Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
მოგესალმებთ,
ცოტა რამ მრგვალი სტენდის შესახებ:
 
ზოგადად სასტენდო სროლა არის სროლა გლუვლულიანი თოფით საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე (სტენდზე) სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებზე.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი: 1929-იდან _ კაცები, 1962-იდან _ ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1900-იდან _ კაცები, 1996-იდან _ ქალები (1988 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებში, სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემდეგ კაცებთან ერთად ქალებიც ასპარეზობდნენ). 
 
1920-იანი წლებიდან შემოვიდა მრგვალი სტენდი (ინგლ. Skeet). აქ თეფშების ფრენის ტრაექტორია არ იცვლება, თავად მსროლელები იცვლიან სროლის ადგილს და კუთხეს. დღეისათვის  მრგვალი სტენდი ითვლება კლასიკურ სასტენდო ვარჯიშა და ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრებებიც ამ დისციპლინაში იმართება.
 
 
87806275bad7.jpg
 
ae78fc67ba06.jpg
 
საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები _ ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა. 1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე _ ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.
საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში საკავშირო ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში _ სარქისოვმა, 1950-ში _ ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში _ ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. 1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ _ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა _ ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა _ ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.
სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1994 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიო თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი _ ბრინჯაოსი.
 
შეჯიბრის წესები (მრგვალი სტენდი) :
 
მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 8 საცეცხლე წერტილი, აგრეთვე “მაღალი სახლი” (მარცხნივ) და “დაბალი სახლი” (მარჯვნივ). “მაღალი სახლიდან” სამიზნეები ამოიტყორცნება მიწიდან 3,05 მეტრის, “დაბალი სახლიდან” კი – 1 მეტრის სიმაღლეზე. თეფშებმა თავზე უნდა გადაუაროს ცენტრალურ მოედანს და ჰაერში იფრინოს 65 2 მეტრზე. ტაიმერის მექანიზმი თეფშს ტყორცნის მსროლელის სიგნალის შემდეგ 0-3 წამში. თეფშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე შეჯიბრებისას. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70მმ, საფანტი (დიამეტრიც – 2მმ, საბრძოლო მუხტის წონა -22გ) სფეროსებურია და მზადდება ტყვიის ან მისი შენადნობისაგან. აკრძალულია სავი დენთის, აგრეთვე ტრასირებული და ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება.
სპორტსმენები თითოეული საცეცხლე წერტილიდან მორიგეობით ისვრიან. მათ აწვდიან ერთ სამიზნეს “მაღალი სახლიდან” და ერთს – “დაბალი სახლიდან”. ორმაგი სამიზნეები ზუსტად ერთდროულად უნდა გამოჩნდეს. №8 საცეცხლე წერტილიდან სპორტსმენმა სამიზნეს მანამ უნდა ესროლოს, სანამ ის ცენტრის ხაზს გადაკვეთს. ქულების დათვლის სისტემა ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე.
 
სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი 
 
მრგვალ სტენდზე სროლისისა დიდი ყურადღება ექცევა მსროლელი განლადებას სასროლ პოზიციაზე, დამწყები მსროლელი ამას ყურადღებას არ აქცევს, რაც საბოლოო ჯამი მის სროლის ხარისხზე აისახება, შემდეგ სურათში ნაჩვენებია როგორ უნდა განთავსდეს სპორცმენი მრგვალი სტენდის საცეცხლე პოზიციაზე.
 
 
ad3a7501bc04.jpg
 
და ასევე მნიშვნელოვანი მსროლელი დგომა, აქ ძირითადად სტანდარტული დგომა ასეთი: წინა გადადის მარცხენა ფეხზე (მემარჯვენეებისთვი) და მსროლელი იხრება დიაფრაგმის ნაწილში ანუ წელში მოხრილი კი არ არის არამედ ოდნავ ტანი აქვს წინ გადაწეული. 
 
დაახლოებით აი ასე:
f647f1e558bd.jpg
 
გისურვებთ წარმატებებს....
 
6fc3d2dafcdd.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
ცოტა რამ დგომების შესახებ
 
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიხართო უკაბ ეს კოორდინაცს არღვევს და სროლა უხარისხო გამოვა;
1p4iu.jpg
 
ეცადეთ ტანი ასე დაიჭიროთ:
 
0n1jb.jpg
 
დიდი მნიშვნელობა აქვს სასროლ წერტილთან დანი მდგომარეობას;
ამ სურათზე ნათლად ჩანს რა არ უნდა გააკეთოთ:
 
jl1g4.jpg
 
დამიზნების დროს ყურადღება მიაქციეთ თვალების მდებარობას ის უნდა ერწყმოდეს თოფს და "მუშკას":
 
ik9lt.jpg
 
 
ესეც ფოტო განწყობისთვის:
 
 
kondax2.jpg
kondax.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
rkri0.jpg
 
1. გადაიხარეთ წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დუპლეტის სროლის დროს ეს ძალენ დაგეხმარებათ ტავიდან დამიზნებაში;
2. შეამოწმეთ კონდახი, თოფი და "მუშკა" უნდა იყოს აუცილებლად თვალებს შორის;
3. მჭიდროდ მიიჭირეთ კონდახი მხარზე, განმეორებით სროლის დროს ბევრად კონცეტრირებული იქნებთ ამ შემთხვევაში;
4. მუხლები ამ პოზიციაში დაიჭირეთ;
5. იდაყვები დაიჭირეთ ტანთან რაც შეიძლება ახლოს, ეს ბევრ სიტუაციაში გამოგადგებათ და განსაკუთრებით სპორტული სროლის დროს;
6. წონდა გადაიტანეთ მარცხენა ფეხზე (მემარჯვენნებისთვის) და ტერფი დაიჭირეთ მხრის სიგანეზე;
7. მარცხენა ხელი "ცევიოზე" ძალიან შორს არ დაიჭიროთ;


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დამწყები მსროლელისათვის მეტად ინფორმაციული სტატიაა. საღოლ დიდი მაგისტრი :bravo:


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი