Jump to content


ამ თემას აქვს 74 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეფეთ მეფეო...

 

 

მეამაყება, რომ ქართველი ვარ...

 1920008_738215549535380_485301506_n.jpg

ეფეთ მეფეო...

საქართველოსთვის მებრძოლო ლომო,
მეფეთ მეფეო,რწმენავ დიდების,
იმ საუკუნეს,იმ მატეანეს,
ჰქვია ეპოქა მარად იმედის.

ბუმბერაზ მხრებზე დაიდგი ბედი,
ქართველი კაცის დუხჭირ ცხოვრების,
ნიკოფსიითგან დარუბანდამდე,
გაძლიერება შეძელი ერის.

არ დაანებე მტერს საქართველო,
ღამეებს ტეხდი მოდგმის ამაგში,
არცერთ ბრძოლაში გაუმარჯვებლად,
არ ჩაგიგია ხმალი ქარქაშში.

და,ამხედრებულს მხედარს ბრძოლაშიც,
არ გაგიშვია ხელიდან წიგნი,
როცა გხედავდნენ ხელში პერგასით,
სულ სხვანაირად ხდებოდი მშვიდი.

შენს დანაბარებს გელათის მიწა,
ინახავს,როგორც ხატებას გმირის,
შენს საფლავს დადგმულ ქართველთა ფეხში,
უხილვად,თითქოს ძარღვებიც სტირის.

 

https://literatura.mcvane.ge. ავტორი უცნობი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
es leqsebis temsshi dadoT ajobebs...yvels lewsss rom calcalke tema gavuxsnat...forumze adgili agar darcheba.:)

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
იოსებ ნონეშვილი - დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს

 

 

 

 

 

 

 

 

86d1cc50e206.gif

 

 

 

დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის...
დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს
არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს
მოაწყდა მტერი მუქარით, დავით...
მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან
აღიღო ხმალი
მეფემან დავით.

და სცეს ნაღარას და ბარბითს რა წამს
წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად.
პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა
და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას.

გაიძგრიალა ცაში ჰოროლმა,
მოზიდეს შვილდიც,
ბოძალიც სტყორცნეს...
მეფის ნახმლევი თითო-ოროლა
ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს.

დაზაფრეს მტერი,
თავზარი დასცეს,
დაცხრილეს ზეცა,
გატორეს ტევრი...
და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ,
დაცალეწეს და აოტეს მტერი...

რამეთუ დედასამშობლოს დაცვა,
რამეთუ დაცვა
მშობელი ერის,
რამეთუ დაცვა
რჯულის და ენის
ერთს აქცევს ასად...

დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, -
როდია მთავარ
სიმრავლე ჯარის...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის.

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ,
რეკდა დიდგორი „ჰკა მაგრად“, „ვაშად“...
ცოტნე დადიანს ეხატა გულზე,
ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს.

ხმა დიდგორისა
დედების ლოცვად,
ხმა დიდგორისა
მამების რისხვად
გვიხმობდა მებრძოლს,
გლეხკაცს თუ მგოსანს:
- სამშობლო ვიხსნათ!

დიდგორით მტერი შემდეგშიც ვძლიეთ,
გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ...
იქნებ დიდგორიც
რუსთველის გმირებს
აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?!

რუხს და ბასიანს,
მარტყოფს, მარაბდას
გვედგა დავითის აჩრდილი დიდი.
ის გვამხნევებდა და გვიფარავდა
და დავითფერულს თამამად ვცდიდით.

...დრო გადის
...ჩვენს მთებს,
დიდგორის კალთებს
მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორით დიდი იმედიც არის!

იოსებ ნონეშვილი
1972

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო დადე სადაც დასადებია და მერე იქვე გაგრძელდება  და ეგაა რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს
 

 

 

 

 

 

 

1292533554_sapara.jpg

როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს,

დავკარგე ძალა და მადლი მისი,

მე მირჩევნია ჩემი ღარიბი

ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი,

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში,

სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული,

ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები

თითქოს თამაშით ვიყო გართული,

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი

შევიწროვება ვიგრძენი მაშინ,

უცხო კანონებს ვემორჩილები

დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი,

ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა

და პატრიოტი ქართველი მერქვა

მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები

ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა,

სადაც ვიქნები სულ მეყვარება

ჩემი მთები და ჩემი ბუნება,

რაც მთავარია... მემახსოვრება:

ენა!მამული! სარწმუნოება!

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს

დავკარგე ძალა და მადლი მისი,

მე მირჩევნია ჩემი ღარიბი

ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჯანსულ ჩარკვიანი - საქართველო

  | 

 520371d33a815.jpg


მაგ ერთი მუჭა ხალხიდან –
გმირი და გმირი უთვლელი,
მარტო ილია რად ღირდა,
რად ღირდა დიდი რუსთველი.

დიდი ხარ, სანატრელი ხარ,
ხმალჩაუგები გმირი ხარ,
მზე ჩნდება, სადაც მღერიხარ,
ზღვა ჩნდება, სადაც ტირიხარ.

მაგრამ შენ, ჩემო იმედო,
მაინც ვერ დგახარ ამაყად,
ტყვიისთვის რომ გაიმეტონ,
ისეთი შვილი არა გყავს.

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მე ქართველი ვარ და როგორც ყველას   1e2f42988dc3.jpg

 

 

მე ქართველი ვარ და როგორც ყველას,
უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქვეყანა,
კვლავ დამესიზმრა სამშობლოს გზებზე
სულ იები და ვარდი ეყარა...
ისევ მოვყვები საქართველოს გზებს,
არაგვზე თეთრი სქელი ნისლია,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
უსაქართველოდ არ შემიძლია...
საქართველოა ჩემი საუნჯე,
ჩემი ოცნება, ჩემი ხატება...
მე ქართველი ვარ, ქართველთა მოდგმა
და ქართველობა მეამაყება..

 



 
 
 

             

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სიკვდილი უკანასკნელი ხორნაბუჯელისა
ლოვარდ ტუხაშვილი
 
 
14251457763195.jpg

შორეულ წარსულში ჰერეთის შუაგულში, ცივ-გომბორის ქედის დასასრულს, იქ სადაც ივრის ზეგანი ფრიალო კბოდეთი გადადის ალაზნისპირეთში, აუგიათ მიუვალი ციხე-სიმაგრე ხორნაბუჯი. ეს სახელი მრავალნაირად აიხსნება. ,,მზის საყრდენს“ ნიშნავს ძველ ირანულად ხორნაბუჯი. ზოგი ფიქრობს, რომ ამ სახელში შემონახულია უძველესი ქართული ტომის ხორე-ბის მთავარი საცხოვრისი, სხვაგვარი განმარტებაც არის: ,,ხორნაბუჯი - ხორების ყურეაო“ ანდა ქორა-ხოშას“ უკავშირებენ, ტომის მამასახლისის ადგილსამყოფელს გულისხმობენ. ოდესღაც არსებობდა სახელგანთქმული არისტოკრატიული საგვარეულო ხორხორუნები, მეტსახელად მალხაზ-ხორხორუნები. ასეთი ვარაუდიც გამოითქვა, ხორხორუნები და მათი ,,მალხაზები“ (,,მალხაზი“ მამასახლისთანაა გაიგივებული) უხსოვარი დროიდან სწორედ ხორნაბუჯში ბინადრობდნენ. ზოგი თვლის, რომ სახელწოდებაში აისახა ,,ხორანბუდი“, ე.ი. ქვეყნის დაბა ან ,,მზის ბურჯი“, ცხადი მხოლოდ ერთია: ხორნაბუჯი ყოველთვის იყო ქართველთა საიმედო ციხე-სიმაგრე და მშვენიერი, ლაღი, ამპარტავანი ქალაქი. მისი დაარსება მიეწერება მეფე ბაკურს, IV ს-ში მოღვაწე მეფეს (მეფე ვარაზ-ბაქარსაც ასახელებენ). V ს-ში მეფე ვახტანგ გორგასლანმა ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. VI ს-ში ციხე-ქალაქს ირანელები დაეპატრონენ, დიდხანს იდგა ირანული გარნიზონი ამ ქალაქში. გარნიზონის უფროსი მთელ მხარეს აკონტროლებდა, ცნობილია ხორნაბუჯის ირანელი მმართველი ვინმე ვეჟან ბუზბირი, ირანის მეფის ნაცვლის ბარამ ჩუბინის მოხელე. მოვიდნენ სამხრეთიდან პირველი ბაგრატიონები, მათ შორის ასამ და ვარაზვარდიმ აუჯანყეს ქართველობა ირანელებს, დაეუფლნენ ხორნაბუჯს, ზესთა (ე.ი. ყველაზე მაღალ) კოშკზე ეროვნული დროშა ააფრიალეს, მაშინ ბაგრატიონები ჯერ სამეფო დინასტიად არ იყო გადაქცეული. იმძლავრეს ხორნაბუჯელმა ბაგრატიონებმა, შორს, დასავლეთით გასწიეს საზღვრები. მათი განაყარნი არიან ჰერეთის ბაგრატიონები.

ქ. ხორნაბუჯი დიდხანს გადადიოდა ხელიდან ხელში, მის შეუვალ კედლებს ერკინებოდნენ: არაბები, თურქ-სელჯუკები, სპარსელები. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით XII ს-მდე (ე.ი. თვით ისტორიკოსის ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდამდე) ხორნაბუჯის მმართველები კვლავ ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ. XII ს-დან ჰერეთის ბაგრატიონები რამდენიმე გვარად გაიყვნენ, მათგან წარმოიშვა გრიგოლისძეთა და მახატლისძეთა საგვარეულოები. მახატლისძეები დაეუფლნენ ხორნაბუჯის საერისთაოს, რომელიც მოიცავდა თანამედროვე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მიდამოებს. მეფე თამარის ეპოქაში გამოირჩევა სახელგანთქმული ერისთავთერისთავი საღირ მახატლისძე, სწორედ მან მიაყენა უდიდესი დარტყმა თამარის პირველ მეუღლეს გიორგი რუსს, რომელიც 1191 წ. განძის ლაშქრით შემოიჭრა კამბეჩოვანში, ანუ გვიანდელ ქიზიყში (ხორნაბუჯის საერისთაო მთლიანად მოიცავდა კამბეჩოვანის ქვეყანას ანუ გვიანდელ ქიზიყს). მახატლისძეებს საქართველოს ისტორია იცნობს ხორნაბუჯელთა სახელით, იმდენად ძლიერი იყო ხორნაბუჯელთა ავტორიტეტი, რომ ძველი გადმოცემებით ,,შიშითა ხორნაბუჯელებისა, ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა ბარდალს, განძას და შირვანს“. მონღოლთა ბატონობის შემდეგ საერისთაო უაღრესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთმანეთს დაუპირისპირდა მონღოლთა ორი იმპერია: ოქროს ურდო (მოიცავდა ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთს, ვოლგისპირეთს, ციმბირს, ყაზახეთს, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს) და ე.წ. საილხანო ანუ სამხრეთ-მონღოლური სახელმწიფო (მოიცავდა ავღანეთს, ირანს, ერაყს, მცირე აზიას, სირიას). ჩრდილოელი და სამხრეთელი მონღოლები ერთმანეთს ებრძოდნენ შირვანსა და აზერბაიჯანში, უშუალოდ ხორნაბუჯის საერისთაოს სიახლოვეს, ეს კი აიძულებდა ქართველობას თავის სურვილის წინააღმდეგ აქტიურად ჩაბმულიყო მონღოლთა პოლიტიკურ ვნებებში. XIII ს-ის შუალედისთვის ხორნაბუჯელთა არისტოკრატიული გვარი კვლავ საკმაოდ ძლიერი იყო. საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოირჩეოდა ხორნაბუჯის პატრონი, შესანიშნავი დიპლომატი და ბრწყინვალე მხედარი ბერი ხორნაბუჯელი (ბერი საკუთარი სახელია). ბერი ულუ-დავითის ეპოქაში გადიოდა სამეფო კარის უმაღლეს წრეებში. იგი დაახლოებული იყო, როგორც მეფე ულუ-დავითთან, ასევე დედოფალ ჯიგდა-ხათუნთან. ულუ-დავითი ცდილობდა მონღოლთა გულის მოგებას, ამიტომაც მისი ორი ცოლი ჯიგდა-ხათუნი და ესუქნი მონღოლთა ნოინების ასულები იყვნენ. სანამ მონღოლთა ორი საყაენო ერთმანეთს დაეჯახებოდა, საქართველოზე კონტროლს ახორციელებდა ოქროს ურდო. ოქროს ურდოს ყაენმა თავისთან გამოიძახა დავით-ულუ. მეფემ საგანგებო რწმუნებანი მისცა დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და ვინმე მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა ძალზე მცირე მოხელეობა იყო. დიდებულებმა იწყინეს ჯიქურის მართვა-გამგეობა, მაგრამ ჯიქურს ზურგს უმაგრებდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, რომლის უკან იდგნენ გავლენიანი მონღოლი ნოინები. ულუ-დავითმა გაითვალისწინა ქართველი დიდებულების პატივმოყვარეობა და ყაენთან წასვლის წინ თითოეული თემი ანუ მხარე დამატებით ჩააბარა გამორჩეულ ფეოდალებს. კახეთის მმართველად დაინიშნა თორღვა პანკელი. მეფე ულუ-დავითმა დიდხანს დაჰყო მონღოლებში, სახელმწიფოს განაგებდნენ დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მისი გამორჩეული პირი მესტუმრე ჯიქური. ჯიგდა-ხათუნი აქტიური ქალი გამოდგა, ენერგიულად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. ერთადერთი პიროვნება, რომელიც არ ემორჩილებოდა, იყო კახეთის მმართველი თორღვა პანკელი. რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ზუსტად არ არის ცნობილი. არსებობს ლეგენდა, რომ ჯიგდა-ხათუნს შეუყვარდა თორღვა პანკელი. მთიელმა ჭაბუკმა ფეოდალმა არ იკადრა მეფის სარეცლის შებღალვა, რამაც ძალზე გაანაწყენა ვნებააშლილი დედოფალი. თორღვა პანკელი ჩაიკეტა პანკისის ხეობაში, საგვარეულო ციხე-სიმაგრეში, რომელსაც დღეს თორღვას ციხე ეწოდება. მესტუმრე ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა თორღვას პანკისის ხეობიდან გამოსატყუებლად. მან მოიხმო ბერი ხორნაბუჯელი და თორღვა პანკელთან შუამავლობა დაავალა. ბერი დაახლოებული იყო პანკისის ერისთავთან. აქ მხოლოდ საქმე პირად მეგობრობაში არ არის. საქმე ის არის, რომ პანკისის საერისთაოს ცხვარ-ძროხა იყენებდა ხორნაბუჯის საერისთაოს საძოვრებს. ბერი ხორნაბუჯელს ეეჭვებოდა თორღვა პანკელის ღალატი, ამიტომაც ამ ეტაპზე იგი საქმეში არ ჩაერია. ძალზე ავი იყო დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, ცბიერი იყო მესტუმრე ჯიქურიც. გადაწყვიტეეს თორღვა პანკელის დაღუპვა. ამ გეგმის შესრულება გადაიდო. გავიდა ხანი და ულუ-დავითი დაჯილდოებული დაბრუნდა ჩრდილოეთიდან. ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით, ე.წ. კაბადას ბოლოს, თეთრ წყალზე მიეგებნენ მეფეს ქართველი დიდებულები, მათ შორის არ იყო თორღვა პანკელი, ვერ მოვიდა შიშის გამო. ჩამოვიდა მეფე თბილისში. სამი მზგებსი (შვიდეული, ე.ი. კვირა) ზეიმობდა თბილისი მეფის წარმატებას, დაკნინებული იყო მაშინ ქართველთა ცნობიერება, გატეხილი იყო ამაყი სული. თამარის ეპოქას ყავლი გასვლოდა, როდესაც ქართველი მეფეები მხოლოდ ღმერთს სცნობდნენ თავისზე მაღლა მდგომად, უფრო მეტიც მეფე-თამარი ღმერთსაც გაუტოლეს და სამების (მამა-ღმერთი, სულიწმინდა, ძე-ღმერთი) მეოთხე ჰიპოსტაზად ანუ ნაწილად გამოაცხადეს. ახლა კი ულუ-დავითის ეპოქა იდგა. დასავლეთ საქართველო გათიშული იყო, იქ დავით-ნარინი დამოუკიდებლად მბრძანებლობდა. ასეთ შემთხვევაში მონღოლი ყაენის მოწყალე ღიმილიც კი დიდ გამარჯვებად აღიქმებოდა. არც ამ ზეიმზე გამოჩნდა თორღვა პანკელი, რამდენიმე გზის გამოიძახა მეფემ ქვეშევრდომი, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით ვერ დასძლია შიში თორღვა პანკელმა. ძალზე დიდი იყო დედოფალ ჯიგდა-ხათუნის გავლენა მეფეზე. ჯიგდა-ხათუნი არა მარტო ულამაზესი ქალი იყო, არამედ პოლიტიკურ თუ პირადულ ინტრიგებშიც ფრიად განსწავლული. იგი უშვილო იყო. ვერ გაბედა ვერაფრით მეფემ ამ მიზეზით მისი გაშვება. არადა სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე სჭირდებოდა. აქაც გამოსავალი თვითონ ჯიგდა-ხათუნმა იპოვა, მან მეფეს უფლება მისცა დროებითი ცოლი მოეყვანა. ასეთი ქალიც გამოიძებნა. ოსეთის დიდებულებისაგან შეარჩიეს ჯანმრთელი და ლამაზი ასული. ოსური არისტოკრატიის ჩამომავალი. ამ ახალგაზრდა ქალს ალთუნი ერქვა. არ არის გამორიცხული ალთუნის შერჩევაც მოხდა იმიტომ, რომ ოს ფეოდალთა ერთი ნაწილი თავს თვლიდა ბაგრატიონთა ჩამომავლად. ალთუნის ჩამოყვანის ერთი წლის შემდეგ დაიბადა უფლისწული გიორგი, მეორე წელს პრინცესა თამარი. შეუყვარდა ალთუნი მეფე ულუ-დავითს, მაგრამ სასტიკი და შეუპოვარი იყო ჯიგდა-ხათუნი, მან იშვილა ალთუნის ორივე შვილი და ალთუნი უკან ოსეთში გაამგზავრა. წავიდა უკან დროებით ბედნიერების მწვერვალზე აღტყორცნილი და იმავე ბედისგან ძირს დანარცხებული ალთუნი, დატოვა შეყვარებული, თუმცა დროებითი მეუღლე ულუ-დავითი და შესანიშნავი ქალ-ვაჟი. სამწუხაროდ, არც მის ქალ-ვაჟს დაჰყვათ ბედი ბედნიერი. მესტუმრე ჯიქური შედარებით დაბალი წარმოშობის პიროვნება იყო, თუმცა საკმაოდ გონიერი მმართველი, როგორც ჩანს იგი დაბალი ფენების - გლახაკების, ხეიბრების, ქვრივ-ობოლთა მფარველი ყოფილა, სამაგიეროდ საოცრად სძულდა ეს პიროვნება ქართულ არისტოკრატიას. სანამ ჯიგდა-ხათუნი მბრძანებლობდა, ჯიქური დაცული იყო, მაგრამ მალე დედოფალი გარდაიცვალა, დაივიწყა მეფე ულუ-დავითმა ისიც და ალთუნიც. დაქორწინდა გვანცა კახაბერიძეზე, ავაგ მხარგრძელის ცოლ-ყოფილზე, რომლისაგანაც შეეძინა მეფე დიმიტრი თავდადებული. გვანცა დედოფალს არ უყვარდა ჯიქური, მისი მითითებით შეუჩნდა მეფეს სუმბატ ორბელიანი, სომხითის ქართველი ფეოდალი, მან დაარწმუნა მეფე, რომ ჯიქური ყაენის ,,აგენტი“ იყო, თითქოს ჯიქური აცნობებდა ყაენს ულუ-დავითის სიმდიდრეს. მაშინაც მალავდნენ ქვეშევრდომები თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მალავდნენ იმიტომ, რომ გადასახადი შეემცირებინათ. უმანკო იყო მეფე დავით-ულუ, უმანკო და წრფელი, ასეთივე ეგონა სხვაც. დაუჯერა სუმბატ ორბელიანს, სასწრაფოდ გააგზავნა მსახურნი ჯიქურის მოსაყვანად. ისნის სასახლის ერთი ნაწილი მტკვარს გადაჰყურებდა, იქ მოუყვანეს მეფეს შესმენილი ჯიქური, აღარ მოუთმინა მეფემ შესმენილს, მისი ბრძანებით მის თვალწინ გადააგდეს მტკვარში ერთგული მოხელე. მეორე დღეს მოითხოვეს ქალაქის გლახაკებმა ჯიქურის გვამი, ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან. წაიყვანეს და რაც მათ შეძლებას შეეფერებოდა, დიდი პატივითაც დაკრძალეს. მალემრწმენი იყო მეფე დავით-ულუ, მოგვიანებით გვანცა დედოფალიც მოუკლეს თათრებმა, ახლა ისევ მონღოლი ქალი ესუქნი გადედოფლდა ისნის სასახლეში. მესტუმრე ჯიქურის ნაცვლად სახელმწიფოს მართავდა ნიჭიერი ,,კანცლერი“ ბასილი უჯარმელი - მწიგნობართუხუცესი. ახლა ფეოდალები ბასილ უჯარმელს გადაეკიდნენ, ისიც მარჯვედ მოაშორეს ხელისუფლებას. ესუქნის საყვარლობა დასწამეს მეფესთან. ესეც დაიჯერა მეფემ. მოაკვლევინა ბასილი. როგორც ჩანს, რაღაც კავშირი მართლაც ჰქონდა ბასილს ესუქნისთან. დაავადდა მეფე და წამებით გარდაიცვალა, გავრცელდა ჭორი, რომ მეფე ესუქნი დედოფალმა მოწამლა შურისათვის მისი მეგობარი ბასილი უჯარმელისა. ესუქნი იყო დიდი ნოინის ჭორმაოს ასული და ღვიძლი და დიდი სირმა ნოინისა. ჟამთააღმწერელი წერს: ,,ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყვის მოქმედი იყო მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავმტკივნეულობად მყოფისა და იჭვისა წამლისასა მიდოსხის და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისა თქმულ არს ესუქნის მიერ, შურისათვის ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან, უწესოებისათვის; რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა, და ჩო ხანიცა აღიხადა, და მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათვის მოიკლა ბასილი“. მაგრამ ყველაფერი ეს მოხდა გვიან, დავუბრუნდეთ პირველ თქმულს. არადა არ დაემორჩილა თორღვა პანკელი მეფის ბრძანებას. მესტუმრე ჯიქურმა კვლავ თავისი ვერაგული გეგმა გაიხსენა. ისევ ბერი ხორნაბუჯელს სთხოვა შუამავლობა, ოღონდ ახლა თვით მეფის ბრძანებით. წავიდა ბერი ხორნაბუჯელი თავის ძველ მეგობართან. იქეიფეს ძმადნაფიცებმა ალაზნისპირა ჭალებში. თორღვა პანკელმა გარანტია მოითხოვა, ჩავიდა მეფესთან ბერი ხორნაბუჯელი. ულუ-დავითმა თორღვას უვნებლობის პირობა მისცა, თან დაავალა მეფის სახელით პირობა ფიცით განემტკიცებინა, ხოლო ,,თორღუა რქუა: ,,წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მომინდევ“. და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოხსნა ფესვისაგან. ხოლო თორღუამან რქუა: ,,რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმინდამან გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდამან მთავარმოწამემან სახლი შენი“. და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან, ტაბახმელას, და შეურაცხ-ჰყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თვინიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს“.

მოხდა უდიდესი დანაშაული, დაირღვა ზნეობრივი პრინციპი, გატყდა ფიცი, მრისხანე იყო ალავერდის ტაძრის წმინდა გიორგის ხატის საპასუხო შურისძიება. ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათვის, იხილეთ: ,,...ბერი ხორნაბუჯელს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, სიკეთე-აღმატებული შალვა, საღირისძეთა უკანასკნელი იმედი. თითქოს გრძნობდა ოჯახი მომავალ უბედურებას. შალვას რამდენიმე ძე და ასული ჰყავდა. თორღვა პანკელის სიკვდილის შემდეგ, შალვას ორი ბავშვი მყისვე მოკვდა: ერთი ფრიალო კლდიდან გადმოვარდა, მეორე შხამიანმა ჯოჯომ დაგესლა. თითქოს ბოლომდე უნდა შეესვა შხამით სავსე ფიალა უკვე სიბერეში შესულ ბერს. ორი შვილიშვილის დაღუპვის შემდეგ მალე მთელი საერისთაო საშინელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ოქროს ურდოს მბრძანებელი ბერქა-ყაენი სამას ათასიანი ლაშქრით დაიძრა სამხრეთის მონღოლთა ურდოს - საილხანოს წინააღმდეგ. ჩრდილოეთელებმა გამოიარეს დარუბანდი და აპირებდნენ ირანში შეჭრას. 1263 წელი იყო, თვე აპრილი. რაღაც საოცრად ადიდებული მოდიოდა მდ. მტკვარი. ვერაფრით ვერ გადალახეს ბერქას მეომრებმა მდინარე. ჩვენდა საუბედუროდ ვიღაცამ ურჩია ყაენს, გაჰყოლოდა მტკვრის მარცხენა ნაპირს, თბილისში ასულიყო და მეტეხის ხიდით გადასულიყო სამხრეთში. დაიძრა ბერქა და ერთი მზგებსის შემდეგ ხორნაბუჯის საერისთაოში ჩამოაღწია მონგოლ-თათართა უზარმაზარმა ბრბოებმა. მტერმა ,,მოჭამა“ ივრისპირეთი და ალაზნისპირეთი, გაანადგურა აყვავებული სოფლები, გაძარცვა ეკლესია-მონასტრები, შემუსრა ციხე-სიმაგრეები. ქუდზე კაცი გამოიძახა შალვა ბერის-ძე საღირისძემ. ხორნაბუჯის საერისთაოს ლაშქარი თანამედროვე მაღაროს სამხრეთით განლაგდა, ყათრების ქედის წინამდებარე ველზე. ხუთი-შვიდი ათასი კაცის გამოყვანა შეეძლო მხოლოდ შალვა ერისთავს. აქეთ ხუთი-შვიდი ათასი ქართველი, იქით სამასი ათასი თათარი. არ გაჰყოლია ლაშქარს ბერი ხორნაბუჯელი, ეშინოდა ალავერდის შურისძიებას, მის გამო სხვებიც არ დაეღუპა, ამაო გამოდგა მისი ცდა. ხატის სასჯელი ტანჯვას ნიშნავს, სიკვდილი კი ტანჯვისგან გათავისუფლებას. სანამ ბოლომდე არ შესვამდა შხამის სამსალას ერისთავთ-ერისთავი, მის სულს მიქელ-გაბრიელი არ მიიღებდა. უთანასწორო ფიცხელი ბრძოლა გაიმართა ქიზიყის ბოლოს, მიწა იწვოდა მხედართა ფეხთა ქვეშ, დაემსხვრათ ქართველებს მახვილები, შემოეფლითათ ჯაჭვის პერანგები, სისხლისფრად შეიღება პატარა მდინარე ოლე. თათართა გვამებისაგან მთელი ბორცვები აღიმართა ივრისპირეთში. სამი ვაჟით იბრძოდა შალვა საღირისძე, სამივე დაეცა გმირული სიკვდილით, გაშმაგდა მამა, გაარღვია მონღოლ-თათართა რაზმები, მიიჭრა ყაენთან, ხმლით გადაუსერა მხარი, აჩეხეს შალვა მონღოლებმა. სამი დღის შემდეგ ბერქა-ყაენი გარეჯის მთებზე გარდაიცვალა. ისტორიული ტრადიციით ღმერთმა დასაჯა. ლეგენდა კი ამბობს, შალვა ხორნაბუჯელის მახვილისაგან მიყენებულმა ჭრილობამ მოუსწრაფაო სიცოცხლე. გარეჯის მთებიდან უკან გაბრუნდა მონღოლთა ლაშქარი, თითქოს მართლაც ალავერდის ხატის შურისძიებამ მოიყვანა მომხვდური აქ. მონღოლებმა ხორნაბუჯის საერისთაო შემუსრეს და უკან წავიდნენ. სამი დღე ელოდა ბერი ხორნაბუჯელი საყვარელ ვაჟს და შვილიშვილებს ბრძოლის ველიდან. სამი დღის შემდეგ მიხვდა, არავინ მოვიდოდა ბრძოლის ველიდან, თუნდაც მაცნე. ძალზე ბევრი იყო მომხვდური, ჩანს ერთი კაციც ვერ გამოიმეტა შალვამ მალემსრბოლის როლისათვის. აღიჭურვა ბერი ხორნაბუჯელი, რამდენიმე მოხუცი მეომარი და მღვდელი გამოიყოლა, შვიდი დღე ეძებდა ნაომარ ველზე საკუთარ ნაშიერებს, ვერაფრით ვერ გამოარჩია, ვერც შალვა და ვერც მისი სამი ვაჟი დაღუპული მეომრებიდან. უხმოდ დაბრუნდა დაცარიელებულ ქალაქში, სულ მაღლა, ზესთა კოშკზე ავიდა, ოთხი ანთებული სანთელი ხელში დაიჭირა და ზეცას შეღაღადა: ,,ალავერდის წმინდა გიორგის ხატო, ხომ ბოლომდე მაჩვენე უბედურება ჩემი, ხომ იცი უბრალო ვარ, მეფის ნდობამ წაბილწა სული ჩემი, ახლა მაკმარე სასჯელი დიდი, მიმიღე!“ მაღალი ფრიალო კბოდედან გადაეშვა ბერი ხორნაბუჯელი, ქვასავით დაენარცხა მიწას. ქიზიყში ეხლაც გიჩვენებენ ზესთა კოშკის წინ, ოდნავ შეწითლებულ ქვის ბასრ ნატეხს, ამ ქვაზე წამოეგოო ერისთავთ-ერისთავი, სწორედ მისი სისხლით არის შეწითლებული ეს ბასრკბილა, კაჟი ქვა, შეღამებისას კი ზესთა კოშკიდან ისმის ტირილი მოხუცი კაცისა. ქარიან დღეს ეს ხმა კლდის ნაპრალებში დარბის, მაშინ ნათლად გამოიკვეთება სიტყვები: ,,სადა ხარ შალვა, საღირ, დავით, გიორგი“. ეს მოხუცი ბერი ეძახის შვილს და შვილიშვილებს.

ასე დასრულდა ბაგრატიონთა ჩამომავლების, შეუპოვარი მახატლისძეების, ხორნაბუჯელთა სახელოვანი გვარის შვიდასწლიანი ისტორია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ლოვარდ ტუხაშვილი – მრისხანე გურჯები
ლოვარდ ტუხაშვილი
 
 
14215904736327.png

ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ქართველები ირანის შაჰების მზაკვრობით მოხვდნენ. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანს ორი პრობლემა გაუმწვავდა: ახალი - ავღანური და ტრადიციული - ქართული. ისპაჰანში გადაწყვიტეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისათვის მიესიათ... ქართლის სამეფოს უნდა დაქვემდებარებოდა მისგან ტერიტორიულად დაშორებული და უცხო ქვეყანა. ასეთ კავშირს დღეს ,,კოოპერაციული“ ეწოდება. ქართლის მეფეს უბოძეს ისპაჰანის გამგებლის, ირანის გვარდიის უფროსის, ქირმანისა და ბელუჯისტანის ხანის, ავღანეთის მბრძანებლის ტიტულები. ყველგან მას უნდა დაენიშნა მოადგილე - ,,ჯანიშინი“, ოღონდ ქართლის ჯარით ავღანეთში თავად უნდა ჩასულიყო. ასეთი ,,კოოპერაციული“ სამფლობელოს ცენტრად აირჩიეს ქ. კანდაგარი, მთავარ ციხე-სიმაგრედ - გირიშკი.

1703 წელს თბილისში ჯანიშინად დაჯდა ვახტანგ VI, ავღანეთში შევიდა გიორგი XI, მას 4000 ქართველი და 20000 ირანელი ახლდა. მამაცნი არიან ავღანელები, ერთ ღამეში გააქციეს 20000 ირანელი. მამაცნი იყვნენ მაშინდელი გურჯებიც. ჩამოიშორეს ირანელები - ხელს გვიშლიანო. საღამოს მიიჭრა აზნაური ცალქალამანიძე ავღანელთა ბანაკთან და გასძახა დამხვდურთ: ,,ირანელები არ გეგონოთ. მოვიდა საქართველოს ვალი გურგინ-ხანი“. შიშის ზარი დაეცა მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს ერთიანად შემუსრეს ქართველებმა 10-ჯერ მეტი მოწინააღმდეგე. აიღეს კანდაგარი, ჰერატი, ქაბული... ასე დაიწყო ავღანეთში ქართველთა ათწლიანი ,,ბატონობა“.

ვის ვემსახურებოდით, ვისთვის ვღვრიდით სისხლს? ავღანეთში ქართველებმა ორი თვისება გამოამჟღავნეს: საარაკო მამაცობა (4000 კაცი თავზარს სცემდა პუშტუნთა და ბელუჯთა მრავალრიცხოვან მეომარ ტომებს), - და სისასტიკე, არნახული დაუნდობლობა. ქართველთა რაზმებს ხშირად შაჰი ირანულ ლაშქარს უკან ჩაუყენებდა ხოლმე. ირანელ მეომრებს ზურგის უფრო ეშინოდათ და ბრძოლის ველიდან გამოქცევას მოწინააღმდეგესთან შეჯახებაში სიკვდილს ამჯობინებდნენ. თუ გაიმარჯვებდნენ, სახელსაც ხომ დაიგდებდნენ! ალავერდი ხან უნდილაძემ ყიზილბაშური ტომები ისე ამოჟლიტა. როდესაც შაჰმა უსაყვედურა, გადააჭარბეო, ასე გაიმართლა თავი: შენს ბრძანებას ვასრულებდიო. ჰო, ოღონდ ნამეტანი სიხალისითო, - გესლიანად ჩაიბურტყუნა შაჰ-აბას I-მა.

შაჰ-ჰუსეინმა ირანის დიქტატორად დანიშნა ლევან ვახტანგის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის მამა). ერთ კვირაში ათასობით თავი გაგორდა ისპაჰანში. მასაც შენიშვნა მისცეს. ხედავ რა სიმშვიდე ჩამოვაგდე, რას ითვლი გაგორებულ თავებს, ხალხის მეტი რა გყავსო, - უპასუხა ქართველმა დიქტატორმა. რა ენაღვლებოდა საქართველოს დამპყრობი ქვეყნის ქვეშევრდომთა მოჭრილი თავები...

ქართველთა სისასტიკე საქართველოს მიღმა სრულ შეუსაბამობაშია ქართულ ეროვნულ ხასიათთან. კი გვყავდა დიდი დავით აღმაშენებელი, ყველაზე მკაცრი ქართველი მეფე, ოღონდ მისი დაუნდობლობა საკუთარი ქვეყნის გადარჩენის აუცილებლობითაა ნასაზრდოები. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, სიკეთის მთესველი. უკეთურნიც გამოგვერიენ: ავგიორგი, კონსტანტინე მირზა, ლევან II დადიანი, მაინც თამარისეულმა სათნოებამ განსაზღვრა ნაციონალური ფსიქოლოგია. მშობლიურ სამანებს იქით ირღვეოდა ეს სათნოება.

,,ახალ საუკუნეებშიც“, რუსეთში გადახვეწილ ქართულ ემიგრაციას გულჩახვეულობის, განმარტოების, ,,გაუცხოების“ ნიშანი აზის.

რუსული ინტელიგენციის სულთამხუთავის, ბოროტი ტირანის გრაფ არაკჩეევის მამულს ,,გრუზინო“ ერქვა, იქვე ჩამომდინარე მდინარეს ,,გრუზინკა“, თვითონაც ნაქართველარ აზნაურებს დაუახლოვდა. ამიტომაც ეგონათ არაყიშვილი. არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთში მოხვედრილი ქართველი ქვეშეცნეულად ატარებდა გაუცნობიერებელ პროტესტს. დარწმუნებული ვარ, ირანის, თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის ქართველ დიდმოხელეებს გულის სიღრმეში ეზიზღებოდათ ის ქვეყნები, რომელსაც ემსახურებოდნენ. თუმცა, მაინც მათ საქმეებს აკეთებდნენ, ზოგჯერ მპყრობელ ხალხზე უკეთ და მარჯვედ.

