პისტოლეტმა ТТ-მ საბრძოლო ნათლობა 1938 – 1939 წლებში მიიღო, ხალხინ-გოლზე და ჰასანის ტბასთან ბრძოლებში, ხოლო შემდეგ ის გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის მიმდინარე „ზამთრის“ ომის დროსაც, 1939 – 1940 წლებში. მეორე მსოფლიო ომში ტოკარევის პისტოლეტებმა ძალიან ფართო გავრცელება მოიპოვეს წითელი არმიის ყველა სახეობის ჯარებში. СМЕРШ-ის მუშაკები ხშირად სწორედ ТТ-ს პისტოლეტებს იყენებდენენ, როგორიც იყო მათი მუშაობის სპეციფიკა მოქმედ არმიებში სტანდარტულ ფორმაში და ჩვეულებრივი ამოსაცნობი ნიშნებით, სადაც ოფიცრები უმრავლეს შემთხვევაში იარაღებიდან თან მხოლოდ პისტოლეტებს ატარებდნენ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნაალაფარი ТТ-ებიც. ფინეთის არმიაში პისტოლეტი ТТ 1950-იანი წლების ბოლომდე გამოიყენებოდა. მათი განსხვავება შესაძლებელი იყო დამღით «SA», რომელიც მართკუთხედშია ჩაწერილი და განთავსებულია ჩარჩოს მარცხენა მხარეს, სახელურის ზემოთ. ვერმახტში ტოკარევის პისტოლეტები შეიარაღებაში იყო როგორც შეზღუდული სტანდარტის პისტოლეტი, აღნიშვნით Pistole 615 ® და ძირითადად ვერმახტის ზურგისა და დამცავ ნაწილებში, აგრეთვე პოლიციის და გერმანული არმიის მხარეს მოქმედი სხვადასხვა ფორმირებების მიერ გამოიყენებოდა. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით ТТ-ს პისტოლეტებით აღიჭურვა ამერიკული OSS-ის (სტრატეგიული სამსახურების სამმარველო, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელი გადაერქვა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA – ცსს) ეწოდა) რამდენიმე ქვედანაყოფიც. ომის შემდეგ, 1946 წელს, კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა წარმოების ტექნოლოგია. მოდერნიზებული პისტოლეტის საკეტს დაღარული ნაჭდევები გააჩნია, ურთიერთმონაცვლე მსხვილი და წვრილი ჭდეების ნაცვლად, თუმცა ამავე წელს კვლავ გამოდიოდა პისტოლეტები მსხვილი ურთიერთმონაცვლე ნაჭდევებით. წარმოება 1953 წლის დასასრულამდე გაგრძელდა. სულ 1930 წლიდან 1953 წლამდე საერთო ჯამში დაახლოებით 1 740 000 პისტოლეტი იქნა გამოშვებული, რომელთაგან დაახლოებით 4700 პისტოლეტი 1930 წლის ნიმუში იყო. სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში ტოკარევის პისტოლეტი 1970-იან წლებამდე გამოიყენებოდა.
ფინური ტტ
საბრძოლო გამოყენებისას ტოკარევის იარაღმა მაღალი საბრძოლო თვისებები აჩვენა. პისტოლეტს ტყვიის მაღალი შეღმწევი მოქმედება და სროლის დიდი სიშორე ჰქონდა. პისტოლეტს ასევე ჰქონდა დიდ დისტანციებზე სროლის მაღალი სიზუსტეც, რაც ტყვიის ფრენის ფენილი ტრაექტორიითა და მისი მაღალი საწყისი სიჩქარითაა განპირობებული. იარაღს მცირე სიგანე გააჩნდა და არ ჰქონდა მკვეთრად გამოწეული დეტალები. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ცალკეულ ბლოკში განთავსებამ ბევრად უფრო ამარტივებს იარაღის მოვლას და არეთვე ხსნის წვრილი დეტალების დაკარგვის საშიშროებას. გამოყენების სიმარტივე უზრუნველყოფილია ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით (დსმ). ასეთი დსმ ოპტიმალურია იმ პისტოლეტებისთვის, რომლებიც რეალურ საბრძოლო პირობებში გამოიყენება, ვინაიდან გააჩია უმარტივესი მუშაობის პრინციპი და მოწყობილობა. თუმცა იარაღს ასევე აღმოაჩნდა ნაკლოვანებებიც. საბრძოლო ზამბარის მუდმივი დაძაბვა ჩახმახის მცველზე შეყენებისას მის თანდათანობით „დაჯდომას“ იწვევს და ზამბარის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. იარაღის უარყოფითი მხარეა აგრეთვე მჭიდის სუსტი ფიქსაცია, რის გამოც შესაძლოა იყოს მისი თავისით გამოვარდნის ფაქტი. დროთა განმავლობაში იცვითება საკიდი, რაც სროლისას შეფერხებებს იწვევს. შეპტალოს ძლიერი ცვეთის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გატეხვა, ნახევრადშეყენებული პისტოლეტის ჩახმახით დავარდნისას, რაც სპონტანურ გასროლას იწვევს, თუკი ვაზნა სავაზნეში იმყოფება. სახელურის დახრის მცირე კუთხე არ უზრუნველყოფს „ინსტიქტური“ დამიზნების სიზუსტეს მოუმზადებლად სროლისას. ფოლადის დაბალი ხარისხის გამო, ომის დროს წარმოებული იარაღის რესურსი მხოლოდ 700 – 800 გასროლაა.
უნდა ითქვას, რომ 1938 – 1939 წლებში საბჭოთა კავშირში სამუშაოები ჩატარდა წითელი არმიის შეიარაღებაში უფრო თანამედროვე პისტოლეტის მისაღებად, ვიდრე ტტ წარმოადგენდა, თუმცა ომის დაწყების გამო ეს სამუშაოები დასრულებული არ იქნა. 1942 წელს შექმნილი იქნა, თუმცა სერიულ წარმოებაში არ ჩაშვებულა ტტ-ს ვარიანტი, რომელსაც გაზრდილი ტევადობის ორრიგიანი მჭიდი გააჩნდა.
მეზღვაურები ქერჩის რაიონში, 1942 წელი
იარაღის საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პისტოლეტის შენახვა დაშვებული ჩახმახითა და სავაზნეში ვაზნის გარეშე, მჭიდის ღილაკის ზამბარის უფრო ძლიერით შეცვლა, ხოლო დაშლისას, საკეტის შემყოვნებლის გამოყოფის წინ აუცილებელია თავდაპირველად გამოცალკევდეს ლულის მიმმართველი მილისი და ამით დამაბრუნებელი ზამბარის განტვირთვა, რაც ახანგრძლივებს მისი სამსახურის ვადას. ყველაზე უფრო საიმედოდ და დამზადების საუკეთესო ხარისხის მქონედ მიიჩნევა ის პისტოლეტები, რომლებიც იჟევსკის მექანიკურ ქარხანაშია დამზადებული 1947-დან 1953 წლამდე პერიოდში. ეს გარემოება აიხსნება წარმოების ტექნოლოგიის მოწესრიგებით და გამოშვების გეგმის მნიშვნელოვნად შემცირებით. მაღალი ხარისხი აქვს ასევე იმ ТТ-ებსაც, რომლებიც ტულის საიარაღო ქარხანაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იქნა გამოშვებული. მაღალხარისხოვანი ნიმუშები 10 000-მდე გასროლას უძლებენ. 1951 წელს შეიარაღებაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მიღების მიუხედავად, ТТსაბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში 1960-იანი წლების დასაწყისამდე დარჩა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებში – 1970-იანი წლების შუა ხანებამდე. სულ სსრკ-ში გამოშვებული იქნა პისტოლეტ ტტ-ს დაახლოებით 1 700 000 ეგზემპლარი.
პისტოლეტი ტტ, 1950 წლის ნიმუში
ტოკარევის პისტოლეტმა და მისი მოდიფიკაციებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფართო გავრცელება პოვა მთელს მსოფლიოში. მათი წარმოება დაწყებული იქნა პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, იუგოსლავიაში, რუმინეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვიეტნამში და ერაყში. ტოკარევის პისტოლეტები მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაში შედიოდა. ეს იარაღი მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა მსხვილ თუ წვრილ შეიარაღებულ კონფლიქტში მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში და ასევე გრძელდება მისი გამოყენება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ადგილებში. ТТ-ს ფართო პოპულარობა განპირობებულია მისი დაბალი ღირებულების, მაღალი საბრძოლო თვისებების, და ასევე გამოყენებასა და მომსახურებაში სიმარტივის შეხამების შედეგად.
7.62х25 ТТ-ს ექსპანსიური ვაზნები
პისტოლეტში მთავარ და ყველაზე უფრო მიმზიდველს, როგორც სპეცქვედანაყოფების მებრძოლებისათვის, ისე მოყვარული მსროლელებისა თუ იარაღის კოლექციონერებისათვის, წარმოადგენს მძლავრი ვაზნა – 7,62×25 ТТ, რომელიც თავდაპირველად „პისტოლეტ-კარაბინ“ Mauser C-96-სათვის შეიქმნა და მის ტყვიას, პისტოლეტის ვაზნის პირობებზე, ძალიან მაღალი შეღწევადი მოქმედება და ბალისტიკური თვისებები აქვს – ტყვიას ფრენის ფენილი ტრაექტორია გააჩნია, რაც ამარტივებს დამიზნებას შორ დისტანციებზე სროლისას. იმ ვაზნების გამოყენებისას, რომელთაც მაღალეფექტური ექსპანსიური ტყვიები აქვთ, როგორიცაა, მაგალითად, Wolf Gold JHP, არსებითად მაღლდება შემაჩერებელ მოქმედებაც. სწორედ ამ ვაზნებით სროლა წარმოადგენს ТТ-ს მომხიბვლელობას, ასკეტურ დიზაინსა და სიმარტივესთან ერთად. 9mm Parabellum-ის ვაზნებზე გათვლილი ვარიანტების ფართო პოპულარობა გამოწვეულია 7,62×25 ТТ-ს ვაზნების მცირე გავრცელებითა და მათი მაღალი ღირებულებით, 9 მმ კალიბრის ვაზნებთან შედარებით. ჩვენს დროში პისტოლეტი ТТ სტაბილურად მოთხოვნადია საბრძოლო იარაღიდან სროლის მოყვარულთა შორის აშშ-სა და ევროპაში. უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს ჩინეთი, რომელიც ამ იარაღის ფართომაშტაბიან ექსპორტსაც ახორციელებს. თუმცა ჩინური იარაღის ნაკლოვანებას ევროპულთან შედარებით წარმოადგენს ის, რომ მისი ხარისხი მაღალი არ არის. სერბეთში წარმოებული ТТ-ები არ არის შეზღუდული მხოლოდ ორ კალიბრში – 7,62×25 ТТ-სა და 9mm Parabellum-ში, ასევე იწარმოება სხვა პოპულარულ პისტოლეტის ვაზნებზე გათვლილი ამ ტიპის იარაღებიც.
ТТ-ს კონსტრუქციაზე ბაზირებულ პისტოლეტთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოს უსათუოდ M57 წარმოადგენს, რომელიც იუგოსლავიაშია შექმნილი, Zastava-ს საწარმოში და დღევანდელ დღეს მას Zastava Arms-ი (Zastava oružje) უშვებს ექსპორტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. ტოკარევის პისტოლეტთან შედარებით, M57-ის კონსტრუქციას მთელი რიგი ცვლილებები გააჩნია, არსებითად ამაღლებულია ერგონომიკა და იარაღის გამოყენების უსაფრთხოება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა დროშისებური მცველი, რომელიც ჩართვისას ბლოკავს დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს და საკეტს. მისი მსხვილგაბარიტული ბერკეტი ძალიან მოსახერხებელია მოხმარებაში და იარაღი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მარტივად მოყვანის საშუალებას იძლევა მისი ამოღების დროსაც კი. გარდა ამისა, დაგრძელებული იქნა პისტოლეტის სახელური, რამაც მჭიდის ტევადობა ერთი ვაზნით გაზარდა, და გადიდდა მჭიდის ღილაკი. 1990 წელს იარაღის საერთაშორისო ბაზარზე უნგრული პისტოლეტი Т-58 გამოვიდა, რომელიც Tokagypt 58-ის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენდა. ამ იარაღს გააჩნდა სახელურის ერგონომიული პანელები, რომელიც P.38-ის პანელების მსგავსი იყო, და დროშისებური მცველი ჩარჩოს მარცხენა მხარეს. პისტოლეტი 9mm Parabellum-ისა და 7,62×25 ТТ-ს ვაზნებს მოიხმარს. კომპლექტში შედის 9-მმ-იანი და 7.62-მმ-იანი ლულები და შესაბამისი მჭიდები. T-58 ლეგენდარული ТТ-ს ყველაზე თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება იმ იარაღს, რომელიც ფიოდორ ტოკარევმა შექმნა, მას კიდევ საკმაოდ დიდი სამოდერნიზაციო პოტენციალი გააჩნია.
Zastava M57
Tokagypt 58
T-58
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი: 7,62×25 ТТ
პისტოლეტის სიგრძე: 195 მმ
ლულის სიგრძე: 116 მმ
პისტოლეტის სიმაღლე: 120 მმ
პისტოლეტის სიგანე: 28 მმ
მასა ვაზნების გარეშე: 850 გრ.
მჭიდის ტევადობა: 8 ვაზნა