Jump to content


ამ თემას აქვს 51 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვიცოდეთ საკუთარი ისტორია!

რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების 
ომი და აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება. 1877 წელს მეფის რუსეთსა და სულთანურ თურქეთს შორის ომი დაიწყო. ამ ომს ორთივე მხრივ დამპყრობლური მიზნები ქონდა. რუსეთი ესწრაფვოდა ბალკანეთის ქვეყნებსა და კავკასიაში თავისი ბატონობის განმტკიცებას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას. თურქეთი ცდილობდა ჩაეხშო მის მიერ დაპყრობილი ბალკანური ხალხების გამათავისუფლებელი მოძრაობა, ამასთან აღედგინა თავისი ადრინდელი ძლიერება და ბატონობა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში.
ქართული საზოგადოებრიობა იმის მიუხედავად რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი მოელოდა თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის გათავისუფლებას. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედა-სამშობლოსაკენ მიისწრაფოდა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში გაჩაღებული იყო ანტითურქული აჯანყებები. 
ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმების ჩამოყალიბება. საომარი ოპერაციები განვითარდა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში. რუსეთის ჯარებმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილის და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და შეუტია ამ მიმართულებით. ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდანაც მიმდინარებოდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი დაამარცხა გენერალმა ალხაზიშვილმა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისაგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია. 
1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც. 
ბათუმისათვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარებოდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი. 
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსეთის არმია კონსტანტინეპოლს მიუახლოვდა. 1877 წლის 3 მარტს მეომარ მხარეთ შორის სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება. 
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება რუსეთის საზიანოდ ზოგიერთი ცვლილებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი, ე.წ. "ბერლინის ტრაქტატით" კავკასიაში რუსეთის მფლობელობაში გადავიდა ბათუმი, ყარსი, და არდაგანი. ამრიგად, ოსმალთა მფლობელობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულების მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ძველ მდგომარეობაში დარჩა. 
ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმურ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ვარაუდი ჩაეშალათ. აჭარის მოსახლეობამ გამათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. 1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომადლებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა. 
ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღელისაგან აჭარის გათავისუფლებას. "ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა, - წერდა ი. გოგებაშვილი გაზ. "დროებაში" ... ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად "მებრძოლი შავი ბედისა", ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა".
ქართველი საზოგადოებრიობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ მოსახლეობას მიშველებოდა. გროვდებოდა შეწირულობანი. ილია ჭავჭავაძე აქეზებდა ხალხის ამ თაოსნობას და გაზ. "ივერიაში" წერდა: " აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძ: ძმა ძმისთვინა და შავი დღისთვისაო!" ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში გათავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
შტრიხები მეცამეტე საუკუნის საქართველოს პორტრეტისათვის
მამუკა ნაცვალაძე
21.11.2016
 

a1479671263.jpgXIII-ნის 70-90-იანი წლები ურთულესი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. სულ მცირე ხნის წინ მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ქვეყნიდან აჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო. იდგა ჟამი მონღოლთა ზეობისა, იმ მონღოლებისა, მთელ წინა აზიას საკუთარ დაკრულზე რომ ატრიალებდნენ.

საქართველოში ყველაფერი მონღოლთა ნება-სურვილს ემორჩილება, ისინი თავიანთი კანონებით წყვეტენ ვის ჩააბარებდნენ ქვეყანას. სწორედ მონღოლთა ხელდასხმით ადის ტახტზე დემეტრე ||, რომელმაც 30 - წლიანი ცხოვრების მანძილზე ყველაფერი მოასწრო - იყო კათალიკოს პატრიარქისგან შეჩვენებულიც და იმავე პატრიარქისგან გმირად შერაცხულიც.

როგორ დაებედა ცუდად დემეტრე უფლისწულს მონღოლები

ცუდად დაებედა მონღოლები დემეტრეს, მისი მთელი ცხოვრება ფაქტობრივად მონღოლთა კარნახით წარიმართა. რთული იყო უმძიმეს რეალობას შეგუებოდა მწირეწლოვანი უფლისწული.

დემეტრესათვის პირველი ტკივილი, თანაც უსაზღვრო, დედამისი გვანცა დედოფალია. 1260 წელს დემეტრეს მამა, დავით ულუ აუჯანყდა მონღოლებს, ესეც ლოგიკური იყო - ურთულესი გახლდათ მუდმივად მონღოლებთან ერთად უცხო ქვეყნებში ლაშქრობა. ქვეყანას უჭირდა იმ მრავალრიცხოვანი გადასახადების გაღება, მონღოლებმა რომ დააწესეს. როგორც გამოჩნდა ულუმ ბევრი რამ ვერ გათვალა - აჯანყება ერთია, რა მოჰყვება ამ აჯანყებას - მეორე.

იძალეს მონღოლებმა და ლაშა-გიორგის მემკვიდრეს საქმე გასაქცევად გაუხდა. ულუმ გაასწრო მონღოლებს დასავლეთ საქართველოში, ცოლ-შვილი კი აღმოსავლეთ საქართველოში ღვთის ანაბარა დატოვა.

მონღოლებმა ულუს სამაგიერო იმით გადაუხადეს, რომ გვანცა დედოფალი სიკვდილით დასაჯეს. მთელი ცხოვრება გაჰყვა დემეტრეს კითხვები მამამისისადმი. ულმობელი რეალობა კი ის გახლდათ, რომ მცირეწლოვანი მარტოდმარტო აღმოჩნდა.

1270 წელს მას შემდეგ რაც ულუ გარდაიცვალა, ტახტზე დემეტრე აიყვანეს. ობლად დარჩენილ უფლისწულს მონღოლებმა მეურვედ სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს.

როგორ გახდა მხარგრძელების ყმა საქართველოს ფაქტობრივი მმართველი

ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ ანდეს ასეთი მნიშვნელოვანი საქმე მანკაბერდელს? საიდან ჰქონდა ამდენი პატივი და დაფასება მას?

ის ჩვეულებრივი მედროვეა. მისი დაწინაურება ერთი მხრივ მლიქვნელობამ, მეორე მხრივ კი მონღოლური ენის ცოდნამ განაპირობა. მონღოლები ხომ განსაკუთრებულად აფასებდნენ ადამიანებს, რომელთაც მონღოლური იცოდნენ. ასეთები უმთავრესად ვაჭრები, ბედის მაძიელები იყვნენ.

სადუნ მანკაბერდელი გიორგი |||-ის დროიდან საქართველოს სამეფო კარზე დაწინაურებული მხარგრძელების ყოფილი ყმა გახლდათ. ეროვნებით ის გასომხებული ქურთია.

მხარგრძელები საქართველოს სამეფო კარზე ტრადიციულად ამირსპასალარებად ინიშნებოდნენ. ბედის ირონია იყო ის, რომ გარდა ათაბაგობისა, სადუნმა თავისი ყოფილი ბატონის მხარგრძელთა ტრადიციული თანამდებობა - ამირსპასალარობაც შეითავსა.

სადუნს სპარსულ, სომხურ, ქართულ და მონღოლურ ენებზე შეეძლო ლაპარაკი. ამის გამო ხშირად უწევდა კიდეც თარჯიმნობა, რის გამოც საკმაოდ დაუახლოვდა მონღოლთა ელიტას. თავისი მლიქვნელობით სადუნმა მონღოლთა ნდობა დაიმსახურა.

საგულისხმო იყო მისი ფერისცვალების საოცარი ნიჭი - ის მონღოლთან მონღოლი იყო, სომეხთან - სომეხი, ქართველთან - ქართველი.

განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ განმარტავს სახელ "სადუნს" სულხან-საბა. სადუნი საბას ვერსიით, სხვადასხვა ენის მცოდნე კაცს ნიშნავს, რაც შეეხება მონღოლურ განმარტებას - სადუნი "დაახლოვებული" და მეგობრის აღმნიშვნელი ტერმინია.

აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ ახლო დამოკიდებულება გააჩნდა მონღოლებთან მანკაბერდელს, ქართველებმა სახელი "სადუნი" სწორედ მოენის, თარჯიმნის მნიშვნელობად აღიქვეს, ესეც ბუნებრივია - მანკაბერდელი ხომ სწორედ ამ საქმიანობით აღზევდა და ასე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

როგორ აღმოჩნდა მეფე დიმიტრი ფინანსურად მანკაბერდელზე დამოკიდებული

საგულისხმოა, რომ უფლისწული სადუნ მანკაბერდელზე ფინანსურადაც აღმოჩნდა დამოკიდებული. სხვადასხვა პრობლემების მოგვარებისთვის მეფეს ფული სჭირდებოდა. ამ პერიოდისათვის სახელმწიფო ხაზინა ფაქტობრივად არ არსებობდა - ყველაფერი მონღოლთა გადასახადებს შეეწირა.