არაკჩეევშჩინა იყო ბატონყმური რუსეთის ხსნა; სისასტიკე - ძველი სისტემის ხსნის მეთოდი. იგი იცავდა მას, რაც აღარ დაიცვებოდა. ამიტომ არაკჩეევს პროგრესისტებიც აგინებდნენ და რეაქციონერებიც.

მაშასადამე, სისასტიკე მოულოდნელობა არ იყო, მაგრამ ავღანეთში მაინც უღმერთოდ გაავდნენ გურჯები. გაუგებარია რა მოხდა, რამ შეცვალა ქართული სული კანდაგარში. გიორგი XI ლექსებს წერდა, სპარსულიდან თარგმნიდა, უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა. მაშ როგორ გავაანალიზოთ აუხსნელი ფენომენი, რომელიც ეროვნულ ქართულ სათნოებას სატანის ბრჭყალებში აქცევს უცხო მიწაზე? ქართული სიკეთე გარეთ რატომ იქცევა ბოროტებად, იუმორი - ცინიზმად, ქეიფი - ღრეობად, სიყვარული - სექსუალურ გახელებად?

ალბათ, ქართული ზნეობრივი კოდექსი მიუღებელი იყო აღმოსავლური სინამდვილისათვის. იქნებ ქართველი უცხო მხარეში სწორედ ისე იქცეოდა, როგორც ადგილობრივი ეთნოფსიქოლოგია კარნახობდა. თამარის შემდეგ ქართული ხასიათი რბილი რაინდიზმია, სახარებისეული სათნოება. ოღონ გვიან შუასაუკუნეებში თამარის ხაზი არ გამოდგა. აფთართა ხროვაში ვცხოვრობდით, სახარება კი არა, კბილების სიბასრე უფრო გადაგვარჩენდა. ჩვენ ვფიქრობთ, გიორგი XI ცდილობდა ავღანეთის აჯანყებას, რათა ირანის იმპერია დაეშალა. 1709 წელს ავღანეთში მოკლეს გიორგი XI. ტრაგიკული იყო გურგინ-ხანის დასასრული. თითქოს ბედისწერამ გასწირა. თვითონვე მიექანებოდა სიკვდილისაკენ.

კანდაგარში ქართველ ხანს ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა, აბდალთა ტომის ბელადი მირ-ვეისი. დააპატიმრეს ქართველებმა მირ-ვეისი, ირანში გაგზავნეს. დიდძალი ქრთამით დაიხსნა თავი ავღანელმა. უკან ჩამოვიდა. ერთმანეთს უთვალთვალონო, დაასკვნა შაჰმა. გაღიზიანებული გიორგი XI ხშირად აწვალებდა ავღანელს, აბუჩად იგდებდა (მირ-ვეისის ვაჟი - 15 წლის მირ-მაჰმუდი შეურაცხყოფილი გაიქცა შორეულ პროვინციაში. 10 წლის შემდეგ მან დაიპყრო ირანი და შაჰი გახდა).

მირ-ვეისმა აუჯანყა ქართველებს ერთ-ერთი ტომი. როდესაც ქართული ლაშქარი ალექსანდრე ბაგრატიონის მეთაურობით გავიდა კანდაგირიდან, გიორგი XI დარჩენილი ქართველებით თავისთან მიიპატიჟეს ავღანელებმა ნადიმზე. 20000 კაცი დაესხა ნასვამ ქართველებს. ერთიანად ამოჟლიტეს. ,,მოკვდა გურგინ-ხანი“, - შესძახა მირ-ვეისმა ამბოხებულებს. ,,იგი ირანის უპირველესი სარდალი იყო. პატივი მას!“ თოფები დააქუხეს ავღანელებმა, ,,მაგრამ იგი მტარვალი იყო“, - განაგრძო ავღანთა ბელადმა, - ,,ვათრიოთ იგი!“ 3 დღე ათრევდნენ ქართველ მეფეს გახარებული ავღანელები.

შაჰ-ჰუსეინმა ავღანეთის მბრძანებლად ახლა ქაიხოსრო I ბაგრატიონი დანიშნა, რომელიც მალე, კანდაგარზე იერიშისას დაიღუპა. იგი შეცვალა ჯერ ალექსანდრე ბაგრატიონმა, ხოლო 1712 წელს ვახტანგ VI-მ. ვახტანგ VI არ ჩავიდა კანდაგარში. ,,ქართული ღობის“ მოშლის შემდეგ ავღანელებმა თვითონ დაიპყრეს მთელი ირანი. ისპაჰანის აღებისას დაიღუპა კიდევ ერთი დიდი გურჯი - როსტომ ბაგრატიონი 100 ქართველითურთ. საკმარისი იყო გამოჩენილიყო თუნდაც 1000 ქართველი, ავღანელები უკან დაიხევდნენ, მაგრამ ვახტანგ VI-მ ხელი არ გაანძრია სეფიანთა იმპერიის დასაცავად. ავღანელთა მახვილმა და ქართველთა გულგრილობამ ბოლო მოუღო სეფიანთა დინასტიის მძლავრობას.

მრისხანე გურგინ-ხანი (გიორგი XI) ახლაც კარგად ახსოვთ ავღანეთში. ვინ არის ეს ბედკრული ქართველი მეფე? ირანის ფაქტობრივი დამანგრეველი. მაგრამ ვინ არის ჩვენთვის? გმირი? ხომ საამაყოა მისი გულადობა, სამხედრო ნიჭი, ამტანობა, მაგრამ მან თავისი სისასტიკით გააოგნა დიდიც და მცირეც (თუმცა ავღანეთში მის სისასტიკეს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, სისასტიკე პუშტუნურ ტომებში ჩვეულებრივი მოვლენაა). გიორგი XI და აღმოსავლეთის ქვეყნების ყველა ქართული წარმოშობის მბრძანებელი ჩვენი ტკივილია. რა იქნებოდა, ეს ტუნისიდან ინდოეთამდე გაბნეული ძალა რომ შენივთებულიყო? ქართველებს ალბათ ვერც ერთი იმპერია ვერ გადასძლევდა. კრწანისის ველზე 3000 კაცი ძლივს მოაგროვა მოხუცმა ერეკლე II-მ. სწორედ ამ დროს ერაყში 7-8 ათასი, ეგვიპტეში 18000 პროფესიონალი ქართველი მეომარი იყო. ახლა ირანის, თურქეთის, დიდი მოგოლის არმიებში მყოფი ქართველები?

ქართველთა ერთობა რომ ფრიად საშიში იყო, მოყვარემაც იცოდა და მტერმაც. ვერ ხერხდებოდა ერთიანობა, დაპყრობილი, დაწიხლული ქართველი ძალითა თუ ნებსით უცხო იმპერიების სამსახურში დგებოდა, - უცხოეთში გაიწოვებოდა ეროვნული ენერგია ქართველთა.

ვინ დაუფასა ,,გურჯებს“ სამსახური?

უდაბნოს ქვიშამ შეიშრო სისხლი მათი, უდაბნოს ქარმა ახვეტა ძვლები მათი. ყველამ უკან რომ მოგვიყაროს მათი საფლავები, ისევ ჩვენ უნდა ვუთხრათ შესანდობარი... საქართველოს სახელიანი თუ უსახელო შვილი, კეთილი თუ ბოროტი მაინც ჩვენია, სისხლი - სისხლთაგანი, ხორცი - ხორცთაგანი. მათ უკვე მიიღეს სასჯელი უდიდესი - უსამშობლობა.

პეტრე ბაგრატიონიც კი, რუსი ერის უსაყვარლესი გენერალი, დაივიწყეს მისთვის ესოდენ სასურველი ქვეყნის მმართველებმა. მისი ნეშტის გადმოსვენება ბოროდინოს ველზე სახელოვანი დენის დავიდოვის კერძო ინიციატივაა. დენის დავიდოვის კეთილშობილება კი ნაკვებია მისი გენერალთან გენეტიკური ნათესაობით.

უბედურია ყველა ქართველი წარმოშობის სულთანი, ფაშა, ხანი, ბეგი, ბეი, აღა, სპასალარი, შეიხ-ელ-ბალადი, ,,ვალი“, რადგან ყველაზე მაღალ საფეხურზე ასულნიც, სინამდვილეში მონები იყვნენ, მონები საკუთარი მდგომარეობისა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

ლოვარდ ტუხაშვილი – დამონებული ,,ამორძალები’’
ლოვარდ ტუხაშვილი
 
 
14086440635755.jpg

 

ჩვენი ძნელბედობის სუსხი მარტო ქარველ მამაკაცებს არ შეხებია. სამშობლოდან მიჰყავდათ ქართველი ქალიც. XVI-XVII საუკუნეებში გურჯი-ხათუნი აღმოსავლური ჰარემის აუცილებელი წევრი გახდა. ჯერ ერთი, თვით გამაჰმადიანებული გურჯი ცდილობდა ცოლად თანამემამულე ჰყოლოდა. მეორეც, ქართველი ქალის ფლობა წარმოადგენდა ღირსების საქმეს. თურქეთის სულთნის სასახლეში არსებობდა ტრადიცია: ტახტის მემკვიდრის დედა ქართველი, ბერძენი ან ჩერქეზი უნდა ყოფილიყო. ასე აივსო ქართველი გოგონებით ყველა არისტოკრატული ჰარემი ეგვიპტე-სირიაში, თურქეთში, ირანში, ავღანეთში, დიდი მოგოლის იმპერიაში. ქართველმა ქალებმა საოცარი პატრიოტიზმი შეინარჩუნეს. სულთნის ჰარემი სტამბოლში მფარველობდა შერისხულ ან ტყვედ მოხვედრილ ქართველ პოლიტიკოსებს (მაგალითად, ლუარსაბ I-ს, სიმონ I-ს). ქართული სამეფო კარისათვის ირანისა და თურქეთის ყველა საიდუმლო ცნობილი იყო. განსაკუთრებით იყენებდა სტამბოლის ქართველ ქალთა ინფორმაციას ერეკლე II (უფრო მეტად რუსეთის თხოვნით). ქართველი ქალი ბატონობდა ჰარემში, ისინი იყვნენ პირველი ცოლები, აღემატებოდნენ მეორეხარისხოვან ,,მუშა ცოლებს’’. მათი გავლენა უფრო დიდი იქნებოდა, თუ არა ყურანი, რომლის მიხედვით ქალი არ ითვლება სრულყოფილ არსებად. ზოგჯერ სჯაბნიდნენ ყურანსაც, მამლუქთა ქართველი დედები ან ქვრივები ზოგჯერ სახელმწიფოს მმართველები ხდებოდნენ, რაც იწვევდა ფანატიკოსი მუსლიმანების პროტესტს. ქართველი ქალი განხეთქილების საგანი იყო. ძმა ძმას არ ინდობდა, მამა - შვილს.

გურჯი-ხათუნი ითვლებოდა საუკეთესო საჩუქრად. მაჰმადიანებში გავრცელებული იყო ე.წ. ,,სიღეს წესი’’ - დროებითი გათხოვება ან ცოლის შეთავაზება. ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ქართველი ქალისთვის. ზოგჯერ ქართველი გოგონა მოხვდებოდა, ვთქვათ, არზრუმის ფაშას ჰარემში, ერთი-ორი წლის შემდეგ ასე ჩუქებ-ჩუქებით, შესაძლოა, ალჟირში ამოეყო თავი. უბედურება იყო ჰარემი. დედას ართმევდნენ შვილებს. ქმრის სიკვდილის შემთხვევაში ცოლი გადადიოდა მაზლის ან გერის ხელში. ყველაზე პრივილეგირებული ცოლიც კი მონა იყო. თურქეთში ახალი სულთნის ტახტზე ასვლისას სპობდნენ მის ძმებს. ერთი შვილის აღზევება ნიშნავდა დანარჩენთა ფიზიკურ გაქრობას. ამიტომაც არსად იყო სიხარული. მალე ტყდებოდა სხეული, სული; 35 წლის ქალი უკვე მოხუცად გამოიყურებოდა. როსტომ მეფის მეუღლე მარიამ დადიანი 60 წლის ასაკში სჯობდა თავის 30 წლის ,,კოლეგებს’’, რადგან ქართული წესით ცხოვრობდა. ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების წყალობით უცხოეთში ქართველი ქალის ტრაგიკული ბედის ისტორია მეტნაკლებად ცნობილია (თ. ნატროშვილი, ი. ტაბაღუა, ბ. გიორგაძე). გვინდა, რამდენიმე ამბავი მოვუთხროთ მკითხველს ისტორიული ქრონიკების, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების მცირე შენაზავით.

ზემო ეგვიპტის მბრძანებელი იყო ჰასან-ბეი. არ იცოდა, საიდან იყო; ჩერქეზს ეძახდნენ, - რადგან მამობილი ჰყავდა ჩერქეზი. ,,გაუცინარი ბეიც’’ ერქვა გულჩახვეულობის გამო. ქ. თებეში ჰქონდა სასახლე. უმდიდრესს, უძლიერესს, დამოუკიდებლად ეჭირა თავი. ერთ დღეს ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, თებეს ქარავან-სარაიდან სიმღერა შემოესმა. განრისხდა ბეი. მამლუქთა გავლისას ყველა პირქვე უნდა დამხობილიყო. აქ კი ვიღაცა მღეროდა სევდიანად, რაც არ შეეფერებოდა გამარჯვებული მამლუქების განწყობილებას. შეანგრიეს მხედრებმა კარი. ეზოში ახალგაზრდა ქალი იდგა უჩადროდ, საოცარ სიმღერას მღეროდა. რაღაც შეინძრა ჰასან-ჩერქეზის სულში. სიბრაზემ გადაუარა, მიუახლოვდა ქალს. სახე დასერილი ჰქონდა მომღერალს. მაინც ეტყობოდა სილამაზე არნახული. ,,ვინ დასაჯა?’’ - იკითხა მრისხანედ. ფორთხვით მოჩოჩდა ფუნდუკის მფლობელი ,,მბრძანებელთან: ,,თვითონ დაისახიჩრა თავი, რომ არავინ იყიდოს, წყალში ჩამიყარა მაგაში გადახდილი ფული. ფუნდუკში დავაყენე, ემსახუროს სტუმრებს, სანამ ზარალი არ დამიბრუნდება’’. ,,ვის სიმღერებს მღეროდიო’’, - ახლა ტყვეს მიუბრუნდა ჰასანი. ,,გურჯი ვარ, გურჯების სიმღერებს ვმღერი, ოღონდ სევდიანს’’, - უპასუხა ქალმა. ,,მე ვიცი გურჯების ენა. ეგ სიტყვები არა ჰგავს მათ, არც ჰანგი მეცნობა. არა ხარ შენ ,,გურჯი’’. ,,გურჯი ვარ’’-ო, - თავი გადააქნია ქალმა. - ,,საიდანაც მე ვარ, იმ მხარეში ორნაირად ვლაპარაკობთ, ორივე გურჯების ენაა’’. ,,მერე რა ჰქვია შენ მხარეს?’’ სისხლი მოაწვა ქალს სახეზე. თვალები გაუნათდა: ,,თურქო, მერე შენ რას გაიგებ, თუ გეტყვი, ილორის ხატის ყმა ვარ-მეთქი’’. ,,ილორიო’’, კიდევ რაღაც გაკრთა ჰასან-ჩერქეზის გულში. ,,რა გქვია?’’ - რბილად იკითხა. ,,ცირა მქვია’’. მამაკაცის კითხვაში სითბო იგრძნო ქალმა. ,,ცირაო?’’ - მესამეჯერ გადაუქანდა გული მამლუქს. ცოტა ხანს დადუმდა ორივე. ,,თქვენ მხარეში ნენე თუ ჰქვიათ ქალებს?’’ - ხმაში კანკალი დაეტყო მამლუქს. ,,ნენე დედას ნიშნავს ჩვენებურად’’. ოფლმა გამოჟონა ჰასან-ჩერქეზის შუბლზე. უძრავად იდგა ერთხანს. ,,თუ შეგიძლია ის იმღერე, ნენე რომ უმღეროდა ხოლმე ბავშვს’’. ცრემლი წამოუვიდა ქალს, ხელით ამოიწმინდა თვალები და ამღერდა. დაირხა საოცარი მელოდია, თებეს ქუჩებს გაჰყვა, გადალახა ნილოსი, ძველ ტაძარს ჩაუარა, რამზესის ბარელიეფზე გასხლტა. ,,ცირა, ილორი, ნენა’’ - ჩურჩულებდა ჰასან-ჩერქეზი. მერე უცებ ჩამოეკიდა უნაგირზე, მისცვივდნენ მხლებლები. ნახევარი ეგვიპტის მბრძანებელს ქართულმა ჰანგის ძალამ ისეთი რაღაც გაახსენა, გული გაუსკდა.

,,გათვალაო ჯადოქარმა’’! - ხმლით აკუწეს არაბებმა გურჯი ქალი. ეს ლეგენდა, ოდნავ განსხვავებული დეტალებით, გვიამბო 1968 წელს არაბმა გიდმა ქ. ლუქსორში (ძველი თებე)...


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1610074_698178060245861_9186303480194064


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როდესაც ვცხოვრობდი ამერიკაში , აღმოვაჩინე ერთი ძალიან მაგარი ტრადიცია. ქვეყანა რომ ელიც არასრულ 200 წელს ითვლის ალბათ დიდი ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის , მაგრამ ერთ ერთი იმ ტრადიციებიდან , რომლის გადაღება , გააზრება და გასიგრძესიგანება ვფიქრომ კარგი იქნებოდა . რომ გავაანალიზოთ ალბათ პატრიოტიზმის , ღირსებისა და ერთგულერბის ეს ელემენტი რასაც პატარა ბავშვები მცირე ასაკიდან ეჩვევიან ძალიან მაგარი იქნებოდა ჩვენთვისაც , მითუმეტეს ახლა , როდესაც მარტო სუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიის 20%. სხა ტერიტორიებზე აღარ გავაგრძელებ საუბარს.

როდესაც ამერიკელი , რომელსაც კერძო სახლიაქვს , ეზოში დამაგრებულ ფლაგშტოკზე , თავისი ქვეყნის დროშას აღმართავს  (და მერწმუნეთ რომ ეს ძალიან ხშირად ხდება), იქ დამსწრე საზოგადოება , გამვლელები , მძღოლები....ვინც ამას შეესწრება ჩერდებიან და პატივს მიაგებენ ამერიკის ერთობის სიმბოლოს, ეროვნულ დროშას. ეს ხდება იმ დროის განმავლობაში სანამ დროშა ფლაგშტოკზე ადის და არ დაფიქსირდება. მაგრამ ამით არ მთავრდება და შემოიფარგლება ცერემონია. ხშირად დროშის აღმართვას თან ახლავს ასევე მუსიკა  რომელიც აღმართვის პერიოდში გაისმის. სა გაისმის ხოლმე ხშირად იმ ქუჩებზეც საიდანაც ეს დროშა არც კი სჩანს. მაგრამ ამ ჰანგების გაგონებაზე ამერიკელებმა იციან რაც სხდება და იქით ბრუნდებიან საიდანაც მოდის მუსიკის ხმა. ეს ნიშნავს რომ ისი ნი იმ წუთას დროშას პატივს მიაგებენ მიუხედავად იმისა რომ ვერ ხედავენ თავის გულში და წარმოსახვაში. მითუმეტეს რომ ეს ჰანგები ხშირად დროის დაშვების დროსაც გაისმის (ვთქვათ რომელიმე ამერიკელი თუ დაიღუპება , ჯარისკაცი , ან ეროვნული გმირის დღეს  და ა.შ.)

ჩემზე ძალიან დიდ ემოციურ გავლენას ახდენდა ეს ტრადიცია , მითუმეტეს რომ ამას სხვა დასხვა შტატებში ვხედავდი და ყველა ერთნაირად გაერთიანებული იყო ამ ტრადიციის გარშემო, ევროპული წარმოშობის ამერიკელი იქნებოდა , აფროამერიკელი თუ აბორიგენი ინდიელი; 

შეგიძლიათ ნახოთ , პატარა ამერიკელების რეაქცია ამ ჰანგების გაგონებაზე რომელზეც მოგითხრეთ.

 

 

ნახეთ რამდენი მილიონი ნახვა აქვს ამ ერთი შეხედვით სხვებისთვის არაფრის მთქმელ ვიდეოს. წარმოიდგინეთ ამ დროს ამერიკელიც ისეთივე ამაყად იძახის იგივე სიტყვებს როგორც ქართველი. მხოლოდ მცირე განსხვავებით საქართველოს მაგივრად მას ამერიკელობა ეამაყება "ამაყი ვარ რომ ვარ ამერიელი"

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

რაც კარგი აქვთ ვერ წაართმევ )) ძალიან მაღალ დონეზე აქვთ ნაციონალური იდენტობის განცდა...

 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!
 
რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
დავით!
 
მიწა გაგვიყიდეს,
ხორცი დაგვიფლითეს,
გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!
გარეჯს გვიფეთქებენ,
რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ,
დავით!
 
გადამთიელები,
უცხოტომელები,
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!
გადამიარეთო! -
ასე დაგვიბარე,
გადაგვიარეს,
დავით!
 
ვერ დავიცავით
სრულიად საქართველო,
ვერ მოვუფრთხილდით წამით!
ხმალი დაგვიჟანგდა,
სისხლი გაგვიწყალდა,
დავპატარავდით,
დავით!
 
მტერმაც გვლეწა
და ერთურთიც ვლეწეთ,
ვლეწეთ დღისით და ღამით!
ტაოს მივტირით,
ჰერეთს მივტირით,
სამცხეს მივტირით
დავით!
 
კვნესის საქართველო,
შენი საქართველო,
გულში დაჭრილია ხარი!
მუხლი მაგარი აქვს,
არ დაიჩოქებს,
ნუ გეშინია,
დავით!
 
თბილისი მაინც
ისევ თბილისობს,
გელათი ისევ ყვავის!
იბადებიან დღესაც ლეკვები,
სადიდგორენი
დავით!
 
მეფედ შენ გვსურხარ,
შენ გვიპატრონე,
შენი ხმლითა და ფარით!
სხვა ღმერთს
არა ვცნობთ!
სხვა ხატს არა ვცნობთ!
სხვა კაცს
არა ვცნობთ
დავით!
 
აღმაშენებელო,
თბილისს შემობრძანდი,
თეთრი გიორგის მადლით!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:  :0025:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?