Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ექსპერტ-კინოლოგის რჩევები ძაღლის აყვანის მსურველთათვის
 
 

2bbec0995b.images.new_photo.samartali.za

 

ბოლო დროს ყველანაირი ჯიშის, ზომისა და ფორმის ძაღლის ყოლა თითქოს მოდაში შემოვიდა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლის ახალბედა პატრონებს ცხოველის მოვლა ჰბეზრდებათ და ან გააჩუქებენ, ან თავიდან მოიშორებენ და ქუჩაში უშვებენ... ექსპერტ-კინოლოგი დათო ცხვედიანი უკვე წლებია ძაღლის სხვადასხვა ჯიშს იკვლევს, სწავლობს, მათთან მეგობრობს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახეობის ცხოველის არჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება.

- სანადირო მეძაღლეობა კინო­ლოგიის ერთ-ერთი ნაწილია. მასში შედის მეძებრები, მდევრები, მწევრები და სოროს ძაღლები, ე.წ. სპანიელები. მდევრებით ნადირობენ ცხოველზე, ანუ ისინი ნადირის ძაღლებად მიიჩნევიან. მეძებრები, ძირითადად, ფრინველზე მონადირე ძაღლები არიან. მწევრები ჩვენთან თითქმის აღარ გვხვდება, რადგან აქ მათთვის საჭირო პირობები არ არის. ისე კი, ამ სახეობის ფუნქცია გაქცეული ნადირის დევნა და დაჭერაა. მდევარი ნადირს ეძებს და პოვნის შემდეგ იმდენ ხანს მიჰყვება კვალზე, სანამ მას მონადირე მოიხელთებს. სოროს ძაღლი ცხოველს, მელიას ან მაჩვს სოროში უვარდება და იქვე გაგუდავს ან იქიდან გამოაქცევს და გზაში მოიხელთებს.

სანადირო კინოლოგიაში გამოსაყენებელი ძაღლი ძალიან ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს... მოდით მასზე საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ნადირობით, ყველაზე კარგად მონადირე ძაღლებში გავერკვიე. ამ კატეგორიის ამოსავალი წერტილი არის ნადირობა, მაგრამ სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს. წლების წინ, როცა ამ სფეროთი დავინტერესდი, "მონკავშირთან" არსებულ სანადირო მეძაღლეობის სექციას მივაშურე, სადაც რამდენიმეთვიანი სპეციალური კურსები გავიარე. იქ მიღებული განათლება პრაქტიკაშიც ძალიან გამომადგა. თან ჩემი უფროსი მეგობრებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე და შემდეგ ამ საქმის ხელმძღვანელობა ჩავიბარე. თეორიულთან ერთად, სა­ველე პრაქტიკასაც გავდიოდით, რაც გამოფენებისა და საველე გამოცდებში გამოიხატებოდა. რადგან სამონადირეო კინოლოგიის მიმართულებით ვმუშაობ, ძირითადად მონადირე ძაღლებთან მაქვს ურთიერთობა.

- გამოფენაზე გაყვანილი ცხოველი რა კრიტერიუმით ფასდება?
- ძაღლები გამოფენისთვის სამ ასაკობრივ ჯგუფად იყოფა და მათი შეფასება ექსტერიერულად, ანუ გარეგნულად ხდება, შემდეგ კი მათი სანადირო თვისებები მოწმდება. ეს გამოფენები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში იმართება, რადგან ამ დროს კლიმატი ცხოველისა და ადამიანისთვის ყველაზე ხელსაყრელია...

22c6872501366ffd8eddfb5d1f446091.jpg- ძაღლი სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას?
- არ არის აუცილებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ძაღლის პატრონი სპეციალისტის, მგეშავის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ისე კი, ჩვენთან ძაღლების უმეტესობას თავად მონადირეები წვრთნიან. მან იცის, რა ჯიში უნდა აირჩიოს, ზოგს სეტერი უნდა, ზოგს კურცხაარი. ყველა ჯიშს თავისებური მიდგომა სჭირდება. მისი გაწვრთნა 8-10 თვის ასაკში იწყება. ამ დროს მისი სანადირო თვისებები მოწმდება. სანადირო მეძაღლეობა დანარჩენისგან იმით განსხვავდება, რომ საველე შემოწმებისა და ექსტერიერულის შეფასების გარდა, მის წარმოშობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- "წარმოშობაში" მის მშობლებს გულისხმობთ?
- დიახ, რა ხარისხის ძაღლები იყვნენ მშობლები, ამის შემდეგ მოდის უკვე შთამომავლობა. თუ ლეკვია, შვილები ჯერ არ ეყოლება, მაგრამ 5-6 წლის ძაღლს უკვე შთამომავლობაც უნდა ჰყავდეს, ასეთი ძაღლი დამატებით ქულებსაც იღებს. ყურადღება ექცევა მათ გარეგნულ მხარესა და "ნიჭს"...

- რა თვისებებით ხასიათდებიან დიდი ჯიშის,

აგრესიული ძაღლები? მაგალითად კავკასიური ან გერმანული ნაგაზი, მეცხვარე...
- მათ საყარაულო თვისებები აქვთ. თუ თვინიერება და ხასიათის სირბილე გამოაჩინეს, ვერაფერში გამოიყენებ. საერთოდ, ინსტინქტი ყველა ჯიშის ძაღლს აქვს, მაგრამ მას გაღვიძება სჭირდება. ამისთვის კი სწორი მიდგომაა საჭირო. თავიდანვე რთული დავალებების მიცემა არ შეიძლება, - "ადექი", "დაჯექი" - ამით იწყება. ძაღლს ნივთების მოტანა და სისუფთავე უნდა ასწავლო. ანუ, როცა მას "გარეთ გასვლა" უნდა, პატრონს აგრძნობინოს. ასევე აუცილებელია სახელის დამახსოვრება, რათა დაძახებისთანავე მყისიერი რეაქცია ჰქონდეს... ამის შემდეგ იწყება მისი მინდორში დაგეშვა. მშობლებისგან გენეტიკურად გადმოცემულ თვისებებს გახსნა სჭირდება, რაც ყველაზე კარგად ბუნებაში სეირნობის დროს ვლინდება. ძაღლი სანადირო გარემოში უნდა მოხვდეს. გაზაფხულზე თოფის სროლა აკრძალულია და ჩვენც, მონადირეები, როცა ძაღლი საწვრთნელად გაგვყავს, თოფის სროლის გარდა, ყველაფერს ვაკეთებთ. ზოგჯერ, საველე გამოცდისას, ცარიელ ვაზნას ჰაერშიც ვისვრით, რათა ძაღლი მშიშარა არ იყოს. თუ ცხოველი მფრთხალია, თოფის ხმაზე გაიქცევა. თუ ლეკვს ასეთი სიმპტომები აქვს, მას განსაკუთრებულად უნდა მივუდგეთ.

- როგორ უნდა შეამჩნიოს პატრონმა ლეკვს, რომ მშიშარაა?
- ასეთ ლეკვს ხმაურზე ზედმეტი რეაქციები აქვს. საერთოდ, ძაღლსაც ისევე აქვს ხასიათი, როგორც ადამიანს. ზოგი მორიდებული ხასიათისაა, ზოგი აგრესიული და თამამი. ლეკვობიდან სწორი აღზრდის შემთხვევაში, მისთვის ხასიათის შეცვლა შეიძლება.

- გამრავლების დროს ალბათ ყურადღება ექცევა ჯიშების შერწყმას?
- სრულფასოვანი შთამომავლობის მისაღებად, აუცილებელია, წმინდა ჯიშობრივი შერწყმა. მაგალითად, პოინტერი ამავე, ოღონდ სუფთა ჯიშის პოინტერთან უნდა შეჯვარდეს, სხვა შემთხვევაში, წმინდა შთამომავლობას ვერ მივიღებთ. ერთი ჯიშის ცხოველი, სხვა სახეობის ძაღლთან რომ შეჯვარდეს, მისგანაც მივიღებთ შთამომავლობას, ინსტინქტიც ექნება და ინადირებს კიდეც, მაგრამ მისი ლეკვები გამრავლებისთვის ვერ გამოდგება. ის შთამომავლობას მისი ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებს ვერ გადასცემს, რადგან მასში სისხლი აღრეულია. მას არ ექნება არც ერთი წმინდა ჯიშის ძაღლისთვის დამახასიათებელი მუშაობის სტილი და მანერა. არადა, ყველა ჯიშს აქვს მეტ-ნაკლებად გამოხატული ნიშან-თვისებები. ამასთან, ცხოველს ესთეტიკური სილამაზეც ეკარგება. დიდი მნიშვნელობა აქვს ძაღლის ფსიქიკას. არის შემთხვევები, როცა მას ფსიქიკა ერღვევა და ამ დროს უკვე ვეტერინარის დახმარებაა საჭირო. მაგალითად, ზოგჯერ ძუ თავის ლეკვებს არ უვლის. ასეთი რამ სახლის პირობებში მყოფ, "გაადამიანურებულ" ძაღლებს ემართებათ. ბუნებაში მყოფი ძაღლი უფრო დამოუკიდებელია, ის საკვებსაც თავად მოიპოვებს, თავისით უნდა იბრძოლოს და მეწყვილეს მიაგნოს. ძაღლებს ეს ძლიერი ინსტინქტი მგლისგან გადაეცათ.

- როცა მონადირე ძაღლი სახლში ჰყავთ, ცხოველს გენეტიკურად გადმოცემული თვისებები უჩლუნგდება?
- დიახ და ძალიან მცირე შანსია, რომ მას თავისი ბუნებრივი თვისებები აღუდგეს. ეს უკვე დეკორატიული ძაღლია, რომელსაც მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. როცა ძაღლი "გაადამიანურებულია", ანუ როცა ზედმეტად საშინაო გარემოშია, ის მზამზარეულს ეჩვევა და ზარმაცდება. მას არსებობის გასაგრძელებლად დამოუკიდებელი ბრძოლა არ სჭირდება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძუს "სიძე" პატრონმა შეურჩია, მაგრამ "პატარძალმა" არ მიიკარა. ასევე პირიქით, - "სიძემ" არ მიიღო "გოგო".

- გამრავლებისას ფერებს თუ აქვს მნიშვნელობა?
- არა, თუ ჯიში დასაშვებია, ფერი მეორეხარისხოვანია. პოინტერი შეიძლება იყოს ყვითელი, შავი, ყავისფერფოთლიანი, მთლიანად შავი ან ჩალისფერი, მაგრამ სანადირო თვისებებზე ეს არ აისახება.

4aa4301fc44dc6601915ac565f5c88c7.jpg- რაც შეეხება ასაკს...
- დადგენილია, რომ გამრავლებისთვის ყველაზე კარგი ასაკი ორი წლიდან იწყება და გააჩნია, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია. გააჩნია, რა პირობებშია ძაღლი, როგორი კვება და დატვირთვა აქვს, რამდენად მოვლილია. შეიძლება ძაღლი ათი წლის იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. თუ სიცივეშია და ლუკმაპურს მიუგდებენ, რა თქმა უნდა, ადრე დაბერდება.

- რამდენად არის ცხოველის მოვლისა და შენახვის კულტურა საქართველოში?.. ვიცი, რომ ბევრს ცოტა ხნის შემდეგ ძაღლის მოვლა ჰბეზრდება და უპატრონოდ უშვებს...
- დიახ, ცხადია, ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ საზოგადოებაში ბოლო დროს დამკვიდრდა ეს კულტურა. არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ცხოველები საერთოდ არ აინტერესებთ. თუმცა მოდის თაობა, რომელსაც ცხოველთან ურთიერთობა უყვარს. ძაღლის ყოლა მხოლოდ მოდა არ არის, მასზე პასუხისმგებლობის აღებაც აუცილებელია. ისიც სულიერი არსებაა და რაც მეტ დროს ატარებს პატრონთან, უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მასზე. თუნდაც დეკორატიული ძაღლის აყვანამდე პატრონს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ოჯახში ახალი წევრი მოჰყავს და უნდა იცოდეს, როგორ მოუაროს. საქმის კურსში უნდა იყვნენ ოჯახის წევრებიც. კავკასიური ნაგაზის ლეკვი ძალიან ლამაზია, ორი თვის სათამაშოსავითაა, მაგრამ ოთხი თვისა უკვე იმხელაა, სივრცე სჭირდება და როცა სახლში ჰყავთ, ყოფით პრობლემებში ბევრ უსიამოვნებას ქმნის.

დიასახლისსა და ოჯახის სხვა წევრებს მასთან შეგუება უჭირთ. მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს, - მონადირე ძაღლი მეოთხე სართულზე მყავდა და ძალიან გამიჭირდა. ყოველ დილით 5-6 საათზე ვდგებოდი და ვასეირნებდი. თან ვმუშაობდი, პედაგოგიურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. რამდენიმე თვე სახლიდან არ გავსულვარ, რათა ძაღლი დისციპლინისთვის მიმეჩვია. კიდევ კარგი, არდადეგები დაემთხვა. ძაღლს დღეში სამ-ოთხჯერ გასეირნება სჭირდება, ლე­კვს - უფრო ხშირად. დილას ადრე ადგომა ყველას არ შეუძლია. ახლანდელ მოზარდებს შუადღის ორ საათამდე უყვართ ძილი, მაგრამ თუ პატრონს ძაღლი უყვარს, ისიც ფორმაშია. რაც უნდა ნაბახუსევი ვყოფილიყავი, მაინც დილის 5 საათზე ვდგებოდი. სხვა გზა არ მქონდა. რაც უნდა შეჩვეული ყოფილიყო ბუნებრივი მოთხოვნილების მოთმენას, საღამომდე მაინც ვერ მოითმენდა. ისიც ხომ ცოცხალი ორგანიზმია... ასე რომ, ძაღლის სახლში მოყვანას ბევრი ყოფითი და ჰიგიენური პრობლემა ახლავს თან და თუ ცხოველი ოჯახის ყველა წევრს არ უყვარს, მისი სახლში გაჩერება ძნელია. ასეთ დროს მას ან ქუჩაში გაუშვებენ, ან გააჩუქებენ.

- ბატონო დათო, რჩევისთვის თუ მოდიან ადამიანები, რა ჯიშის ძაღლზე შეაჩერონ არჩევანი და როგორ მოუარონ?
- ძაღლის ჯიში ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ ჯიშს მისთვის საჭირო გარემოს შექმნა უნდა. თუ ცხოველი ბუნებასთან ახლოს არ არის, ის კარგად ვერ იქნება... ძაღლს სითბო და ყურადღება სჭირდება. იცით, ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ძაღლი ბევრად ერთგული და საიმედოა, ვიდრე ადამიანი, ის არასდროს გიღალატებს. თუმცა ადამიანს შეუძლია უღალატოს მას. მე ფრინველზე მონადირე ძაღლი მყავს და როცა ცხოველზე სანადიროდ წავედი, მას გავეპარე. ის სუნზე გრძნობს პატრონს და სანადირო ნივთებს. ამიტომაც გვიან ღამე, მას რომ არ გაეგო, ჩემი ნივთები ჯერ აბაზანაში შემქონდა და დილას ვიპარებოდი. სახლში დაბრუნებულს ისეთი სიყვარულითა და სითბოთი მხვდებოდა, სინდისი მაწუხებდა, რომ მოვატყუე... ამიტომაც ვამბობ, რომ ძაღლის მოვლა დიდი პასუხისმგებლობაა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

წყარო/Source: https://www.ambebi.g...l#ixzz36ctx7Iua

ambebi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯოლი რომ ავარჩიე,  ნახევარი საქართველო ჭკუას მარიგებდა არ გინდა არ აიყვანო უცებ დაიღლება და ეგეთები.

გარდაბნის ენერგობლოკები უფრო ხშირად ჩერდებიან ვიდრე ჯოლი. მაგ ძაღლის დაღლა ჯერ არავის უნახავს და გაუგია.....

ასე რომ ყოლიფერი ინდივიდუალურია, არჩევა, დრესურა, დაგეშვაც. ფრანგული სკოლა გერმანული სკოლა

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
დაიღლებაო რაზე ბაბუ შავი როა და მზეს შავი ფერი იჭერს?? მაგის გამო ამბობდნენ?

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნამდვილად , მაგ მიზეზს მისახელებდნენ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნინიკა ეს თემა გადათვალიერე


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვა

მოგესალმებით
ქვევით მოყვანილ თემაში შემოგთავაზებთ მონადირე ჯიშის ძაღლების გაზრდა დაგეშვის "ჩემეულ" მეთოდს, ამ თემაში განხილული მეთოდები არ არის დოგმა და შიძლება ვინმეს შეცდომათაც მოეჩვენოს, მაგრამ მე ასეთი მეთოდით ვწრთვნი ხოლმე და როგორც წესი მუშაობს. 
დიდი სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერ კრიტიკას, იქნებ ამ თემის განხილვით მივაღწიოთ უფრო დახვეწილ მეთოდებს, ასე რომ ნებისმიერი გამოცდილება მისაღებია და უფრო მეტიც ძალიან საინტერესო.

პატივისცემით. ფერონი

ochopintre.ge

                                                                                                    თავი პირველი
 

წრთვნის არსი

 

2b6x4.jpg

მ თემაში მინდა განვიხილო მონადირე ძაღლის გაზრდა/დაგეშვის ნიუანსები. განხილული იქნება მთელი პროცესი, დაწყებული ლეკვის შერჩევიდან, დამთვრებული მინდორში წარმატებულ ნადირობამდე. მაგრამ სანამ უშუალოდ გაზრდა/დაგეშვის პროცესს და ტექნიკას შევეხებოდე, მინდა განვიხილოთ ძაღლის ფსიქოლოგია და ასევე მისი მწრთვნელისაც, ანუ ჩვენი.

მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ ძაღლების უმრავლესობა არ არის საუკეთესო სანადირო ფორმაში, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ძაღლის ბრალი. ეს უფრო ადამიანის ბრალია. ალბათ დამეთანხმებით და ამის უამრავი მაგალითიც გვაქვს, რომ გამოცდილ მონადირეებს არათუ ჯიშიანი, არამედ ქუჩის ძაღლებიც ისე დაუგეშიათ, რომ ბევრ ჯიშიან და საგვარეულო ნუსხის მქონე ძაღლებს ტოლს არ უდებდნენ ნადირობაში. რათქმაუნდა ასეთი შედეგის მიღწევა საკმაოდ ძნელია, რადგან „უჯიშო“ ძაღლს არ აქვს ისეთი თანდაყოლილი მონაცემები, როგორც ნადირობისთვის სპეციალურად გამოყვანილ ჯიშებს, თუმცა ვიმეორებ, შეუძლებელი არაფერია.

ხშირ შემთხვევაში ლეკვის შეძენის დროს, მონადირე ნაკლებად ფიქრობს ასევე შეიძინოს ცოდნა (წიგნები) ძალლის დაგეშვისათვის, იმ შემთხვევაშიც თუ მონადირეს გააჩნია შესაბამისი ლიტერატურა, ის მას სათანადოდ არ უღრმავდება, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მონადირეს უნდა ესმოდეს ძაღლის, უყვარდეს და ასევე უნდა ისწავლოს ფიქრი „ძაღლურად“.

ხშირად გაგვიგია ძაღლზე „ადამიანივით ესმისო“ და გვინახავს პატრონის კმაყოფილი გამომეტყველება, ან პირიქით „სპეციალურად აკეთებს ასეო“, პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ის, რომ ასეთ შეხედულებებზე უარი უნდა ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში მთავარია ჩავწვდეთ ძაღლის ფსიქოლოგიას და ყოველ მის საქციელს მოვუძებნოთ მიზეზი თუ რატომ იქცევა ჩვენი ძაღლი ასე და შევხედოთ მას როგორც ძაღლს და არა როგორც ადამიანს. აუცილებელია გავიგოთ, რომ ძაღლს არ შეუძლია ადამიანივით ფიქრი და მას არ გააჩნია დანაშაულის ან უდანაშაულობის გრძნობა, რომ მას არ ესმის ისეთი სიტყვების მნიშვნელობა როგორიც არის „ბრძანება“ „მოსმენა“ „დასჯა“ „დაჯილდოვება“ , თუმცა შემდეგში ჩვენ გამოვიყენებთ ამ სიტყვებს იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი ქცევები(პროცედურები) ძაღლის გაწრთვნის პროცესში.

როგორც ვიცით ძაღლის გრძნობის ორგანოები ბევრად უკეთ არის განვითარებული ვიდრ ადამიანისა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის შესაძლებლობებზეც. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სმენა, ორიენტაცია და კიდევ ბევრი რამ, რომლის ჩამოთვლასაც არ დავიწყებ. ჩვენი, როგორც კარგი მწრთვნელის მთავარი მიზანია, ამ უნარებს და შესაძლებლობებს სწორი მიმართულება/გამოყენება მოვუნახოთ.

9zto6.jpg

ძაღლი არასოდეს ცდილობს მოიქცეს ჩვენთვის სასიამოვნოდ ან არასასიამოვნოდ, თუ ის არ იქცევა შეუფერებლად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი საქციელის პროცესში ჩვენ მას მივანიჭეთ არასასიამოვნო გამოცდილება და მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ იმეორებს იგივეს.

თუ ჩვენ ვაიძულეთ ძაღლი დაემორჩილოს ჩვენს ნებას, ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მას მიღებული აქვს მტკივნეული(მისთვის არასასურველი) გამოცდილება და დამორჩილებით ის თავიდან აიცილებს ამ ყოველივეს და სამაგიეროდ მიიღებს ქებას და ასევე გემრიელ სასუსნავს.

გარეულ ცხოველებში ხშირად გვხვდება სიტუაციები, როდესაც ისინი უგულებელყოფენ ტკივილს და უსიამოვნებებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ უფრო დიდი უბედურება . რატომ არის, რომ ხაფანგში მოხვედრილი მელა თავისივე ფეხს გადაიჭამს? იმიტომ, რომ ხელთ არ ჩაუვარდეს ყველაზე საშიშ მტერს - ადამიანს, ან თავიდან აიცილოს შიმშილით სიკვდილი, ან თუნდაც ხვადი, რომელიც ყველა გზით ცდილობს თუნდაც ტკივილის და სისხლის ფასადაც შეაღწიოს ატეხილ ძუსთან, ამისკენ მას უბიძგებს ინსტინქტი, რომელიც ტკივილზე უფრო ძლიერია. სწორედ ასეთი თვისებები და ინსტინქტები უნდა გამოვიყენოთ ძაღლის გაწრთვნისას. //თუ ჩვენ გვინდა ძაღლისგან მივაღწიოთ კონკრეტულ საქციელს, ის უნდა ჩავაყენოთ ისეთ არასასიამოვნო პირობებში, რომ მისთვის გამოსავალი იყოს ჩვენს მიერ სასურველი საქციელის ჩადენა!// მაგალითად, ჩვენ არ გვინდა, რომ ძაღლი ეზოში გარბოდეს წინა კარიდან. ასეთ შემთხვევაში მას უტოვებთ კარს ღიად და ამ კარით სარგებლობის შემთხვევაში, მომენტალურად ვანიჭებთ უსიამოვნებას, შეგიძლიათ ესროლოთ მცირეოდენი საფანტი, გაუწყერით, ჩემი გამოცდილებით ყველაზე საუკეთესო მეთოდია შურდულის და საფანტის ტანდემი, ასეთ შემთხვევაში ძაღლი გრძნობს ტკივილს და ვერ ხვდება ვინ მიანიჭა ეს ტკივილი, მისი მომენტალური რეაქციაა გაიქცეს თავის დამცველთან ანუ პატრონთან. თქვენის მხრივ ოდნავ მოეფერეთ ძაღლს, მაგრამ ზედმეტად არა. მხოლოდ იმ დოზით, რომ ოდნავ გაგულიანდეს. ამავდრულად, ძაღლი ეზოში გაუშვით იმ კარიდან, რომელიც თქვენთვის არის სასურველი და შეაქეთ. შეგიძლიად მცირეოდენი სასუსნავითაც დააჯილდოვოთ. რამოდენიმეჯერ იგივე პროცედურის გამეორება და თქვენი ძაღლი კარგა ხნით დაივიწყებს იმ ავადხსენებულ კარებს.

i81ei.jpg

ყველა მონადირეს სურს, რომ ძაღლი მხოლოდ მას აღიარებდეს პატრონად და უყვარდეს, ასეთი სიყვარული და საქციელი მან ლეკვობაშივე უნდა გამოიმუშავოს. მაგალითისათვის შეიძლება განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია,.მართალია ჩემთვის ცოტა უსიამოვნო, მაგრამ მონადირე ძაღლისთვის აუცილებელი.

როდესაც ლეკვს სახლში მოიყვანთ, აუცილებლად გააფრთხილეთ ყველა სტუმარი და მეგობარი, რომელიც თქვენთან სახლში დადის, რომ ლეკვს მოექცნენ ცივად, ხშირ შემთხვევაში მცირეოდენი ტკივილიც კი მიაყენონ, უბწკინონ ან თათზე ოდნავ დააბიჯონ, ასეთ შემთხვევაში ლეკვი მომენტალურად გამოიქცევა თქვენთან, რადგან მან იცის, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას არ აწყენინებს და ტკივილს არ მიაყენებს. დროთა განმავლობაში ლეკვი თავს აარიდებს უცხო ადამიანებთან მისვლას და მათთან თამაშს, ზრდარსრულ ასაკში კი მას მხოლოდ ერთი პატრონი ეყოლება, რომლის ერთგულიც იქნება ნებისმიერ სიტუაციაში.

როდესაც ჩვენ ვისწავლით ჩვენი ძაღლის ფსიქოლოგიას, სწორად ჩავწვდებით მისი საქციელის მიზეზებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ დაგვჭირდება მუდამ წიგნებში ქექვა, რათა ვეძებოთ კონკრეტული პრობლემიდან გამოსავალი, რადგან ვიცით რა ჩვენი ძაღლის აზროვნება და ფსიქოლოგია, გამოსავალსაც ადვილად ვიპოვით. ყოველივე ეს აუცილებელია იმიტომ, რომ როგორც ადამიანები, ძაღლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ხასიათით, ასევე უნარებით. ძაღლის გაწრთვნისათვის არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი. ყოველ ძაღლს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და მოპყრობა.

ძაღლი წარმოიშვა მგლისგან, ასე რომ მის გენებშია სიამოვნებით დაემორჩილოს მასზე ძლიერს ანუ ხროვის ლიდერს. ამ თვისების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია წრთვნის პროცესში. ძაღლების უმრავლესობა უპრობლემოდ ემორჩილება ლიდერს. ჩვენს შემთხვევაში ადამიანს (პატრონს), მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც ცდილობენ ლიდერობას, როგორც მგლების ხროვაში ხდება ხოლმე ჩხუბი ლიდერობისთვის, იგივე შეიძლება განმეორდეს ადამიანსა და ძაღლს შორის, ზუსტად ამ მიზეზის გამოა აუცილებელი, რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ ლეკვის აღზრდა/გაწრთვნა. აუცილებელია მკაცრი დისციპლინა, მაგრამ არა ისეთი დოზით, რომ ძაღლს თქვენი ეშინოდეს. ძაღლის წრთვნის ამ მიმართულებაში აუცილებელია იპოვოთ ოქროს შუალედი. არავითარ შემთხვევაში არ დააშინოთ ძაღლი, თორემ მისგან ვერასოდეს გამოვა მონადირე. ის გადაიქცევა შეშინებულ, უინიციატივო არსებად, რომელიც ვერ გამოავლენს თავის ინდივიდუალიზმს და ხასიათს. არამგონია ასეთმა არსებამ რომელიმე მონადირეს სიამოვნება მიანიჭოს. იმისათვის, რომ მივაღწიოთ სწორ შედეგს ჩვენ უნდა გავითავისოთ როდის მივანიჭოთ ძაღლს უსიამოვნება და როდის დავაჯილდოვოთ. 

ყველა ძაღლს უყვარს ველოსიპედის ან მანქანის ყეფით დევნა. ხშირ შემთხვევაში დაბრუნებულ ძაღლს სცემენ, აბამენ და მის მიმართ იყენებენ სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციებს, მაგრამ ყოველივე ამას შედეგი არ მოაქვს, რადგან ძაღლი ვერ აღიქვამს კავშირს მის საქციელსა და დასჯას შორის და ჰგონია, რომ პატრონი უმიზეზოდ სცემს, რაც მასში გაუგებრობას და პატრონისადმი შიშს იწვევს, რაც თვის მხრიც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ საკმარისია მანქანის დევნის პროცესში ბორბალმა ფეხზე გადაუროს, რომ ძაღლი ცხოვრებაში აღარ გაიმეორებს იგივეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძაღლის დასჯას აზრი აქვს მხოლოდ ჩვენთვის არასასურველი საქციელის ჩადენის პროცესში ან უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 2-5 წამისა, რადგან ამის შემდეგ ძაღლი ვეღარ აღიქვამს კავშირს საქციელსა და დასჯას შორის, ასე რომ იყავით ძალიან ფრთხილები დასჯის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ.


cfqif.jpg

ყოველივე ზემოთ დაწერილისგან თქვენ ალბათ გექმნებათ შდაბეჭდილება, რომ ძაღლის გაწრთვნა ძალიან რთულია და ამას მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს. მინდა გითხრათ, რომ თვითონ წრთვნის პროცესი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარ სირთულეს საკუთარი თავის გაწრთვნა წარმოადგენს. სანამ ძაღლის გაწრთვნას დავიწყებთ, აუცილებელია ჩვენს ხასიათში გამოვიმუშავოთ მოთმინება. არასოდეს გამოვიდეთ მწყობრიდან, ანუ დავიწყნაროთ ნერვები და ყოველთვის გვქონდეს ძაღლის მიმართ მეგობრული და თბილი დამოკიდებულება. ყოველივე ამას გამოცდილება და დრო სჭირდება. მომხდარა ისეც, რომ გამოცდილ მწრთვნელებსაც დაუკარგავთ თავშეკავება და წკეპლა აუღიათ ხელში, რადგან ძაღლი მათ მიერ მიცემულ ბრძანებებს არ ემორჩილებოდა, იმის ნაცვლად, რომ ცივი გონებით გაეანალიზებინათ ძაღლის საქციელი და გამოსავალი ეპოვათ.
ნამდვილი მწრთვნელი გახდება მხოლოდ ის, ვინც პირველ რიგში გაწრთვნის საკუთარ თავს, გამოიმუშავებს ზემოთხსენებულ თვისებებს, არ დაკარგავს თვითშეკავებას და გამოიჩენს ნაკლებ სიფიცხეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გეყოლებათ სამაგალითო მონადირე მეგობარი. სჯობს თავიდანვე სწორად აღვზარდოთ საკუთარი თავიც და ძაღლიც, რათა მომავალი წლების განმავლობაში დავტკბეთ გამოცდილ და კარგად გაწრთვნილ ძაღლთან ერთად ნადირობით.

ძირითადი მომენტები

1. იმისათვის, რომ სწორად გავწრთვნათ ძაღლი, აუცილებელია გავითავისოთ ძაღლის ფსიქოლოგია და არავითარ შემთხვევაში არ ვეცადოთ მის "გაადამიანებას"!

2. ძაღლის წრთვნის პროცესში აუცილებლია მწრთვნელი ზემოქმედებდეს მასზე ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ეს საჭიროა და არა უგვიანეს რამოდენიმე წამისა.

3. ძაღლის სწორად გაწრთვნისათვის აუცილებელია კონკრეტული თვისებების გამომუშავება (მოთმინება და თვითკონტროლი)



 

თავი მეორე

 

ლეკვის შერჩევა

არგი მონადირე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ჯიშის ძაღლებში, როდესაც საქმე ეხება ლეკვის შერჩევას, ჩვენ მას ვირჩევთ იმ ჯიშებიდან, რომლბიდანაც, როგორც წესი, კარგი მონადირეები გამოდიან. ასეთი შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ ყველა შანსი გვექნება, რომ კარგი მონადირე გავწრვთნათ. ასევე ყველა ჯიშის ძაღლებში არსებობს ოჯახები, რომლეთა ლეკვები ზოგი გამოფენის და ზოგიც მინდვრის შეჯიბრებების გამარჯვებულები გამოდიან, მაგრამ რასაც ჩვენ ვეძებთ ეს არის ყნოსვა, მორჩილება, გამძლეობა და თანდაყოლილი ნაბულის უნარი. 

ამისათვის საჭიროა შევარჩიოთ ისეთი ოჯახი, რომელთა რიგებშიც არიან საველე შეჯიბში გამარჯვებული ძაღლები და მოვერიდოთ გამოფენებში გამარჯვებულ ოჯახებს, რადგან, როგორც წესი, ასეთი ძაღლების ლეკვები იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგვიტანს მინდორში.

სიმართლე გითხრათ, ძაღლის ვიზუალური მხარე და მისი სილამაზე არავითარ როლს არ თამაშობს ნადირობაში და ასევე არ მეტყველებს მის უნარ-ჩვევებზე, ბოლო დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოყვარულები სპეციალურად აჯვარებენ გამოფენაში გამარჯვებულ ძაღლებს, რათა შემდგომში მათი ლეკვები ძვირად გაყიდონ და ამ საქმიდან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ჯიშის ძაღლს ავირჩევთ: იქნება ეს კონტინენტური თუ ინგლისური (კუნძულის) ჯიშის, მთავარია ლეკვი იყოს სუფთა სისხლის. რა თქმა უნდა, თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ შეიძლება ორი სხვადასხვა მონადირე ჯიშის ძაღლების შეჯვარებით მივიღოთ კარგი შედეგი? მინდა გითხრათ, რომ თქვენს კითხვას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ ასეთი შეჯვარების დროს ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი ძაღლი გამოვა ასეთი ლეკვიდან, რადგან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს გამოსდით სრულიად უკონტროლო და ჯიუტი მონადირეები, რომელთა მოთვინიერება და გაწვრთნა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს და საბოლოოდ შეიძლება მაინც ვერ მივაღწიოთ სასურველ შედეგს, ასეთი ტიპის ლეკვების აყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვთამაშობთ ტოტალიზატორს, სადაც ჩვენი შანსები 50/50-ზეა, ამიტომ ლეკვის აყვანისას გირჩევთ და სასურველიც არის ლეკვი იყოს სუფთა სისხლის!

ლეკვის შერჩევისას სასურველი იქნება თუ ლეკვის მამა ცნობილი იქნება კარგი რეპროდუქციის უნარით, ხოლო მისი დედა კარგი(რბილი) ხასიათით, ყნოსვით და რა თქმა უნდა მყარი ნაბულით. ზევით ვწერდი დედის ხასიათზე და შეიძლება ბევრს ამაზე გაეცინოს, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხზე. ძაღლი, რომელიც არ არის კომუნიკაბელური და ხალასი, რაც არ უნდა გაწრთვნილი იყოს არასდროს არ იქნება კარგი კომპანიონი ნადირობისას, ან თუნდაც საველე გამოცდებზე, რადგან ასეთი ძაღლი, მიუხედავად თავისი თვისებებისა, ყოველთვის მზად არის ჩხუბისათვის, რითაც პრობლემებს უქმნის პატრონს. შედეგად, პატრონი შეიძლება მოხსნან შეჯიბრიდან. ხშირ შემთხვევაში ძაღლის სახე და გამოხედვა მეტყველებს მის ხასიათზე, ზუსტად ამ მიზეზის გამო გამოფენებზე, გამოცდილი მსაჯები დიდ ყურადღებას აქცევენ ძაღლის ფიზიონომიას.

რეპროდუქციის დროს ლეკვი დედ-მამისგან იღებს არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ თვისებებსაც, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კარგად დავაკვირდეთ ჩვენი მომავალი ლეკვის მშოლებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეკვის დედა არ იყოს ძალიან ახალგაზრდა ან პირიქით. ასევე ლეკვების დედა არ უნდა იყოს გადაღლილი შთამომავლობის გაჩენის თვალსაზრისით, ხშირად ძალიან ცნობილი ძაღლის პატრონები არ ინდობენ საკუთარ ძაღლებს და ლეკვებს ლეკვებზე აყრევინებენ, ასეთი ლეკვებისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ. ყველაზე სასურველი ლეკვები გამოსდით ძაღლებს, რომლებიც თავიანთი ფიზიკური ფორმის პიკში იმყოფებიან და რა თქმა უნდა სრულიად ჯანმრთელები არიან.

ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად ლეკვის შერჩევაზე, სასურველია თუ ლეკვის ამორჩევისას ჩვენ საშუალება მოგვეცემა შერჩევა გავაკეთოთ ყველა არსებული ლეკვებიდან. არსებოს ძირითადი კრიტერიუმები რის მიხედვითაც ხდება ლეკვის შერჩევა, ეს კრიტერიუმები ეხება ნებისმიერი ჯიშის ლეკვებს ესენია:

1 თვის ქალა უნდა იყოს კარგად განვითარებული; 

2 ნესტოები ღია;

3 თვალები დიდი და კარგი მოყვანილობის;

4 ყურები კარგად დამდგარი (თავის ადგილას და ჯიშის შესაბამისად განლაგებული);

5 მკერდი უნდა იყოს ტევადი,კარგად განვითარებული(მას აქვს სამი განზომილება:სიმაღლე, სიგანე და სიღრმე/სიგრძე, თუ ამ სამიდან რომელიმე ერთი მცირეა სხვებთან შედარებით, მაშინ დანარჩენი ორი უნდა აკომპენსირებდეს ამ ნაკლს, რათა ფილტვებისთვის საკმარისი ადგილი იყოს მკერდში);

6 ფართე და ცოტათი ამოწეული მენჯი ძაღლის გამძლეობაზე მიგვითითებს; 

7. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კუდს, ის ტანთან შედარებით პატარა ზომის უნდა იყოს და ლეკვი მას ჰორიზონტალურად უნდა ატარებდეს.

8. ლეკვი უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, უნდა თამაშობდეს და-ძმებთან, ეჩხუბებოდეს და უყეფდეს მათ, ეს მიგვანიშნებს მის ჯანმრთელობაზე და ასევე გამბედაობაზე.


მას შემდეგ რაც შევარჩევთ ლეკვს ის უნდა განვაცალკევოთ და კარგად დავათვალიეროთ, მას არ უნდა აღენიშნებოდეს რაქიტის ნიშნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეკვს არ ეშინოდეს უცხო ხმების, ამის შესამოწმებლად საკმარისია დაუკრათ ტაში, თუ ჩვენი რჩეული შეკრთება და კუდამოძუებული გაიქცევა სასურველია შევარჩიოთ სხვა ლეკვი.


 

თავი მესამე

 

მონადირე ლეკვის გაზრდა, მოვლა და გაწრთვნა

ლეკვის დაბინავება, პატრონისა და ლეკვის მიმართ მოთხოვნები
თვენახევრიდან 4 თვემდე

ამ თავში განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ გავზარდოთ და გავწრთვანთ 7-8 კვირის ლეკვი, რომელიც ეს ეს არის დედას მოვაშორეთ. როგორც ბავშვი, ისევე ლეკვიც ყველაზე ღრმა შთაბეჭდილებებს ჩვილ ასაკში ღებულობს , რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მიჰყვება და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ მისი ხასიათისა და ქცევების ფორმირებაში.

სამწუხაროდ ლეკვები, ეს უმწეო და სუსტი არსებები ადრეული ასაკიდანვე მოკლებულნი არიან სითბოს, მოფერებასა და მზრუნველობას. ლეკვი, რომელიც ეს ეს არის დედას მოაშორეს, ძალიან უბედურია და ყველაზე მეტად ამ პერიოდში ესაჭიროება სითბო, მოფერება, მზრუნველობა და რაც ყველაზე მთავარია, სწორი კვება და დასვენება, თუკი ასეთ ჩვილს მოყვანისთანავე მივაბამთ სადმე ფარდულში ან თუნდაც ჩავკეტავთ ოთახში მარტოდ მარტო და ასეთ პირობებში გავზრდით, 4 თვის ასაკის მიღწევასთან ერთან (ეს ის ასაკია როდესაც ლეკვი ხდება შეგნებული) მას დაკარგული ექნება კონტაქტი პატრონთან და რაც მთვარია, ის მას ვერ აღიქვამს ასეთად. 

სწორედ ამიტომ არ შეიძლება ლეკვის ასეთ პირობებში გაზრდა, მოყვანისთანავე ის უნდა იზრდებოდეს რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტში პატრონთან და ეს უკანასკნელი რაც შეიძლება მეტ დროს უნდა უთმობდეს მასთან თამაშს და მოფერებას, კარგი იქნება თუ იატაკზე ან თუნდაც ბალახზე წამოწვებით, ლეკვი თქვენი მოქმედების დანახვისთანავე მოირბენს თქვენთან და დაგიწყებთ თამაშს და ფერებას, ასეთი საქციელით ჩვენ დავიმსახურებთ მის სიყვარულსა და ნდობას.

ლეკვის დაბინავება

სანამ ლეკვს სახლში მოვიყვანთ, ჩვენ წინასწარ უნდა ვიზრუნოთ მისთვის ადგილის შერჩევაზე და ასევე საწოლის მომზადებაზე, რაც შეეხება ადგილს ის ისე უნდა შევარჩიოთ რომ ლეკვი არ მოვათავსოთ ორპირ ქარში, ასევე ადგილი უნდა იყოს თბილი და სასურველია(განსაკუთრებით პირველ პერიოდში) ჩვენს სამყოფელთან ახლოს. რაც შეეხება ლეკვის სათავსოს/საწოლს, ესეც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება ლეკვის საწოლები, მაგრამ თუ თქვენ არა გაქვთ საშუალება, ის შეგიძლიათ თქვენითაც ადვილად გააკეთოთ შემდეგნაირად: ფიცრებისგან შევკრათ ოთხკუთხედი და მასზე გადავჭიმოთ ბრეზენტი რაზეც შემდეგ დავაფენთ თბილ ქსოვილს, სასურველია საწოლში ჩაუფინოთ რამოდენიმე ქსოვილის ნაჭერი, რადგან ლეკვებს ძალიან უყვართ მათი თავზე წამოფარება და შიგნით გახვევა. საწოლი ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ ლეკვს იქედან თავისუფლად ამოძრომა არ შეეძლოს, ამას ის მხოლოდ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ შეძლებს - დაახლოებით 1 კვირაში, მიზეზებს ქვევით ავხსნი.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ძირითად შეცდომაზე, რასაც თითქმის ყველა ახალბედა პატრონი უშვებს როგორც წესი, დედას მოშორებული ლეკვი, განსაკუთრებით პირველ დღეებში, გაუთავებლად ტირის და არ გვაძლევს დაძინების საშუალებას, მისი გაჩუმების მიზნით ბევრი ლეკვს საწოლში იწვენს და ისიც, რათქმაუნდა, სიამოვნებით იძინებს თქვენს გვერდით სითბოში, ჩემი დაჟინებული თხოვნა იქნება ასე ნუ მოიქცევით რადგან შემდგომში ვერაფრის დიდებით ვერ გადააჩვევთ ამ მავნე ჩვევას. იმისათვის რომ ლეკვმა მშვიდად იძინოს საკმარისია ღამის ჭამის შემდეგ მის საწოლქვეშ ჩავდოთ ზომიერად ცხელი წყლით ავსებული ბოთლი ან „გრელკა“, ამის მიზეზი არის ის, რომ ლეკვი დედასთან ყოფნის დროს მიჩვეული იყო მის სითბოს და ის ყოველ ღამე ასე იძინებდ, თუ ჩვენ გვინდა მშვიდად ძილი, მოდით ნუ წავართმევთ მას ამ სიამოვნებას. 

ადგილის სისუფთავე

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმათთვის ვინც ლეკვს ბინის პირობებში ზრდის და საერთოდ ჩემი აზრით ლეკვი პირველ პერიოდში, სანამ ყველა აცრას გაუკეთებდეთ, სასურველია სახლში გყავდეთ და შეძლებისდაგვარად მოარიდოთ ბუნებასთან კონტაქტს.

დავიწყოთ იქედან, რომ არცერთი გარეული ცხოველი თავის ბუნაგს არ დასვრის ექსკრემენტებით და რაც არ უნდა პატარა იყოს, ყოველთვის შეეცდება თავისი საწოლი ადგილიდან მოშორებით მოისაქმოს, ეს მას თანდაყოლილად მოსდევს გენებში, როგორც უკვე აღვნიშნე, წრთვნის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ძაღლის თანდაყოლილი თვისებები და ეს სიტუაციაც არ არის გამონაკლისი. 

როგორც ყველა ბავშვი, ისე ლეკვიც მხოლოდ ჭამით, ძილით და საჭმლის მონელებით არის დაკავებული, ამიტომაც როგორც ჩვილ ბავშვს ისე ჩვენ მას უნდა შევუდგინოთ სპეციალური ჭამის გრაფიკი, რაც ძალიან დაგვეხმარება სისუფთავის შენარჩუნებაში, ამ გრაფიკზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, რადგან ამ ეტაპზე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ლეკვის მონელების სისტემაზე, პროცესი შემდეგია: ლეკვი იღვიძებს, მოისაქმებს, შემდეგ ჭამს, თამაშობს, ისევ მოისაქმებს და საბოლოოდ დაღლილი ისევ იძინებს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანმიმდევრობა, რადგან მასში დევს სისუფთავის მთავარი საიდუმლო. 

