Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რეკორდსმენი თევზები
 
 

ყველაზე სწრაფი თევზი 

 

ცისფერი მარლინი (Istiophorus platypterus) – მთელი რიგი დაკვირვებების შემდეგ, რომელსაც აწარმოებდა მეთევზეთა კლუბი ფლორიდიდან, მარლინმა განავითარა 91 მეტრის სიჩქარე 3 წამში რაც 109 კილომეტრს საათში უტოლდება.

891640914d6c.jpg

ყველაზე ღრმად მობინადრე თევზი

ბასსოგიგასი (Bassogigas)-ყველაზე ღრმად მცხოვრებ ხერხემლიან არსებად ითვლება. სამეცნიერო ხომალდიდან “ჯონ ელიოტ” დაიჭირეს ეგზემპლიარი, რომელიც 8000 მეტრის სიღრმეზე ბინადრობდა.

b706496155a9.jpg

ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი

ლოქო (Silurus glanis)- XIX საუკუნეში დაჭერილი იქნა 4,6 მეტრის 336 კილოიანი ეკზემპლიარი.
ჩვენ დღეებში ნებისმიერი ეკზემპლიარი რომელიც აღემატება 1,83 მეტრს და 90 კილოს უკვე გიგანტად ითვლება.

3979a6d66aa8.jpg

ყველაზე პატარა მტკნარი წყლის თევზი
პანდაკა (Pandaka pygmaea) – ყველაზე პატარა და ყველაზე მსუბუქი, უფერო და თითქმის გამჭვირვალე თევზია. იგი ფილიპინებზე, ლუსონის ტბაში ბინადრობს. მამრი ეკზემპლიარის ზომა 7-9 მილიმეტრია და 4-5 მილიგრამს იწონის.

77a1698214e4.jpg

ყველაზე ძვირად ღირებული თევზი
სვია (Huso huso) – მდედრი წონით 1227 კილო, რომელიც დაიჭირეს მდინარე “Тихая Сосна” (რუსეთი) 1824 წელს, შეიცავდა 245 კილო მაღალხარისხიან ქვირითს (შავი ხიზილალა), რომელიც დღევანდელ დღეს ეღირებოდა 200 000 დოლარი.

1b183a3726bf.jpg

იაპონური კობრი -კოი- სიგრძით 76 სმ, რომელმაც 1976, 1977, 1979 და 1980 წლებში გაიმარჯვა პრესტიჟულ იაპონურ -კოი შოუში-, 1982 წელს გაყიდული იქნა 17 მილიონ იენად.

b3a244d319d8.jpg

ხეზე მცოცავი თევზი
ანაბასი (Anabas) – ამ თევზს ეძახიან მცოცავსაც. იგი სამხრეთ აზიაში ბინადრობს, მას შეუძლია როგორც ხმელეთზე გადაადგილება ასევე ხეზე აძრომა. მისი ლაყუჩები ნესტიანი ჰავიდან ჟანგბადის მოპოვებისთვის არის შექმნილი.

04af7d74db3d.jpg

ყველაზე უმოწყალო თევზი
პირანია Pydocentrus და Serrasalmus ოჯახიდან ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის მდინარეებში, (ამაზონი, ორინოკო და მათი შესართავები).
ისინი თავს ესხმიან ნებისმიერ არსებას, მიუხედავათ მისი ზომისა. 1981 წელს ობიდუსაში (ბრაზილია), მათ გამო დაიღუპა 300 ადამიანი, რომელიც წყალში, სასეირნო გემის ჩაძირვისას, აღმოჩდნენ.

4184e72605ae.jpgpiranya.jpg

პრეისტორიული გიგანტი
მეგალადონი – მილიონი წლის წინ გადაშენებული ზვიგენი, რომელიც აღწევდა 35 მეტრს სიგრძეში და იწონიდა 100 ტონას.
ამ გიგანტს რამოდენიმე მწკრივი 20 სანტიმეტრიანი ბასრი ეშვებით შეიარაღებული პირი ჰქონდა.

საქართველოს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი არის ლოქო, ყველაზე დიდი მლაშე წყლის თევზი სვია, ყველაზე პატარა თევზი გამბუზია, ყველაზე სწრაფი ქარიყლაპია.

 

megalodon.gif


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
35 მეტრიანი და 100 ტონაო..ეგ რომ ეხლა იყვეს...ავოიიიე...გადაჭამდა ყველაფერს

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რომ გითხრა მაგისი კბილი მაქვს თქო დამიჯერებ? და თან სად ვნახე ....მაგას საერთოდ არ დაიჯერებ.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
დიდი პატივისცემის მიუხედავად ,...თუ არ ვნახევერ დავიჯერებ

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაი აბა, მარა ბრიტვასავითაა, მთავარია ფრთხილად იყო , ხელი გავიჭერი როგორც კი ვიპოვეთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ebf03488cef9.jpg

 

1b183a3726bf.jpg

 

 

2a26003b9544.jpg

 

სვია (Huso huso) — ზუთხისებრთა ოჯახის უდიდესი წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე 9 მ., მასა კი 2 ტ. შეიძლება აღემატებოდეს. აქვს უზარმაზარი, ნახევარმთვარისებური პირი და ერთმანეთთან შეზრდილი ლაყუჩის აპკები. სვია ბინადრობდა კასპიის, შავ, აზოვისა და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდებოდა.დღესდღეობით მის შესახებ საქართველოში არაფერია ცნობილი. გამსვლელი თევზია, გასამრავლებლად მდინარეებში შედის. იკვებება თევზით. სვიის ქვირითისაგან მარცვლოვან ხიზილალას ამზადებენ. სვიის რაოდენობა თანდათან მცირდება რადგან ბუნებრივად ეს თევზი თითქმის არსად აღარ მრავლდება საქვირითო ტერიტორიების კაშხალებითა და დამბებით გადაკეტვის გამო.ასტრახანში მუზეუმში დევს სვიას ფიტული რომელიც დაჭერისას 2.100 კლ.იწონიდა.ამ თევზიდან ამოღებული ქვირითი თანამედროვე ფასებით 80.000 $ შეადგენდა.ქვემო სურათზე გამოსახული სვია კი 72 ფუთს იწონიდა(1.152 კგ.)


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცუდია რომ აღარ მრავლდება.ისე 2 ტონიანი თევზი რავარი დასაჭერია?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?