Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 47 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
აქ განვათავსოთ სასტენდო სროლაში ჩვენი სპორტსენების მიღწევები და შედეგები.
რატომღაც არსად წესიერად არ შუქდება, რაც ძალიან გულდასაწყვეტია;
 
აქვე უნდა მოგახსენოთ, როგორ აღსდგა სასტენდო სროლა საქართველოში 90-იანების ავად სახსენებელი პერიოდის შემდეგ, ეს უნდა ვიცოდეთ!!!;
 
19 ივნისი 2001 წელი.
 
ამ ცოტა ხნის წინათ თბილისში, ვარკეთილის სასროლეთზე, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა სასტენდო სროლაში. ათიოდე წლის წინათ ეს ამბავი არავის გააკვირვებდა, რადგანაც სპორტის ამ სახეობას საქართველოში უდიდესი ტრადიციები აქვს და იყო დრო, არც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გვაკლდა და სასროლეთებიც,
 
თბილისის გარდა რეგიონებშიც ფუნქციონირებდა.
 
მერე რა მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა აირია და ვარკეთილის სასროლეთმაც განიცადა ულმობელი დროების მსახვრალი ხელის ძალა. სასროლეთები გაპარტახდა; საქართველოში სასტენდო სროლა ჩაკვდა და თითო-ოროლა მსროლელი, ისიც საკუთარი ხარჯებით, თუღა ახერხებდა საერთაშორისო ასპარეზობაზე გამოსვლას, თორემ საქართველოში რაიმე შეჯიბრის ჩატარების, აღარც ხალისი იყო და აღარც საშუალება.
 
არადა, საცოდაობა იქნებოდა, სპორტის ეს ლამაზი და ვაჟკაცური სახეობა საბოლოოდ დაგვეკარგა.
 
სხვა თუ არაფერი, ჩვენ გვყოლია დიდი სპორტსმენები და, თუნდაც მაჩხანელის, ანტონოვის, დარასელიას, ჟღენტის, მატოიანის, იმნაიშვილის გვარების ჩამოთვლა რად ღირს. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ითავეს, ფაქტობრივად, ნულის დონეზე დასული საქმის აღორძინება და მიაღწიეს კიდეც მიზანს - ვარკეთილის სასროლეთი აღდგენილია და ათწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატიც ჩატარდა.
 
"დილის გაზეთის" სტუმრები არიან ამ მამულიშვილური საქმის სულისჩამდგმელნი, ცნობილი მსროლელები, სტენდის დირექტორი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი შოთა თავაძე და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გელა სიმონიანი.
 
- სურვილი, ალბათ, ყოველთვის გქონდათ, მაგრამ, მაინც როგორ გაჩნდა სასროლეთის აღდგენის იდეა?
 
შოთა თავაძე: ამ რამდენიმე წლის წინათ რუსთავში არსებული მრგვალი სტენდიდან თეფშის სატყორცნი ოთხი მანქანა გვაჩუქეს. ეს მანქანები აღდგენას საჭიროებდა. თავდაპირველად საკუთარი ძალებით ვცდილობდი მანქანების შეკეთებას. მერე მეგობრები დამეხმარნენ - შსპ პაატა ჩაჩხიანი და მისი კოლექტივი. საერთო ძალისხმევით მანქანები სამუშაო მდგომარეობაში მოვიყვანეთ და მერე სასროლეთსაც მივაშურეთ.
 
გელა სიმონიანი: რაც ვარკეთილში ვიხილეთ, იმის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაში იყო სასროლეთი. იქ რამდენიმე წელი სატანკო ნაწილი იმყოფებოდა და ჩვენს სამხედროებს ასეთი კარგი კვება თუ ჰქონდათ, არ ვიცოდი - ათასამდე ცხვარი მაინც იქნებოდა დაკლული. ამას იქიდან ჩვენს მიერ გაზიდული თავების რაოდენობიდან გამომდინარე ვამბობ. სხვა მხრივ, ყველაფერი გაპარტახებული იყო. უზარმაზარი სამუშაო იყო ჩასატარებელი, რათა იქაურობა რაღაცას დამსგავსებოდა.
 
- ამას მარტო საკუთარი ძალებით, ალბათ, ვერ შეძლებდით...
 
შ.თ. - ბუნებრივია. რომ არა თბილისის მერიის საამშენებლო დეპარტამენტის თავმ ჯდომარის სოსო ჯღარკავას, სამმართველოს უფროსის გოგი ცინცაძისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მერაბ შავლაძის დახმარება, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მათი წყალობითჰ სასროლი მოედანი მოწესრიგდა; თეფშის სატყორცნი მანქანების აღდგენაში, როგორც ვთქვით, პაატა ჩაჩხიანი და მისი კოლექტივი დაგვეხმარნენ; არ შეგვიძლია მადლობა არ ვუთხრათ ოზურგეთის სასროლეთის უფროსებს ზური ხომერიკსა და ბუხუტი ჯინჭარაძეს, რომლებმაც საჩუქრად გადმოგვცეს თეფშები და სამიზნეები.
 
რა თქმა უნდა, სხვებიც გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან. მაგალითად, ამ წუთასაც კი ნინო სალუქვაძის დიზელ-გენერატორით ვსარგებლობთ. დიდი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა მეგობრებმა მერაბ ბახიამ, ვეფხია გაბუნიამ, თამაზ ტაბატაძემ და რამაზ კანთელაძემ. ცალკე უნდა ითქვას იმ ადამიანების შესახებაც, რომლებიც თავად იყვნენ დაინტერესებულნი სასროლეთის აღდგენით. ესენი არიან საქართველოს სროლის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ ქუთათელაძე, გენერალური მდივანი გივი ბოსტოღანაშვილი, სამხედრო მონკავშირის თავმჯდომარე ლევან სიმონიანი. ბუნებრივია, ჩვენს გვერდით იდგა თამაზ იმნაიშვილი.
 
- ახლა, ალბათ, უპრიანი იქნება საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ, რომელიც ათწლიანი შესვენების შემდეგ ჩატარდა...
 
გ.ს. - ჩემპიონატი საკუთარი ხარჯებით ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არავითარი დოტაცია არა გვაქვს. შეჯიბრში ოცმა მსროლელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ორი ოზურგეთელი იყო. მრგვალ სტენდზე პირველი ადგილი თამაზ იმნაიშვილმა დაიკავა, რომელმაც 100 თეფშიდან 87 დაამსხვრია. გია შენგელიამ, ლევან გოცირიძემ და დავით მანჯგალაძემ 78-78 თეფში გატეხეს და დამატებითი სროლების შემდეგ მეორე ადგილზე შენგელია გავიდა, ხოლო მესამეზე - გოცირიძე. ანალოგიური სურათი იყო ადგილიდან სროლაშიც. აქ პირველი არჩილ საბედაშვილი იყო, რომელმაც 79 თეფში გატეხა. მაია გუბიევა, შოთა თავაძე და კოტე შევარდნაძე გამარჯვებულს 2-2 ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი სროლების შემდეგ გუბიევა მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო თავაძე - მესამეზე.
 
- ვინც ჩამოთვალეთ, ისინი ყველანი ძველი გვარდიის წარმომადგენლები არიან. ბუნებრივია, ბოლო ათწლეულის მანძილზე, მაშინ, როდესაც სასროლეთები არ ფუნქციონირებდა, ახალი თაობა ვერ გაიზრდებოდა...
 
გ.ს. - ნორმალური სპორტსმენის გაზრდისთვის რამდენი წლის მუშაობაა საჭირო. იყო დრო, ასზე მეტი პროფესიონალი მსროლელი გვყავდა. ერთეულები, მაგალითად, დათო ქვათაძე, კი ახერხებდნენ და საკუთარი ხარჯებით მონაწილეობდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებზე, მაგრამ უმრავლესობას ელემენტარული სავარჯიშო პირობები არ ჰქონდა. ახლა, იმედია, საქმე გამოსწორდება.
 
თანაც, ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოც მეტ ყურადღებას მოვგაქცევს. სასტენდო სროლა სპორტის სტრატეგიული სახეობაა. სამაგალითოდ, თუნდაც ის გამოდგება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში სასტენდო სროლა კოსმონავტებისა და მფრინავების მომზადების აუცილებელი კომპონენტი იყო და არის.
 
- სადღეისოდ, რა დატვირთვით შეუძლია, რომ იმუშაოს ვარკეთილის სასროლეთმა?
 
შ.თ. - სასროლეთზე ოთხი მოედანი მუშაობს - ორი მრგვალი სტენდისთვის და ორი ადგილიდან სროლისთვის. ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ყოველდღიურად ასამდე ადამიანს ექნება ვარჯიშისა და სროლის საშუალება.
 
- როგორ არის სამიზნეებისა და ვაზნებით უზრუნველყოფის საქმე?
 
შ.თ. - თავზესაყრელად ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენთან აუცილებელი სტანდარტებია - საფანტის წონა 24 გრამს არ უნდა აღემატებოდეს; შესაბამისად, ადგილიდან სროლისათვის შვიდი ნომერი უნდა იყოს, ხოლო მრგვალი სტენდისთვის - არაუმეტეს ცხრა ნომერი; თეფშის ზომები 30 მმ. სისქესა და 108 მმ. დიამეტრში უნდა ჯდებოდეს; თოფი თორმეტყალიბიანი უნდა იყოს და ასე შემდეგ. სტანდარტული და კარგი კი, ყველაფერი ძნელი საშოვნელია.
 
- ტრადიცია აღდგა და ამხელა შესვენების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. უახლოეს მომავალში რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?
 
შ.თ. - შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, ჩავატარებთ ცნობილი მსროლელის, თენგიზ იმნაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ასპარეზობას. თანაც ეს შეჯიბრი მარტო თენგიზის ხსოვნას არ მიეძღვნება. დაწესებული იქნება ამ ქვეყნიდან წასული სხვა მსროლელების სახელობის პრიზებიც.
 
ასევე ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ შეჯიბრი მონადირეთა შორის, რომელშიც პროფესიონალები, თუნდაც უბრალო თანრიგოსნები, მონაწილეობას არ მიიღებენ და ასპარეზობას მოყვარულთა სტატუსი ექნება.
 
გ.ს. - ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სასტენდო სროლა, როგორც სპორტის სახეობა, ფრინველზე ნადირობიდან წამოვიდა. პირველი პროფესიონალური კლუბი ინგლისში შეიქმნა და მაშინ მტრედებს ესროდნენ, რომელთაც სპეციალური გალიებიდან აფრენდნენ ხოლმე. მერე მტრედები თიხის ბურთულებმა შეცვალა და ბოლოს კი საქმე თეფშებამდე მივიდა.
 
ჩვენში ბევრი ნადირობს, მაგრამ ნადირობისა და თოფთან მოპყრობის კულტურა არცთუ მაღალია. ამიტომაც, სასროლეთზე არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენების მომზადებას ვისახავთ მიზნად, არამედ შევეცდებით, ახალგაზრდა, დამწყებ მონადირეებსაც მივცეთ რჩევები, რათა მათ ნადირობის სწორი კულტურა ჩამოუყალიბდეთ.
 
ისე, სასროლეთი, არც გამოცდილი, სტაჟიანი მონადირეებისთვის იქნება დაკეტილი. ამ საქმის ტრფიალ კაცს სროლის გარეშე არ შეუძლია და როდესაც სეზონი არ არის, ასეთ მონადირეებს, სწორედ ჩვენთან ექნებათ საყვარელი საქმის კეთებისა და იმის საშუალება, მწყერი თუ არა, თეფში მაინც ჩამოიღონ ციდან.
 
ავტორი: გიორგი ბერიკაშვილი
 
წყარო:


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
კვიპროსულ ნიქოზიაში 16 ივნისს დასრულდა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი სასტენდო სროლაში, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი გამოდიოდა - მამა-შვილი გივი და დავით ქვათაძეები, პავლე ლაკიასთან ერთად, ვაჟებში სცდიდნენ ძალებს, ირაკლი ლომიძე ახალგაზრდების ტურნირში ასპარეზობდა, ქალებში კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ნატალია პანასი გამოდიოდა. უკლებლივ ყველა მრგვალ სტენდზე ისვრის.
 
ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ პანასმა ისროლა, რომელიც ამ ტურნირისთვის მშობლიურ მოსკოვში ემზადებოდა. ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალურ ექვსეულში გამსვლელ ადგილს 3 ქულით ჩამორჩა, ლიდერთა დუეტთან კი 5 ქულა წააგო. 
 
მისი შედეგია 68 ქულა და მე-13 ადგილი, რაც არცთუ ურიგო შედეგია. ყოველ შემთხვევაში, ისეთი მაჩვენებელი ნამდვილადაა, რომ მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიაზე რეალურად ვიფიქროთ, რაც ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია - ეს იყო მისი გადმოყვანის ძირითადი მოტივი, თუმცა, ცხადია, უარს არც მსოფლიოსა და ევროპის მედლებზე იტყვიან, თუ მოიპოვებს. 
 
კვიპროსში პანასმა პირველ სერიაში 25 გასროლიდან 23 სამიზნე დააზიანა. ასეთივე შედეგი ჰქონდა მეორეშიც; მესამეში კი ერთით ნაკლები - 22 ქულა დააგროვა, რამაც ჯამში 68 შეადგინა.
 
როგორც გითხარით, ჩვენებურს ეს შედეგი საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად არ ეყო; აი, დაწინაურებულ სექსტეტში კი საინტერესო ამბები მოხდა. 
 
თუნდაც ის, რომ ორჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი, რაც კვიპროსელმა ანდრი ელეფტერიოუმ და სლოვაკმა დანკა ბარტეკოვამ შეძლეს. პირველი სერია ორივემ 100%-იანი შედეგით დაასრულა - 25-ივე სამიზნე დააზიანეს. 
 
მეორეში ორივეს უმტყუნა მიზანმა, მაგრამ უფრო მეტად სლოვაკს, რომელმაც ორი გასროლა ააცილა, მასპინძელმა - მხოლოდ ერთი. 
 
ელეფტერიოუს შეეძლო, რეკორდის ერთპიროვნული ავტორი გამხდარიყო, თუ მესამეში უზუსტესად ისროდა და ყველა ცდას გამოიყენებდა. 
 
სერიის შუაწელამდე მართლაც უდანაკარგოდ მიდიოდა და მხოლოდ მე-12 გასროლა გააფუჭა. თუმცა ერთპიროვნული რეკორდსმენობის შანსი მაინც რჩებოდა, სლოვაკს ერთხელაც თუ აუკანკალდებოდა ხელი. კვიპროსელისთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ბარტეკოვამ ყველა სამიზნე დააზიანა. 
 
საბოლოოდ ორივემ 73-73 ქულა დააგროვა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ნიქოზიაში კიდევ ერთი ანალოგიური რეკორდი დამყარდა, ოღონდ ახალგაზრდებში, რომელიც ბრიტანელ ამბერ ჰილს ეკუთვნის - 71 ქულა. საინტერესოა, რომ ფინალში დარჩენილი სამეულის წევრებიც ასეთივე შედეგით შევიდნენ.
 
ბარტეკოვას, აი, სწორედ ფინალში უმტყუნა ნერვებმა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება ახალი წესებით ტარდება - ფინალში გასულები კიდევ ერთ საკვალიფიკაციო ეტაპს ატარებენ, რომლის შედეგებითაც ირკვევა ოქროსა და ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი წყვილები: ორი საუკეთესო ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას, მესამე-მეოთხეზე გასულები ბრინჯაოსთვის შეერკინებიან ერთმანეთს, დარჩენილი ორი კი გავარდება. 
 
ფინალის პირველ ნახევარში ბარტეკოვამ 16 გასროლიდან ორჯერ ააცილა მიზანს და 14 ქულა დააგროვა, ელეფტერიოუმ კი მხოლოდ ერთი ცდა ვერ გამოიყენა - 15 ქულა. 
 
ასევე ერთხელ აუცდა ჩინელ დონლიან ჭანსაც და მთავარ ფინალში მასპინძელთან საბრძოლველად ის გავიდა. ბარტეკოვას კი ნუგეშად ბრინჯაო დარჩა, რომელსაც ასევე 14-ქულიანი იტალიელი დიანა ბაცოსი ეცილებოდა. 
 
ბევრისთვის მოულოდნელად, აქ უფრო ზუსტი სწორედ იტალიელი აღმოჩნდა, მთავარი ფინალი კი დაძაბული გამოდგა და ფრედ დასრულდა - 13:13. დამატებითმა ცდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინელთა "რკინის ნერვების" ამბავი - ჭანმა 7:6 მოიგო და ტურნირის ჩემპიონიც გახდა.
 
ვაჟთა ტურნირში ჩვენები ბევრად მოკრძალებულად გამოვიდნენ - დავით ქვათაძე 125-დან 108 ქულით 85 მონაწილეს შორის 74-ე ადგილზე გავიდა, გივი ქვათაძე 103-ით - 78-ეზე, ლაკია კი 101-ით მე-80-ე აღმოჩნდა. 
 
ახალგაზრდებს შორის ლომიძემ 101 ქულა დააგროვა, რაც მე-15 შედეგია. ვაჟთა ტურნირი ქუვეითელმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აბდულა ალ რაშიდიმ მოიგო, ვინც ფინალში შვედ ჰენრიკ იანსონს გადასროლაში 10:9 აჯობა; მესამეზე კი ესპანელი ხუან ხოსე არამბურუ გავიდა. 
 
შეგახსენებთ, რომ ალ რაშიდი მსოფლიოს ჩემპიონი აწ გარდაცვლილი ცნობილი ქართველი მწვრთნელის - თემურ მატოიანის ხელმძღვანელობით გახდა. 
 
თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა მატოიანი და მისი მუშაობა ქუვეითის ნაკრებში, ეს მართლაც ტალანტი მსროლელი ამდენს ნამდვილად ვერ მიაღწევდა. 
 
ეგ კი არა, იქნებ ერთხელაც ვერ მოეგო მსოფლიოს პირველობა, იმდენად ჭირვეული ზნის გახლდათ - არად დაგიდევდათ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, მათ გეგმებს და ლამის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, თუმცა ჩვენებურმა შეძლო მისი ნიჭის სავარჯიშო რეჟიმში მოქცევა, რაც იმ დიდი წარმატების წინაპირობა გახდა.
 
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
წყარო : 


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
სანამ ახალი შედეგების ძიებას და გაცნობას გავაგრძელებთ მანამდე ჩვენ საამყო სპორტსმენებს გადავავლოთ თვალი, ამ ხალხის გარეშე, არც შედეგი გვექნებოდა და არც მიღწევა
 
v8noe.jpg
 
============================================
 
d4l2t.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ცოტა რამ ისტორიიდან :

(დიდი მადლობა ხირიმელს -გიორგი თედიაშვილს)

e10fe8c8ddc4.png



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

f51f0d3358f3.png



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

d26475b7d7ff.png



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ერთი "იმნაიშვილის" დაბადება არ აწყენდა საქართველოს!!!



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ერთი "იმნაიშვილის" დაბადება არ აწყენდა საქართველოს!!!

დაიბადა კიდეც და 28 წლისაცაა, უბრალოდ კოკაურია გვარად ძმაო ;)



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


დაიბადა კიდეც და 28 წლისაცაა, უბრალოდ კოკაურია გვარად ძმაო ;)

რამე ნორმალური სმაილიკს დადებდა კაცი, მაგრამ სიმწირის გამო სხვაგან მოვძებნი და 61a233278183cc32fda8492fff767e25.gif


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

როგორ მალავდა აქამდე თავის ტალანტს და ბოლობოლო ვეღარ დამალა :)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნიჭმა თავი არ დამალა


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აწი შეგაწუხებენ ნოდარ ავტოგრაფებით :D



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თანამედროვე ამორძალები

 


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ყველას როგორ განსხვავებული სტილი აქვს სკიდკის დგომაში



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ეგრეა დევო ყველა თავისი ფიზიკური მონაცემების შესაბამისად დგება პოზიციაზე!!! ეს ინდივიდუალურია...

მთავარია ისე დადგე თეფში სწრაფად დაინახო და თოფის გაყოლებისას მხოლოდ წელით იმოძრაო ხელები გაჩერებული უნდა გქონდეს







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი