Jump to content


ამ თემას აქვს 21 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ნემსკავები

 
hooks_on_finger.jpg
 
             Fly Fishing - ში ნემსკავებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. გამომდინარე იქედან, რომ იმიტაცია სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი მასალებისაგან მზადდება და ეს მასალები რეალური პროტოტიპის ფაქტურისაგან საკმაოდ განსხვავედება, თევზი ძალიან სწრაფად ხვდება, რომ "მოატყუეს" და აგდებს იმიტაციას, ამიტომ ხარისხიანი ნემსკავი კრიტიკულად აუცილებელია. თანამედროვე მწარმოებელი ამ კატეგორიის ნემსკავებს საერთოდ ცალკე კასტად განიხილავს და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. 
            ჩვენი მეთოდისათვის განკუთვნილი ნემსკავების აბსოლუტური უმეტესობა გამოირჩევა დაახლოებით 45 გრადუსით ქვევით დახრილი თვალით (eye)
 
hookanatomy.jpg

            ეს ტრადიცია ჯერ კიდევ პირველი საორაგულე ნემსკავებიდან მომდინარეობს, ადრე სატარებლად იყენებდნენ აბრეშუმის და სხვა ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ძაფებს, მათი ფაქტურიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ნემსკავის დაფიქსირება ჩვენთვის ცნობილი მეთოდით, ამიტომ კვანძის გაკეთება ხდებოდა არა თვალზე, არამედ თვალის გავლით უშუალოდ ნემსკავის ტანზე (shank), რათა შენარჩუნებულ ყოფილიყო იმიტაციის  ბუნებრივად, მისი ფიზიკური ღერძის გასწვრივ გატარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე ხდებოდა თვალის გადახრა ზევით ან ქვევით. როგორც უკვე აღვნიშნეთ დღესდღეისობით ნემსკავთა უმეტესობა მზადდება ქვევით დახრილი თვალით, თუმცა არსებობს ვარიანტები, სადაც თვალი გადახრილი არ არის, მაგალითად Tiemco 200 R. ასევე შესაძლებელია შეგხვდეთ ნემსკავები ზევით გადახრილი თვალით.
            ნემსკავების თანამედროვე კლასიფიკაცია ხდება ზომის, ფორმის, სიგრძის, მავთულის სისქის, ფერისა და იმის მიხედვით აქვს თუ არა ნემსკავს ფხა (barb).
            თანამედროვე კლასიფიკაციით არსებობს შემდეგი ძირითადი, პოპულარული ზომები 32 - დან 2 ნომრამდე, შემდეგ უკვე მოდის სპეციალური, მაგალითად საორაგულე ნემსკავები, რომლებიც წილადებით აღინიშნება, მაგალითად 1/0 და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ერთი და იგივე ზომის ნემსკავები შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ, მაგალითად Tiemco 200 R და მისი "ანალოგი", კომპანია Mustad - ის მიერ წარმოებული C53S მოდელის ნემსკავი მართალია ფორმით ერთი და იგივეა, მაგრამ ზომით შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
              მავთულის სისქე აღინიშნება X - ებით. ადვილი მიახვედრია, რომ უმჯობესია მშრალი იმიტაცისავის გამოვიყენოთ წვრილი მავთულისაგან დამზადებული ნემსკავი, რათა სატყუარამ ადვილად იტივტივოს, ხოლო ნიმფისათვის კი პირიქით. მაგალითად მშრალი იმიტაციებისათვის განკუთვნილი Tiemco 100  აღინიშნება, როგორც 1X fine,
 
s7_310498_999_01.jpg
 
 
ხოლო ნიმფებისათვის განკუთვნილი Tiemco 2457 კი როგორც 2X heavy,
 
s7_310506_999_01.jpg
      
            რაც უფრო დიდია ციფრი X-ის წინ მით უფრო სქელია მავთული.
           ანალოგიურად X - ით აღინიშნება ნემსკავის ტანის სიგრძეც, მაგალითად სტრიმერები დასამზადებელი გრძელი ნემსკავი Tiemco 5262  აღინიშნება, როგორც 2X long, ამ შემთხვევაშიც რაც უფრო დიდია ციფრი X-ის წინ მით უფრო გრძელია ნემსკავის ტანი.
           ფორმის მიხედვით არსებობს სტანდარტული, მაგალითად იგივე Tiemco 100, მოხრილი ე.წ. scud hooks მაგალითად Tiemco 2457, swimming nymph ტიპის ნემსკავები, რომლებიც გამოიყენება  წყლის შუა ფენაში მოცურავე ნიმფების იმიტირებისათვის
 
d1770.jpg
 
             სპეციალურად klinkhammer - ისათვის შექმნილი Klinkhammer  Hook 
partridge-15g-klinkhammer-hook.jpg
            და მრავალი სხვა.
            არსებობს ე.წ. wide gape ნემსკავებიც, რომლებსაც, სტანდარტულისგან განსხვავებით, უფრო დიდი პირი gape აქვთ, რაც მწარმოებლის აზრით ზრდის თევზის საიმედოდ წამოგების ალბათობას.
            რაც შეეხება ფერს, ძირითადად არსებობს მონიკელებული, სპილენძისფერი და შავი ნემსკავები, რომელთა შერჩევაც კონკრეტული თევზაობის პირობების მიხედვით ხდება.
           მოკლედ დღესდღეისობით ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Tiemco, Partridge, Kamasan, Mustad, Dai-Kiri და სხვები გვთავაზობენ ნემსკავების ძალიან დიდ არჩევანს, რომლებიც ზუსტად შეესაბამებიან ამა თუ იმიტაციის დამზადებისათვის  წაყენებულ მოთხოვნებს, მთავარია ეს კონკრეტული მოთხოვნები კარგად გვქონდეს წარმოდგენილი და შედეგიც, იდეალური იმიტაციის სახით, არ დააყოვნებს
                   ესეც საკმაოდ საინტერესო ვიდეორგოლი ნემსკავების შესახებ                
            

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი ამითი მართლა რაიმე იჭირება??? (მარჯვენათი)hooks_on_finger.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კი ბაბულიკო
.:)
საყლაპავს ეძახიან.უფრო მდინარეზე გამოიყენებენ..

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კი მარა ამან რა უნდა ამოიყვანოს? ან ლიფსიტა ან რაღაც ამის მაგვარი. რა წონას გაუძლებს? ხო მოწყდება ოდნაც დისდი თუ გამოედო?

 

1083609_125.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
შესაბამისი წონისადმი გამძლეობა აგვს ნემსკავს.

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ ძალიან პატარა თევზს გულისხმობ ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მდინარის თევძი რომელსაც სუსუტი ტუჩები აქვს და პატარა პირე ესეთი ნემსკავი უნდა იხმარო გადაყლაპავს და თევზიც შენია



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*

  • Find Topics
  • სტუმარი

პატარა ნემსკავს თავისი დანიშნულება აქვს, ის დიდ  ტევზეც გამოიყენება მარა შესაბამის წონაზე და ნემსკავის ხარისხზეც, არის საყლაპავები რომელიც 10 კილოსაც უზლებს, თევზაობისას მარტო ნემსკავის სიზლიერე არ არის აუცილებელი ბევრი რამ უნდა იცოდეს მეტევზემ, საყლაპავი ზირითადად მდინარეზე გამოიყენება, შამაიაზე ხრამულზე მურწა და ასე შემდეგ. ადგილს გააჩნია სად ტევზაობ.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

hooks_on_finger.jpgამ პატარამ შეიძლება 10 კილოს გაუძლოს?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

5კლ-მდე გაუძლებს 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვერ წარმომიდგენია.....ბოლო ბოლო სიღრმეც ხომ უნდა , მოდების?


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

იმიტომ არის საყაპავი რომ ნაწლავებში გადააქვს და იქ წამოედება 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნაწლავებში გამოდებულს როგორ ხსნით?


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სპეციალური ხელსაწყოა და იმითი..ან ჩაატოვებ შიგნით და გამოწალვის დროს ამოიღებ



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო რაღაც დაგავიწყდა, სამ ზნაეშ ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?