ფული მანკაბერდელს ჰქონდა, მეფეც სარგებლობდა სესხით, თუმცა, ფულს რომ ვეღარ უბრუნებდა სადუნს, სანაცვლოდ საკუთრებაში ქართულ ქალაქებს აძლევდა. ასე ჩაიგდო ხელში მანკაბერდელმა უმნიშვნელოვანესი ქალაქები თელავი, ბელაქანი, დმანისი, კარი.

საგულისხმოა დმანისის ისტორიის ერთი ფრაგმენტი - ილხანთა ყაენისთვის საქართველოს უნდა გადაეხადა ხარკი. ერთი პერიოდი ამ ხარკის გადახდა გაუჭირდა დემეტრეს, მაშინ სადუნმა შესთავაზა მეფეს, რომ თუკი დემეტრე მას დმანისს მისცემდა, ხარკის პრობლემას თავად მოაგვარებდა. მოაგვარა კიდეც.

მსგავსი მაქინაციებით ჩაიგდო ხელში სადუნმა ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი, როგორიც კარი - იგივე ყარსია. სწორედ ამ ქალაქზე გადის იმ პერიოდისთვის შემოსავლიანი სავაჭრო გზა. ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ყარსში დაიდო ბინა მანკაბერდელმა.

დაგროვებული საკმაოდ დიდძალი ოქრო-ვერცხლის წყალობით სადუნს ყაენ აბაღაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ჟამთააღმწერელის ცნობით, მისი სამფლობელო სწორედ ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრებულად ყაენის კეთილგანწყობითა და შეღავათებით.

როგორ აიგო მეტეხის ტაძარი სადუნ მანკაბერდელისაგან ნასესხები ფულით

როგორც ჟამთააღმწერლი მიანიშნებს, ამ დიპლომატიური ურთიერთობების წყალობით ერთხანს სიმშვიდემ დაისადგურა საქართველოში - არც დიდი ყაენისგან იყო რაიმე ხიფათი და არც ილხანთა მბრძანებლისაგან.

აღნიშნული ვითარება კარგად გამოიყენა დემეტრე ||-მ და მეტეხის ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ნიშანდობლივია, რომ მეფემ ეს საქმე მანკაბერდელისგან ნასესხები ფულით აღასრულა.

მეტეხის ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში და ტოლს არ უდებს ოქროს ხანის საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშებს. მას მეფემ მრავალი სოფელი და ადგილ-მამული შესწირა.

რატომ შეაჩვენა კათალიკოსმა ცოლმრავალი მეფე

ერთია ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობა და მეორე ქრისტიანული რწმენის ერთგულება და მისი პრინციპების დაცვა. ამ მხრივ მთლად საუკეთესოდ ვერ იყო საქმე ყ||| ს-ის საქართველოში. სადუნს ერთდროულად სამი ცოლი ესვა, სამი ცოლი ჰყავდა მეფე დემეტრესაც.

დემეტრეს სამცოლიანობა მაშინდელი საქართველოს განსჯის საგანი იყო - ქართველთათვის მეფე მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო, ამ მხრივ კი დემეტრეს ქცევა ვერ ჯდებოდა ქრისტიანული მორალის ჩარჩოებში. ამიტომაც ჰკიცხავდნენ თანამედროვენი მეფე დიმიტრის, ამ საქციელისთვის ის შეაჩვენა და დაწყევლა კათალიკოსმა.

თუმცა, მეფის ცოლმრავლობა იმ პოლიტიკური რეალობით იყო განპირობებული, რომელშიც საქართველოს უხდებოდა ყოფნა. მეფემ შესძლო საკუთარი პირადი ცხოვრება გვერდით გადაედო და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ემოქმედა. ასე "მოუგროვდა" ერთბაშად სამი ცოლი.

რა პრაგმატული გათვლები ჰქონდა დემეტრეს სამცოლიანობით

დემეტრეს პირველი ცოლი ტრაპიზონის იმპერატორის ასული იყო. მისგან შეეძინა ოთხი ვაჟი - დავითი, ვახტანგი, მანუელი და ლაშა, ასევე ქალიშვილი რუსუდანი. ქრისტიანულ სამყაროსთან დიპლომატიური ურთიერთობა რომ სჭირდებოდა საქართველოს, ეს დინასტიური კავშირი ამ რეალობაზე იყო გათვლილი.

დემეტრეს მეორე ცოლი მონღოლი სოლღარი იყო. მისგან ჰყავდა ორი ვაჟი ბაადური და იადგარი და ერთი ქალიშვილი ჯიგდა-ხათუნი. მონღოლებთან დანათესავებით მეფე ქვეყნისთვის მძიმე ხარკის შემსუბუქებას ცდილობდა. ესეც პრაგმატულად იყო გააზრებული - პიროვნულ ურთიერთობებს ხომ მონღოლები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდნენ.

მეფის მესამე ცოლი ბექა ჯაყელის ქალიშვილი ნათელა გახლდათ, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ვაჟი გიორგი - შემდგომში გიორგი ბრწყინვალე. დემეტრემ მოიტაცა ნათელა, იძალადა მასზე და მესამე ცოლადაც დაისვა.

ბექა ჯაყელი ერთიანი საქართველოს სივრცეში სწორედ მეფის ამ ნაბიჯმა დატოვა. მანამდე ჯაყელები ერთიანი საქართველოდან გამოყოფას ძალიან აქტიურად განიხილავდნენ. ამ გზით არჩია დემეტრემ საქართველოსთვის დროებით შეენარჩუნებინა მისი განუყოფელი ძირძველი კუთხე.

როგორ წაშალა ტარსაიჭ ორბელმა სომხური ეკლესიებისთვის დაკისრებული ვალდებულებების კვალი

1281 წელს სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა. დემეტრემ სადუნის შვილს ხუტლუ ბუღას მამის თანამდებობებიდან მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა, ათაბაგობა კი თავის გამზრდელს ტარსაიჭ ორბელს მისცა. მაშინ რას მოიფიქრებდა დემეტრე, რომ ამით თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი. სწორედ ეს ჩაიდო გულში ყუთლუ-ბუღამ და სულ მალე 8 წლის შემდეგ მწარედ გადაუხადა სამაგიერო ქართველთა მეფეს.

მანამდე კი, ის უნდა ვთქვათ, რომ არც ტარსაიჭ ორბელი გამოადგა მეფეს და საქართველოს. საქმე ისაა, რომ როგორც სტეფანოზ ორბელიანი (ტომით სომეხი) წერს, ტარსაიჭი თურმე ძალიან კარგი კაცი ყოფილა (რა თქმა უნდა, სომეხთათვის), იმიტომ რომ ქართული ხელნაწერები გადაუსინჯავს და სადაც კი ის დოკუმენტები იყო, რომლითაც სომხური მონასტრებს გადასახადები ჰქონდა დაკისრებული სახელმწიფოსგან, ამოუშლია, სადაც ვერ შესძლო ამის ამოშლა, ის ხელნაწერები გაუნადგურებია.

როგორ მზადდებოდა დემეტრეს ზვარაკად შეწირვის რიტუალი

ისტორიაში ჯერჯერობით მეტი კვალი არ ჩანს ტარსაიჭს ორბელისა. სომეხთა ეკლესიის კეთილდღეობასა და სიმდიდრეზე დამაშვრალს არად მიაჩნდა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები.

არადა, კაცმა რომ თქვას, სწორედ ტარსაიჭ ორბელისათვის მიცემული ათაბაგის თანამდებობა გახდა ყუთლუ ბუღას განაწყენებისა და ბოღმის მიზეზი.

ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ მოხდება უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში - საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული მეფე თავის ფეხით ჩავა ილხანთა საყაენოში, ყუთლუ ბუღას შესანიშნავი შანსი აქვს სამაგიეროს გადახდისა - აბა მანკაბერდელის შვილი რას გაუშვებს ხელიდან ასეთ მომენტს.

მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა დემეტრე რომ ერთი უწყინარი გადაწყვეტილებით საკუთარ თავსაც გამოუყვანდა წირვას და საქართველოსაც არაფრად გამოადგებოდა ტარსაიჭ ორბელის ათაბაგობა.

უზნეო ყუთლუ ბუღას სცენარი პედანტურად უნდა ამუშავდეს - 1289 წლის 12 მარტს დილის 10 საათზე, მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას ქართველი მეფის ზვარაკად შეწირვის უმძიმესი რიტუალი უნდა აღსრულდეს...


legion.ge-82-1553250819.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

განსაცვიფრებელი აღმოჩენა: "მარჭიხოლი", "აფრინოვი" - როგორ დაფრინავდნენ ადრე ნაბდით ქართველი მეომრები
12:17 / 06-03-2018

"ვეფხისტყაოსანში" გვხვდება: "მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანის-ბანსა". შოთა რუსთაველის ეს სიტყვები სინამდვილეს აღწერს. ხშირად გაგვიგია გამოთქმა, ძველი ქართველი მეომრები დაფრინავდნენო, მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგვიღია", - ამბობს ეთნოგრაფი - გიორგი გიგაური. იგი დღევანდელი "სქაიდაივინგის" არქეტიპზე გვიამბობს.

 

 pre_1520406699__nabadi22.jpg

- ეს ინფორმაცია ადრევე მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა ვიპოვე ჩემი რვეული, სადაც 1986 წელს ჩავიწერე გიორგი ლიქოკელის ძველი ჩანაწერებიდან. გიორგი ლიქოკიელი სოფელ აკუშოდან იყო.

მისი ჩანაწერების მიხედვით, ძველ მეომრებს შეეძლოთ მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან მსუბუქი ადამიანის "აფრონავით" დაშვება. "მტერ რომ კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ "აფრონავით" ჯიშის და გვარის გადასარჩენად". სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ეს ინფორმაცია არ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან უცნაურად მეჩვენა. შემდეგ აღმოვაჩნე, რომ ასეთი რაღაც გურია-აჭარაშიც სცოდნიათ "მარჭიხოლის" სახელწოდებით. აღმოჩნდა, რომ ძველმა ქართველებმა იცოდნენ ფრენის საშუალებები, რაც დღევანდელ "სქაიდაივინგის" არქეტიპია.

- ანუ ადრე დაუჯერებლად გეჩვენათ...

- ხევსურეთში ანდაზების და სულ სხვა მასალების შესაგროვებლად ვიყავი ჩასული. გიორგი ლიქოკიელს ვეწვიე, რომელსაც ბევრი ჩანაწერი ჰქონდა და ბევრიც ზეპირად იცოდა. იგი დამწუხრებული ამბობდა, რომ ბევრი ჩანაწერი დაკარგული ჰქონდა. ძველ ფურცლებზე ეწერა ამ მფრინავ საშუალებაზე, რომელიც არ მომცა და რვეულში გადმოვიწერე. მტერი რომ კოშკს მოადგებოდა, მსუბუქ ადამიანს შეეძლო ნაბდით კოშკიდან გადაფრენა. დღევანდელი "სქაიდაივინგი" ჰქონდათ ძველ საქართველოში, რაც ქართველების უზარმაზარ ცოდნაზე მიუთითებს. აღწერილი იყო ნაბადი როგორ უნდა დამზადებულიყო. პატარა ასაკის ვიყავი, თან ეს ჩანაწერი ძალიან უცნაურად მივიჩნიე და მაშინვე დიდად არ დავინტერესებულვარ. ახლახან ისტორიკესებთან ვახსენე ამ თემაზე და მითხრეს, რომ გურია-აჭარაზეც გაგვიგონია, სადაც ამას "მარჭიხოლი" ერქვაო. მთაში "აფრინოვი" ერქვა. ამბობენ, რომ "აფრინოვს" თუშებიც იყენებდნენ. ძალიან საინტერესოა კაპიტან ნაჭყებიას არქივის შესწავლა, რომელიც ამაზე დიდი ხნის წინ წერდა.

 

- კიდევ რამე წყაროები ადასტურებს ამ ყველაფერს?

- დიახ, მოვიძიეთ უკრაინულ პრესაში მონაცემები ქერჩის ომის დროს. 1943 წელს ქართველმა მეომრებმა თურმე ეს ასფრენი ნაბდები ააწყვეს და ქერჩის ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრიდან იქვე ზღვაზე გადაეშვენ. მღელვარე ზღვა იყო და გერმანელები ზღვიდან არ ელოდნენ მეომრების შემოსვლას. თუ საიდან მოვიდა 120 მეომარი ზღვიდან, ვერაფრით გაარკვიეს. ქართველებს კაპიტან ნაჭყებიას მიერ ჰქონდათ ნასწავლები ნაბდის ასაწყობი კონსტრუქცია და პარაშუტის გარეშე გადმოეშვენ ასე. მერცხლის ფრთებს ეძახიან.

სტატიები რომ ვნახე გურია-აჭარის "მარჭიხოლის" შესახებ, დავრწმუნდი, რომ აჭარულის საცეკვაო ფორმებიც ცოტა ჰგავს "მარჭიხოლს".

1949 წელს ყაზბეგში ასეთი კონსტრუქციები გაუკეთებიათ და საჩვენებელი გადაფრენები. გია არაბული ყოფილა ვიღაც ახალგაზრდა მოზარდი, რომელიც გადაფრინდა და შემდეგ ამას იხსენებდა. შემდეგ ეს კონსტრუქცია სამხედრო საიდუმლოებად არის და ხალხში აღარ ჩანს. უმთავრესი კი ის არის, რომ უძველეს საქართველოში ამხელა ცოდნა ჰქონდათ და დღეს დავბეჩავდით. ქართველები იმიტომაც იგებდნენ იმხელა ომებს, ყველაფერს დიდ ჭკუით ეკიდებოდნენ. კარგად არის გურია-აჭარის ჩანაწერები შესასწავლი, სადაც იქნება "მარჭიხოლის" აგების კონსტრუქცია შემონახული და რომ აღვადგინოთ, დღესაც შეიძლება გამოყენება. მე პირადად პარაშუტით გადმოვმხტარვარ და ამ უძველესი ქართული საფრენით სიამოვნებით გადმოვეშვებოდი. უცხოელებსაც ვაჩვენებდით ჩვენს უმდიდრეს ტრადიციებს!

ავტორი:
მანანა გაბრიჭიძე
გაზიარება1249


legion.ge-82-1553250819.jpg


#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
საინტერესო ამბავია

მე ეს თანამედროვე ექსტრემი მეგონა და თურმე ჩვენი წინაპრები პრაქტიკულად იყენებდნენ

legion.ge-82-1553250895.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ეს ინფორმაცია არ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან უცნაურად მეჩვენა

რა ეჩვენა უცნაურად? ავტორს ? ანუ ზღაპრული თემატიკის თუ ტექნოლოგიურ შეუსაბამობის მიზეზით?


legion.ge-82-1553250819.jpg


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს
09:55 / 24-11-2017
ierusalimi.jpg

ქალაქ აშდოდში, ზღვის სანაპიროსთან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, V საუკუნის მონასტრის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის აშენება ქართული ქორონიკონით თარიღდება - ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ "ფეისბუქის" გვერდიდან ამცნო და დასძინა, რომ ეს წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო.

აღმოჩენის შესახებ სასაუბროდ AMBEBI.GE ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა.

"ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით, წმინდა მიწაზე უამრავი არქეოლოგიური, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი კულტურული ძეგლია, რომელზეც მეცნიერები ეტაპობრივად მუშაობენ. სამი-ოთხი წელი არ გავა, რაიმე ახალი არ აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მდიდარია ბიზანტიის პერიოდი, ადრე ქრისტიანული ხანა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მთელი რიგი არქეოლოგიური გათხრებია ჩატარებული, მაგრამ ისრაელის ჩრდილოეთით, აშდოდის მიმართულებით, აქამდე თითქმის არაფერი ყოფილა...

 

AUMRtbh.jpg

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ, როდესაც 20 წლის წინ, იერუსალიმში გარკვეულ ტაძარზე მოზაიკა იპოვეს, მეცნიერები თარიღს ვერ ადგენდნენ. პირველი, ლეა დისეგი (პროფესორი იერუსალიმიდან) იყო, რომელმაც ქართული ქორონიკონი მიუყენა, რითაც ყველაფერი ნათელი გახდა. ამასთან ისიც, რომ ისრაელში ქართული კოლონია, ქართული თემი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ტაძრის აშენებისას (თუნდაც ქართველებს სულაც არ აეშენებინათ), ქართულ ქორონიკონს იყენებდნენ, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ქართული ეკლესიის წიაღშია.

- აშდოდში აღმოჩენილი ახალი წარწერა, როგორც ჩანს, კარგად არის შენახული...

- დიახ და უნიკალურია იმით, რომ ქართული ქორონიკონით არის დათარიღებული და V საუკუნეს განეკუთნება. ვიმეორებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, იქ ქართველები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილები... ისტორიულად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პეტრე იბერი მაიუმის (ახლანდელი ღაზა) ეპისკოპოსი გახლდათ და როგორც იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლანდელ ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა... აშდოდი 70 კილომეტრით არის იერუსალიმიდან დაშორებული, ხოლო პეტრე იბერის ადგილსამყოფელი 40-50 კილომეტრშია... ამიტომ, თუ არ ხარ გავლენიანი და ძლიერი თემი, შეუძლებელია ქართული ქორონიკონით თარიღდებოდეს ესა თუ ის ბიზანტიური ძეგლი. ასე რომ, ქართული თემი იყო არა მხოლოდ იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზეც.

- არქეოლოგიური გათხრები დასრულდა?

- ჯერ კიდევ მუშაობენ. იქ შეიძლება კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდეს, რომ ის ძეგლი მთლიანად ქართველების აშენებული იყოს. არ არის გამორიცხული, პირველ სართულზე ეკლესიაც აღმოჩნდეს. მოკლედ, ამ ყველაფერს ხანგრძლივი მუშაობა და კვლევა სჭირდება.

სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ გათხრების შედეგებმა უკვე დიდი რეზონანსი მიიღო და დიდ პოზიტივსაც უნდა ველოდეთ.

ეს აღმოჩენა იმასაც შეუწყობს ხელს, რომ საქართველოში ისრაელიდან ბევრი ხალხი ჩამოვა, ჩვენ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდება, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს კულტურული ტურიზმით დაინტერესებულებიში.

M8UDnoU.jpg

- ამ საქმეში ქართველი მეცნიერების ჩართვა ხომ არ არის აუცილებელი?

- ჩემი ახლო მეგობარია ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის თავჯდომარე - ისარელ ხასონი, რომელსაც უკვე ვესაუბრე და საქმის კურსშია, ასევე ველაპარაკე პროფესორ თამარ მგალობლიშვილს, მას დიდი წვლილი აქვს ქართველების წმინდა მიწაზე ყოფნისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში და ალბათ საჭირო გახდება (რაც შეიძლება მალე) ისრაელში ქართველ მეცნიერთა ჯგუფის გამგზავრება, რომ იმ ყველაფრის კონსერვაცია ჩვენ გარეშე არ მოხდეს...

- ისრაელში ნაპოვნი ქართული კვალის სხვა ფაქტები გავიხსენოთ...

- იერუსალიმიდან (ძველი ქალაქიდან) დაახლოებით 2-3 კილომეტრში, 2003 წელს, მეცნიერებმა გათხრებისას ბიზანტიური მონასტრის კვალს მიაგნეს და ზუსტად მოზაიკის ქვეშ ქართული მონასტერი აღმოჩნდა. კრიპტში 9 საფლავი იყო და ერთ-ერთი საპატიო საფლავი V საუკუნის ქართული წარწერით ასე იყო წარმოდგენილი: "ესე საფლავი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა" ("ფურტა" ძველ არამეულად ჭა-ს ნიშნავს). ფურტავი ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც არც საქართველოშია ცნობილი, არც - წმინდა მიწაზე... ფაქტი ის არის, რომ ეპისკოპოსი იყო ქართველი და წმინდა მიწას მიბარებული.

ეს ახალი აღმოჩენა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ქართველების მოღვაწეობის ძლიერი დამადასტურებელი იყოს. ამ ფაქტით ისრაელელი მეცნიერებიც, რომლებიც გათხრებზე მუშაობენ, აღფრთოვანებულები არიან, კერძოდ, ისრაელის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი აღტაცებით საუბრობს ქართველების იმ გავლენაზე, რაც მათ წმინდა მიწაზე ჰქონდათ. ეს ყველაფერი ასევე განსაკუთრებულია აშდოდელი ქართველი ებრაელებისთვის, რომლებიც იქ უხვად არიან თავმოყრილები...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE


legion.ge-82-1553250819.jpg


#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Zviad Nutsubidze and 2 სხვამ shared a პოსტზე.
31739913_2124298597806841_65498404594332
ისტორიამოწონებულია
ყველაზე დიდ ქვეყანად, ჩამოურჩება მარტო საღვთო რომის იმპერიას. საქართველოს მოჰყვება ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან საფრანგეთი ბიზანტია უნგრეთი და კასტილია.
2. საქართველოს სპა შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს ევროპის უძლიერეს არმიად, როგორც ზომებით, ასევე ხარისხით, საქართველოს ჰყავდა 90-100 000 ადამიანის გამოყვანის პოტენციალი, რაც თავის დროზე ევროპაში მარტო ბიზანტიას შეეძლო,( ეგეც კიდე იუსტინიანეს და ბასილის დროს) საღვთო რომის იმპერიასაც კი უჭირდა 50 000- ზე მეტი ადამიანის შეკრება, ინგლისი ძლივს აგროვებდა 10 000 ხოლო საფრანგეთის ლაშქარი იშვიათად სცდებოდა 30 000 ადამიანს, აღსანიშნავი ასევე ისაა, რომ საქართველოს აქვს დამყარებული,,მსოფლიო რეკორდი" რაინდების ერთ ბრძოლაში გამოყენების, ეს რიცხვი 30 000 რაინდს შეადგენს რომელიც ლაშა გიორგიმ გამოიყენა მონღოლების წინაამღრდეგ.
3. ქართველები იყვნენ ევროპაში ერთ- ერთი პირველები რომლებმაც დაიწყეს გვარდიების გამოყენება, ჩვენ ამ გვარდიას მონა სპას ვეძახით, ქართველებამდე ეს იდეა მარტო ბიზანტიელებმა განახორციელეს, ანუ ვარანგიელთა გვარდია.
4. მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებას უმეთაურებდა ლაშა- გიორგი რომელმაც ჯვაროსნებს 40 000 ადამიანით დახმარებას შეჰპირდა, მონღოლები თუ არა, იერუსალიმი შეიძლება ქრისტიანულ ხელებში დარჩენილიყო.
5. საქართველოს მოსახლეობა იყო დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი, ხოლო 8-13 მილიონი ვასალების ჩათვლით, ანუ მოსახლეობით ის იყო საუკეთესო შემთხვევაში პირველ( ვასალებს თუ ჩავთვლით) ხოლო მინიმუმ, მესამე ადგილზე მას გაუსწრებდა მხოლოდ საღვთო რომის იმპერია და შესაძლოა საფრანგეთი. თბილისი იქნებოდა ევროპის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, 100 000- 130 000 ათასი მოსახლეობით, მხოლოდ ჩამოურჩებოდა კონსტანტინოპოლს, საქართველო იყო ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, 257 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე, მეორე ადგილი ექნებოდა საფრანგეთს ან ბელგიის მიმდებარე ტერიტორიას დაახლოებით 125 ადამიანი კვ. კილომეტრზე

legion.ge-82-1553250819.jpg


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

საინტერესოა, მადლობა ავტორს



#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
34118608_880708545470205_121878998634672
გეგა ხვედელიძე

საქართველოს ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროს

საპატრიარქოში შექმნილია საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც კათოლიკოს–პატრიარქმა ილია ||–მ მანგლის–წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დანიშნა. კომისიას აქვს შესაბამისი გეგმა და შესაბამისად პრეტენზიაც, რომ გადაიხედოს და ხელახლა დაიწეროს საქართველოს ისტორია.

ნუგზარ ვანიშვილი ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერია, რომელიც მიტროპოლიტთან ერთად ნამყოფია ექსპედიციებში და მის მითითებებს ასრულებს რუკებისა თუ სხვადასხვა საარქივო მასალების მოძიებაში. რა ისტორიული აღმოჩენები გააკეთა კომისიამ და რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ისტორიაში, ამაზე ბატონ ნუგზარს ვესაუბრეთ.

დღეს საზოგადოებაში მუსირებს ძალიან ფესვგადგმული აზრი ე.წ. “ქართიზაციის” თეორია. ეს, ჩვენთვის დამღუპველი, თეორია მდგომარეობს შემდეგში: ქართიზაციის თეორიის მიხედვით, ვრცელი მხარეები, პრაქტიკულად დღევანდელი ქართლის გარშემო, იყო დასახლებული მასიურად ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა. ქართიზაციის თეორიის მიხედვით, მაგალითისათვის ავიღოთ ვრცელი მხარე, რასაც ჰქვია ტრაპიზონიდან ვანის ტბამდე, დასავლეთ საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, იმერ კავკასიის მოსახლეობა, ქართლმა გააქართველა და შესაბამისად ეს ხდება მე–9, მე–10, მე–11 საუკუნეების პერიოდში. ამბობენ, რომ ვანის ტბიდან ტრაპიზონამდე, დღევანდელ ტაო–კლარჯეთში, არტაანში, კოლაში, ბასიანში, ტაოში, სპასპირეთში, ქალდეაში, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ნაწილში ცხოვრობდნენ შესაბამისად ეთნიკური სომხები, აბაზგები, ოსები და სხვები. ეს თეორია ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მოხდა ამ ადამიანების ქართიზაცია ანუ გაქართველება. მოვიყვანოთ ციტატა მიტროპოლიტის ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან: “საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, თითქოსდა მე–9, მე–10 საუკუნეებში მოხდა ქართიზაცია ანუ ამ მხარეების გაქართველება. კლარჯეთის, ტაოს, ყარსის, ვალამერტის, ანისის მოსახლეობა, აგრეთვე მთელი დასავლეთ საქართველოს (იმჟამინდელი აფხაზეთის) და ჰერეთ–ქვემო ქართლისა. რა ძალა უნდა ჰქონოდა არაბეთის საამირო სფეროში მოქცეულ შიდა ქართლს, რომ ასეთი ქართიზაციის პროცესი განეხორციელებინა, მასზე ათჯერ და ოცჯერ უფრო დიდ მხარეში. კლარჯეთიდან – ვანის ტბამდე, ლიხიდან – ნიკოფსიამდე, ბოდბედან – შამახამდე, მაშინ, როცა შიდა ქართლი არც კი იყო პოლიტიკური ერთეული, ხოლო აღნიშნული მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში კი, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წყალობით, აღორძინდა იქამდე მინავლებული ეროვნულ–ქართული თვითშეგნება”.

გარდა ამისა, მეუფე ანანია გახლავთ ავტორი წიგნთა სერიისა “ისტორიული ბედი საქართველოს ეკლესიისაგან განშორებული ქართველებისა”. ამ სერიის წიგნებს შეადგენენ მაგალითად: ქართლელთა გააფხაზება, გაოსება, გაბერძნება, გალეკება, გაფრანგება, გათათრება, გამუსულმანება, გასომხება და ა.შ. ხახულში, იშხანში არსებულ ქართულ წარწერებზე “ბოროტნი ამა ქვეყნისანი” თვლიან, რომ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც საქართველო ძლიერი იყო, მაშინ გაქართულდა ყველაფერი. ასე განიხილავენ ქართიზაციის პრობლემას. 13 მილიონი ადამიანი გვყავს დაკარგული, სარწმუნოებისა და მამულის შეცვლით რომ გახდნენ სხვა მიწის მაცხოვრებლები. რეალობაში კი, არამცთუ ანტიკური დროიდან, არამედ იმ დროიდან, საიდანაც არანაირი წყარო და სამეცნიერო დასკვნა არ მოგვეპოვება, ეს მხარეები ქართული, პროტო ქართული ან ქართველური ტომების ხალხით ყოფილიყვნენ დასახლებულნი.

– მიტროპოლიტ ანანიას ლაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებული კვლევებიც აქვს გამოცემული. ამ საკითხთან დაკავშირებით რას იტყვით?

– მიტროპოლიტი ანანიას კვლევით და მისი ნაშრომის “კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის” მიხედვით, რომელიც 2008 წელს არის გამოცემული, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზეთის ეპარქია მდებარეობდა V|–დან | საუკუნის დასაწყისამდე არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპიზონის მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთ ვრცელ ტერიტორიაზე, ვანის ტბამდე. შესაბამისად, ისტორიული ქალაქები: ფაზისი, პეტრა, როდოპოლისი, საისინი, ზიგანევი მოსაძებნია (მრავალი მათგანი ნაპოვნია უკვე) დღევანდელ ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული შრომა იწყება კონსტანტინეპოლის ეკლესიის საეპისკოპოსოთა ნუსხებით ანუ ნოტიციებით, სადაც კონკრეტულად ქალაქებისა და კათედრების მიხედვით არის განხილული ლაზიკის ეპარქიის მაშინდელი ტერიტორია.

– ფაზისის თემასაც შევეხოთ.

– ჩვენს ხელთაა მე–7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც ვკითხულობთ: ისტორიული გეოგრაფიის მამამთავარი სტრაბონი (ძვ.წ. 64 და ახ.წ. 20) წერს, რომ | საუკუნეში მდ. ფაზისზე აგებულია 120 ხიდი. დღეს 21–ე საუკუნეში ფოთიდან – ქუთაისამდე რამოდენიმე თანამედროვე სახიდე ნაგებობაა და არც ერთი არქეოლოგიური თუ ისტორიული ნაშთი ხიდისა. მდინარე რიონი მუდამ იცვლიდა კალაპოტს და ქმნიდა ე.წ. “ნარიონალებს”. დღესაც კი ნაპირები 20–25 მეტრის სიღრმეზე აღსავსეა ტორფითა და ურბილესი ქანებით. იქ შეუძლებელია, რომ ხიდის ბურჯი დადგა, მით უმეტეს, ქვის და მსგავს ადგილებზე ხიდების არსებობა ანუ მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებისათვისაც კი რთულია.

არიანე წერს, მდ. ფაზისი ისეთი ჭავლური დინებით შეედინება შავ ზღვაში, რომ ნაპირის გასწვრივ მცირე გემებს უჭირთ ამ ნაკადის გადალახვა და შორიდან უვლიან ფაზისის დინებას. ამასთანავე, ფაზისის წყალი ტყვიისფერია, გამჭვირვალე, ანკარა და დასალევად საუკეთესო. გემებზე და ნავებზე მსხდომნი, პრაქტიკულად, ვალდებულნი არიან გადააქციონ წყლის ძველი მარაგი და ზღვიდანვე შეავსონ ფაზისის წყლით ჭურჭლები, რომელიც კარგა ხანი, ვრცელ მანძილზე არ ერეოდა ზღვას, რაც ნამდვილად არ ახასიათებს რიონს. მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მდინარე რიონს ასეულ კილომეტრზე ნაპირსამაგრი და ჯებირების მშენებლობის სამუშაოები ჩაუტარდა. ამ დროს, ჭოროხი ტყვიისფერი, სუფთა, ანკარა მთის მდინარეა. დღესაც დასალევად ვარგისი. სატელიტური თანამგზავრიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ მდინარეზე მიმდინარე ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობისა, წყლის დაგუბების ხშირი შემთხვევებისა, ჭოროხი დღესაც მძლავრი ჭავლით შეედინება შავ ზღვაში. მდინარე ჭოროხის გასწვრივ, პრაქტიკულად სათავიდან შესართავამდე არის ისტორიული და თანამედროვე მაგისტრალური გზები, ასევე დასახლებულია მთელი მდინარის კალაპოტი. მაგალითად, მდინარეზე ართვინამდე 50–მდე თანამედროვე, ამდენივე ისტორიული ხიდი და ხიდის ნაშთია, რომელთა ექსპერტიზა ეჭვს არ იწვევს მათი ანტიკური ხანის წარმომავლობაში. ამასთანავე, პროკოფი კესარიელი მრავალგან აღწერს მდ. ფაზისის თავისებურებებს წიგნში “ომი სარებთან”. იგი 29–ე პარაგრაფში პირდაპირ ამბობს, რომ მდინარე “ბოასი” ჰქვია ამ მდინარის სათავეს, ხოლო შუა წელსა და შესართავთან უერთდება რა მრავალი წყალუხვი მდინარე, მისი სახელი ხდება ფაზისი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხისაგან აღნიშნული მდინარე მოხსენიებული იყო როგორც ფაზისი, ჭოროხი, ბოასი, აკამფსისი, ლივანა, ლიგანა და ა.შ. დაკვირვებული თვალისათვის ადვილად შესამჩნევია, რომ ფუძეთა წყობაში ეს სიტყვები შეიცავს სიტყვა ფაზისის შემადგენელი ფუძის ბგერებს.

– თქვენ ნიკო მარის კვლევებს ტენდენციურს უწოდებთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რა ტენდენციებზეა საუბარი.

– ნიკო მარი ეროვნებით შოტლანდიელი და პროფესიით არმენისტი იყო, ხოლო მისი კვლევები ცალსახად და ტენდენციურად პროარმენიული. მაგალითად, იგი ტაოს ტაიკად მოიხსენიებს იმ დროს, როცა ქალაქი სპერი ბაგრატიონთა ანუ წმიდა ღვთისმშობლის მონათესავე გვარის – ბაგრატიონთა წარმომავლობის ადგილია შუაგულ იმიერ ტაოში. წარმოშობით ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ქალაქ სპერიდან არიან, რომელიც იმიერ ტაოს შუაგულშია. რაც შეეხება იესოსა და ბაგრატიონთა ნათესაობას – მეუფე ანანიას მიერ შედგენილია ქართველ მეფეთა გენეალოგიური ხე, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ბაგრატიონთა დინასტიისა და მაცხოვრის (ძე კაცისას) ოჯახის წევრთა ნათესაობა.

– თქვენ ედემის ბაღთან დაკავშირებითაც ჩაატარეთ მოკვლევა.

– ამ კვლევის ავტორი მე ვარ და მოკვლეული მასალების შესახებ პირველად თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვამბობ. ყველასათვის ცნობილია ძველი ქართული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის მხარეების სხვადასხვა ტომთათვის განაწილების დროს დაგვიანებულ ქართველებს ღმერთმა ედემი უბოძა. ეს ლეგენდა განვიხილოთ ისეთი ზემძლავრი წყაროთი, როგორიცაა ბიბლია, დაბადება მე–2 თავი, მე–10, მე–14 პუნქტები, სადაც განსაზღვრულია ამქვეყნიური სამოთხის – ედემის ანუ ადამისა და ევას საცხოვრისი. აღნიშნულ ადგილას სწერია, ედემი და ედემის ბაღი მდებარეობს აღმოსავლეთის ქვეყანაში, ხოლო ედემის ბაღის შუაგულში არის ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ამ ბაღს რწყავს ერთი მდინარე, რომელიც ოთხ მდინარედ იყოფა, სახელი ერთისა ფისონი, მეორისა გეონი, მესამესი ტიგროსი, მეოთხისა ევფრატი. ზუსტად ძველ იბერიაში იმიერ ტაოს სამხრეთით არის ადგილი, საიდანაც გამოდის მდ. ევფრატი, მდ. ჭოროხი. აღიარებულია და დამტკიცებულია, რომ ხსენებულთაგან ორი მდინარე გახლავთ ევფრატი და ტიგროსი, ხოლო კაცობრიობა დანარჩენი ორი მდინარის იდენტიფიცირებას მსოფლიოს სხვადასხვა მდინარეებთან ახდენს, მაგალითად, ინდოეთის, არაბეთის, შუამდინარეთის და სხვა მდინარეებთან. ამ დროს ცალსახად ხილულია, უმარტივესად საპოვნია და შესაბამისად დასამტკიცებელი, რომ მდ. ფაზისი (ჭოროხი) იგივე ფისონია. რამეთუ მას მდ. ევფრატთან (ჭეშმარიტ ბიბლიურ მდინარესთან) ერთი სათავე აქვს. ბაიბურთის აღმოსავლეთით, ერზრუმის ჩრდილო–დასავლეთით, ბაგრატიონთა სპერის სამხრეთით, დღევანდელ სოფ. ბაშკურტდერესთან. აღნიშნულ მიდამოებშია ასევე მდ. არაქსის სათავეც, რომელიც ცალსახად მდ. გეონად უნდა განვიხილოთ და ასევე ტიგროსიც. განცვიფრებასა და სიმაყის გრძნობას ერთდროულად იწვევს აღნიშნული რეგიონის ლანდშაფტური მახასიათებლებიც – ულამაზესი ჩანჩქერები, მდიდარი ტყეები და ველები, ესოდენ მაღალმთიან რეგიონში წელიწადის განმავლობაში მუდმივტემპერატურიანი კანიონები, ზეთისხილის ჭალები და ა.შ. საოცარია აქაური ფაუნაც. აქ თანაცხოვრობენ პეპელა და ჩიტი, მგელი და კრავი, ხორცის მჭამელი და ბალახის მჭამელი. თუ კაცობრიობა იზიარებს აზრს, რომ მდ. ევფრატი ძვ. აღთქმის დაბადებაში ნახსენები ფერათიაა, ანუ თუ ევფრატი ევფრატია, მაშინ მისი სათავიდან გამომავალი მდინარე ხომ ცალსახად ერთ–ერთი იქნება ედემის ოთხ მდინარეთაგან. შესაბამისად, ჩვენს საყვარელ და ისტორიულ ჭოროხს ანუ ფაზისს შეგვიძლია თავდაჯერებულად ბიბლიური ფისონიც ვუწოდოთ და გავაკეთოთ განცხადება, რომ ადამი და ევა იბერიაში ცხოვრობდნენ.

– ექსპედიციებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– სექტემბრის თვეში რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ძალისხმევით განხორციელდა ექსპედიცია, სამწუხაროდ, ყველასგან მიტოვებულ უძველეს ქართულ მხარეში – ჭანეთში, ლაზეთში, ქალდეაში, სასპერეთში. თითეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით იცის ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა თუ რაჭის საზღვრები. ზემოთ ნახსენები ქართული მხარეებისა კი თითქმის არავინ. მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ სიტყვებს – ქალდეა და ქართლი – ერთი და იგივე ფუძე და წარმომავლობა აქვს. შესაბამისად, ქალდეა ისეთივე ქართული ქვეყანაა, როგორც ყველა დანარჩენი ქართული კუთხე. ქართული კვალის არდანახვა შეუძლებელია თვით ქალდეას გულში, ქ. გუმუშჰანეში, იგივე ვერცხლის ქალაქი, იგივე არგიროპოლისი, იგივე თერა. თერა ძვ. ბერძნულად კარიბჭეს ნიშნავს და ეს ქალაქი მართლაც კარიბჭეა თავისი გეოგრაფიული და ფუნქციური მდებარეობით კონსტანტინეპოლიდან ბაღდათამდე, ტრაპეზუნიდან კარნუქალაქამდე. ამ ადგილას ქართულ კვალს უკვე იძლევა ციხეთა, სოფელთა და ეკლესია–მონასტერთა ეტიმოლოგიური სახელები: ზანთა, ზანოი, იმერთა, დოუბერა და ა.შ. აღფრთოვანებასა და სიამაყეს იწვევს უძველესი ქალაქი ჭანისა, ადრინდელი შუა საუკუნეების ქალაქი, დღევანდელი სოფელი სულეიმანიე, რომელიც ახალი გუმუშანედან დასავლეთ ფერდობზეა 2 კმ–ში. გაოცებას იწვევს იქაური ეკლესია–მონასტრების სიმრავლე, რაც მრევლის გრანდიოზულ რაოდენობაზე მეტყველებს. ქალაქს თავს ადგას სამი ციხესიმაგრე, რომელიც ადვილად დაკეტავდა ხეობასა და მისადგომებს. აღნიშნულ ეკლესიებში და სამწუხაროდ, უმეტესწილად სახლების კედლებში დატანებულია ძვ. ქართულტექსტიანი და ორნამენტებიანი ქვები. ლერიონის საკათედრო ტაძარზე კი ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ადგილობრივი მოსახლეობა შეგატყობს რა, რომ თურქული ძალოვანი სტრუქტურებიდან არა ხარ, ამაყად გეუბნება, რომ ეროვნებით არის ქალდეველი და ფრაზეოლოგიურად და ფონეტიკურად მათი ეროვნების სახელი ასე გამოითქმის – ქართლ. ისინი ამაყობენ თავისი მხარით, ისტორიული ძეგლებითა და ეკლესიებითაც კი, მიუხედავად მათი მუსულმანობისა. სოფელთა დათვალიერებისთანავე, თვალში მოგხვდება დაკეტილ–გაძარცვული, მაგრამ არდანგრეული სახლების სიმრავლე, რაც ცალსახად მეტყველებს ამ რეგიონში ჩატარებული მრავალი ეთნოწმენდების შესახებ. ანალოგიური მიტოვებული სახლები ვნახეთ სოფ. ესენიურტში, სინირის ციხის მისადგომებთან, სადაც მშრალი წყობით მე–10, მე–11 საუკუნეებში ნაგები შენობებია მიტოვებული. აღნიშნულ მხარეში, მეუფე ანანიას შრომების არ იყოს, მოხდა ადგილობრივ მცხოვრებთა გაბერძნება. ანუ ბერძნული ეკლესიის წევრობა, რამაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ქართული ეთნოსის სახელწოდება წაართვა და ე.წ. ბერძნებად აქცია. ეს იყო ლაზეთ–ჭანეთ–ქალდეას გაბერძნების წინაპირობა და თუ დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა ვითომდა ბიზანტიის ეკლესიის ეპარქია, რატომ არ მოხდა დასავლეთ საქართველოს კუთხეთა გაბერძნება, როგორც ეს ტრაპზონ–გუმიშხანეს რეგიონშია მომხდარი.

ჩვენმა ექსპედიციამ მოინახულა ძვ. ქალაქის ლერიონის, არდაშას, როდოპოლისის, ზიგანის, ტრაპეზუნთას კათედრები. საერთო ჯამში 30–მდე ეკლესია და მონასტერი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სოფელი – ეკლესია–სამონასტრო კომპლექსი. გაგვაოცა ადგილობრივმა მდიდარმა ბუნებამ, რომელსაც 2200–2300 მეტრშიც კი ზღვის დონიდან უპრობლემოდ შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა (პანტა, ვაშლი, კუნელი, კოწახური, ასკილი, მაყვალი, ჟოლო, კენკრა). ზიგანის ზემო გადასასვლელზე, ზღვის დონიდან 2000 მ–ზე გაშლილია გარეული ვაშლისა და მსხლის ტყეები. სახელგანთქმული სუმელას მონასტერიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს ყველასათვის ცნობილი როდოპოლისის საკათედრო ტაძარი. ამ სოფელში ადგილობრივი მეცნიერისა და ისტორიკოსის ილიას კარაგოზის ცნობით და დოკუმენტებით, 31 ეკლესია და 3 ციხესიმაგრეა, რაც ცალსახად მეტყველებს ბიზანტიურ ტრადიციაზე, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გარემოში დაუფუძნებიათ კათედრები. ამ სოფელს თამარის დრომდე ქართული სახელი – დოუბერა ერქვა. შემდგომ ბიზანტიური ლივერა, დღეს კი იაზლიკი. ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, ხუან–არკადიო კომნენოს ლასკარისი 2004 წლის შრომაში “ექსპედიცია ჩემს სამშობლოში” ახასიათებს ამ რეგიონის ეკლესია–მონასტრებსა და ციხეებს და ვერ მალავს გაკვირვებას მისი იქაური ფრესკებისა და კვალების ქართულ იდენტობასთან. თვით სუმელას მონასტერშიც, რომელიც ჩვენი შეხედულებით სიტყვა სამებასა და ლაზური სიტყვის სუმის (სამი) ფუძით ნაწარმოები სიტყვაა და არა მელა–თი, რაც ბერძნულად შავს ნიშნავს. უამრავი ქართული და არაქართული წყაროები გვაწვდიან ცნობას, რომ ტრაპეზუნთა ოდითგანვე, შესაბამისად ანტიკურ დროშიც, როდესაც ქალდეა დაერქვა, ქართული იყო. ეს მხარე გრძელ ზოლზე ესაზღვრება წმ. ნინოსა და წმ. გიორგის კაბადოკიას და აღნიშნულ რეგიონში ქალდეასა და კაბადოკიაში პროტო ქართული საერთო ენა უნდა ყოფილიყო. თუ ეს ქვეყანა “მოქცევაი ქართლისაის” ქართლია, შესაბამისად, სრულად ამ ვრცელ მხარეში პროტო ქართული ენა უნდა არსებულიყო. თურქეთის ტერიტორიის ქართულ მხარეებში მკვიდრთაგან ნელ–ნელა იწყება საკუთარი ეთნიკურობის გამორკვევა. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკანასკნელ პერიოდში თქვა, რომ იგი ეთნიკურად ლაზია, ქალდეველია, გურჯია. გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული ენის შესწავლისა, დაარსდა შემსწავლელი კურსები, რომლის პედაგოგია რიდვან გათენაძე, დიდებული ქართველი, ბორჩხელი ფიზიკის მასწავლებელი. საწყის ეტაპზე კურსებზე 33 მსმენელი იყო. დღეს კი მათი რიცხვი 200–ს აღემატება. დაფუძნდა ქართული სახლი, რომელშიც მრავლადაა ქართული წიგნები, რუკები და ა.შ. ქართული თვითშეგნების მხრივ, საიმედო მდგომარეობაა ქ. შავშეთში, ბორჩხაში, ჩაილიში, არხავში და ა.შ., სადაც თურქულენოვანი სკოლის მოწაფეები სკოლის გარდა, ყველგან ქართულად საუბრობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ვრცელ ტერიტორიებზე ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მასიურად მიდიოდა ქართველთა გაბერძნება, გასომხება და გამუსლიმანება–გათათრება. შესაბამისად, მე–12 საუკუნის ქართველთა შთამომავლობა შესაძლოა 20 მილიონს და მეტსაც აღემატებოდეს, მაგრამ ქართულ წარმოშობას გულში ან ხმამაღლა სავარაუდოდ სამ მილიონამდე ადამიანი აღიარებს. ეს ინფორმაცია კი ადვილად მისაღებია ადგილობრივი ლაზური და პონტოური საიტებიდან.

თამარ ბატიაშვილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საინტერესოა


დუდუ

LEGION.GE


#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ინგილოები ის ბედკრული ქართველები არიან, რომელთაც არ მოისურვეს თავიანთი სახლ–კარის მიტოვება, როცა ამ ქვეყანას ლეკები დაეპატრონენ. ინგილოები ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ შემდგომში მათ იძულებით მიაღებინეს მაჰმადიანობა....მაგრამ ძველი წეს–ჩვეულებები ასე ადვილად არ ქრება და, მიუხედავად ამისა, რომ უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ინგილოები ლეკების ქვეშევრდომნი არიან, ტრადიციამ მათ მაინც შეუნარჩუნა მეხსიერებაში ძველი სარწმუნოება, რომლის ზოგიერთ წესსაც ისინი საიდუმლოდ ასრულებენ, საუბრობენ ქართულად და როგორც მარწმუნებდნენ, დღესაც კი ბევრი მათგანი მალულად მიდის კახეთში ბავშვების მოსანათლად და საზიარებლად. ვაი იმას, ვინც ამგვარ მოქმედებაში იქნება მხილებული! მთელი მისი ქონება და მრავალი წლის ნაოფლარ–ნაჯაფი არ ეყოფა ფანატიზმით შეპყრობილი ბარბაროსი ბატონის გაუმაძღრობას. ლეკებმა იციან, რომ ინგილოები ჯერ მისდევენ ძველ წეს–ჩვეულებებს, ამიტომაც მუდმივად უდარაჯებენ მათ და სულ მცირეოდენი გადაცდომისთვის დიდი ჯარიმით სჯიან. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რაოდენ სავალალოა ინგილოების მდგომარეობა....ინგილოების მთავრი სოფლებია: ალიაბადი, მოსული, ვერხვიანი, ჰენგიანი და თასმალო.

ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა (1763–1833)

35629313_2183863521843654_32906358715349

legion.ge-82-1553250819.jpg


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

     რაც მტერმა გასულ საუკუნეებში ვერაფერი დაგვაკლო, ეხლა ჩვენ თვითონ გამოგვაქვს განაჩენი....



#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

     რაც მტერმა გასულ საუკუნეებში ვერაფერი დაგვაკლო, ეხლა ჩვენ თვითონ გამოგვაქვს განაჩენი....

ხალხში აღარ არის სახელმწიფოს შეგრძნება. ადამიანები საქართველოს აღიქვამენ  არა  როგორც მათ პირადი პასუხისმგებლობის სივრცედ,  არამედ  უბრალოდ საარსებო გარემოდ .


legion.ge-82-1553250819.jpg


#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ შეაბრუნეთო... 

შმაგი გურჯები . . . . 
33199065_339153776611358_668730846835900
და შაჰის აფეთქებული ყალიონი.

მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, 1614-1618 წლებში ოთხგზის ააოხრა კახეთი შაჰ-აბასმა, მიწასთან გაასწორა აყვავებული მხარე. ასი ათასამდე ქართველი შეეწირა ომებს, სამასი ათასზე მეტი კი ცენტრალურ ირანში, ძირითადად, ფერეიდანში, გადაასახლეს. 

მშობელ მიწას მოწყვეტილმა ქართველმა კაცმა იქაც გაითქვა სახელი სიმამაცით, თანაც ისე, რომ სიტყვა „გურჯი“ ირანელთათვის ვაჟკაცობისა და პატიოსნების სინონიმად იქცა. 

ვერც უცხო მიწაზე „მოათვინიერეს“ ამაყი გურჯები. ვინ აღარ სცადა მათთვის უღლის დადება და დიდი გადასახადების დაკისრება, მაგრამ არავის არაფერი გამოუვიდა. 

1723 წელს ირანში გადასახლებულ ქართველთა დახარკვა მაჰმუდ შაჰმაც სცადა, მაგრამ ფერეიდნელებმა კუდით ქვა ასროლინეს სპარსელებს. ვერც მრისხანე ნადირ შაჰმა მოდრიკა ქართველები, არც მას უხდიდნენ ხარკს. მხოლოდ მეომრები გაჰყავდათ შაჰის მიერ მოწყობილ ლაშქრობებში და ირანის მბრძანებელი ამითაც კმაყოფილი გახლდათ — გაურბოდა ფერეიდნელთა ზედმეტად გაღიზიანებას.

ვითარება მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. 1747 წელს ნადირ-შაჰი მოკლეს, რასაც ქვეყანაში დიდი არეულობა მოჰყვა. ტახტისათვის ბრძოლაში ქერიმ-ხან ზენდმა გაიმარჯვა და აქტიურად შეუდგა მთელ ირანზე კონტროლის დამყარებას. 

რაღა თქმა უნდა, ფერეიდნელი ქართველობის დამორჩილებაც სცადა ახალმა შაჰმა. ბრძოლებში მიღებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მშრომელი ქართველების დახარკვა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ირანის მარტყოფში ხარკის ასაკრეფად მისულ ხანის ქვეშევრდომებს ქართველებმა მტკიცედ განუცხადეს, ჩვენი შრომის ნაყოფს არცერთ მბრძანებელზე არ გავცემთო. 

მეტად განარისხა შაჰი ქართველთა სიჯიუტემ, ჯარი გაგზავნა შმაგი გურჯების ჭკუაზე მოსაყვანად. 

ფერეიდანში, სოფელ ჩუღურეთსა და მარტყოფს შორის ერთი ძნელად მისადგომი მთაა წამომართული, ბუნებრივად „ჩამოსხმულ“ ციხესიმაგრეს ჰგავს. სწორედ ამ ციხე-მთაში გამაგრდნენ ქართველები და ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ. ქერიმ-ხანი კიდევ ერთხელ შეეცადა გურჯებთან საქმის უსისხლოდ მოგვარებას და შეუთვალა, თუ დამნებდებით და ხარკსაც გადამიხდით, არაფერს გავნებთო. მაგრამ კინწისკვრით გააგდეს გურჯებმა შაჰის დესპანი, თავად კი სიკვდილთან შესახვედრად მოემზადნენ.

შაჰი სარდლებთან თათბირად დაჯდა, ყალიონი გააჩაღებინა მსახურს და ნება-ნება გააბოლა. მოულოდნელად ტყვია მოხვდა ყალიონის წვერს და ხელში აუფეთქდა ქერიმ-ხანს იგი. თურმე ფერეიდნელებში განთქმულ ჩუბინს, თავაზაშვილს ციხე-მთიდან ესროლა ტყვია შაჰისთვის. 

მოგვიანებით თავაზაშვილისთვის უკითხავთ, გულში რად არ ესროლეო ქერიმ ხანს, რაზეც ამაყად უპასუხია: ქართველის წესია, ორთაბრძოლაში მოკლას მტერი და არა ჩუმად და მიპარვით!

საბედისწერო გამოდგა ქართველებისათვის ეს გასროლა. თუ შაჰი მანამდე ჯერ კიდევ ყოყმანობდა ბრძოლის დაწყებას, ახლა უმალ იერიშზე გადასვლა უბრძანა თავის ლაშქარს.

ქერიმ-ხანმა გაუგონარი სისასტიკით უპასუხა თავაზაშვილის ტყვიით გამოწვევას. მართალია, პირველ დღეს იერიში მისი მარცხით დასრულდა, მაგრამ მეორე დღეს სპარსელებმა ქართველთა სიმაგრე დაძლიეს და მათ მოწყალო ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი. ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა. მიუხედავად სპარსთა რიცხობრივი უპირატესობისა, იმ ბრძოლაში გამარჯვება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. გაბოროტებულმა ქერიმ-ხანმა მომდევნო დღისთვის გადადო შეტევა.

მესამე დღეს ფერეიდნელთა ციხე-მთა დაეცა. და როგორც ფიცი ჰქონდათ ნათქვამი, სისხლის ბოლო წვეთი ბრძოლის ველზე დააქციეს ქართველებმა — მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდნენ, კლდიდან ხტებოდნენ დაძლეულები. 

ქერიმ-ხანის ბრძანებით, დახოცილ ქართველებს თავები დააჭრეს და ერთად შეაგროვეს, გადარჩენილი წინამძღოლები კი დახოცეს. როდესაც სიკვდილმისჯილთათვის თვალების ახვევა დააპირეს, ქართველებმა მტერს უკანასკნელი სურვილი უთხრეს: ჩვენს ჯიშს სიკვდილთან შეყრა არასდროს შეშინებია, თვალებს ნუ აგვიხვევთ, ისე გვესროლეთო... 

ხოლო დაუმორჩილებელთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგად ქცეული კახელი, ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ სპარსთ. გასროლილ ზარბაზანს ნაფლეთებად უქცევია მოუდრეკელი ქართველის სხეული.

მანამდე კი, ვიდრე ჯალათი ცეცხლს მისცემდა ფითილს, ბოლო თხოვნით მიუმართავს ურუჯუყულ-ბეგს სპარსელებისათვის: 

სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ შეაბრუნეთო... 

წყარო: Sputnik საქართველო: ახალი ამბები

legion.ge-82-1553250819.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Zura Magalashvili-მ და 2 სხვამ გააზიარა პოსტი.

37739147_2103040246582894_89232344909401
ყველაფერი ისტორიაზე
1715_1718წწ.რას წერდა ირანში მყოფი რუსეთის ელჩი არტემი ვოლინსკი ქართველთა სამხედრო ძალის საბრძოლო თვისებების შესახებ:
"მთელ ირანში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი მიმაჩნია.ქართველები ნამდვილი მეომრები არიან .მე გამიგია,რომ საქართველოში ლაშქრის შეკრება 15-20 ათასამდე შეიძლება.ირანში,როგორც წესი,სპასალარებად ქართველებს ნიშნავენ ირანის ჯარში სხვადასხვა მაღალ თანამდებობეზე.ადრე,ჯერ კიდევ დიდი შაჰ-აბასის დროს და აგრეთვე ახლანდელი შაჰის სხვა წინაპრების დროსაც,ირანელებს თურქებთან,ინდოელებთან და სხვა ხალხებთან ომებში ყველა გამარჯვება ძირითადად ქართველთა მეშვეობით აქვთ მოპოვებული...თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ,ჭეშმარიტად შეძლებენ არამარტო სპარსეთის უღლისგან განთავისუფლებას,არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც.
ირანელების კავალერია ქართველებს ვერასოდეს გაუმკლავდება,სამჯერაც რომ სჭარბობდეს რიცხობრივად,ხოლო თუ ჩვენ ქართველთა ჯარს 20 რეგულარულ ესკადრონს მივუმატებთ,ქართველებთან ერთად სპარსეთსაც ადვილად დავლაშქრავთ".
დასაბამიდან,როცა ქართულმა სულმა დაიწყო სუნთქვა ამ სამყაროში,ერთადერთი მტერი,რომელიც გვანადგურებდა და გვაჩოქებდა ისევ ჩვენი სისხლის კაცი იყო.სამწუხაროდ,დღემდე ასე გრძელდება....

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?