Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 65 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

                                                                     პროცესი

 

       თითოეული ტექნოლოგიური პროცესი იყოფა ოპერაციებად, ოპერაციები - ცალკეულ ელემენტებად.
ყოველი მონადირე უნდა ფლობდეს გარკვეულ ცოდნას ისეთ პროცესებზე, როგორიცაა:

ა) ქაღალდისა და მეტალის გამოყენებული ჰილზების განმეორებითი გამოყენებისათვის აღდგენის შესახებ;
ბ) ქაღალდის ჰილზების ნესტის საწინააღმდეგოდ დამუშავების მეთოდების შესახებ;
გ) ქაღალდის ჰილზების ზომების (სიგრძე) შეცვლის შესახებ;
დ) საფანტის სასურველი შეჯგუფების მიღწევის შესახებ;
ვაზნის დატენვის პროცესი შედგება შემდეგი ოპერაციებისაგან:
ა) ჰილზის დათვალიერება;
ბ) კაფსულის ჩადგმა;
გ) დენთის დოზის აწონვა/აზომვა და მისი ჰილზში ჩაყრა;
დ) ჰილზში მუყაოს შუა სადების მოთავსება და მისი დენთამდე დაყვანა;
ე) ჰილზში პიჟების ჩატვირთვა და მისი მუყაოს შუა სადებამდე დაყვანა;;
ვ) საფანტის დოზის განსაზღვრა და მისი ჰილზში ჩაყრა;
ზ) საფანტის პიჟის ჰილზში მოთავსება;
თ) ჰილზის თავის «მოკვრა» (ზაკრუტკა);
ი) ჰილზის მარკირება;
კ) დათვალიერება და წუნდებული ვაზნების გამოხშირვა;
ლ) საკონტროლო გასროლა;
მ) დატენილი ვაზნების შეფუთვა და ტრანსპორტირებისათვის მომზადება.
ახალი და უკვე გამოყენებული ჰილზების დატენვის პროცესი მოიცავს ერთსადაიმავე ოპერაციებს.
რაც შეეხება ტყვიით (ჟაკანი) ჰილზის დატენვას, ამ შემთხვევაში, საფანტისაგან განსხვავებით, ტყვია უნდა აიწონოს და შემოწმდეს გაეტევა თუ არა იგი ლულის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში.


xg187.gif
meeec.gif
osnel.gif

სამუშაო ადგილის ორგანიზება

ყოველი სამუშაო პროცესი ეფექტურია, როდესაც სწორად არის ორგანიზებული სამუშაო ადგილი. მონადირე უნდა ეცადოს, რომ ხარისხიანად ვაზნის დატენვაზე დახარჯოს რაც შეიძლება ნაკლები დრო.
რომელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამუშაო ადგილი?
პირველ რიგში, ის უნდა იყოს მოსახერხებელი. ხელს არ უნდა გვიშლიდეს ზედმეტი საგნები - ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ აუცილებელი ინსტრუმენტები.
სახლის პირობებში სამუშაო ადგილია მაგიდა. ის უნდა გავათავისუფლოთ არასაჭირო საგნებისაგან. გადავაფაროთ მას ქაღალდი ან გაზეთი (უკეთესია მუყაოს ქაღალდი).
მუშაობა უფრო პროდუქტიულია, როცა იდაყვი ოდნავ ეხება მაგიდის ზედაპირს. დაახლოებით ასე:
n8r4o.gif
დატენვის პროცესში გარდაუვალია დენთის ნაწილაკების ან/და რამოდენიმე საფანტის გაბნევა. დანაგვიანების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება პლასტმასის «ფოდნოსის» გამოყენება. მასზე იდგმება დენთისა და საფანტის შემცველი ჭურჭელი და მათი ჰილზში ჩაყრა ხდება ამ ჭურჭლის თავზე ჰილზის დაჭერით.

