Jump to content

სურათი

რატომ არ უნდა მივცეთ ლეკვს დიდი ძაღლის საკვები და რა შემთხვევაში წყვეტს ის ზრდას

ლეკვი რეჟიმი კვება რაციონი ვიტამინები რაქიტი ჰეპატიტით კარანტინი ენტერიტი

ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რატომ არ უნდა მივცეთ ლეკვს დიდი ძაღლის საკვები და რა შემთხვევაში წყვეტს ის ზრდას

121891-300x300.jpgთემა, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ, ძაღლის ყველა ახალბედა პატრონს დააინტერესებს. ყოველივე ამაში კი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი დაგვეხმარება. ასე რომ, შეგიძლიათ, დაწვრილებით წაიკითხოთ მისი რჩევები და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოთ. ამით თქვენს ძაღლსაც დაიცავთ გამოუვალი მდგომარეობიდან და თავადაც მშვიდად იგრძნობთ თავს.

– რა უნდა იცოდეს ძაღლის ახალბედა პატრონმა, რომ მისი ცხოველი კარგად გრძნობდეს თავს?

– ძაღლი რომ ჯანმრთელი იყოს, უპირველესად აუცილებელია დაავადების პროფილაქტიკა. თუ ძაღლი სწორად არის ვაქცინირებული, მისი ორგანიზმი ინფექციების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. აუცრელი ძაღლები ხშირად ავადდებიან: ჭირით, ჰეპატიტით, ენტერიტით და ასე შემდეგ. ავადმყოფობის პერიოდში ძაღლები სიმაღლეში ჩამორჩებიან თანატოლებს, ზოგ შემთხვევაში კი იღუპებიან კიდეც. აუცილებელია ლეკვების აცრა 3-4 თვის ასაკამდე, ხოლო აცრების განმეორება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად. გაითვალისწინეთ, რომ პირველი აცრის შემდეგ უნდა დაიცვათ ორკვირიანი კარანტინი. ამ პერიოდში არ უნდა ხდებოდეს ძაღლის კონტაქტი სხვა ძაღლებთან. ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ კი, ძაღლს მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

– იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რა წესები უნდა დავიცვათ ვაქცინაციის პერიოდში?

– მოგახსენებთ: პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველის ვაქცინაცია. არ შეიძლება ორსული ცხოველის აცრა; ასევე, დაუშვებელია ჭიების საწინააღმდეგო ღონისძიებებისა (დეჰელმინთირება) და აცრების ერთდროულად გაკეთება. მათ შორის შუალედი 7-10 დღე მაინც უნდა იყოს. დაუშვებელია ცხოველის აცრა ოპერაციის ან მშობიარობის შემდეგ და ოპერაციიდან ორ კვირაზე ადრე ვაქცინაციის ჩატარება; ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2-დან +8 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

გახსოვდეთ, ლეკვის ჯანმრთელობის საფუძველი ჰელმინთური ინვაზიების რეგულარული კონტროლია. პირველი დეჰელმინთიზაცია ტარდება 3 კვირის ასაკში. კუჭ-ნაწლავის პარაზიტებს ლეკვის ორგანიზმში ისეთი სერიოზული დარღვევების გამოწვევა შეუძლიათ, როგორებიცაა: ანემია, დიარეა, წონაში კლება და სხვა. ცხოველის ინვაზირება შეიძლება მოხდეს დედის რძიდან, კანის საფარველიდან ან საკვებიდან. მკურნალობა ხდება ვეტერინარის მიერ დანიშნული პრეპარატებით. რაც შეეხება მკურნალობის კურსის განმეორებას, ეს ხდება პრეპარატის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

– ძაღლის პატრონთა უმეტესობას აინტერესებს კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– გაითვალისწინეთ, რომ ზრდის პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანია ძაღლის ცხოვრებაში. საკვები უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ნივთიერებას – ვიტამინებსა და მინერალებს შესაბამისი რაოდენობით. არასრულფასოვანი კვების დროს, შესაძლოა, ლეკვს შეუჩერდეს ზრდა და ვერ მიაღწიოს მისი გენეტიკისთვის დამახასიათებელ ნორმებს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ლეკვს კვებისთვის საკუთარი კუთხე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი. ლეკვის გამოსაკვებად უნდა გაითვალისწინოთ კვების ჯერადობა: ერთ თვემდე ასაკის ლეკვი დღეში 6-ჯერ უნდა იკვებებოდეს; 2-დან 4 თვემდე – 5-ჯერ. რაც შეეხება 5-დან 6 თვემდე პერიოდს, კვების რაოდენობა 2-3 ჯერადობამდე უნდა შემცირდეს, 6 თვის ასაკიდან კი ლეკვი ორჯერად კვებაზე გადადის.

– ხშირად ისეც ხდება, რომ ცხოველი ამა თუ იმ საკვების მიმართ აუტანლობას განიცდის. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენს მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.

– სასურველია, თქვენი ლეკვისთვის საკვები კომპეტენტური პირის მიერ იყოს შერჩეული და თვითნებურად არ გამოკვებოთ ცხოველი. არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელთა მიცემაც ძაღლისთვის არ შეიძლება. ესენია: ყველანაირი ტკბილეული, დიდი რაოდენობით მარილი, ბურღულეული უმი სახით; არ არის რეკომენდებული ძაღლის ხშირი კვება ღორის ხორცით.

ძაღლის კვებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ნატურალური, ასევე, ქარხნულად დამზადებული მშრალი საკვები, ან, მათი კომბინაცია.

ძაღლის კვებისთვის მენიუ ვეტერინარის მიერ აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ძაღლი არასდროს არ უნდა გამოკვებოთ იმ საკვებით, რომლითაც ოჯახის წევრები იკვებებით. თუ ლეკვი მშრალი საკვებით იკვებება, საჭიროა მისი დასველება. ასევე, გამორიცხეთ ლეკვის კვება დიდი ძაღლის საკვებით. საკვები აუცილებლად ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით უნდა იყოს შერჩეული. არ არის რეკომენდებული სხვადასხვა ფირმის, ანუ წარმოების საკვების შერევა. მკაცრად უნდა იყოს დაცული კვების ნორმები. ასევე, არ შეიძლება ფაფებისა და კონსერვების ერთმანეთში შერევა.

თუ ამ ყოველივეს გაითვალისწინებთ, თქვენ ჯანმრთელი და სრულყოფილი ძაღლი გეყოლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ლეკვი არასასურველ ძაღლად ჩამოყალიბდება, რომელსაც მისი გენეტიკა არ ითვალისწინებს.

მარიკა ხიდურელი


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო თემა ხომ სწორად დავდე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კი ბაბუ. კარგია

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

ვიტამინებს რომელს მირჩევდით 2 თვის ლეკვისთვის. და საჭმელს პედიგრს ვაჭმევ. მარტო პედიგრს და წყალს სხვას არაფერს და რამე რჩევა ხო არ გაქვთ ამის შესახებ ? მინდა რო მაღალი ძაღლი იყოს



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე როიალ კანინს ვაძლევ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე ზრდას სტაფილოს ნახეხიც უწყობს ხელს.....

ყველას ჯობია კარგი ვეტერინარების ტელ ნომერი მოგცე და ისინი გაგიწევენ უფრო კვალიფიციურ კონსულტაციას.... გინდა იმათი ნომრები მოგცე? ტერიტორიულად სად ცხოვრობ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

მე რუსთავში ვცხოვრობ. კი მომე ოღონდ თუ ისეთი ხალხია რო არ ეზარებათ ლაპარაკი ტუ ფულს არ აძლევ :D თორე ვეტერინართან რო მყავდა ცოფზე და რაღაცეებზე ვკითხე და ისე შემომხედა გამოვედი გინებით :D



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2 22 46 96 უთხარი ბაბუმ(კახამ) მომცა შენი ტელეფონი თქო. არ აგინო, ჩემი პატარა მეგობარია კარგიადამიანი და მცოდნე თავისი საქმისა. ზაქრო.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

არა რა ვაგინო ხუმრობით ვთქვი მაგის გულიზა კაცს ხო არ ვაგინებ :D მერე საგინებლებმა რაღა ქნან :D სპასიბა დავურეკავ ხვალე



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არა რა ვაგინო ხუმრობით ვთქვი მაგის გულიზა კაცს ხო არ ვაგინებ :D მერე საგინებლებმა რაღა ქნან :D სპასიბა დავურეკავ ხვალე

:)))

საგინებელს კი აგინო აპა რავააა :)))



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

ბაბუ ვურეკავ მეორე დღეა უკვე და დაკავებას მაძლევს თუ რა არი ვერ გავიგე.........



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნინიკას გაუმარჯოს. ვაა ძმობილო შემშლია 47 უნდა იყოს 46-ის მაგივრად . ეხლა ველაპარაკე და ადგილზეა, მაგრამ შვებულებაში გადის 2 შაბათამდე და მობილურსაც მოგცემ და იმაზე გადაურეკეეე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

597009025


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

გაუმარჯოს ;) სპასიბა დავრეკავ

 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კინოფილმ "ნერგებშია" ესეთი მომენტი. რუსის სალდათი მოაძახებს და დაიკარგება. ჩვენი ნინიკაც ნამეტნავად დაგვეკარგა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?