Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

მარლინ 795 22ლრ


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 46 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:ვაჟა-ფშაველას #2
  • წარმოშობა:სამეგრელო

გაუმარჯოს!

მოკლე ზოგადი ისტორია რაც ნეტში მოვიძიე 1870 წელს ჯონ მალოი მარლინმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში. პირველი წარმატება 1891 წლის მოდელს მოყვა, შემდეგი აღიარება კი 1893 წლის მოდელს ერგო წილად. ამ მოდელის მოდიფიკაციები დღესაც გამოდის სახელით ,,მარლინ-39" და ,,მარლინ-336".

1870-1899 წლებში კომპანია აგრეთვე რევოლვერებს, პისტოლეტებსა და დირინჯერებს(მოკლელულიანი მსხვილყალიბიანი პისტოლეტები) აწარმოებდა. 
უბოლო დენთის შემოსვლას თან მოყვა 30-30 ვინჩესტერის ვაზნა, რასაც დაუყონებლივ გამოეხმაურა კომპანია და დაამზადა თოფების სერია ამ ვაზნაზე. მარლინის 1891 და 1897 წლის თოფების მოდელები კარგად იყო ცნობილი ,,ველურ დასავლეთში".
ჯონ მარლინი 1901 წელს გარდაიცვალა და საწარმო მისი ვაჟიშვილების მმართველობაში გადავიდა.
1915 წელს ფირმა ,,მარლინი" ნიუიორკის ერთ-ერთმა სინდიკატმა შეისყიდა და სახელი შეუცვალა Marlin Rockwell Corporation. ამ პერიოდში სპორტული და სანადირო იარაღის წარმოება მკვეთრად შემცირდა. მაპროფილებელ პროდუქციად ტყვიამფრქვევი ,,კოლტ-ბრაუნინგი M 1895" გახდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სპორტული და სანადირო პროდუქციის წარმოება არ განახლებულა, რამაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო ფირმა.
1924 წელს საიარაღო საწარმო აუქციონზე იქნა გატანილი. ფირმის მიმართ იმდენად მცირე იყო ინტერესი, რომ საწარმო 100 დოლარად გაიყიდა იურისტ ფრენკ კენაზე. ასეთი გარიგება საიარაღო წარმოებაში გაუგონარი გახლდათ.
კენამ აღადგინა რამდენიმე მოდელის წარმოება და ახალი მფლობელის დამსახურებით გაკოტრებულმა საწარმომ ეკონომიკურ კრიზისსაც კი გაუძლო. 1947 წლიდან, ფრენკ კენას სიკვდილის შემდეგ, ფირმა მისი ვაჟიშვილის ხელში გადავიდა. ამ მომენტიდან წარმოებამ გაფართოება დაიწყო.
1953 წლიდან კომპანიამ მიკროხრახნების სისტემა Micro Groove დანერგა. ამ ტექნოლოგიით ხრახნილი ლულების დამზადება მკვეთრად გამარტივდა.
1969 წლიდან საწარმო ახალ შენობაში გადავიდა. ფირმა დღესაც კენას ოჯახის საკუთრებაა.
ფირმის გლუვლულიანი სანადირო პროდუქციიდან აღსანისნავია ორი გლუვლულიანი ბატზე სანადიროდ და რამდენიმე 12 ყალიბის მოდელი, რომელთაც გააჩნიათ ხრახნები. ისინი განკუთვნილია ტყვიის სასროლად საშუალო ზომის ნადირზე სანადიროდ.

 

 

 

 

ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად ჩემს "ბზიკზე" :) გავანოლე მანქანაზე კილომეტრაჟის მაჩვენებელი და ზუსტად 100მ გავჩერდი (მანამდე დაახლოებით 25 მ "ცელიკი" გავასწორე ცოტა მარჯვნივ ცოტა მარცხნივ როგორც ხდება ხოლმე...  :)   )   შედეგით კმაყოფილი არ ვარ ! ძალიან კმაყოფილი ვარ. სამიდან სამი  

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დას იზ გუუდ :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:ვაჟა-ფშაველას #2
  • წარმოშობა:სამეგრელო

http://prepperarchiv...-range-targets/

ამ საიტიდან შეგიძლიათ  A4 ზე ამობეჭდოთ ეგრეთ წოდებული "მიშენიები"



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:ვაჟა-ფშაველას #2
  • წარმოშობა:სამეგრელო

ეს ვაზნები გამოვიყენე: SELLIER&BELLOT 22 LR HV HP, 38 gr



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეგ ქარავანში როა თუ მაგნუმში?????


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:ვაჟა-ფშაველას #2
  • წარმოშობა:სამეგრელო

ბაბუ რა იგულისხმე ვაზნები თუ კარაბინი?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა ვიყიდი მად ვაზნებს და ჩემს წამოვიღებ მერე და დავტესტოთ. ბერძენა , გუგა და ლუკაც ხშირად არიან ამ საქმით დაკვებულები , ჩვენ სასროლეთში. ხოდა ვმეც გადავწყვიტე რომ შემოგიერთდეთ :good:


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მოგელასმებით ლეგიეონერებო, ახლახანს დავრეგისტრირდი ამ საიტზე, კეთილი იყოს ჩემი ფეხი, ნანადირევი ნუ მოგაკლოთ ღმერთმა  :D 
ეხლა ვიდგავ ფეხს ნადირობის სფეროში მოკლეთ "სალაგა" ვარ. ორი კვირაა რაც რემინგტონ 597 HB შევიძინე ბაუერის 4X32 ოპტიკით ქარავანში. ჩემი აზრით ცუდი არჩევანი არაა სტარტისათვის. 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაუმარჯოს კაუბულზოს! ცოტა ძნელი სახელი აგირჩევია , მარა არა უშავს მივეჩცვევით . რაც შეეხება აქაურობას. თუ რამე დაგჭირდეს  ყველაფერში დაგეხმარებიათ. აქ მნიშვნელი არ აქვს ადმინს კითხავ თუ ჩვეულებრივ წევრს. ვინც კომპეტენტური იქნება ნებისმიერი მოგეხმარება. პირველ რიგში მინდა დითხრა საუბარი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ამ განყოფილებაში  http://legion.ge/ind...ორუმის-შესახებ/ თავისუფალ თემაში. პირადი მიმოკითხვა და ა.შ.

ყველა სხვა არის თემატურები. ასე რომ ეხლა გადავინაცვლოთ იმ თემაში რომელიც მიგითითე და მერე ნებისმიერ კითხვაზე (კომპეტენციის ფარგლებში) გიპასუხებ ;)


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:ვაჟა-ფშაველას #2
  • წარმოშობა:სამეგრელო

ბაბუ ,თოფი ქარავანში, ვაზნები გუდვილში :)

50ცალი 22.5 ლარი



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო მაგი გკითხე ვაზნები...... ისე რა დროს ესაა ეხლა 12 კალიბრის 9 10 და 11 ნომრებს უნდა ტესტავდე ძმა. 2 კვირაში მწყერს უნდა ვეომოთ და რომელი ვაზნები შეუკვეთოთ ისაა ეხლა მოსაფიქრებელი ;)

რას იტყვი გიო?


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 48 პოსტი
  • მისამართი:ვაჟა-ფშაველას #2
  • წარმოშობა:სამეგრელო

კულას შარშან კაი ესპანური ვაზნები ქონდა ჩემს თოფს "მოუხდა" :) იმედია მარაგი აქვს :)



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიო 100 მეტრისთვის კარგი შედეგია, ერთი რაც მაინტერესებს იარაღი დაფიქსირებული იყო თუ თავისუფალი???


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37364 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კულას შარშან კაი ესპანური ვაზნები ქონდა ჩემს თოფს "მოუხდა" :) იმედია მარაგი აქვს :)

ტყვია-წამალის თემა ნახე? ბუგატის აღებს ცფიქრობთ ,ჩვენ პარტნიორ მაღაზიებში იაფად და თან დატესტვის რეჟიმშია რამოდენიმე  ფირმის ვაზნა.


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გაუმარჯოს კაუბულზოს! ცოტა ძნელი სახელი აგირჩევია , მარა არა უშავს მივეჩცვევით . რაც შეეხება აქაურობას. თუ რამე დაგჭირდეს  ყველაფერში დაგეხმარებიათ. აქ მნიშვნელი არ აქვს ადმინს კითხავ თუ ჩვეულებრივ წევრს. ვინც კომპეტენტური იქნება ნებისმიერი მოგეხმარება. პირველ რიგში მინდა დითხრა საუბარი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ამ განყოფილებაში  http://legion.ge/ind...ორუმის-შესახებ/ თავისუფალ თემაში. პირადი მიმოკითხვა და ა.შ.

ყველა სხვა არის თემატურები. ასე რომ ეხლა გადავინაცვლოთ იმ თემაში რომელიც მიგითითე და მერე ნებისმიერ კითხვაზე (კომპეტენციის ფარგლებში) გიპასუხებ ;)

მადლობა ყურადღებისათვის.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი