Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბრანდლ-ბრაკი

Untitlesd-13.jpg

 

 

ბრანდლ-ბრაკი – Brandel brak

ბრანდლ-ბრაკი ანუ იგივე-მოკლებეწვიანი ავსტრიული მდევარი – სანადირო ძაღლის უძველესი ჯიშია, რომელსაც სხვადასხვა ვარიანტების სახით ალპების ავსტრიულ ნაწილში ამრავლებდნენ. ეს ძაღლები როგროც ვარაუდობენ, ევროპაში ერთ დროს, ფართოდ გავრცელებულ შავი-რუჟიანი მდევრებიდან უნდა იყვნენ გამოყვანილნი. ბრანდლ-ბრაკები ავსტრიის საზღვრებს მიღმა, პრაქტიკულად ცნობილი არ არის. იგი საშუალო ზომის (სიმაღლე 46-58 სმ.-ია წონა, 23კგ.-მდეა), გაწონასწორებული ფსიქიკის, ძლიერი, ენერგიული, ძაღლია. ფერად შავია, რუჟით. თეთრი ლაქები დასაშვები, მაგრამ არასასურველია. იშვიათად ყავისფერ-წითურ ფერის ძაღლებიც შეიძლება გამოერიოს. შემოსილია ბზინვარე, უხეში, ხშირი ბეწვით.

თავი – საშუალო ზომის აქვს, შედარებით განიერი შუბლის ნაწილითა და წინ წაწვეტებული დრუნჩით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრადაა გამოხატული.
ყურები – საშუალო სიგრძის აქვს, მაღლა დაყენებული, ჩამოკიდებული, ბოლოში მომრგვალებული.
თვალები – მუქი ყავისფერი. წაგრძელებული ფორმატისაა სწორი ზურგის ხაზითა და ოდნავ წაკვეთილი გავით.
მკერდი – ფართო და ღრმად დაშვებული აქვს
კუდი – ოდნავ შემოხრილი, ძირში უფრო მსხვილი, ქვედა მხარეს უხეში ბეწვით დაფარული.

ბრანდლ-ბრაკი გამორჩეული ყნოსვის ძაღლია, კარგად დასდევს ნებისმიერ ნადირს, ოღონდ უხმოდ. მიუხედავად ამისა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ავსტრიელი მონადირეები დიდად აფასებენ, როგორც გადაკიდებული დევნის, მომპოვებელ ძაღლს. ზედმეტად ენერგიული ბრაკი სახლის პირობებში



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მომწონს ეს ჯიში...

მაგრამ ესეც საქმეში არ მინახია...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის ტრანსილვანიურს გავს მაგრად გავს ძალიან ვიზუალით არა??? მოვიძიებ სურათს და დავდებ


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტრანსილვანიური მდევარი


6tq5l.jpg

xap8d.jpg

fookb.jpg

t0mcl.jpg

სტანდარტის ძირითადი შტრიხებია:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.

თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი - ყავისფერი.

ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული.

კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.

კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.

კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.

ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით - მაღალი ძაღლებისათვის.

ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.

სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი:
55-65 სმ.


დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია - ტრანსილვანიური მდევარი.
ტრანსილვანიური მდევარი ანუ ერდელი კოპო - უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც ვარაუდობენ მადიარების მიერ IX საუკუნეში რუმინეთსი შეყვანილი ძაღლების ადგილობრივი და პოლონური წარმოშობის მდევრებთან შეჯვარებთაა მიღებული. ამჟამად ამ ძაღლების ორი ტიპი არსებობს - მსხვილი, ანუ უფრო მაღალი და მომცრო, ანუ დაბალი. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული და მათ ძირითადად მსხვილ ნადირზე - გარეულ ღორზე, ირემსა და ფოცხვერზე სანადიროდ იყენებენ. სათანადოდ დაგშილი ძაღლები კი რეტრივერების ფუნქციასაც მშვენივრად ასრულებენ - უპრობლემოდ მოაქვთ ნანადირევი. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ძალიან უყვართ, დაბალი ტანის მდევრები მცირერიცხოვანია და თითქმის გადაშენების პირასაა მისული. ჩვენთვის ქართველი მონადირეებისთვის სწორედ ასეთი, მეორე ტიპის ძაღლებია საინტერესო, რადგან ისინი გამორჩეული ოსტატობით დასდევენ კურდღელსა და მელას.
ტრანსილვანიური მდევრები საუცხოო ყნოსვის მქონე, დაუღლელი, აზარტული და გულადიძაღლებია, რომლებიც კარგად ნადირობენ ნებისმიერ ლანდშაპტში; როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს არცაა გასაკვირი - ჯიშის ფორმირება, ძირითადად, კარპატების რეგიონში მოხდა. სადაც მდინარეებით დაქსელილი სავარგულები ბიოტიპის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აქ ტრამალებს ჯაგნარები ცვლის, ჯაგნარებს ტყეები და ა.შ. ამ ჯიშის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა - უშეცდომო ორიენტაციის უნარი უცხო გარემოშიც კი.
ტრანსილვანიური მდევრები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ პატრონს სცნობენ, ადვილად იწვრთნებინ, მაგრამ გაშვისას დიდ ძალისხმევას, შემდგომში კი რეგულარულ ტარებასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. არ არიან აგრესიულები სხვა ძაღლებისა და შინაური ცხოველების მიმართ.

ჟურნალი "ნადირობა".


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა მაგრად გვანა ერთმანეთს....

ისე ჩემი ავსტრიელი პარტნიორი , ასევე ჩემი ძმაკაცი (რომელიც ავსტრიაში ცხოვრობენ. ვენაში) მთავაზობდნენ ამ ჯიშის ძაღლების გამოგზავნას და......ჰა?


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბაბუ რა ჯობია ახალი სისხლის შემოყვანას თუ შეგიძლიათ.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 ვისთან გავაჩეროთ????


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
vinmes ginaxavt saqmeshi es dzagli??? marto nadirobs tu xrovashi. rogori devna aqvs? es detalebi dzslian saintereso da mnishvnelovania

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრანდლ-ბრაკი გამორჩეული ყნოსვის ძაღლია, კარგად დასდევს ნებისმიერ ნადირს, ოღონდ უხმოდ. მიუხედავად ამისა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ავსტრიელი მონადირეები დიდად აფასებენ, როგორც გადაკიდებული დევნის, მომპოვებელ ძაღლს. ზედმეტად ენერგიული ბრაკი სახლის პირობებში.

 

 

უხმოდ დასდევსოოოო?????


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
xo da mag ucmod devna ravaria ver warmomidgenia ))) saidan daesizmreba monadires ra xdeba tyeshi

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგები დამატებულ

1175261_125.jpg

53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი