დაზიანებები (ცხვირიდან სისხლდენა) და ღებინება.
ჰიპერტოქსიკური ფორმა მეტად საშიშია ჯანმრთელობისთვის. შეიძლება განვითარდეს მენინგიტი, ენცეფალიტი და შეშუპებითი სინდრომი (ფილტვების ან ტვინის შეშუპება).
თუ გრიპი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ცხელება 2-3 დღეში გაივლის და 5-10 დღეში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.
გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე შემდეგი ღონისძიება უნდა გატარდეს:
ავადმყოფმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს (ცხელი ჩაი, კომპოტები, ბორჯომი რძით);
ტემპერატურის 38-ზე მაღლა აწევის შემთხვევაში საჭიროა სიცხის დამწევი საშუალებების მიღება (პარაცეტამოლი, პანადოლი, კოლდრექსი და სხვა);
ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროებელი ცხვირის წვეთების გამოყენება, მაგრამ არა უმეტეს 4-5 დღისა;
რეკომენდებულია მუკალტინი, ძირტკბილას ფესვები, ალოეს ნაყენი და სხვა საშუალება ნახველის გასათხიერებლად და ადვილად ამოსახველებლად.
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები (პექტუსინი, ბრონქოლიტინი, ბრომჰექსინი და სხვა) ინიშნება ექიმის მიერ;
დაავადების პირველ დღეებში რეკომენდებულია გვირილის, ყვითელგულას, პიტნის, სალბის ან კრაზანას ნაყენის ორთქლით ინჰალაცია;
აუცილებელია ც ვიტამინი და პოლივიტამინები;
რეკომენდებულია ანტიჰისტამინური პრეპარატები (ტავეგილი, სუპრასტინი ან სხვა ანტიალერგიული საშუალება);
დაავადების პირველ დღეებში რეკომენდებულია ნატურალური პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის შენარჩუნებას (ინტერფერონი, აფლუბინი).

რა ვიღონოთ?

გრიპის პროფილაქტიკის ძირითადი მეთოდია გრიპის საწინააღმდეგო აცრა, მაგრამ ვაქცინაცია შემოდგომაზე (სექტემბერ-ოქტომბერში) უნდა ჩატარდეს, რადგან ეპიდემია, როგორც წესი, ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კი აცრიდან დაახლოებით 3 კვირა სჭირდება და იმუნიტეტი 6 თვე ნარჩუნდება (შემდეგ იკლებს). ამიტომ არც ძალიან ადრეა აცრა რეკომენდებული და არც მისი დაგვიანება ივარგებს.
გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალებაა მარლის პირბადე (ნიღაბი). თუმცა, ეს არ არის საკმარისი დაავადებისგან თავდასაცავად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია ც ვიტამინისა და პოლივიტამინების მიღება. ეს საშუალებები ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ამაღლებენ. დიდი რაოდენობით ც ვიტამინს შეიცავს კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, კივი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი.
გრიპის სეზონის წინ პროფილატიკის მიზნით შეიძლება ყოველდღიურად 2-3 კბილი ნივრის მიღება. პირის ღრუს ბაქტერიებისა და ვირუსისგან მთლიანად გასათავისუფლებლად საკმარისია ნივრის რამდენიმე წუთი ღეჭვა. ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს.
გრიპის დროს რეკომენდებულია ცხვირის რეგულარული ტუალეტი. დაიბანეთ დღეში ორჯერ ცხვირი, განსაკუთრებით - ნესტოები. სასარგებლოა ცხვირის ღრუს გამორეცხვა თაფლიანი ხახვის წვენით (3 სუფრის კოვზ დაკეპილ ხახვს დაასხით 50 მლ გადადუღებული, თბილი წყალი, დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი თაფლი, დააყენეთ 30 წუთი და 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში);
რეკომენდებულია ყელში მანგანუმის (მარგანცოვკა), ფურაცილინის, სოდის ხსნარის ან გვირილის ნაყენის გამოვლება, ასევე ინჰალაცია: 300-გრამიან ჭურჭელში ჩაასხით წყალი, აადუღეთ, დაამატეთ 30-40 წვეთი ევკალიპტის ნაყენი, ან 1/2 ჩაის კოვზი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია.
ძალიან ეფექტიანია ფეხების აბაზანა. 5-10 წუთით ფეხები ჩააწყვეთ მდოგვიან, ცხელ წყალში და ამის შემდეგ ტერფები დაიზილეთ რომელიმე გამახურებელი კრემით.
ექიმის მიერ დანიშნულ წამლებთან ერთად შეიძლება არამედიკამენტური საშუალებების გამოყენებაც, მაგალითად: ასკილის ნაყენი, ჩაი ლიმონით და თაფლით, ჟოლოსმურაბიანი ჩაი.
კარგ შედეგს იძლევა პროპოლისის პატარა ნაჭრის პირში გაჩერება. პროპოლისი არც დაღეჭოთ და არც წუწნოთ, უბრალოდ გაიჩერეთ პირში, მაქსიმალურად დიდხანს.
გრიპის დროს სასარგებლოა სოჭის ზეთის დალევა, გულმკერდის, ზურგის არეში შეზელა და ამ ზეთით ტერფების მასაჟი, დღეში 4-5-ჯერ. ყოველი პროცედურის შემდეგ ტერფები პოლიეთილენით შეიხვიეთ, წინდები ჩაიცვით, თბილი პლედი დაიფარეთ და დალიეთ ნაყენი, რომელსაც ოფლმდენი მოქმედება აქვს (მაგალითად, ჟოლოსმურაბიანი ჩაი). მომინანქრებულ ქვაბში არსებულ მდუღარე წყალს დაამატეთ 3-4 წევთი სოჭის ზეთი და გაიკეთეთ ინჰალაცია. სურდოს დროს შეგიძლიათ თითო-თითო წვეთი ზეთი ჩაიწვეთოთ თითოეულ ნესტოში. სოჭის ზეთი ხველის შეტევასაც ხსნის. ამ მიზნით დილა-საღამოს ენაზე დაიწვეთეთ 3-5 წვეთი სოჭის ზეთი.
ძლიერი ხველის დროს ეფექტიანია შემდეგი საშუალება: დაჭერით უმი ბოლოკი თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, მიიღებთ ტკბილ წვენს. ყოველ საათში დალიეთ თითო-თითო სუფრის კოვზი წვენი. ან გახეხეთ სახეხზე ბოლოკი, ჩაყარეთ მარლაში, გამოწურეთ წვენი, დაამატეთ თაფლი და დილა-საღამოს (ძილის წინ) დალიეთ 2-2 სუფრის კოვზი.
კარგად მოქმედებს 1:1-ზე გახეხილი, ნივრისა და თაფლის ნარევი. უნდა მიიღოთ ღამე, ერთი სუფრის კოვზი და დააყოლოთ ცხელი წყალი.

სწორი არ არის:

1. გრიპის ფეხზე გადატანა
ვირუსი ანგრევს იმუნიტეტს და დასუსტებული ორგანიზმი სრულიად დაუცველი რჩება ნებისმიერი ინფექციისგან. სწორედ ამ დაავადების მიმართ იოლი დამოკიდებულების შედეგია საკმაოდ ხშირი გართულებები და ლეტალური გამოსავალი. ამიტომ, რაოდენ მნიშვნელოვანი საქმეც უნდა გქონდეთ, მინიმუმ 3 დღე საწოლში უნდა გაატაროთ.

2. ანტიბიოტიკების მიღება
ეს მხოლოდ ექიმის ნებართვითაა დასაშვები. მათი უკონტროლო მიღება ორგანიზმს მხოლოდ და მხოლოდ დაასუსტებს და ვირუსებთან ბრძოლაში ხელს შეუშლის. გარდა ამისა, ეს პრეპარატები ანადგურებენ ნაწლავის სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც სხვა ფუნქციებთან ერთად იმუნიტეტის ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობენ, ამიტომ მათი მიღებისას აუცილებელია ნაწლავის მიკროფლორის აღმდგენი საშუალებების დამატებაც. როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების, ასევე გრიპის დროს უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი წესით: თუ 3 დღეში ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდა, გართულებებზე (პნევმონია, პიელონეფრიტი, ჰაიმორიტი) უნდა იეჭვოთ და ექიმს ხელახლა მიმართოთ.

3. ზედმეტი სითბო
უფრო მეტად გაცივება დაავადებულს ნამდვილად არ სჭირდება, მისი იმუნიტეტი ხომ ვირუსთა შეტევის შემდეგ ისედაც დასუსტებულია, მაგრამ გრიპით მოავადე ადამიანის გაუნიავებელ ოთახში ხანგრძლივად ყოფნა კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია. ავადმყოფი განუწყვეტლივ გამოყოფს ვირუსებს, რომლებიც გაუნიავებელ ოთახში გროვდება. ამიტომ, რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ ფანჯარა და ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვით. სითბოს მოყვარული ვირუსებისთვის ტემპერატურის ცვალებადობა და სიცივე დამღუპველია, რაც გამოჯანმრთელებასაც აჩქარებს.