ქაღალდის ჰილზების დამუშავება 

ერთერთი პრობლემაა ქაღალდის ჰილზების დასველება (დანესტიანება). ჰილზის ქაღალდის ნაწილი იბერება და ან ძნელად თავსდება ლულაში, ან ძნელდება მისი ლულიდან ამოტანა. 
აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოვიყენოთ ოლიფა. ოლიფით ოდნავ დასველებული ნაჭერი გადავუსვათ ქაღალდის ნაწილს და დავდოთ 2-3 დღის განმავლობაში გასაშრობად. შემდეგ გავიმეოროთ იგივე პროცედურა და ჰილზი ვაშროთ 3-4 დღე. ამ შემთხვევაში ქაღალდი კარგად გაიჟღინთება ოლიფით და ჰილზი მზად იქნება შემდგომი გამოყენებისათვის.
ოლიფის არქონის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ გამდნარი პარაფინი ან ცვილი. ამ ნივთირებებით დამუშავებული ჰილზი რეაგირებს მაღალ ტემპერატურაზე, მაგრამ მაინც კარგ შედეგს იძლევა.
დამუშავებულ ჰილზებში კაფსულის ჩაყენების შემდეგ უნდა ამოვავსოთ დარჩენილი შრეები, საიდანაც შეიძლება დანესტიანდეს დენთი. ამის გაკეთება შესაძლებელია ჩვეულებრივი ფრჩხილების ლაქით.
ლაქის დადება ხდება თხელი და რბილი ფუნჯით. იგი უნდა წავუსვათ კაფსულის თავსა კაფსულის ბუდეს შორის არსებულ სივრცეში.

ამის შემდეგ ვაშრობთ ჰილზებს 3-5 საათის განმავლობაში ფსკერით მაღლა და ჰილზიც დასატენად მზად არის.

ვაზნის დატენვა

დატენვის პროცესი მოიცავს ცალკეულ, ერთმანეთის მონაცვლეობით ოპერაციებს. გასათვალისწინებელია, რომ არ არის მიზანშეწონილი ერთი ვაზნის ბოლომდე დატენვა და მეორეზე შემდეგ გადასვლა და რატომ.
დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ვიღლებით და უკანასკნელი ვაზნები შეიძლება უფრო ზერელედ დაიტენოს.
ამის თავიდან ასაცილებლად უნდა დაიტენოს ყველა ჰილზი ერთად. ანუ ყველაში ვსვამთ კაფსულას, ყველაში ვყრით დენთს, შემდეგ ყველაში ვათავსებთ მუყაოს შუა სადებს და ა.შ.
ერთ ჯერზე უნდა დაიტენოს 100 ვაზნა. აქედან უნდა გამოიცადოს 12 ან 22 ვაზნა (6-6 ან 11-11 თითოეულ ლულაზე).
ჰილზების დატენვისათვის ჯერ მოვიმარაგებთ საბრძოლო მასალას და განვათავსებთ მას სამუშაო ადგილზე (ჩვენს მაგიდაზე). 
განვიხილოთ თითოეული ოპერაცია:
კაფსულის ჩასმა. ეს ოპერაცია ხორციელდება შემდეგნაირად: ვალაგებთ 4-5 სმ დაცილებით კაფსულებს, მარცხენა ხელით ვიღებთ ჰილზს, კაფსულის ბუდეს ვდგამთ კაფსულაზე, შედეგ სპეციალური ხელსაწყოთი კაფსულას ვსვამთ ბუდეში. 
იგივეს ვაკეთებთ დასატენი ჰილზების მთელ პარტიაზე (100 ერთეული).
0u44r.gif
დენთის დოზა

დოზის განსაზღვრა ხდება მომზადებული საზომით, რომლის ტევადობაც ეფუძნება სააფთიაქო (ზუსტი) სასწორით აწონვას. სამუშაო ადგილს ვამზადებთ ისე, რომ მოსახერხებელი იყოს ხელის მოძრაობა, საჭირო ინსტრუმენტების აღება. მაგიდაზე არ უნდა იდოს ზედმეტი, განსაკუთრებით სწრაფად აალებადი საგნები (ასანთი, კაფსულა, ანთებული სანთელი და ა.შ.)

