Jump to content

სურათი

სასმელები. ბაკარდი(რომი)

ალკოჰოლური სასმელები ბაკარდი სასმელი ფუჟერი ბოკალი ევროპული

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.BACARDI

.

bacardi_water.jpg

 

 

BACARDI

ეს 1862 წელს შექმნილი შესანიშნავი რბილი რომია. მასში კარიბის ცხელი მზე გიზგიზებს, თავისუფალი სული ყივის, მხურვალე რიტმები გაისმის და დაუოკებელი ტემპერამენტი ჩანს. BACARDI სხვა სავაჭრო მარკებისგან უნიკალური სულით და კულტურით გამოირჩევა. BACARDI თავისუფლების შეგრძნებაა, ვნებაა და სიამოვნება. BACARDI-სთან შეხვედრა მხიარულ ზეიმს გიქადით.
 

BACARDI-ის ისტორია

ისტორია კუბაზე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ღვინით მოვაჭრე დონ ფაკუნდო ბაკარდი ესპანეთის პროვინცია კატალონიიდან შესანიშნავ კოლონიურ ქალაქში, სანტიაგო დე კუბაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს რომი მწველი, უხეში და დაუმუშავებელი სასმელი იყო. სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარეს ის თავის დროზე კარიბის ზღვის მეკობრეებმა. მას მაღალი წრის საზოგადოება არ სვამდა და მიუღებელი იყო მათ მიღებებზე მისი მორთმევა. დონ ფაკუნდომ გადაწყვიტა შეექმნა "ცივილიზებული" რომი და მთელს თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ახმარდა.


BACARDI-ის დაბადება

დონ ფაკუნდო ექსპერიმენტებს ატარებდა ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე, ცდებს ატარებდა პირველად მასალაზე, ფერმეტაციასა და გამოხდაში. მან რომის დარბილება და მისი მინარევებისგან გათავისუფლება სასმელის ნახშირის ფილტრში გატარებით სცადა _ მსგავსი რამ არავის გაეკეთებინა მანამდე. მისი ექსპერიმენტები რომის მუხის კასრში გაჩერებასა და მისთვის სხვადასხვა გემოს მიცემაზეც ვრცელდებოდა. დონ ფაკუნდო ნამდვილი სწავლულივით აწარმოებდა სამუშაოების აღიცხვას და მიღებულ შედეგებს ჭეშმარიტი მცოდნის თვალით აფასებდა.
დონ ფაკუნდომ, ბოლოს, მიაღწია საწადელს და შექმნა სასმელი, რომელიც მის სტანდარტებს შეესაბამებოდა. მის მიერ დამზადებული რომი სხვებისგან განსხვავებით, სუფთა და რბილი იყო. მასთან შედარებით ადგილობრივი რომები მძიმე, უხეში და წამლისმაგვარი ჩანდა. დონ ფაკუნდოს პირმშო, საოცრად რბილი, მუქი ფერის, მდიდარი არომატის რომი განსხვავდებოდა არა მხოლოდ სხვა დანარჩენი რომებისგან, არამედ საერთოდ ყველა აქამდე არსებული სპირტიანი სამსელებისგანაც.

დონ ფაკუნდომ 3500 დოლარად პატარა სპირტსახადი ქარხანა შეიძინა, რათა ნაცნობ-მეგობართა გარდა სხვებისთვისაც შეეთავაზებინა ეს რომი. ამგვარად, 1862 წელს შეიქმნა კომპნია BACARDI COMPANIA. მალე კომპანიის პროდუქციამ დაიპყრო მონარქების, გურმანების და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების გულები. დონ ფაკუნდომ შეცვალა არა მხოლოდ საზოგადოების წარმოდგენა რომზე, არამედ მათი დამოკიდებულება ამ სასმელის დალევისადმი. რომის ხარისხის ამაღლებით მან ახალი ტიპის რომი შექმნა. დონ ფაკუნდოს ქმნილება, მსოფლიოში საუკეთესო რბილი და მსუბუქი რომი, დღემდე ინდიკატორია, რომლის მიხედვითაც სხვა რომების ხარისხს განსაზღვრავენ.
 


ღამურა

სულ მალე დონ ფაკუნდო მიხვდა, რომ საჭირო იყო მარტივი, ადვილად აღსაქმელი ნიშნის გამოგონება. ასე შეიქმნა ცნობილი "ღამურა".
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ დონ ფაკუნდოს ცოლმა, დონია ამალია ლუცია ვიქტორია მორომ ურჩია ქმარს, რომის სავაჭრო ნიშნად "ღამურა" გამოეყენებინა.  ბაკარდის პირველ სპირტსახდელ ქარხანაში სტუმრობისას ქალმა შეამჩნია ნივნივებზე ჩამოკიდებული უამრავი ღამურა. დონია ამალია ღამურებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხელოვნებაში გათვითცნობიერებული ქალი იყო და იცოდა, რომ კუბის ძირძველი მოსახლეობა ღამურებს ყველანაირი კულტურული ფასეულობის მატარებლებად თვლიდა. ადგილობრივი თქმულებებიდან მან იცოდა, რომ ღამურას ჯანმრთელობა, იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს.
მისი შეთავაზება არც პრაგმატულ აზრს იყო მოკლებული: XIX საუკუნეში საკმოად დაბალი იყო განათლების დონე და პროდუქტს დასამახსოვრებელი გრაფიკული გამოსახულება უნდა ჰქონოდა, რითიც მის ამოცნობასა და შეძენას შეძლებდნენ.
კუბაზე მალე გავრცელდა ახალი ამბავი, ამბავი ნახშირით დარბილებულ, მდიდარი არომატის მქონე, რბილსა და იდუმალ, ღია ფერის ცივილიზებულ რომზე. თქმულებებმაც თავისი საქმე შეასრულეს: ცნობები დონ ფაკუნდოს "ღამურისა" და მისი ახალი რბილი რომის შესახება სწრაფად ვრცელდებოდა. ადგილობრივები მოგვითხრობენ, რომ სწორედ ღამურებს მოჰქონდათ იღბალი დონ ფაკუნდოსთვის და მაგიურ ძალას აძლევდნენ რომს.
დღეს ბაკარდის სიამოვნებით მასპინძლობს 170-მდე ქვეყანა. დღემდე არავის შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ დონია ემილიამ და დონ ფაკუნდომ სწორი გადაწვეტილება მიიღეს, როდესაც სავაჭრო ნიშნად ღამურა აირჩიეს. მათი არჩევანი ყოველმხრივ გამართლებული აღმოჩნდა. საუკუნეზე მეტია, რაც მას კომპანიის სახელი ახალ-ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.


CUBA LIBRE

 
BACARDI ჭეშმარიტად პოპულარული მაშინ ხდება, როდესაც ცნობა BACARDI-სა და COCA-COLA-ს უნიკალური ნაზავის შესახებ მთელ კუნძულს მოედება. ეს მოხდა გასული ასწლეულის ბოლოს, იმ დროს, როცა კუბა თავისუფლებისთვის ებრძოდა ესპანელ კოლონიზატორებს. აშშ-მ საკუთარი ჯარები ჩამოსხა კუბაზე, რათა დახმარებოდა მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურიდან დათხოვილი ამერიკელი ჯარისკაცები ძველი ჰავანას ერთ-ერთ ბარში ისხდნენ. ფაუსტო როდიგესი, ახალგაზრდა შიკრიკი,  იხსენებს: ბარში ამერიკელი კაპიტანი შემოვიდა და შეუკვეთა რომი ბაკარდი კოკა-კოლასთან, ყინულთან და ლიმონის ნაჭერთან ერთად. კაპიტანმა ეს სასმელი ისეთი სიამოვნებით დალია, რომ იქვე მჯდომი ჯარისკაცების ყურადღება მიიპყრო. მათ ბარის პატრონს იგივე სასმელი შეუკვეთეს. წამში სასმელი საღამოს ფავორიტი გახდა. მორიგი ულუფის შეკვეთისას, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თავისუფალი კუბის სადღეგრძელოს შესმა შესთავაზა თანამეინახეებს, "POR CUBA  LIBRE", კაპიტანმა ჭიქა ასწია და შესძახა სიტყვები, რომლებიც ძალას მატებდა თავისუფლებისთვის მებრძოლ კუბელ ჯარისკაცებს. CUBA LIBRE! -შესძახა მან, CUBA LIBRE! _ ერთსულოვნად მიუგო ტალღამ. ასე დაერქვა ამ სასმელს სახელი.

ძალზე სწრაფად გავრცელდა ამბავი ბაკარდისა და კოკა-კოლას კომბინაციის შესახებ. გარდა ამისა, ორივე, ბაკარდი და კოკა-კოლა  აფართოებდნენ გავრცელების არეალს და სულ მალე CUBA LIBRE მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილი გახდა.  ბაკარდისა და კოკა-კოლას კომბინაცია დღემდე მომხმარებელთა ყველაზე საყვარელი კოქტეილია. დღეს მსოფლიოშიCUBA LIBRE–ს 5 მილიარდამდე პორცია იყიდება ყოველწლიურად. ყოველ წამს მსოფლიოში ამ კოქტეილის 130 პორცია იყიდება.


მშრალი კანონი

1920-იანი წლებიდან ბაკარდის რომების პოპულარობა განუწყვეტლივ იზრდება. აშშ-ში მშრალი კანონის შემოღების შემდეგ კუბა სულის მოსათქმელ ადგილად იქცა  იმ ამერიკელებისთვის, რომელთაც ფულიც ჰქონდათ და საკუთარი "მუღამებიც". კუბიდან ამერიკაში დაბრუნებულ ამერიკელებს თან მოჰქონდათ სულისშემძვრელი მოგონებები ჰავანას ღამეებსა და ბაკარდის რომის არომატზე. ბედის ირონიით, მშრალმა კანონმა ხელი შეუწყო ბაკარდის რომების ამერიკელთა უსაყვარლეს სასმელად ქცევას და ბაკარდის ემბლემის ცხოვრებით ტკბობის სიმბოლოდ დამკვიდრებას.


ემიგრაცია

1960 წლის 14 ოქტომბერს კომპანია ბაკარდის აქტივებს კონფისკაცია გაუკეთა რევოლუციურმა მთავრობამ. ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა და სავაჭრო მარკა BACARDI ნასაუში, ბაჰამის კუნძულებზე გადავიდა. ამას მოჰყვა ახალი რეჟიმის მცდელობა გაეყიდათ კონფისკირებულ ქარხნებში დამზადებული ყალბი რომი BACARDI. გაძევებული ბაკარდის ოჯახი საიდუმლო ფორმულისა და სავაჭრო ნიშნის დასაცავად იბრძოდა როგორც ბაზარზე, ისე საერთაშორისო სასამართლოებში და გაიმარჯვა კიდეც. გაყიდვიდან ამოიღეს ყალბი რომი, სავაჭრო მარკისა და კომპანიის უფლებებს კი მთელს მსოფლიოში იცავენ.

1960-1970-იანი წლები მსოფლიოში ბაკარდის ფენომენალური დამკვიდრებითაა ცნობილი. 1983 წელს ოჯახმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ ორასმემილიონე ყუთი სასმელის გამოშვება აღნიშნეს. ჰამილტონში, ბერმუდის კუნძულებზე, BACARDI  LIMITED-ის, საერთაშორისო შტაბ-ბინის შექმნიდან 11 წლის შემდეგ კომპანიამ საკუთარი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. BACARDI  LIMITRD–მა შეიძინა კომპანია MARTINI & ROSSI, ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და დისტრიბუტორი მთელს მსოფლიოში. კალმის ერთი მოსმით კომპანიის მოცულობა გაორმაგდა, შეიძინა პროდუქციის 300 ახალი ტიპი, 35 სადისტრუბუტორო ქსელი სხვადასხვა ქვეყანაში, 4000 მაღალკვალიფიციური თანამშრომელი და მის გაყიდვებს დაემატა 31 მილიონი ყუთი წელიწადში.

რომ "ბაკარდის" კვლავ ბაკარდის ოჯახის წევრები ამზადებენ თავდაპირველი ფორმულის შესაბამისად, კვლავ იყენებენ ნახშირის ფილტრს თუ სხვა ტექნოლოგიებს _ მოკლედ, ყველაფერი კვლავ ისეა, როგორც იყო 1962 წელს, სანტიაგო დე კუბაში. არანაკლებად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამზადების პროცესს კვლავ დონ ფაკუნდოსეული გულმო16დგინებით, ყურადღებით, ენთუზიაზმითა და შემოქმედებითობით უდგებიან.


წარმოება

დღეს რომი ბაკარდი მზადდება და ჩამოისხმება ბაჰამის კუნძულებზე, ინდოეთში, მექსიკაში, პანამაში, ტრინიდადსა და პუერტო-რიკოში. მას ასევე ასხამენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, კოსტა-რიკაში, გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა თუ აშშ-ში. იგეგმება საწარმოს გახსნა ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ბაკარდის ყველა რომი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა.  ის სხვა რომებისთვის ხარისხის ეტალონს წარმოადგენს.

ბაკარდის წარმოების პროცესი რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:


მელასას შერჩევა და შენახვა

ყოველწლიურად ნოემბრიდან აპრილამდე ბაკარდის თანამშრომლები მოგზაურობენ ლათინური ამერიკის ტროპიკულ ქვეყნებში მაღალი ხარისხის ლერწმის მელასას მოსაპოვებლად. შეძენილი მელასა ფრთხილად გადააქვთ ბაკარდის ქარხნებში, სადაც მისი შენახვის პირობები უმკაცრესად კონტოლდება. მელასა ორგანული ნივთიერებაა, სწორედ ამიტომ აუცილებელია შენახვის პირობების დაცვა.  ამ მიზნით, ბაკარდი მნიშვნელოვან ინვესტიციებს აკეთებს და იძენს თანამედროვე რეზერვუარებს.
მიუხედავად ასეთი მკაცრი კონტროლისა, ბაკარდი დამატებით ზომებს იღებს და მეორად კონტროლს აწესებს. მელასა უნდა პასუხობდეს ხარისხის კონტროლის უმკაცრეს მოთხოვნებს. თუ ასე არაა, ის წარმოებისთვის უვარგისი ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რა დაუჯდა კომპანიას მისი შეძენა. დასადუღებლად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მელასა.


დადუღება

რომის "ბაკარდი" დადუღებისას ვლინდება ისეთი კრიტიკული ელემენტები, რომლებიც რომს უნიკალურ გემოსა და მიმზიდველობას სძენს. ბაკარდის განმასხვავებელი შტრიხი ბაკარდის საფუარია.
ბაკარდის საფუარის საკუთარი სახეობა აქვს, რომელიც არსებობს მას შემდეგ, რაც ის XIX საუკუნეში დონ ფაკუნდომ აღმოაჩინა და მოაშენა. ბაკარდის ეს უნიკალური საფუარი ამ რომს განსაკუთრებულ არომატს სძენს და ინდივიდუალობას ანიჭებს.
მელასას უმატებენ საფუარსა და გაწმენდილ წყალს, რის შედეგადაც პიურეს მაგვარი მასა წარმოიქმნება. პიურეს 30-35 საათის განმავლობაში ადუღებენ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.
ოჯახი 1862 წლიდან იცავს საკუთარი ბიზნესის საიდუმლოს. სწორედ დადუღების დროს იქმნება ბაკარდის თითოეული რომის დამახასიათებელი შტრიხები.

დისტილაცია

დადუღების მოდევნო ეტაპი დისტილაციაა _ დადუღებული პიურეს გამოხდის ჯერი დგება. შედეგად კი ორი სახის პროდუქტი მიიღება: "მაგარი ახალგაზრდა რომი" _ ბაკარდის რომების უმი და მაგარი ბირთვი და "მსუბუქი ახალგაზრდა რომისმაგვარი სპირტი" _ ისინი ბაკარდის რომებს მათ განამასხვავებელ თვისებას, სიმსუბუქესა და სირბილეს ანიჭებს.
დისტილაციის დროს დადუღებულ მასას აცხელებენ და ის განუწყვეტლივ გადის სახდელ ქვაბებში, რომლებიც უჟანგავი ფოლადის ან სპილენძისგან მზადდება. ამ პროცესის მეშვეობით ერთმანეთს გამოეყოფა წყალი, სპირტი და მცირე მინარევები.
ამ მომენტში საქმეში ერთვებიან შეზავების ოსტატები. ისინი მთელ ცოდნასა და გამოცდილებას ახმარენ რომის ფართო ასორტიმენეტის შექმნას დონ ფაკუნდოს რეცეპტის მიხედვით. შედეგად კი ჭეშმარიტი ხელოვნების ჭეშმარიტი დამფასებლები საოცარ სიამოვნებას ღებულობენ.


გაფილტვრა

რომის წარმოებაში ეს მეთოდი პირველად დონ ფაკუნდომ გამოიყენა. ამ გამოგონებაში ნოვატორული იყო გაფილტვრისთვის ხის ნახშირის გამოყენება.

 
დაძველება

ბაკარდის ყველა რომი კარიბის მცხუნვარე მზის ქვეშ ძველდება და ამ 130 წლის მანძილზე ეს პროცესი ნამდვილ ხელოვნებად იქცა.
ბაკარდის კასრებისთვის დასამზადებლად მხოლოდ თეთრი ამერიკული მუხა გამოიყენება. ყველა კასრი ხელით მზადდება, შემდეგ საჭიროა მათი შიგნიდან გამოწვა. ეს კი ბაკარდის რომებს განუმეორებელ გემოს სძენს.
დაძველების მიზანია რომი გაიჟღინთოს ხითა და მწველი ტროპიკული ჰაერით. ამგვარად მისი გემო უფრო მდიდარი ხდება.
დაძველების პროცესი უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. კასრების ზომებსა და მათ მდგომარეობას დრო და დრო ამოწმებენ და აანალიზებენ. ხარიხის მენეჯერები მკაცრად აკონტროლებენ ტემპერატურას, ტენიანობის დონეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზღვის მონაბერ ნიავსაც კი.
ბაკარდის დაძველების ხანგრძლივობა გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა სპირტიანი სასმელებისა. ეს განპირობებულია იმით, რომ კარიბის კუნძულებზე ტემპერატურა და ტენიანობა არ იცვლება წელიწადის განმავლობაში და შესაბამისად სასმელის მომწიფების პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შედარებით ცივ ქვეყნებში, მაგალითად შოტლანდიაში.

წყარო:whiskyhouse.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ბაკარდის დიდი თყვანიმცემელი არ ვარ და საერთოდ რომი არ მიყვარს.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რატომ? მშვენიერი დასალევია? უბრალოდ ჩვენთან ძირითადად ღვინის და ლუდის კულტურაა, ნუ ჭაჭა, არაყი და ვისკიც რათქმაუნდა. .

ისე ჯინიც საკაიფოდ მიდის


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?