4. ხველების საწინააღმდეგო ნებისმიერი წამლის მიღება
შეცდომას ვუშვებთ, როცა ხველების ნებისმიერ წამალს დაუფიქრებლად ვიძენთ და არც კი ვკითხულობთ, როგორია მისი მოქმედების მექანიზმი. ხველების საწინააღმდეგო საკმაოდ ბევრი პრეპარატის მიღება ექიმის უნებართვოდ დაუშვებელია. თვითმკურნალობისას ექიმის გარეშე დასაშვებია მხოლოდ ამოსახველებელი საშუალებების მიღება. ეს ის პრეპარატებია, რომლებიც ნახველს ათხელებს და ბრონქებიდან მათ გამოყოფას აადვილებს. რაც შეეხება უშუალოდ ხველის სინდრომის მოსახსნელ პრეპარატებს, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშრალი ხველა ავადმყოფს თენთავს და ბალიშზე თავის დადების საშუალებას არ აძლევს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამოსახველებელი და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღებისას. არასწორი დანიშნულების შემთხვევაში შესაძლოა ნახველი ბრონქებში დაგროვდეს და დიდხანს არ გამოიდევნოს, ეს კი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

5. უარი ჰიგიენურ პროცედურებზე
გრიპის დროს გაცივების თავიდან ასაცილებლად ბევრი შხაპსა და აბაზანაზე უარს ამბობს. არადა, ვირუსების აქტიური ცხოველქმედებისას ორგანიზმში აუარებელი ტოქსინი გროვდება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კანის მეშვეობითაც გამოიყოფა. თუ ისინი კანიდან დროულად არ მოვიცილეთ, ორგანიზმის გაწმენდა, შესაბამისად, მისი გამოჯანმრთელება გაჭიანურდება. ასე რომ, დაბანა აუცილებელია, მაგრამ ფრთხილად (მაღალი სიცხის დროს არა), რათა სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ხელახლა არ გაცივდეთ.

სამკურნალო მცენარეები ყველასთვის შეიძლება

ერთი შეხედვით უვნებელი მცენარეებით თვითმკურნალობაც შესაძლოა მავნე აღმოჩნდეს. მაგალითად:
ალოეს წვენი თირკმლებისა და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების, ბუასილის, ორსულობისა და ქალური სისხლდენების დროს აკრძალულია;
შავნაყოფა ცირცელის მიღება არტერიული წნევის დაქვეითების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში არ შეიძლება;
მცირე რაოდენობით უნდა მოვიხმაროთ კრაზანას ნაყენი, რადგან ეს მცენარე შეიცავს შხამებს, რომელთა დიდი ოდენობა ორგანიზმისთვის მავნებელია.

წყარო (ჟურნალი ”გზა” ალი.გე )


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მთელი ნცხოვრება ეს გვესმოდა ...გრიპის დროს არავითარი აბაზანო....... ;) :0053: :0083:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მე ვიცი ერთი კარგი წამალი....

არაყი ნიორი და შავი პილპილი.... 

თუ არ გშველისზრდი მხოლოდ არყის დოზას....

შეიძლება გრიპი არ მოგირჩეს მაგრამ სამაგიოროდ მაგრა დაიკიდებ.... :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენ იღადავე და მასე ვიმკურნალე ამერიკაში. მაღალი სიცხე მქონდა პლუს ცხელი აბაზანა მივიღე და ნახევარი საათი შევწექი ლოგინში და რაც მქონდა ჟაკეტი , პულოვერი და ეგეთები ჩავიცვი და დავიყარე. ზუსტად 25 წუთში 41 დან ტემპერატურა 37 მდე დაეცა . 1 საათში ჩიტივით ვიყავი...ამას 2 3 ადამიანი დამიმოწმებს ნებისმიერ დროს ვინც თავისი თვალით ნახა ეს ექსპერიმენტი


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ანუ გოგირდები და არაყი ყოფილა იდეალური....



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ გოგირდები და არაყი ყოფილა იდეალური....

გოგირდები ???? :ara: :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რა გინდა შე კაცო დაბანილი რო იყო ავად არ შეიძლება?



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1696036_125.jpg რა ვიცი , რა ვიცი? :DDD1696033_125.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 671 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

მე ვიცი ერთი კარგი წამალი....

არაყი ნიორი და შავი პილპილი.... 

თუ არ გშველისზრდი მხოლოდ არყის დოზას....

შეიძლება გრიპი არ მოგირჩეს მაგრამ სამაგიოროდ მაგრა დაიკიდებ.... :)

:good:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 671 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

 

გრიპის დროს თავიდან როცა სიპტომი გეწყება მე სულ ასე ვშველი ტავს არავითარი ცასაწუწნი წამლები მათში ეფექტს ვერ ვხედავ, ნიორი რამდენიმე კბილი რეგუარულად ან გადაყლაპეთ ან გაღეჭეთ. სანამ სიპტომია მერე მკურნალობა რთულდება. საღამოთი ჩიტივიტხარ ცოტა კი უსიამოვნოა ნიორი მაგრამ სმაგიეროდ ბევრ რამეს შველის და თურმე ინსულინისთვის და გულის იმფაქტის რისკებსაც ამცირებს ნიორი, აი ხახვის მოხმარებას ცოტა მოერიდეთ რადგან გაფცქვნილი ან გაჭრილი ხახვი გარკვეული დროის გაბმავლობაში რომ იმყოფება ბევრ ბაქტერიას იძენს და მისი მოხმარება არ შეიძლება, ამას მაშინვე ვერ ვიგრძნობტ მაგრამ დროის მერე რაიმე იმფექციური დავადება იჩენს თავს







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?