დაუშვებელია სიგარეტის მოწევა ან ასანთის გაკვრა 2-3 მეტრის რადიუსში. ასანთის განატყორცნმა ალმა შეიძლება გამოიწვიოს დენთის სწრაფი წვა და შესაბამისად, დამწვრობა, ხანძარი და ა.შ., ხოლო კვამლიანი დენთის შემთხვევაში აფეთქებაც კი.
დენთის დოზის განსაზღვრა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მარჯვენა ხელის მოძრაობით საზომს ჩავუშვებთ დენთის კოლოფში და ვიღებთ დენთს ისე, რომ საზომი არ შეეხოს კოლოფის კედლებს;
ბ) მარცხენა ხელით ვიღებთ თავისუფალ ჰილზს. ჰილზს გადავატარებთ საზომის თავზე, რათა ზედმეტი დენთი დავაბრუნოთ კოლოფში, ვყრით მასში დენთს და ვდგამთ ჰილზს სხვა ჰილზების გვერდში ან ხის დაფის ცარიელ ბუდეში;
სასურველია კოლოფში დენთის შემცირებისას, კოლოფი შეივსოს. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც დენთის დონე არის კოლოფის სახურავიდან 1-1,5 სმ დაბლა.
ყველა ჰილზის დენთით გამართვის შემდეგ ვამოწმებთ საკუთარ თავს. ამისათვის უნდა დავიხაროთ მაგიდის თავზე და ჰილზების ხელშეუხებლად შევამოწმოთ ხომ არ არის რომელიმე ცარიელი. ამის შემდეგ გადავდივართ პიჟებზე.
62pmv.gif
«დაპიჟვის» ტექნიკა და პროცესი

თავდაპირველად ჰილზში ვათავსებთ მუყაოს შუა სადებს და დაგვყავს იგი დენთის დონემდე, შემდეგ ვამატებთ პიჟს და დაგვყავს იგი შუა სადებამდე. ამ პროცედურით იქმნება სიმჭიდროვე და წარმოიქმნება შესაბამისი წნევა.
შუა სადებისა და პიჟის დაწნეხვა მოითხოვს გარკვეულ ცოდნას. კვამლინი დენთის შემთხვევაში დაუშვებელია 8-10 კგ-ზე მეტი დაწოლის განხორციელება.
მაგრამ რამდენადაც უფრო ხშირია უკვამლო დენთის მოხმარება, ჩნდება 2 კითხვა:
ა) როგორია საუკეთესო სიმჭიდროვე;
ბ) როგორ მივაღწიოთ ყველა ვაზნის იდენტურობას სახლის პირობებში.
ყველაზე სასარგებლო სიმჭიდროვე უკვამლო დენთის СОКОЛ გამოყენებისას მიიღწევა 5-6კგ ძალით დაწნეხვისას. ვაზნების იდენტურობის მიღწევა კი შესაძლებელია ზამბარიანი და შკალიანი დამწოლის დახმარებით. როცა ეს უკანასკნელი არ გაგვაჩნია, ფრთხილად უნდა დავიყვანოთ მუყაოს შუა სადები დენთის ზედაპირამდე და შევწყვიტოთ დაწოლა, როგორც კი მოხდება სადების დენთთან შეხება. ერთიდაიმავე ძალით დაწოლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება თუ იდაყვს არ მოვაცილებთ მაგიდის ზედაპირს (იხ.სურათი).
ptp28.gif
ასეთ შემთხვევაში დაწოლის ცდომილებამ შეიძლება შეადგინოს 1-1,5კგ, რაც არსებით განსხვავებას არ იძლევა.
დენთისა და საფანტის სატენზე კარგია წრიული მონიშვნის გაკეთება. ერთხელ ვიღებთ ზუსტ მონაცემებს დენთის დოზის, მუყაოს სადებისა და პიჟის, ასევე საფანტისა და მისი პიჟის სიმაღლის შესახებ და სატენზე დაგვაქვს 2 წრე, რომლის მიხედვითაც გადავაკონტროლებთ დატენვის ხარისხს. მაგ; თუ დენთის პიჟი ზომაზე დაბლაა, დენთის დოზა არის ნაკლები, ან საერთოდ არ ჩაგვიყრია. იგივე გზით მოწმდება საფანტის დოზა. ხარვეზიანი ჰილზი ექვემდებარება გადატენვას. ვფიქრობ გასაგებია.

საფანტი და მისი პიჟი.

