Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

პროლოგი ( თეთრი ირემი )

 

 

 [attachment=1854:iremi1-copy-2.jpg]

 გლდანის იქით, ცხვარიჭამიას გზაზე პაწია სოფელია ( ახლა უკვე ნასოფლარი ) მამკოდა 

   1907 წლის 24 დეკემბერს სამი მამკოდელი  ძმაკაცი - ნიკოლა ბერიძე, ზაქარია აფციაური და ალექსა შერემეტოვი - სანადიროდ წასულა საგურამოსა და ზედაზნის შემოგარენში. საღამო ჟამი მდგარა 

ზედაზნის მონასტრისაკენ მიმავალ მონადირეებს თეთრი ხარირემი შემოფეთებიათ. ნიკოლა ბერიძე დიდად გამოცდილი მონადირე ყოფილა და თვალის დახამხამების უმალ ესროლა თურმე ირემს. ორი ტყვიით დაუჭრია ირემი - წინ, მხარში და უკან, ბარკალში. დაჭრილი ირემი ტყეში გაუჩინარებულა ბნელოდა, ციოდა და მონადირეებს ირემი აღარ უძებნიათ. მონასტრისაკენ გაუწევიათ. 

იქ შეუფარებიათ თავი.

   ლაზათიანად უვახშმიათ, მაგრამ ბერიძეს გუნება გაფუჭებია, სევდა და ნაღველი შემოსწოლია. რათა ხარ, კაცო, მოწყენილიო, ჩასცივებია ბერიძეს ზედაზნელი ბერი იოანე, მაგრამ მონაირემ თავად არ 

უწყოდა დარდის მიზეზი.

   ღამით სიზმარი უნახავს ნიკოლა ბერიძეს:ორი ანგელოსი მოსულა და უკითხავს მონადირისათვის, ირემი დავკარგეთ და ხომ არ გინახავსო. შიშით ყველაფერი უამბია ბერ იოანესათვის და შეხვეწნია,იო-ან ზედაზნელს შემავედრე და ჩემთვის პატიება გამოსთხოვეო. ბერს აუსრულებია მონადირის სურვილი. ბერიძეს ხატისათვის სანთელი და ერთი მანეთი მიურთმევია. დილით კი, ამხანაგებთან ერთად, 

დაჭრილი ირმის კვალს გაჰყოლია.

   წიწამურის გზაზე , იქ, სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, მაშინ ქვის ჯვარი იდგა. დაჭრილი ირმის კვალს იმ ჯვართან მიუყვანია მონადირენი. სისხლიანი კვალი იქიდან ისევ უკან მონასტრისაკენ ბრუნდ-

ებოდა. მონადირენიც უკან გაჰყოლიან კვალს. ნახევარი გზაც არ ჰწონდათ გავლილი, რომ დაჭრილი თეთრი ხარირემი დაუნახავთ. სამჯერ ასულა ასე ირემი მონასტერში და უკან ჯვართან დაბრუნებულა.

გაშმაგებული პირუტყვი რქებით ლეწავდა და ანგრევდა ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა და გზას ისე მიიკვლევდა. ბოლოს სისხლით დაცლილი და დაქანცული ჯვრის წინ დამხობილა, რქები მიწაში 

ჩაურჭვია და ისე დაულევია სული.

   ეს ამბავი დაბეჭდილია 1909 წლის 2 თებერვლის მე-5 ნომერ "ივერიაში".

   წერილს ხელს აწერს მონადირე ნიკოლა ივანეს ძე ბერიძე, რომელიც ამავე დროს საგურამოს და გლდანის სახელმწიფო ტყის მცველიც ყოფილა...

მონადირის ნაამბობის სიმართლეს ბეჭდით ადასტურებს სოფელ მამკოდის ნაცვალი

 

წყარო: ჟურნალი " ნადირობა თევზაობა"



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სტატიას გაუკეთებ სათაურს შენი ნებართვით...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უცნაური ისტორიაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კი უცნაურია ... ეს ისეტორია გაგებული მქონდა და სტატიაში რომ შმხვდა მერეღა დავიჯერე







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?