ჩვენი მოქმედების გეგმა შემდეგია, როგორც კი ლეკვი გაიღვიძებს მას მოსაქმება უნდა და ის დაიწყებს წკმუტუნს, რადგან საწოლიდან ვერ გადმოდის (საწოლი სპეციალურად არის ასე მოწყობილი, რაზეც უკვე ზევით დავწერე). მას ინსინქტები კარნახობს, რომ სადაც სძინავს იქ არ უნდა მოისაქმოს, ამ დროს ჩვენ ის ამოგვყავს საწოლიდან და მისთვის სპეციალურად მომზადებულ ყუთში ვსვამთ, სადაც მიწის და ქვიშის ნარევი გვაქვს ჩაყრილი (ვისაც საშუალება გაქვთ გაქვთ შეგიძლიათ ზოომაღაზიებში შეიძინოთ სპეციალური ლეკვების ტუალეტები თავის ქვიშით) და იქ ვაჩერებთ სანამ არ მოისაქმებს, ამ ყუთს ერთი მხარე ამოჭრილი უნდა ჰქონდეს ისეთ სიმაღლეზე, რომ შემდგომში ლეკვმა უკვე დამოუკიდებლად შესძლოს შიგნით შესვლა და რაც მთავარია საწყის ეტაპზე ყუთი შესასვლელი ნაწილით უნდა უყურებდეს ლეკვის საწოლს და მისგან მოშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 1 მეტრისა, შემდგომში ამ ყუთს თანდათან მოვაშორებთ საწოლს და საბოლოო ჯამში მას აივანზე ან საერთოდ ბინიდან გარეთ გავდგამთ.

მოსაქმების შემდეგ, რა თქმა უნდა, ლეკვი მიირთმევს საჭმელს და ცოტა ხანი ითამაშებს, ნუ მოდუნდებით, რადგან ზუსტად ამ დროს შეიძლება დაასველოს იატაკი, ვინაიდან ძილის წინ, როგორც წესი ლეკვი შარდავს ხოლმე, თუ თამაშის დროს ლეკვს შეამჩნევთ, რომ ის ერთ ადგილას იწყებს ტრიალს ან ცხვირით რაღაცას, ეძებს ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მას მოსაქმება უნდა, ასეთ დროს მოკიდეთ ხელი და მოათავსეთ სპეციალურ ყუთში და გააჩერეთ იქ რამოდენიმე წუთი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ლეკვი არ გვანიშნებს მოსაქმებაზე, ყოველი შემთხვევისთვის ძილის წინ მაინც მოათავსეთ ამ ყუთში, რათა მისდაუნებურად გამოიწვიოთ კუჭის ან შარდის ბუშტის მოქმედება. საკმარისია ლეკვმა ერთხელ მოისაქმოს ყუთში, რომ იქ დარჩება სპეციფიური სუნი, რომელსაც ის გრძნობს და ყოველი მოთავსების დროს ის რეფლექსურად აკეთებს თავის საქმეს. იგივე პროცესი მეორდება დაახლოებით სამ საათში, რადგან ლეკვი ისევ გაიღვიძებს, თუ თქვენ არ დაიზარებთ და ამ პროცედურას განახორციელებთ რამოდენიმე დღის განმავლობაში (როგორც წესი 2-3 დღე საკმარისია), ლეკვი გაღვიძებისთანავე თავისით შევა ყუთში. 

აქვე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ამ ყუთის სისუფთავეზე, სასურველია იქონიოთ პატარა ნიჩაბი, რომლის შეძენასაც ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეძლებთ და ასევე ჰერმეტულად დახურული პლასტმასის ჭურჭელი(პატარა ზომის „ვედრო“), რათა გაწმინდოთ ყუთი ექსკრემეტებისაგან და შეინარჩუნოთ სისუფთავე, ასე თქვენ თავიდან აირიდებთ ბინაში/სახლში არა სასიამოვნო სუნს.

ზევით მოყვანილი მეთოდი, რა თქმა უნდა ძალიან ეფექტურია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეძლება მაინც მოხდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ლეკვი იატაკს დაასველებს, ასეთ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ეს პირველ რიგში თქვენი უყურადღებობის ბრალია და არავითარ შემთხვევაში მისი, თუ თქვენ მას ფაქტზე წაასწრებთ შეგიძლიათ დასაჯოთ საჯდომზე მცირე უმტკივნეულო „დარტყმით“ ან მკაცრი ხმით გაუწყრეთ მას, მომენტალურად აიყვანოთ ხელში და მოათავსოთ სპეციალურ ყუთში, აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, არავითარ შემთხვევაში, ვიმეორებ არავითარ შემთხვევაში ლეკვი არ დასაჯოთ პოსტფაქტუმ, რადგან 2 წამის შემდეგ ის ვეღარ აღიქვამს დასჯის მიზეზს და ამით თქვენ მას უაზრო შიშს უნერგავთ, ასევე რატომღაც გავრცელებულია მეთოდი, რომ ლეკვს თავისივე მოსაქმებულში ჩააყოფინებენ ცხვირს და შემდეგ იმ ადგილას მიიყვანენ, სადაც წესით ეს ყვლაფერი უნდა გაეკეთებინა, დამიჯერეთ ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ლეკვთან მიმართებაში გააკთოთ, წარმოიდგინეთ რას იფიქრებს საცოდავი, როდესაც ასეთ რამეს გაუკეთებთ, მითუმეტეს რომ ის ვერ ხვდება, რით დაიმსახურა ასეთი სისასტიკე. გახსოვდეთ, რომ ლეკვის დასჯას ზრი აქვს მხოლოდ დანაშაულის ჩადენის პროცესში ან არაუგვიანეს 2 წამისა.

თუ მოხდა ის, რაზეც ზევით ვილაპარაკე და თქვენმა ლეკვმა მოისაქმა იატაკზე, აუცილებელია ეს ადგილი დავამუშაოთ ქლორით, რათა იმ ადგილას არ დარჩეს სპეციფიური სუნი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეძლება იგივე განმეორდეს, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ლეკვს არ დააყნოსინოთ ქლორით მოწმენდილი იატაკი სანამ ის არ გაშრება, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ყნოსვას.

4 თვის ასაკში ლეკვი უნდა აღიქვამდეს ადამიანის ხმას, ბრძანებებს და გადიოდეს წრთვნას. რაც უფრო მჭიდროა კონტაქტი პატრონსა და ლეკვს შორის, მით უფრო ადვილი ხდება მისი გაწრთვნის პროცესი, უმჯობესია თუ ყველა მონადირე (პატრონი) ადრინდელი ასაკიდან დაიწყებს საკუთარი ლეკვის გაწვრთნას და დაგეშვას, ამით ჩვენ ავიცილებთ უამრავ პრობლემას და დავზოგავთ, როგორც საკუთარ ასევე ლეკვის ნერვებს და ნაკლებ ფსიქოლოგიურ ტრავმას მივაყენებთ აღზრდის პროცესში, რადგან ასაკის მომატებასთან ერთად იზრდება ძაღლის სიჯიუტეც და დაუმორჩილებლობა, ასეთი მეთოდით კი ჩვენ მას ლეკვობიდან ვაჩვევთ მორჩილებასა და წესრიგს. ლეკვი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში გვეყოლება თუ 6 თვის ასაკამდე მას თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებას მივცემთ, ამ დროს ლეკვები თამაშობენ და ბევრს დარბიან, რაც მათ ფიზიკურ ფორმაზე და ხასიათზე დადებითად აისახება. 6 თვის მერე ლეკვის მართებულად წრთვნისთვის საჭიროა ის დავაშოროთ თანატოლებს.

იმისათვის, რომ ნერვების და დროის ეკონომია გავაკეთოთ, ხშირად მიმართავენ შემდეგ მეთოდს, ლეკვს ამეგობრებენ უკვე გამოცდილ და კარგად გაწრთვნილ ძაღლთან, ვიმეორებ კარგად გაწრთვნილ ძაღლთან, რათა მას წარმოდგენა შეექმას იმაზე თუ რას ითხოვს მისგან ადამიანი, მაგ: დაძახების ან ჩასტვენისთანავე პატრონთან მოსვლა და ა.შ. მაგრამ არ ღირს ამ სიტუაციის ბოროტად გამოყენება და დროში გაწელვა, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენი ლეკვი დაკარგავს იდივიდუალიზმს და საკუთარ თვისებებს, რომლებიც შეიძლება გაცილებით უკეთესი ჰქონდეს მის უფროს მეგობართან შედარებით.
(სწორედ ამ პრინციპის გამო პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ ჩემს ლეკვს ყველაფერი თავად ვასწავლო მისი ხასიათის და უნარების გათვალისწინებით, თუმცა ეს მიდგომაც ინდივიდუალურია). როდესაც ჩვენი ლეკვი უფროსის მაგალითზე ისწავლის პატრონთან მოსვლას, ის უკვე ცდილობს დაასწროს მას პატრონთან მისვლა, რათა პირველმა მიიღოს სასუსნავი. ამის შემდეგ იწყება ლეკვის ინდივიდუალური წრთვნა(უფროსი ძაღლის გარეშე), თუმცა პერიოდულად ის მაინც გაყავთ გამოცდილ ძაღლთან ერთად, რათა ასწავლონ წყალში შესვლა, ნანადირევის მოტანა, კვალზე მუშაობა, მოკლული ნადირის მონახვა და ყეფით პატრონის მოხმობა.

ზემოთ მოყვანილი მეთოდი, როგორც აღვნიშნე დროის და ნერვების ეკონომიას ემსახურება, მაგრამ თუ ჩვენ ძაღლისგან გვინდა მივიღოთ სრული მორჩილება, ნდობა და თავდადება, აუცილებელია ყოველივე ზემოთქმული ჩვენ თვითონვე შევასწავლოთ ჩვენსავე ძაღლს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით ძაღლისთვის გამოცდილი უფროსი მეგობარი, რომელმაც მას ყველაფერი ასწავლა, მასთან ერთად შევიდა წყალში, მოანახინა ნანადირევი და ა.შ. ერთი სიტყვით, ის ხდება თქვენი ერთგული მეგობარი, რომლსთვისაც ინადირებს, დაემორჩილება და ვისაც ბოლომდე ენდობა. 

თუ ჩვენ ლეკვის წრთვნას დავიწყებთ მხოლოთ იძულების მეთოდით და ყოველი შესრულებული ილეთის მერე არ დავაჯილდოვებთ, ჩათვალეთ რომ სასურველ შედეგს ვერასოდეს მივაღწევთ, რადგან ძაღლისთვის მთავარი კრიტერიუმი არის მისი გამოცდილება, მას კი ყოველთვის სასიამოვნო იზიდავს. 

თუ ლეკვი ჩვენგან თავისუფალ დროს ატარებს, სხვა ქუჩის ძაღლებთან ერთად, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის დაძახილზე მიდიან ან თუნდაც ისეთი ადამიანების საზოგადოებაში სადაც ლეკვს ყოველთვის ეფერებიან და მისთვის სასუსნავიც მოენახებათ და თქვენ ამავდროულად მას წრთვნით იძულების მეთოდით და დაჯილდოვების გარეშე, რა თქმა უნდა თქვენ ვერასდროს გახდებით მისთვის საუკეთესო მეგობარი.

ლეკვს მოყვანისთანავე უნდა მივმართოთ სახელით და თუკი ის დაძახებაზე მოვა, აუცილებლად დავაჯილდოვოთ გემრიელი სასუსნავით, რა თქმა უნდა მას დღეში ოთხჯერ ვაჭმევთ თავის ულუფას, მაგრამ ამ ულუფასაც ლეკვი უნდა აღიქვამდეს როგორც ჯილდოს, რომელიც მან ჩვენთან მოსვლით დაიმსახურა. როდესაც ლეკვი მიეჩვევა დაძახილზე მოსვლას, მან იცის, რომ აუცილებლად სასუსნავი უნდა მიიღოს, მაგრამ სანამ თქვენ მას დააჯილდოვებდეთ, უბრძანეთ დაჯდომა და ამავდროულად ერთი ხელით დააწექით ტანის უკანა ნაწილს და მეორე ხელით შეუნარჩუნეთ ან წამოუწიეთ თავი, როგორც კი ლეკვი დაჯდება იმწამსვე დააჯილდოვეთ საჩუქრით, როგორც წესი ამას ლეკვები ძალიან მალე ითვისებენ, გაითვალისწინეთ, რომ სანამ ლეკვი კარგად არ გაითავისებს ერთ ბრძანებას, ნუ დაიწყებთ მასთან სხვა ბრძანებების დამუშავებას, ყველა ბრძანება შეისწავლება ეტაპობრივად, იმის მერე, რაც ჩვენმა ლეკვმა კარგად ისწავლა ბრძანება დაჯექის შესრულება, ამის შემდეგ შეიძლება ვასწავლოთ ბრძანება „ნახე“ ან „მონახე“ როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, იმის მერე, რაც ძაღლს მოვიხმობთ და ვუბრძანებთ დაჯდომას, იმის ნაცვლად, რომ მას სასუსნავი მივცეთ, ჩვენ მას სასუსნავს დავანახებთ, მაგრამ კი არ მივცემთ, არამედ გადავაგდებთ და ვუბრძანებთ სიტყვა „ნახე“-ს. ამავდროულად, ხელს გავიშვერთ იმ მიმართულებით საითაც სასუსნავი გადავაგდეთ, რა თქმა უნდა ლეკვი ადვილად იპოვის ჩვენს მიერ გადაგდებულ სასუსნავს, რადგან მას რამოდენიმე მეტრში დაუგდებთ და თან ისეთ ადგილას, რომ კარგად ჩანდეს, ამის შემდეგ ნელ-ნელა შგვიძლია მანძილიც გავზარდოთ და ასევე სასუსნავი ჩავაგდოთ ბალახებში, ამით ჩვენ მოვახდენთ ლეკვის ყველაზე მთავარი გრძნობის ამოქმედებას და მივახვედრებთ, რომ ცხვირის საშუალებით შეიძლება სასუსნავის მოპოვება.

7-8 კვირის ასაკში ლეკვს უნდა შეეძლოს მშვიდად დაჯდეს ან დაწვეს პატრონის ფეხებთან ყელზე გაკეთებული სადავით. ამის მისაღწევად საჭიროა ძაღლს ვასწავლოთ ბრძანება „ადგილზე“ , ამისათვის ლეკვი უნდა დავაწვინოთ/დავსვათ იატაკზე და მივცეთ ბრძანება „ადგილზე“. თუ ის არ გაჩერდება და ადგება, ჩვენ ვიმეორებთ იგივეს სანამ ლეკვი არ დაგვემორჩილება, რაც მთავარია ასეთი ვარჯიშები უნდა ჩავატაროთ სპეციალურად შერჩეულ დროს, მაგალითად როდესაც ის დაიღალა თამაშით და დასვენება უნდა ან ახალი ნაჭამია, ასეთ დროს ლეკვი არ გრძნობს დაძალებას, რადგან ჩვენთვის სასურველი ბრძანება მის ბუნებრივ მდგომარეობასთან თანხვედრაშია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ლეკვი არ დავაწვინოთ ან დავსვათ ცივ ან ნესტიან ზედაპირზე და არ შევუქმნათ დისკომფორტი, ყველაზე კარგი იქნება თუ ჭამის ან გასერინების/თამაშის შემდეგ ლეკვს მივიყვანთ მის საძინებელ ადგილას, ჩავსვამთ თავის სათავსოში და მივცემთ ბრძანებას „ადგილზე“. რამოდენიმე ასეთი ვარჯიშის შემდეგ, როდესაც ის ბრძანებას მიეჩვევა, თავისუფლად შეგვიძლია ეს ბრძანება უკვე სხვა ადგილას შევასრულებინოთ. ამგვარად ის მიხვდება ბრძანების შინაარს და სიამოვნებით შეასრულებს მას. ასეთი ვარჯიშების შედეგად სულ რამოდენიმე დღეში, ჩვენი პატარა მეგობარი მშვიდად შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომას/წოლას ნებისმიერ ვითარებაში, იქნება ეს გასეირნების პროცესში თუ სახლში ჭამის შემდეგ მისთვის განკუთვნილ ადგილას და უფრო მეტიც ის იმდენად შეეჩვევა ამ ბრძანებას, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ მის გვერდით ჯდომა და ყოველი ჭამის შემდეგ ლეკვი ბრძანების მიცემისთანავე წავა თავის ადგილას..



ოთხიდან ექვს თვემდე

ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ძაღლისათვის. ამ დროს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მის პირად ჰიგიენას, რომლის სწორად წარმართვის შემთხვევაში ხელს შევუწყობთ მის ჯანმრთელობას. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წვრთნისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი უკვე გავლილია. არაბული ანდაზის მიხედვით ყველაზე კარგად ახალგაზრდა ხე შეიძლება, რომ მოიხაროს. მთელი ჩვენი მეთოდიკა დამყარებულია ჯილდოს მიღების პრინციპზე. ეს ჯილდო შეიძლება იყოს, როგორც მოფერება, ისე რაიმე სახის ნუგბარი, იქნება ეს ხორცის ნაჭერი, ბისკვიტი თუ სხვა რამ. არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. სახლის პირობებში შეგვიძლია გამოვიყენოთ უმი ხორცი. თუ სახლის გარეთ ვართ, მაშინ ყველაზე კარგი საშუალებაა ცხოველურ ცხიმში შემწვარი პური (სუხარი). თან ის იოლად შეგიძლიათ ატაროთ თუნდაც ჯიბით, ისე რომ არ შეგეშინდებათ ჯიბეების დასვრის.

მთელი ჩვენი მუშაობა და წრთვნა უნდა მიმდინარეობდეს ერთი მიზნისაკენ: მივაღწიოთ იმას, რომ ძაღლმა თავის გონებაში ერთმანეთთან დააკავშიროს ჩვენს მიერ ხმით ნაკარნახევი მოქმედება და ჩვენს მიერვე გაცემული ჯილდო. ყოველი კარგად გაწვრთნილი ძაღლი პირველივე ბრძანებისთანავე უნდა ასრულებდეს შემდეგ მოქმედებებს: 

1. როდესაც წარვმოვთქვამთ მის სახელს, ის თავს ჩვენს მხარეს უნდა ატრიალებდეს;

2. მან ჩვენთან უნდა მოირბინოს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხრებით, მარჯვენა ხელით ვირტყამთ მუხლზე, ვეუბნებით “ჩემთან” ან ვუსტვენთ;

3. ის უნდა დაწვეს, როდესაც ვეუბნებით “დაწექი” ან ხელს ვწევთ მაღლა და ვუსტვენთ, ან ფრინველის აფრენისას ასევე თოფის მხარზე მიბჯენისას და მისი გასროლისას;

4. ჩვენს ზურგს უკან უნდა მოდიოდეს, როდესაც ვუბრძანებთ “ფეხთან” და ხელით ზურგს უკან ვანიშნებთ;

5. უნდა მოგვიტანოს თეფში ან სათამაშო, როცა ვუბრძანებთ: “მომიტანე”, ხოლო როცა ვეტყვით “მომეცი” – ის უნდა დაჯდეს უკანა თათებზე და მოგვცეს მოტანილი ნივთი;

6. უნდა წავიდეს საძიებლად ბრძანებისას: “ნახე” და ასევე, როცა ამ ბრძანების გაცემისას ხელს გავიშვერთ იმ მიმართულებით, საითკენაც გვინდა რომ წავიდეს; 

7. ნელა უნდა იმოძრაოს მაშინ, როდესაც ვუბრძანებთ: “წინ” და, როცა ხელს დაბალ პოზიციაში გავიშვერთ სასურველი მიმართულებით;

8. უნდა მიატოვოს ძიება ან ნაბული მაშინ, როდესაც ვუბრძანებთ “დააგდე, შეეშვი, გამოდი, გაჩერდი” – და თან ხელს გავიქნევთ ჰორიზონტალურად წინ;

უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოოდ წრთვნის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, ყველა ზემოთ მოხსენებული ბრძანების სიტყვებს ისეთი დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება და ყველა იმ მოქმედებების შესასრულებლად მხოლოდ ჟესტიკულაცია და სტვენა იქნება საკმარისი.

ჩვეულებრივ, იმისათვის, რომ ძაღლი დაწვეს, სტვენას არ მიმართავენ, თუმცა ზოგადად ძაღლის წვრთნისას ეს მეთოდი ძალიან მოხერხებულია.

მაგალითად: წრთვნის პროცესში, როდესაც ძაღლი შორსაა წასული, ჩვენი ხმა ისე ძლიერი არ არის, რომ მან დიდ მანძილზე გაიგონოს. როდესაც ძაღლი არ გვიყურებს, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ გავაგებინოთ მას ჩვენი სურვილის შესახებ. სტვენით კი ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. 

როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ფრინველის ყოფნის სავარაუდო არეალს წრე დავარტყათ და თან გვინდა, რომ ძაღლი იყოს მწოლიარე მდგომარეობაში, არ უნდა გავცეთ ხმამაღალი ბრძანება, რადგან ეს ფრინველს დააფრთხობს, უბრალოდ მსუბუქად უნდა დავუსტვინოთ და ძაღლი მაშინვე დაწვება. 

ჩვენი ლეკვისათვის ერთი ტიპის სასტვენი უნდა გამოვიყენოთ მთელი წრთვნის პროცესში, მას ასე უფრო იოლად მივაჩვევთ ბრძანებებს და იოლად დავიმორჩილებთ. რა თქმა უნდა არსებობს სტვენსის ვარიაციები კონკრეტული ბრძანაბებისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ ისინი და თქვენთვის უფრო მოსახერხებელი კომბინაციები გამოიყენოთ. მაგალითად, როცა გვინდა, რომ ძაღლი დაწვეს, მაშინ ვუსტვენთ ერთხელ და ხანგრძლივად, მაგრამ როდესაც გვინდა, რომ ჩვენთან მოვიდეს, მაშინ ვიყენებთ ორ ან სამ მოკლე და სწრაფ სტვენას.

იმისათვის, რომ ძაღლი მივაჩვიოთ რაიმე ნივთის მოტანას უნდა გამოვიყენოთ ჩალის ღერო, რომელიც გახვეული იქნება ტილოში ისე, რომ გაკეთდეს 14 სანტიმეტრი სიგრძისა და 4 სანტიმეტრი დიამეტრის პატარა ცილინდრი. მოგვიანებით ეს მოსატანი საგანი შეგვიძლია შევცვალოთ სხვა მასალით. ამ დროისათვის ის უნდა დავამძიმოთ ბოლოებში სიმძიმეების ჩადებით. მას უნდა მივცეთ ისეთი ფორმა, როგორიც უფრო მოსახერხებელი იქნება ძაღლისათვის ტვირთის მოსატანად და წონასწორობისათვის. იმისათვის, რომ ძაღლმა რბილად მოჰკიდოს პირი საგანს, შეგიძლიათ ის გააკეთო რეზინის მილისგან, ხელთათმანისგან ან ნახერხით სავსე პატარა ტომსიკისგან. 

გასეირნებისას უნდა მივცეთ ლეკვს საშუალება იმისა, რომ ურთიერთობა ჰქონდეს სხვა შინაურ ცხოველებთან. რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა მშვიდობიან ხასიათს უნდა ატარებდეს. ხშირად უნდა ვიმეოროთ ლეკვის სახელი და უნდა ვუბრძანოთ მოვიდეს თქვენთან ბრძანებით „ჩემთან“. აქვე შეგიძლიათ ჩართოთ გადაგებული საგნის მოტანის ან მისთვის ჯილდოდ ნუგბარის გადაგდების მეთოდი.



გაკვეთილი პირველი 

„დაწექი“
in1wl.jpg

წაიყვანეთ ძაღლი რომელიმე შემოსაზღვრულ ადგილას, სადაც არაფერი და არავინ არ მიიქცევს მის ყურადღებას. დაიხარეთ მისკენ და ნელა წარმოთქვით სიტყვა „დაწექი“ და იმეორეთ სანამ ლეკვს არ დააწვენთ მუცელზე და თავს დაადებინებთ წინ წამოწეულ წინა თათებზე. თან მოეფერეთ და ამით გააჩერეთ ის ამ მდგომარეობაში. რათქმაუნდა თქვენ გაგიჩნდათ კითხვა თუ როგორ მოვახერხოთ ლეკვის დაწვენა თუ მან არ იცის სიტყვა დაწექის მნიშვნელობა, ამისათვის ჩვენ ვიქცევით შემდეგნაირად:

ძაღლს მივცეთ ბრძანება დაჯექი რომელიც მან უკვე კარგად იცის და უპრობლემოდ ასრულებს, შემდეგ სადავე ლეკვის წინა ფეხებს შორის გამოვატაროთ და ცოტატი უკან მიწაზე დავაფიქსიროთ ფეხით ოდნავ დაჭიმულ მდგომარეობაში ისე რომ მას არ შეეძლოს წინ ნაბიჯის გადადგმა, ამის შემდეგ მარჯვენა ხელით ჯიბიდან ამოვიღოდ ნუგბარი, მივუტანოთ ცხვირთან და დავწიოთ ხელი მიწისკენ და ცხვირისგან ოდნავ წინ ისეთ მანზილზე, რომ ლეკვის გამოყოლის შემთხვევაში ის აგმოჩნდეს დაწოლილ მდგომარეობაში, ჩვენი ლეკვი ავტომატურად გაყვება ჩვენი ხელის მოძრაობას, რადგან მას არ შეუძლია წინ წამოწევა ის დაიწყებს დაწოლას, ამ დროს არ დაგავიწყდეთ სითყვა "დაწექის" განმეორება, თავიდან შეიძლება ლეკვს გაუჭირდეს დაწოლა მაგრამ რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ის აუცილებლად დაწვება რადგან სხვა გზა არ ექნება ნუგბარის მისაღებად, იმის შემდეგ რაც ლეკვი დაწვება თქვენთვის სასურველ პოზაში (აიცილებელია რომ ლეკვმა ისწავლოს სწორ პოზიციაში დაწოლა)მარცხენა ხელით დაადებინეთ მას თავი წინ წამოწეულ თათებზე და მარჯვენა ხელით მიეცით ნუგბარი მაგრამ დაჯილდოვებამდე რამოდენიმეჯერ გაუმეროთ ბრძანება "მიდი", შემდეგ მიეცით საშუალება ადგეს და წავიდეს. ამის შემდეგ მიეცით ლეკვს დრო გასართობად და რამოდენიმე წუთში ისევ დაიწყეთ ეს გაკვეთილი და გაიმეორეთ ოთჯერ ზედიზედ. შემდეგ ძაღლი დაასვენეთ.

ასევე არსებობს ლეკვის დაწვენის მეორე ხერხიც, რომელიც არანაკლებ ეფექტურია მაგრამ ჩემი აზრით უფრო იძულებით ხასიათს ატარებს და ლეკვში არცთუ კარგკ ასოციაციებს იწვევს, მაგრამ რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ ლეკვას ავიწყდება ეს ცუდი ასოციაცია რადგან საბოლოოდ ის დაჯილდოვებით მთავრდება.

მოქმედება ხდება შემდეგ ნაირად ლეკვს ვაძლევთ ბრძანებას დაჯექი, შემდეგ ვიხრებით მისკენ და მარჯვენა ხელს ვკიდებთ ორივე წინა თათებში და ვწევთ თათებს მიწინდან მაგლა მარცხენა ხელს ვადებთ თავზე და სიტყვა დაწექის წარმოთქმის შემდეგ ლეკვს ვაწვენთ სასურველ მდგომარეობაში მიწაზე, ამის შემდეგ მას ვეფერებით და რამოდენიმჯერ ვუმეორებთ ბრძანებას "დაწექი" ძალიან რბილ ტონალობაში და ხმადაბლა, რამოდენიმე წამის შემდეგ ვაძლევთ ნუგბარს, გაითვალისწინეთ რომ ბრძანების მიცემისას არ იხმაროთ მკაცრი ტონი. მინდა ვაღიარო რო მ ასეთი მეთოდით ლეკვი უფრო სწრაფად ხვდება თუ რა გვინდა მისგან მაგრამ რახან ეს მეთოდი იძულებით ფორმას ატარებს მე პირადად არ ვანიჭებ მას უპირატესობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ მეთოდში საგანგაშო არაფერია და გერმანელი მწრთვნელების უმრავლესობა ზუსტად ამ მეთოდით ასწავლიან ძაღლებს ბრძნანება დაწექის შესრულებას. 

გაითვალისწინეთ , რომ არ უნდა აიძულოთ ლეკვი დაწვეს ცივ ან ნესტიან ზედაპირზე ეს მას აიძულებს არ დაგემორჩილოთ, გაკვეთილი უნდა გრძელდებოდეს ხუთ წუთს და მეორდება რამოდენიმეჯერ დღეში(3-4ჯერ მაინც). მეტნაკლებად ინტელექტუალურ ძაღლებს შეიძლება მხოლოდ ექვსი დღე დასჭირდეთ იმისათვის, რომ ისწავლონ ეს მოქმედება, იმის შემდეგ რაც ლეკვი ისწავლის ბრძანებას და დაიწყებს მის შესრულიებას, მნიშვნელოვანია რომ არ მივცეთ მას არანაირი ნუგბარი ან ჯილდო სანამ ის არ დაწვება . 

მას შემდეგ რაც ძაღლი გაიგებს სიტყვა „დაწექის“ მნიშვნელობას და კარგად ასრულებს მას, უკვე ეს სიტყვა უნდა ვუთხრათ სტვენისას და ხელის ვერტიკალურ მდგომარეობაში აწვით. ამ მოქმედებების მცირე დროის ინტერვალით გამეორება საკმარისია იმისათვის, რომ ძაღლი დაწვეს.



გაკვეთილი მეორე

"მოთმინება"

მას შემდეგ რაც ჩვენმა ლეკვმა კარგად აითვისა ბრძანება დაწექი, საჭიროა მასში გამოვიმუშავოთ მოთმინება, რადგან ეს უკანასკნელი აუცილებელია მონადირე ძაღლისთვის და ნადირობის პორცესში ძალიან გამოგვადგება მისი ეს თვისება.

ამ თვისების გამომუშავებისთვის ვიქცევით შემდეგნაირად:

ვუბრძანებთ ლეკვს "დაწექი" და მისი ცხვირის წინ დაახლოებით ერთ მეტრში დავდებთ ნუგბარს, რამოდენიმე წამის შემდეგ მას ვაძლევთ ბრძანებს "მიდი" და ის ეძგერება ჩვენს მიერ მიწაზე დადებულ ჯილდოს, აუცილებელია რომ ლეკვი მხოლოდ ბრძანების შემდეგ წამოდგეს და გაიქცეს ნუგბარისკენ. ამისათვის თავიდან შეიძლება მოგიწიოთ ლეკვის მოფერებით ან იძულებით მწოლიარე მდგომარეობაში დაფიქსირება და მხოლოდ ბრძანების შემდეგ მისი მიშვება. ჩვენი ლეკვისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ნებისყოფის გამომუშავება, ამიტომ ნუ აიძულებთ მას თავიდანვე დიდი ხნით მოთმენას, დაიწყეთ რამოდენიმე წამიდან და ნელ ნელა გაზარდეთ დრო.

ეტაპი მეორე, როდესაც ჩვენი ლეკვი შეძლებს რამოდენი წამით გაჩერებას დაწოლილ მდგომარეობაში (დაახლოებით 5 წამი)ამის შემდეგ ჩვენ ვცვლით საქციელს და ბრძანება "მიდის" მაგივრად უკვე ჩვენ მოგვაქვს ცხვირწინ დადებული სასუსნავი და პირში ვუდებთ მას. ასე ვიმეორებთ რამოდენიმეჯერ და შემდეგ ლეკვს ვაძლევთ დასვენების საშუალებას, გაიქცეს ცოტა, გაეთამაშეთ და რამოდენიმე წუთში ისევ გაიმეორეთ გაკვეთილი, მხოლოდ 5 წამის ნაცვლად ამჯერად 10 წამით დააწვინეთ ძაღლი და შემდეგ ისევ მიუტანეთ ნუგბარი და თქვენივე ხელით ჩაუდეთ პირში, სულ მცირე ლოგიკაა ძაღლისთვის საჭირო, რომ მიხვდეს: თუ მას არ შეუძლია ნუგბართან მისვლა, მაშინ ნუგბარი მოვა მასთან, ამ გაკვეთილისას მთავარია, რომ თქვენ ბოროტად არ ისარგებლოთ ლეკვის მოთმინებით და როდესაც ნახავთ რომ ის ცქმუტავს და ადგომას ცდილობს, დაელოდეთ ხუთი წამი და მერე მიეცით ნუგბარი.

ამგვარი ვარჯიშებით სულ რამოდენიმე კვირაში ჩვენ შევძლებთ ლეკვი გაუნძრევლად დავაწვინოთ 10 ან 15 წუთის განმავლობაში. მაგალითისთვის ნახეთ სურათი, 2 თვის დრათხაარი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გავწრთვენი და ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიე ამ გაკვეთილს

8n2qy.jpgatzpx.jpg

იმის შემდეგ,რაც ჩვენი ლეკვი გამოიმუშავებს მოთმინებას, უკვე არ არის საჭირო მისთვის ნუგბარის პირში ჩადება, ჩვენ ვაძლევთ მას ელემენტარულ ბრძანებას "მიდი", რომელიც მან უკვე კარგად იცის და ის ეძგერება ჯილდოს, ამგვარად ჩვენ მასში გამოვიმუშავებთ მოთმინებას.

ასევე აუცილებელია ეს გაკვეთილი ჩავუტაროთ ჩვენს აღსაზრდელს ყოველი ჭამის წინ

ptqk5.jpgt809o.jpg

როდესაც თქვენი ლეკვი ბრძანების მოლოდინშია, თქვენ ამ დროს ნუ იდგებით გაუნძრევლად გაიარ-გამოიარეთ, თავზე გადააბიჯეთ ლეკვს, ყველანაირად ეცადეთ მისი ყურადღება გაფანტოთ, მისი განძრევის შემთხვევაში კი მომენტალურად მოიყვანეთ ლეკვი პირვანდელ მდგომარეობაში და ოდნავ მკაცრი ხმით უბრძანეთ "დაწექი". შემდეგ ნელ ნელა დაიწყეთ ლეკვისგან მოშორება, ერთი ორი მეტრით შემდეგ უფრო შორს, თუ თქვენ ამ გაკვეთილს სახლის პირობებში ატარებთ შეგიძლიათ ნელ-ნელა მეორე ოთახშიც გახვიდეთ.

ასეთი წრთვნის შემდეგ, ერთ-ორ თვეში თქვენ შეძლებთ ლეკვის დაწვენას საჭმლის წინ და ნახევარი საათიც რომ გავიდეს ის თქვენი ბრძანების გარეშე არ ადგება და არც საჭმელს შეჭამს.



გაკვეთილი მესამე 

"გასროლა"

pmvbr.gif

ლოდინის აუცილებლობა აღარ არის და უკვე შეგიძლიათ რამოდენიმე გასროლა გააკეთოთ საბავშვო პისტოლეტიდან. თან ყოველი გასროლისას უნდა უბრძანოთ ლეკვს - დაწვეს. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს სუსტი გასროლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ძაღლი ბრძანებას დაემორჩილოს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს არ უნდა ვუთხრათ მას უარი სასუსნავზე. როცა ჩვენ გადავალთ ჩვეულებრივ იარაღზე, უკვე უნდა მოვთხოვოთ ძაღლს დაწვეს იმ დროს, როცა იარაღს მხართან მივიტანთ. ამით ჩვენ მას მივაჩვევთ ნადირობისას ფრინველი ამოფრენასთან დააკავშიროს დაწოლა და ამ საქციელით ხელს არ შეგვიშლის გასროლის განხორციელებაში, თუმცა ფრინველის ამოფრენისას დაწოლას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ.

აქვე მინდა ერთი მნიშვნელოვამ მომენტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, ლეკვი პატარობიდანვე უნდა შევაჩვიოთ ხმაურს და მოულოდნელ ხმებს, ამისათვის საუკეთესო მომენტია მძინარე ლეკვის ხმამაღალი ტაშით გაღვიძება, ამის შემდეგ ეგრევე უნდა მივცეთ საჭმელი, ასეთი საქციელით მას ხმაური და შემდგომში გასროლაც ასოცირებული ექნება საჭმელთან და შესაბამისად კარგ გამოცდილებასთან, თუ თქვენ ამგვარად გაზრდით მას პატარა ასაკიდან 4-6 თვის ასაკში მას თოფის გასროლაზე რეაქციაც არ ექნება, თუმცა გარისკვა არ ღირს და ამიტომ გირჩევთ თავიდან საბავშო პისტოლეტი იხმაროთ, რომელიც ნებისმიერ მაგაზიაში იყიდება, შემდეგ უკვე, როდესაც მინდორში გავიყვანთ და ფრინველის ძებნას დავაწყებინებთ გადავალთ სტარტის პისტოლეტზე,მაგრამ მოდით ამაზე მოგვიანებით






გაკვეთილი მეოთხე

„დარჩი“


dpav8.jpg

ყოველი გაკვეთილი გრძელდება სულ რამოდენიმე წუთის განმავლობაში(მაქსიმუმ 5 წუთი)და დღეში მხოლოდ ოთხჯერ ან ხუთჯერ. ეს იმისათვის, რომ ძაღლმა გამოიმუშავოს გარკვეული გრძნობების სიმკვეთრე და ასევე ჰქონდეს მორჩილების ხალისი. 

გარდა ამისა უკვე დროა, რომ იმუშავოთ თქვენს აღსაზრდელთან სეირნობის დროს. დროდადრო ის მარტო უნდა დატოვოთ დაწოლილ მდგომარეობაში. როცა დაბრუნდებით ის აუცილებლად უნდა დააჯილდოვოთ სასუსნავით.

ამისათვის საჭიროა ლეკვს მივცეთ დაწოლის ბრძანება და ნელ ნელა დავიხიოთ უკან თან უნდა გავუმეოროთ ბრძანება „დარჩი“, თუ ჩვენი აღსაზრდელი წამოდგომას დააპირებს ჩქარი ნაბიჯით/სირბილითუ უნდა მიუახლოვდეთ და დავაბრუნოთ პირვანდელ პოზიციაში, თავიდან უნდა მოშორდეთ ნელნელა, თანდათანობით მისი წარმატებების მიხედვით ნელნელა ტემპი უნდა გაზარდოთ და ბოლოს მიხვიდეთ სირბილამდე. თავიდან შეგიძლიათ მას ნება დართოთ, რომ იმ დროს წამოდგეს როცა თქვენ დაბრუნდებით, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასამრჯელოს მისცემთ.

ამ დროს ის არ შეეცდება თქვენ გამოყვეთ, რადგან დაინახავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით. მხოლოდ მოგვიანებით შეგიძლიათ, რომ მას შორიდან დაუძახოთ, მაგრამ სანამ დაუძახებთ სიტყვა „მოდის“ ორი ან სამი ნაბიჯი უნდა გადადგათ ლეკვის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით ბრძანება „მოდი“ და მიეცით ლეკვს წამოდგომის და თქვენთან მოსვლის საშუალება . მოსვლის თანავე დააჯილდოვეთ ნუგბარით და მოეფერეთ.

რაც შეეხება ხელით ბრძანების მანერას ეს უკანასკნელი ნაჩვენებია ზემოთ სურათზე



გაკვეთილი მეხუთე

„ლეკვის მართვა დისტანციაზე“

iebuc.jpg

ჩვენი აღსაზრდელი ასრულებს ბრძანებას მაშინ, როცა ჩვენ მის გვერდით ვართ, მაგრამ ის მაშინაც უნდა გვემორჩილებოდეს, როცა მასთან ახლოს არ ვართ. ანუ მას ჩვენი უნდა ესმოდეს ნებისმიერ დისტანციაზე. ამაში ის გასეირნების დროს უნდა ვავარჯიშოთ. როდესაც ის დაიწყებს სირბილს, ჩვენ ხმამაღლა უნდა დავუსტვინოთ და ხელით ბრძანების ჟესტი გავაკეთოთ (მაღლა ავწიოთ ხელი). თუ ის დაწვება, მაშინ ჩვენ ჩქარა უნდა მივიდეთ მასთან და დავაჯილდოვოთ. თუ ის შემოგვხედავს და დააპირებს ჩვენთან მოსვლას, მაშინ ჩვენ გავიმეორებთ ჟესტს ან ბრძანებას. თუ ლეკვი დაიწყებს ხოხვას ჩვენი მიმართულებით და დაწვება ჩვენგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მაშინ უნდა მივიდეთ მასთან და ავიყვანოთ ხელში, წავიყვანოთ უკან და ვაიძულოთ დაწვეს იმ ადგილზე, სადაც ჩვენ პირველად მივეცით ბრძანება. 

შემდეგ დავბრუნდეთ ჩვენს ადგილას, სადაც ვიდექით ბრძანების გაცემის მომენტში, ისევ დავუსტვინოთ და დაველოდოთ. ამის შემდეგ უნდა მივიდეთ ლეკვთან, დავაჯილდოვოთ და უნდა ვაიძულოთ ადგეს. როცა ჩვენ რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ ამ მანევრს, ის უკვე აღარ მოინდომებს იმ ადგილიდან მოშორებას, სადაც მიიღო ჯილდო და არ შეეცდება ცვენთან ახლოს მოსვლას, რათა არ გაახანგრძლივოს დრო ჯილდოს მისაღებად, რადგან იცის რომ ჩვენ მას აუცილებლად დავაბრუნებთ იმ ადგილას, სადაც პირველად მიიღო ბრძანება, ამგვარად ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რომ დასტვენის და ჟესტიკულაციისთანავე ლეკვი მოწყვეტილად უნდა წვებოდეს მიწაზე და ჩვენ მას არ უნდა მივცეთ არც ერთი ზედმეტი ნაბიჯის გაკეთების უფლება.



გაკვეთილი მეექვსე

„დაწოლა ფრინველის აფრენისას“

9kydh.jpg

იმისათვის, რომ ვასწავლოთ ძაღლს ფრინველის ან ცხოველის გამოჩენისას დაწოლა - ეზოში ან სახლთან ახლოს უნდა ამოვთხაროთ პატარა ორმო, ჩავსვათ მასში მტრედი, ზემოდან კი პატარა დაფა დავაფაროთ, რომელზედაც ზონარი გვექნება შებმული, ეს ყოველივე ისთნაირად უნდა მოვაწყოთ, რომ ზონარის მოქაჩვისთანავე ფრინველმა ამოფრენა შეძლოს. ყოველთვის, როცა ჩვენ ლეკვთან ერთად გამოვალთ სახლიდან ან მივიყვანთ მიდორში, სადაც გაკვეთილებს ვუტარებთ უნდა გამოვწიოთ ზონარი და როდესაც მტრედი ამოფრინდება, ჩვენ უნდა ვუბრძანოთ ლეკვს: „დაწექი“. ეს რაც შეიძლება მშვიდად უნდა უთხრათ და თან ბრძანების შესრულების შემდეგ უხვად უნდა დააჯილდოვოთ. 

მალე თქვენს ძაღლს ბრძანების მიცემაც აღარ დასჭირდება. როცა კი ფრინველი აფრინდება ის უკვე თავისით დაწვება რათა მიიღოს კუთვნილი ჯილდო. 

კარგია თუ შეცვლით ხოლმე ორმოს მდებარეობას. ეს იოლია, რადგან არ არის საჭირო ძალიან ღრმა ორმოს ამოთხრა. საკმარისია ბარის მხოლოდ ერთი დარტყმა. შეგვიძლია ასევე ყუთის გამოყენებაც, სადაც მტრედის მაგივრად შეგვიძლია კურდღლის ჩასმა. მაგრამ თუ მტრედი უკან ბრუნდება, კურდღელი შეიძლება გაიქცეს, ამიტომ მას უმჯობესია თოკშებმული საყელური გავუკეთოთ. არ უნდა გამოტოვოთ ის შემთხვევა, როდესაც სეირნობისას რომელიმე ჩიტი აფრინდება ქუჩაში. მაშინვე აიძულეთ ძაღლი, რომ დაწვეს.

ამ გაკვეთილის ჩატარება ქალაქის პირობებში ალბათ რთული იქნება. ამიტომ უმჯობესია გახვიდეთ ქალაქგარეთ. სულ რამოდენიმე ცდა და წარმატება გარანტირებულია.

კარგი იქნება თუ ქალაქგარეთ გასვლისას, რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ,ფრინველის აფრენისას სტარტის პისტოლეტს გავისვრით, ამით ჩვენ დავაკავშირებთ გასროლას და დაწოლის ბრძანებს.


რავი გადაავლეთ თვალი, თუ ჩათვლით რომ საინტერესო ინფოა კიდევ შემიძლია გავაგრძელო newsmile05.gif

ავტ.ფერონი


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბაბუ ამხელა სტატია თQვენ დაწერეთ?



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ფერონმა. ჩვენთან უკვე გვაქვს , აქ უბრალოდ ერთად შეკრიბა და ერთ პოსტშია გაერთიანებული მიმიხვდი? ხო და თუ ვინმეს ესეთი ფორმით უფრო მისაღები ეჩვენება , ა ბატონო.

 

ეხლა კი 

გაკვეთილი მეშვიდე
i_112.png
free uploader
"ფეხთან"
უნდა აღნიშნოს, რომ ყოველი გაკვეთილი ძაღლის გაწვრთნის პროცესში გავს კიბის საფეხურებს, რომელთა საშუალებითაც ავდივართ მაღლა. ყველა საფეხური მნიშვნელოვანია, ერთიც რომ გამოვტოვოთ მთელი ჩვენი წვრთნა დაკარგავს მთლიანობას და თანამიმდევრობას.
ბუნებაში ბევრი ცხოველია მიჩვეული გვერდიგვერდ სიარულს, ასევე არიან მგლებიც, ამიტომაც ძაღლისთვის ასეთი საქციელი უცხო არ არის, მას ეს ინსტინქტების დონეზე აქვს, უფრო მეტიც არიან ძაღლები რომლებიც დაბნელების შემდეგ არ სცილდებიან პატრონს და გვერდით დაყვებიან, რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ ძაღლი მშიშარაა, უბრალოდ ის ამას ინსტინქტურად აკეთბს და ასეთი საქციელით ცდილობს პატრონის დაცვას, ასე რომ ამ ბრძანების ათვისება არ იქნება რთული ძაღლების 99%-ვის, თუმცა არიან ჯიუტი, ხასიათიანი ძაღლები რომლებთანაც მეტი მუშაობაა საჭირო და შეძლება „ეკლიანი ყელსაბამიც“ კი დაგჭირდეთ. 
ამ ბრძანების შესრულებას ყველაზე კარგად ლეკვობაში ეჩვევა ჩვენი აღსაზრდელი, რათქმაუნდა სანამ ბრძანების სწავლებას დავიწყებდეთ, ლეკვი შეჩვეული უნდა იყოს ყელსაბამით სეირნობას. მაშ ასე ვუკეთებთ ლეკვს ყელსაბამს და საბელის ვიჭერთ მარცხენა ხელში, სეირნობისას როდესაც ლეკვი გაგვცდება და გაქაჩავს ყელსაბამს, ჩვენ სწრაფი მოძრაობით მოვქაჩავთ მას უკან და 180 გრადუსით ვიცვლით მიმართულებას, ბრძანებითი ტონით ვეუბნებით „ფეხთან“, თუ ლეკვი ისევ გაგვასწრებს ვიმეორებთ იგივეს, შეიძლება ეს გამვლელებს სასაცილოდ მოეჩვენოთ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ასეთი პროცედურის გამეორება შეიძლება რამოდენიმეჯერ დაგვჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ ლეკვი დაიწყებს ჩვენს ფეხთან სიარულს რადგან ყოველი წინ გასვლის შემთხვევაში მან იცის რაც მოხდება. მას შემდეგ რაც ის გამოგვყვება გვერდით აუცილებელია მისი დაჯილდოვება, მარცხენა ხელში დამალული უნდა გვქონდეს ნუგბარი, რათქმაუნდა ლეკვი გრძნობს ნუგბარის სუნს და უკვე ხელს მოსდევს რადგან იცის რომ აუცილებლად დავაჯილდოვებთ თუ გვერდით ივლის. იმის შემდეგ რაც ლეკვი ხვდება ბრძანების შინაარს, თანდათან უნდა გავზარდოთ დრო ჯილდოს გადაცემასა და ძაღლის მიერ ჩვენს გვერდით გამოდევნების მომენტებს შორის, ოღონდ უნდა შევეცადოთ, რომ არ გამოვცადოთ ძაღლის მოთმინება.
სეირნობის დროს ჩვენ ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო. ლეკვი თავის გონებაში სწრაფად დააკავშირებს ნუგბარს და ჩვენდამი სრულ მორჩილებას. შესაბამისად ერთი კვირის შემდეგ როდესაც უბრძანებთ „ფეხებთან“! ის აუცილებლად მოირბენს ჩვენთან ამ მომენტში არ დაგავიწყდეთ მისი დაჯილდოვება.
თანდათან ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია არ მივცეთ ძაღლს უფლება წავიდეს ჩვენგან, სანამ არ ვეტყვით „წადი“.

 

 

 

გაკვეთილი მერვე

„მოტანა“
აპორტ

retrieve.jpg
screen shot windows

ჩვენ ძაღლს ვგეშავთ ნანადირევის მოტანის მეთოდით. ამისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა შეიძლება. ნანადირევის მოტანა ტყეში ძალიან სასარგებლოა და ჭაობის პირობებში აუცილებელიცაა. წრთვნის პრინციპი ისევ ჯილდოზე იქნება დამყარებული რადგან ეს არის პირველ რიგში ძაღლის მოთვინიერების, მისი დამშვიდების და მოჩვევის საშუალება. ამასთან რაც უფრო მრავალფეროვანია ძაღლის წვრთნის პროცესი მით უფრო კარგად სწავლობს ის ამ დავალებების შესრულებას. სასურველი მიზნის მისაღწევათ აუცილებელია, რომ ძაღლს ნანადირევი ბრძანების შემდეგ მოჰქონდეს და რაც მთავარია მან რბილად უნდა მოკიდოს მას პირი, წინააღდეგ შემთხვევაში ნადირობისას მან შეიძლება ნანადირევი დაგლიჯოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძაღლი ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ ყველანაირი რბილი საგნის ფრთხილად მოტანას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ნადირობისას ძაღლს ეკრძალება ნანადირევის მოტანა სანამ ძაღლი თავად არ მომწიფდება ამისთვის, უცხოელი ექსპერტები ორ წლამდეც არ აიძულებენ თავიანთ ძაღლებს მოტანას. რათქმაუნდა ყველა ძაღლს ინდივიდულური მიდგომა ჭირდება და როგორც წესი მწრვთვნელი ხვდება ამ მომენტის მოსვლას, ამის შემდეგ შეგვიძლია დავრთოთ ნება, რომ მოიტანოს ერთიდან ხუთ ცალამდე მოკლული ნანადირევი, ოღონდ დაიმახსოვრეთ ის უნდა იყოს უკვე მოკლული, არამცდაარამც ცოცხალი. 

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოცხალი ნანადირევის მოტანა ძაღლს გარკვეულ წინააღდეგობებს უქმნის და ამან შეიძლება პრობლემები შექმნას ძაღლის მართვაში და მორჩილებაში. ამიტომ ბევრი მონადირე, რომელსაც არ უწევს ჭაობებში სიარული არ ასწავლის ძაღლს შორი მანძილიდან ნანადირევის მოტანას. 

აღსანიშნავია, რომ ამ გაკვეთილის ჩატარებისას ჩვენ მეტი გონიერება და ყურადღება გვმართებს. გაკვეთილი კი შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ ვართ ეზოში ან ოთახში, ასევე ძალიან კარგი ადგილია დერეფანი რომლის ბოლოშიც კედელია და ლეკვს სხვაგან წასასვლელი არ ექნება თუ არა დაბრუნდეს თქვენთან. მაშ ასე, ხელში გვაქვს პატარა რბილი საგანი, რომლის დანიშნულება ისაა, რომ ძაღლს უნდა გადავუგდოთ და ის მოგვიტანს. არსებობს მრავალი ვარიანტი ბალიშების, ზოგი მონდადირე მას თვითონ აკეთებს და საადირო ობიექტის ბუმბულით ტენის, ზოომაღაზიაშიც შეიძლება შერჩევა, მხოლოდ მიაქციეთ ყურადღება რომ სათამაშოში არ იყოს საწრიპინო აპარტი ან რაიმე მაგვარი, რადგან ძაღლი მიეჩვევა მის ღეჭვას და ამით „პირს გაიუხეშებს“. მას შემდეგ რაც ბალიში შერჩეულია მივიტანთ მას ძაღლთან, ცხვირთან გაუთამაშებთ, მეტი გაგულიანებისთვის შეგვიძლია მსუბუგად მოუთათუნოთ პირზე და ამის შემდეგ ვაგდებთ შორიახლოს, ვეუბნებით „მოიტანე“, თუ ის წავა და მოიტანს ეს ძალიან კარგია. იმისათვის რომ ძაღლი გაახელოთ მის კბილებში გაჩრილი მოტანილი საგანი უნდა შეარხიოთ. იმ დროს როცა ძაღლი ღრიჭას გახსნის გამოვაცალოთ საგანი და მის ნაცვლად პირში ჩავუდოთ რაიმე სასუსნავი. შემდეგ ისევ გავიმეოროთ ეს გაკვეთილი ორჯერ ან სამჯერ. არიან ძაღლები, რომლებიც პირველივე გაკვეთილისას, გონებაში აკავშირებენ მოტანილ საგანს და ნუგბარს. 

თუ ძაღლი ყურადღებას არ აქცევს მოსატან ნივთს, ჩვენ მის საყელურს უნდა მივამაგროთ ზონარი, ფრთხილად გავუღოთ პირი და ჩავუდოთ მას მოსატანი ნივთი და თან დავიჭიროთ ეს საგანი მარცხენა ხელით, რამოდენიმე წამის შემდეგ ვიღებთ ამ ნივთს და უხვად ვასაჩუქრებთ ლეკვს. მთელი ამ დროის განმავლობაში ეს საგანი გვიჭირავს ცერა და დანარჩენი თითების გამოყენებით, რომლებიც გამოწეული და მომუშტულია. ანუ ლეკვი თავის გონებაში უნდა მიხვდეს, რომ ამ საგნის მოცემის შემდეგ ის მიიღებს ნუგბარს. ამ მიზნით ზოგიერთი მწვრთნელი მოსატან საგნად ირჩევს პატარა ტომსიკას, სადაც მოთავსებულია ყველის ნაჭერი. 

იმ დროისათვის, როდესაც ლეკვი ხალისით დაუწყებს ამ საგანს დევნას და შეეცდება ის ხელიდან გამოგვტაცოს - ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ საგნის შორიახლოს გადაგდებას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მის ცხვირთან გააქანაოთ ეს საგანი სანამ გადააგდებთ. შეიძლება უცბად ვერ მიაღწიოთ შედეგს, მაგრამ არ დანებდეთ და არ თქვათ უარი წინსვლაზე. სანამ ლეკვი გადაგდებული საგნის მოტანას აღიქვამს საქმედ და არა გართობად - მანამდე არ უნდა ჩათვალოთ, რომ შედეგი მიღწეულია. როცა ამ გაკვეთილს კარგად აითვისებს უკვე უნდა მოსთხოვოთ მას, რომ გააღოს პირი მხოლოდ მაშინ, როდესაც უბრძანებთ „მომეცი“. მოგვიანებით ჩვენ მას უნდა ვასწავლოთ, რომ მოგვცეს პურის ნაჭერი, შემდგომში კი ხორციც, ეს უკვე ჩვენი ნებისყოფის და ვარჯიშზე დახარჯული დროის პირდაპირ პროპორციულია. ანუ ის უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ყოველთვის უნდა მოგვცეს საგანი, როცა ვუბრძანებთ, რაც არ უნდა გემრიელი იყოს ის, ანუ მან უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება იმის შეჭმა, რასაც გვაძლევს. და რომ ის ასრულებს დავალებას და არა თამაშობს. 


აპორტის ხელოვნება უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს და შემდეგში ერთი სტატიის გაკეთება ამ თემაზეც შეიძლება 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:ki:

მთლიანი სტატის არ წამიკთხია მარა, ბოლოს რო გადავხედე ზაღლის დაწოლას, ერთ კორექტირებას მოვახდენ, ძაღლი შეილება არც დაწვეს და ისე გაჩერდეს სტოპ ბრძანებით, ანუ ნებისმიერ შეჯიბრზე საბჭოურ წესებზეც და ევროპულზე , მნიშვნელობა არ აქვს ძაღლი დაწვება თუ დაჯდება ან ისე გაჩერდება სხვა პოზაში. , მთავარი მოთხოვნა გაჩერებაა და ამიტომ სამქე რო არ გაირთულოდ უბრალოდ შეგიძლიათ გაჩერება ასწავლოთ პოზას მნიშვნელობა არ აქვს . აზარტშI შესული ძაღლისთვის რთულია ეგრევ დაწვეს გაჩრებით კი გაჩერდება, ასე რომ ძაღღის ტყუილად დატანჯვას აზრი არ აქვს.

 

ხოლო დაწექი ბრძანების სწავლა ძალინა მარტივია ისევე როგორც დაჯექის და როდეს ძაღლს უბრალოდ ავარჯიშებთ და ის იმ ფრინველის აზარტში არ არის, ნებისმიერ დრო დაწვება ბრძანებით. 

 

 

აპორტს რაც შეეხება კარგად არის ახსნილი, უბრალოდ ერთს დავამატებ არ შეილება ძაღლის გადატვირთვა მუდმივად მოტანით, კვირაში 3 ჯერ რო გაამეორებინო დღესი 3ჯრ ან 4 ჯერ სრულებით საკმარისა , ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არ შეილება ძაღლს უხეში საგნიტ აკეთEბინო აპორტირება საგანი ძალინა რბილი უნდა თუნდაც ფუმფულა სათამაშო, ლეკვმა პირში წინააღმდეგობა არ უნდა იგრძნოს თორე ეგრვე კბილებს მოუჭერს და ღეჭვას ისწავლის, ნუ დიდი ძაღლი რომელიც კარგი აპორტიროვჩიკია, იმისთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მაგალითი როგორ არ უნდა დაკარგოს მწრთვნელმა მოთმინება და ბოლომდე შეასრულებინოს ძაღლს გაკვეთილი! ლეკვი რომელსაც ძეხვის ნაჭერი მოაქვს პატრონისთვის, რადგან იცის, რომ არ შეიძლება იმის ჭამა რაც პატრონს უნდა მოუტანოს!

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაკვეთილი მეცხრე
„ცურვა“

fa853e669528.jpg
ზაფხულის მოსვლასთან ერთად სასურველი იქნება ძაღლს ვასწავლოთ ცურვა. ძაღლების ბანაობა შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდია იმისათვის, რომ იგი მიაჩვიოთ ჭაობის პირობებში ნადირობას. ვიპოვოთ წყნარი და დაგუბებული ადგილი მდინარეში (ტბაც კარგი ვარიანტია) და დავიწყოთ მასში რაიმე საჭმლის გადაგდება, ჯერ ახლოს, ლეკვისთვის მუხლამდე წყალში, თანდათან უფრო და უფრო შორს. თან უნდა უბრძანოთ ლეკვს მოგიტანოთ ის. ბოლოს ძაღლი გადახტება მდინარეში რათა შეასრულოს დავალება. ამ გაკვეთილისათვის უნდა აირჩიოთ რაც შეიძლება თბილი წყალი და მზიანი დღე, რათა ჩვენი აღსაზრდელი სწრაფად გაშრეს. როგორც კი ლეკვი მიეჩვევა წყალს და აღარ ექნება შიში უნდა მიაჩვიოთ ის, რომ მოიტანოს წყლიდან პატარა ტომსიკა, რომელშიც ჩაყრილი იქნება კორპი. ეს ძალიან მარტივია და ამიტომ არ ღირს ამ გაკვეთილზე ყურადღების გამახვილება. 
ასევე არის მეორე ვარიანტი თავად შეხვიდეთ წყალში და ამით გააგულიანოთ ლეკვი, თუ ის უარს იტყვის შემოსვლაზე შეგიძლიათ ხელში აიყვანოთ ჯერ პატარა წყალში ჩასვათ, ის აუცილებლად ნაპირისკენ წამოვა, რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ, აუცილებლად გათამამდება რადგან თბილი წყალი მეტად სასიამოვნოა და თან თქვენც მის გვერდით იქნებით, ასეთ კომბინაციაზე ვერც ერთი ლეკვი იტყვის უარს. იმის შემდეგ რაც ცურვას მიეჩვევა უკვე შეგიძლიათ შორიახლოს გადაუგდოთ ტომსიკა. ჩემს ძაღლებს ყოველთვის ვეჯიბრები ცურვაში, გადავაგდებ ბალიშშს წყალში და ვინ პირველი მიასწრებს, ამ დუელიდან ყოველთვის ძაღლი უნდა გამოდიოდეს გამარჯვებული. ცურვა სასარგებლოა ყველა ლეკვისთვის და ის საოცრად ანვითრებს მათ ფიზიკურ ფორმას. შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად აბანაოთ ზაფხულის პერიოდში, მხოლოდ სათანადო ყურადღება მიაქციეთ ყურებს. 

 

გაკვეთილი მეათე

"ჯაგიდან მოტანა"
25d964d53d5d.jpg
სეირნობების დროს აირჩიეთ ისეთი ადგილი, რომელზედაც რაიმე მჩხვლეტავი ბუჩქოვანი მცენარეები იქნება გაშენებული და სადაც ძაღლს გავლის ნაკლები სურვილი ექნება. მივცეთ მას ბალიში და საშუალება რომ კარგად დაყნოსოს. შემდგომ ვისროლოთ იმ ბუჩქებში. ვუბრძანოთ „მომიტანე“. თანდათანობით მოქმედების და ძაღლის ხშირად გაგულიანების, ასევე მისი გულუხვად დაჯილდოების შედეგად მივაღწევთ იმას, რომ ის შეძვრება იმ ბუჩქებში. არ ვაიძულოთ მას, რომ ჩქარა იმოქმედოს, ამან შეიძლება დავალების შესრულების ხალისი დაუკარგოს.

 

გაკვეთილი მეთერტმეტე

„ნანადირევის მოტანა“
503501c9c102.jpg
მოვიდა დრო ჩვენს ლეკვს გავაცნოთ სანადირო ობიექტი.უკვე მკვდარი და გაციებული ნადავლის გადაგდება საუკეთესო სავარჯიშოა სახლის პირობებში, თუმცა აქ ყურადღებით უნდა დავუკვირდეთ იმას, თუ როგორ იღებს ძაღლი მას. თუ ჩვენი ლეკვი ნანადირევს ზედმეტად სწრაფად ეცემა, მაშინ უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად: დავდოთ ნანადირევი მის წინ და მხოლოდ შემდეგ მივცეთ უფლება რომ ის აიღოს. მკვდარი ფრინველის შემდეგ უნდა გადავიდეთ უკვე ცოცხალზე, მხოლოდ გამოიჩინეთ სიფრთხილე თუ ლეკვი დაფრთხა, ცოტა ხნით გადადევით ეს გაკვეთილი და ერთ ორ კვირაში დაუბრუნდით. მოსატან ფრინველად გამოდგება მაგალითად მწყერი ან გულიო, პატარა ბაჭიები და ა.შ. ისინი წინასწარ დაბმულები უნდა გვყავდეს. თავიდან უნდა ვაიძულოთ ძაღლს, რომ ცოტა ხანს პირში ყავდეს ნადავლი, მხოლოდ შემდეგ უნდა დავდოთ მოშორებით და ვაიძულოთ მისი მოტანა. ასე ძაღლი მიეჩვევა ნანადირევის პირში სწორად დაკავებას. ამ სავარჯიშოს ხშირად გამეორება მას სასიკეთოდ წაადგება. 
საუკეთესო მაგალითად ითვლება ის მომენტი, როცა ჩვენ ვბრუნდებით ნადირობიდან. ამ დროს ჩანთიდან უნდა ამოვიღოთ ნანადირევი და დავმალოთ ეზოში. შემდეგ უნდა მოვიყვანოთ ძაღლი, სიტყვით ან ჟესტით გაცემული ბრძანებით უნდა ვაიძულოთ ისინი რიგრიგობით მოძებნოს და მოიტანოს. ამ დროს არ დაინანოთ არც ჯილდო და არც მოფერება. 

 

 

 

გაკვეთილი მეთორმეტე

"ალურის საფუძვლები"
მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე, რაც შეეხება ძებნის მათემატიკურ სიზუსტეს. ასეთი ძებნა უფრო იოლია ძაღლისთვის თუ ის მუშაობს ალურზე ანუ როდესაც ძებნისას არ უშვებთ ძაღლს ხელიდან, ბაწრით ვიჭერთ მას გარკვეულ მანძილზე და ვაკონტროლებთ მისი სირბილის სიჩქარეს და ალურის მანძილს, მინდა შემოგთავაზოთ მეთოდი რომელიც უკვე აპრობირებულია. დავიწყოთ იმით, რომ უნდა ვაიძულოთ ძაღლი წავიდეს იმ მიმართულებით რომელიც ჩვენთვის არის სასურველი. გაკვეთილი მდგომარეობს შემდგეში, ვუბრძანოთ რომ დაწვეს, შემდეგ ავიღოთ ნუგბარი და დავდოთ მისგან სამი მეტრის მოშორებით მარჯვნივ, შემდეგ ვაძლევთ ბრძანებას "მიდი" და ჰორიზონტალურ პოზიციაში ვწევთ ხელს მარჯვნივ, ძაღლი მიდის ნაჩვენები მიმართულებით და იღებს ნუგბარს, ამას ვიმეორებთ რამოდენიმეჯერ, თან მიმართულება უნდა ვცვალოთ ხოლმე, მარჯვნივ მერე მარცხნივ. გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა "მიდი" უფრო და უფრო ხმადადალა უნდა წარმოვთქვათ. მალე ძაღლი უკვე თქვენი ხელის მოძრაობითაც მიხვდება რა გინდათ მისგან და გაეშურება სასურველი მიმართულებით. როდესც ძაღლი გაითავისებს თქვენი ხელის მოძრაობას და მიმართულებას, უკვე ორივე მხარეს შეიძლება დაუდოთ ნუგბარი და ჯერ მარცხნივ გააგზავნოთ და შემდეგ მარჯვნივ (ან პირიქით), ეს არის ერთგვარი გამოცდა ძაღლისთვის და ამიდ დავრწმუნდებით რო მას გათავისებული აქვს მიმართულებები და მხოლოდ ნუგბარისთვის არ მიდის მინიშნებული მიმართულებით.

გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, თანდათანობით უნდა გავზარდოთ ზემოთ მოყვანილი გაკვეთილის სირთულე. უფრო დაუფრო უნდა დავშორდეთ ლეკვს და თანდათან უნდა დავაშოროთ მისგან ნუგბარი, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ეს საჭმელი უნდა დადოთ მისი კორპუსის პერპენდიკულარულ ხაზზე. აქვე შეგახსენებთ, რომ არ უნდა გამოსცადოთ ძაღლის მოთმინება,. სანამ ვეტყვით „მიდი“-ს ჩვენ ნელა უნდა დავშორდეთ ლეკვს, შემდეგ ისევ მივუახლოვდეთ და მივცეთ ნუგბარი და ბოლოს უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ადგილზე. ამ დროს ძაღლი სულ წევს С წერტილზე, მწვრთნელი კი თავსდება С-Д ხაზზე, ხოლო ნუგბარი კი იდება სადმე П წერტილზე А-Б ხაზზე (იხ. სურ. 1).

Unti11.png
how do you print screen
სურ.1
კარგია თუ ნუგბარს დადებთ რამე ისეთზე, რაც აამაღლებს მას მიწის ზედაპირისაგან. იმისათვის, რომ ძებნისას არ მიეჩვიოს ლეკვი ცხვირის მიწაში ჩარგვას. შედეგად ძაღლი მოძებნის ხოლმე მიწის ზემოდან და უფრო იოლად იგრძნობს ქარის მიერ მოტანილ სურნელს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სასტვენის თემაც, აუცილებლად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია, რომლითაც შეძლებთ ძაღლის მართვას დისტანციაზე, ბრძანება "მიდის" შემდეგ ხელით მიცემულ ნიშანთან ერთად შეგიძლიათ სტვენითი ნიშანიც მისცეთ. შემდეგში სასტვენის საშუალებით თქვენ შეძლებთ ალურზე მომუშავე ძაღლის მობრუნებას და მიმართულების შეცვლას, ასევე ალურის მანძილის კონტროლს.

 

გაკვეთილი მეცამეტე

„მიტანების „ იმიტაცია

როდესაც ლეკვი ნებისმიერ მანძილზე დამაკმაყოფილებლად ასრულებს დავალებებს, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ლეკვის თავისა და ნუგბარის შემაერთებელი ხაზის პარალელურად მოძრაობა. აქ შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი მდებარეობის ტიპი (სურ.2)
Untitled123.png
uploading images
სურ.2

აქ გვეძლევა შანსი კიდევ ერთხელ გავატაროთ ძაღლს მორჩილებისა და მოსმენის პრაქტიკა. იმ მომენტში, როცა ძაღლი აპირებს აიღოს ნუგბარი, დავუსტვინოთ და ავწიოთ ხელი. თუ ის დაწვება, მივიდეთ მასთან, ჯიბიდან ამოვიღოთ ნუგბარი და დავაჯილდოვოთ. შემდეგ რამოდენიმეჯერ გავიმეოროთ სიტყვა „წინ“(მიდი), ამ ბრძანების გაცემისთანავე ძაღლი ნელა უნდა მიუახლოვდეს დადებულ ნუგბარს და აიღოს ის. ამ დროს ჩვენ ძაღლი საბელით გვიჭირავს და ვაკონტროლებთ მის მოძრაობებს . ასევე უნდა ვასწავლოთ მას გაჩერდეს, როცა ვეუბნებით „არ გაბედო“ (აქ ნებისმიერი სიტყვა შეიგძლიათ იხმაროთ, ან თუნდაც მარცვალი). შემდგომში ჩვენ უნდა მივცეთ ხოლმე მას ბრძანებები „არ გაბედო“ და „წინ“ მონაცვლეობით. შემდეგში, როცა ძაღლი კარგად აითვისებს დავალებას, უკვე ნუგბარი უნდა დავდოთ ისეთ ადგილას, რომ ძაღლი ვერ ხედავდეს, მაგრამ იოლად შეეძლოს მისი მოძებნა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაკვეთილი მეთოთხმეტე

უნდა მოვათავსოთ ძაღლი ორ ნუგბარის შორის, თავად უნდა დავდგეთ მისკენ სახით და გავგზავნოთ მარჯვნივ. იმ დროს, როცა ის ეცემა ნუგბარს, დავუსტვინოთ, ის დაწვება და გვიყურებს ჩვენ. ამ დროს მარცხენა ხელით ვანიშნებთ, რომ წავიდეს მარცხნივ. იქ ის მეორე ნუგბარს ნახულობს. ამ დროს ისევ ჟესტით უნდა მოვიხმოთ ჩვენსკენ. (სურ.3)
Unt1.png
uploading images 
ძაღლის მიერ მთელი სივრცის მოძიება შესაძებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სწორად ეძებს. სწორი ძებნა ძაღლებში ანვითარებს მოხერხებულობას. ასევე მათ უმუშავდებათ იმის უნარი, რომ მოძებნონ ისეთ ადგილებშიც კი, რომლებიც არ მოსწონთ. ეს განსაკუთრებით ეხმარება გულმავიწყ და გართობის მოყვარულ ძაღლებს. ყოველთვის როცა ძაღლი გადაუხვევს მიმართულებიდან , ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ დაწვეს.
ეზოში ან მინდორში სხვადასხვა საგნებზე (მიწაზე არა): სკამებზე, მაგიდებზე, ჯირკებზე, აგურებზე და ა.შ. დავდოთ მთელი რიგი ნუგბარებისა П, П1 ... П5 წერტილებზე. შემდეგ მოვიყვანოთ ჩვენი აღსაზრდელი და დავაყენოთ С წერტილზე. თავად უნდა მოვთავსდეთ Д წერტილზე. დავიწყოთ გაკვეთილი. (სურ. 4)
გავაგზავნოთ С წერტილიდან П წერტილამდე. იქ ის იპოვის ნუგბარს. დავუსტვინოთ და ძაღლი დაწვება. ასე გავაგრძელოთ, სანამ ძაღლი არ აღმოჩნდება წერტილ П5-თან, ხოლო ჩვენ კი Д5-თან. შემდეგ ვუშვებთ ძაღლს მარჯვნივ. იმ დროს როცა ის გადის წერტილს О-ს უნდა ვაიძულოთ, რომ დაწვეს, შემდეგ კი დავუძახოთ და გულუხვად დავაჯილდოვოთ. ასეთი გაკვეთილი გავიმეოროთ დილასა და საღამოს იმ დროს, როცა ძაღლი დასვენებული და დაწყნარებულია. საჭიროა, რომ П-სა და П2-ს შორის მანძილი იყოს მინიმუმ სამი მეტრი მაინც, იმისათვის რომ ძაღლმა არ სინჯოს П-დან П3-საკენ წასვლა ისე, რომ არ გაიაროს П1.
Unt2.png
photo hosting sites
სურ.4
შეგიძლიათ ეს გაკვეთილი ჩაატაროთ სახლის წინ და გზაზედაც კი, უნდა აირჩიოთ ისეთი დრო როცა ნაკლებად იქნება შანსი იმისა, რომ გზაზე ვიღაც ან რაღაც ისეთი შეგხვდებათ, რაც ძაღლის ყურადღებას გაფანტავს. ნუგბარების დასადებათ გზაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვები. 

 

 

გაკვეთილი მეთხუთმეტე

როცა დავინახავთ, რომ ძაღლის მორჩილება უკვე მექანიკურ რეჟიმში გადავიდა და ძაღლი უკვე ინსტიქტურად გვემორჩილება - აღარ უნდა ვუბრძანოთ მას, რომ დაწვეს და მივცეთ უფლება შეუჩერებლივ გადავიდეს П, П1,П2, П3... წერტილებზე. ასევე ჩვენ შეგვიძლია წარმატებით დავუბრუნდეთ მეცამეტე გაკვეთილს. ანუ საჭირო მომენტებში უნდა დავუყვიროთ „არ გაბედო“, „მიდი“. ჩვენი ლეკვი უნდა გაჩერდეს და შემდეგ ნელა უნდა გაემართოს ნუგბარისაკენ. თუ ვეტყვით „მიდი“ მაშინ უნდა გაიქცეს მისკენ სწრაფი ნაბიჯით. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესო რჩევებია , საგულისხმო

https://www.uahunter...koy-t50055.html


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://youtu.be/eJsLAXiKoa0

 

https://youtu.be/fLDX_Wqc4Qo


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?