საფანტის დოზა განისაზღვრება იმავე მეთოდით, რომლითაც განვსაზღვრეთ დენთის დოზა. ჰილზში ჩაყრილ საფანტს შევანჯღრევთ და დავახურავთ პიჟს. ვაზნის თავის მოკვრა ხდება ე.წ. «ზაკრუტკით», რომელიც კარგად უნდა იყოს დამაგრებული მაგიდაზე. დამაგრების მდგომარეობას რამდენჯერმე შევამოწმებთ მუშა პროცესში.
ამ პროცედურის განხორციელებისას მაგიდის ზედაპირი კარგად უნდა გადავწმინდოთ, რათა კაფსულის ქვეშ არ მოხვდეს რაიმე უცხო საგანი (მაგ; საფანტი), რამაც შეიძლება კაფსულის აალება გამოიწვიოს.

საფანტის შეჯგუფვის გაზრდა/შემცირების საშუალებები და მეთოდები

ჩვეულებრივი საფანტის ვაზნა გამართული ლულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამიზნის დაზიანებას 35-45 მეტრის მანძილზე. ნადირობის პირობებიდან გამომდინარე, ზოგჯერ საჭიროა საფანტის მიღწევის მანძილი გავზარდოთ 50-55 მეტრამდე, ან პირიქით შევამციროთ 20-25 მეტრამდე. ამისათვის დაგვჭირდება საფანტის შეჯგუფვის დონის გაზრდა ან შემცირება. შემცირება საჭიროა იმისათვის, რომ მივიღოთ საფანტის გაშლის დიდი რადიუსი, რაც მოკლე დისტანციაზე არ გაგვიფუჭებს ნანადირევს. 
საფანტის გაფანტვის მიზეზები მდგომარეობს შემდეგში::
ა) საფანტის დეფორმაცია ლულაში;
ბ) საფანტის აცტეკში გაზების გაჟონვა;
გ) საფანტის ხახუნი ლულის კედლებთან;
დ) ჰაერის წინაღობა. 

შეჯგუფვის ხარისხის გაზრდისათვის საჭიროა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების მოქმედება დავიყვანოთ მინიმუმამდე, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში მთლიანად აღმოვფხვრათ.
განვიხილოთ 4 მეთოდი, რომლებიც ამაში დაგვეხმარება.

«შეთანხმებული» საფანტი. საუკეთესო გასროლის უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც საფანტი სწორად ლაგდება ერთმანეთზე და სიცარიელეების არსებობა შემცირებულია მინიმუმამდე. ეს მოწმდება შემდეგნაირად: თოფის ლულის ბოლოში 3-4 მმ სიღრმეზე ჩაეშვება რაიმე სახის საცობი ან/და პიჟი ისე, რომ მისი ზედაპირი იყოს სწორი. შემდეგ იყრება საფანტი. თუ საფანტი არ ლაგდება სწორად და შესამჩნევია სიცარიელეები, უმჯობესია შეიცვალოს ის სხვა ნომრის საფანტით.
საფანტის მოწონების შემთხვევაში ვყრით მას ჰილზში, ოდნავ შევანჯღრევთ და ვახურავთ პიჟს.
საფანტის ქაღალდში მოთავსება. ვიღებთ ჩვეულებრივ საწერ ფურცელს. ვჭრით მას საფანტის დადგენილი დოზის სიმაღლის შესაბამისად, ხოლო სიგანე უნდა მივცეთ იმხელა, რომ ჰილზში ორჯერ შევძლოთ მისი დახვევა. ამის შემდეგ ამ ქაღალდს შემოვახვევთ ჰილზში დენთსა და საფანტზე დამწოლ სატენს და ჩავუშვებთ ჰილზში დენთის პიჟამდე. ამ ქაღალდის «ჩარჩოში» ჩავუშვებთ საფანტს, ოდნავ შევანჯღრევთ და დავახურავთ პიჟს.

(ტიპიური)

ryzdp.gif
(ქაღალდით)

ეს მეთოდი დიდი ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ვაკონტროლოთ ქაღალდის ზომა. ის არ უნდა იყოს საფანტის დოზაზე მაღალი და არ უნდა ჰქონდეს უსწორმასწორო ადგილები ჰილზში. შეჯგუფვის ხარისხს ზრდის ის, რომ მცირდება ხახუნის დონე და შესაბამისად დეფორმაციის საშიშროებაც ნაკლებია.
დაუშვებელია საგაზეთო ქაღალდის გამოყენება, რომელიც შეიცავს კაოლინს, რაც კაწრავს ლულას.


საფანტის გაფხვიერება. ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში. დენთის პიჟს ჩვეულებრივად ვაყრით საფანტის სრული დოზის ნახევარს და ვამატებთ ცოტაოდენ კარტოფილის ფქვილს ან სახამებელს (კარახმალი). ნელ-ნელა ვანჯღრევთ ჰილზს, რომ ამ ფხვიერმა მასამ ამოავსოს სიცარიელები საფანტებს შორის და ამ ნახევარ დოზას თავზე დაედოს თხელი საფარი. შემდეგ ვამატებთ დარჩენილ საფანტს და ვიმეორებთ იგივეს. ვახურავთ პიჟს. მთავარია, რომ გამოყენებული ფხვნილი არ იყოს დანესტიანებული.

მუყაოს «ბეჭედი». ვიღებთ ერთი კალიბრით დაბალ ქაღალდის ჰილზს და ჩამოვაჭრით მას 10-12 მმ სიგრძის ნაწილს. ე.წ. ბეჭედი მჭიდროდ, მაგრამ თავისუფლად უნდა თავსდებოდეს ჩვენს ჰილზში. ჩვეულებრივ ჰილზში, რომელშიც მოთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ კვამლიანი დენთი ვყრით საფანტს. შემდეგ ამ ბეჭედს ვადებთ საფანტის ზედაპირს. საწნეხს ვადებთ ბეჭედს, ამოვატრიალებთ ჰილზს და ნჯღრევის თანხლებით საწნეხით ბეჭედი ჩაგვყავს დენთის პიჟამდე. რამდენადაც ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ კვამლიან დენთზე, მასზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებთ.

წყარო: forum.avaza.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა დევო


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბერძენ , მეტეორა ...ბიჭებო ღონისძიება-ლუდისძიებას არ გამომტოვოთ არაფრის დიდებით !


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 3928 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

არა ბაბულიკო მაგის შანსი არაა  ;)


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Avdey_Legioner.jpg

.
.უუუუუუხ როგორ გავბრაზდებიიიიიი!!!!!!11 უუუუუუხხხხხხხ(ხო ძალიან საშიში ვარ? ხო შეგეშინდათ?)

53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მოსალოდნელია რუსთავი ორზე დილის ჩართვაში გავიგო მაგი ამბავი...:)
:)

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არაა გამორიცხული1235457_125.jpg3184024_125.jpg


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 3928 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

რას მერჩი დევო ?  :0024:  :0024: , ისე გეწყინა, ეხლა გიუნტერს დავურეკავს და მარტო შეზე გააკეთებს სიუჟეტს თუ გინდა  :DDD  :0068:


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35725 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო ! მე 2 კათხას წამოვიღებ ...ერთს შენთვის და მეორეს ჩემთვის2624410_125.jpg


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 3928 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ე.ი გამოვიდა რომ ერთი 20 ლიტრი ლუდი მე მომაქვს აქედან დევიზე მოდის დაახლოებით 10  :ki: , უუფ მაგრად დავტენით ნახეთ მერე მაგ ვაზნებით თუ ყველა არ ჩამოვყარო  :ki:  , იმენა ძმობაში დატენილი იქნება რა 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რაცხა გადეიდო აი ამბავი?? თუ სექტემბერს ველოდებით. 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მოკალით და ისე მიყვარს ეს პროცესი ...რომ ვაკეთებ ამ საქმეს დროის შეგრძნება მეკარგება

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მეც ეგრე ვარ დევი... მაგრაად ვერთობი და არ ვიღლები ამით

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგია რა ..რაც ნადირობას ეხება..დიდი სიამოვნებაა

 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
მეც ნამეტანი მომწონს და ცარიელ პატრონებსაც ვაგროვებ და ქე მაინტერესებს როგორ დატენის ბესოს აპარატი





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი