Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 26 გამოხმაურება

#1 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3516 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

Ata Arms Neo 12 არის გლუვლულიანი ნახევრად ავტომატური თოფი ,ინერციული გადატენვის
საკეთით .
რესივერი გაკეთებულია მტკიცე შენადნობისგან , კონდახი და ტიბჟირი გაკეთებულია კაკლისგან.
მოყვება 5 ცალი საცვლელი ჩოკი. 1.0 , 0.75 , 0.5 , 0.25 , 0.0


კალიბრი : 12
სავაზნე :76 მმ
ლულის სიგრძე : 61 см; 66 см; 71 см; 76см
წონა : 3,05 კგ
მჭიდში ჩადის : 5+1; 4+1 (Magnum)
მწარმოებელი ქვეყანა : თურქეთი


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვიდრე თვითონ თოფის შესახებ ვისაუბრებდეთ , გავრკვეთ საიდან მოდის "ატა არმზი", როგორი წამოშობის ისტორია აქვს მას ...

ATA ARMS არსებობა დაიწყო გასული საუკუნის 50 წლებში როდესაც, კომპანიის დღევანდელმა მეპატრონემ (სალალ იოჰლუმ) , შექმნა თავისი პირველი გლუვ ლულიანი თოფი, ჰორიზონტალური და ცოტა მოგვიანებით ვერტიკალური და გადაწყვიტა მათი წარმოება , რაც წარმატებით განახორციელა კიდევაც. კომპანიას კი დაარქვა Vursan Salah . ასე გრძელდებოდა 1992 წლამდე ვიდრე თურქი კონსტრუქტორი არ გამოიგონებდა იმ დროისათვის ერთადერთ თურქულ ნახევრადავტომატულ თოფს , მისი წარმოება გრძელდებოდა ზუსტად ათი წელი ვიდრე არ შეიერთა ბერეტას ჯგუფმა, და მიანიჭებდა ახალ სახელს Stoeger Silah Sanay .
ვიდრე ეს ვითარება შეიცვლებოდა,ვურსანის პარალელურად, მეოცე საუკუნის უკიდურეს მიწურულს კომპანიის ხელმძღვანელმა ჩამოაყალიბა პარალელური კომპანია სახელწოდებით ATA ARMS-ი , ამ კომპანიას ძირითადად მარზთავენ კონსტრუქტორის შვილები. ვურსანის გაყიდვის შემდეგ კი ''ატამ'' გააგრძელა ტრადიციული თოფების გამოშვება. 2009 ში კი წარმოებაში ჩავიდა მოდელი "ატა ნეო" 12. ამ პერიოდისთვის ამ თურქულ ბრენდს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა გააჩნია.
ATA NEO 12.
ესაა ინერციული სისტემის ნახევრად ავტომატური მოქმედების თოფი, რომელიც შექმნილია და დაპროექტებულია თურქეთში, კომპანიაში ატა არმზი. ინერციული სისტემა ავტორი ბრუნო ჩივოლინია, კონკრეტულად კი მისი პატენტის ბაზაზეა გაკეთებული. ეს უკანასკნელი კი იტალიელი კოსნტრუქტორ გამომგონებელია რომელიც რამდენი მე წლის განმავლობაში ბენელ არმზში მუშაობდა შემდფეგ კი ბერეტაში.

5e7eae26e74c.jpg

როგორც ვთქვით თოფის კონსტრუქციაზე გავლენა იქონია იტალიურმა საიარაღო მიღწევებმა, მაგრამ მისი დიზაინი საკმაოდ ორიგიუნალურად გამოიყურება. ხელში აღებისას საკმაოდ სასიამოვნო შდაბეჭდილებები იქმნება, მეტალის ნაწილების დამუშავება "შეირაღებული" თუ შეუიარაღებელი თვალით ჩანს რომ მაღალ დონეზეა, არავითარი ზედმეტი მეტალის ნაწილები და უხეში წიბოები არ არსებობს, კონდახი და ტიპჟირი დახვეწლი დიზაინისაა, დამუშავება და მასზე დატანებული ბადე კი მაღალი ხარისხის, სამიზნე თამასა და კორა ყოველგვარი დეფექტების გარეშე ძალიან სიმეტრიულია ყველა თვალსაჩინო დეტალი, ხისა და რკინის შეერთების ადგილები მაქსიმალურად ზუსტი, საერთო ჯამში ვიტყოდი რომ თოფი ერგონომიკულია სრული ამ სიტყვის ნიშვნელობით, კონდახი მაქსიმალურად უნივერსალურია თუმცა დავამატებდი რომ კონდახის სიგრძე როგორც ასეთი მაღალი ადამიანისთვისაა გათვლილი, გრძელი ხელებით. თუ შეიძლება საერთოდ ნახევარავტომატურ თოფზე ითქვას დბალანსებული , "ატა ნეო'' 12 ნამდვილად მშვენიერი ბალასნისაა, მითუმეტეს თუ მჭიდში 1-2 ვაზნაა, აშკარაა რომ იარაღი კეთილსინდისიერაადაა გაკეთებული.
რათქმაუნდა თურქული იარაღი ევროპის ქვეყნებში მათ შორის საქართველოში არ გაიყიდება თუ ის შესაბამის გამოცდას არ გაივლის, არსებობს საყოველთაოდ მიღბული ევროპული და ამეიკული ტესტი რომელიც ნებისმიერმა საინპორტო იარაღმა უნდა დააკმაყოფილოს, ატას ამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.
ატა ნეო 12 ის მექანიზმის კოლოფი დღეისათვის ფართოდ გავრცელებული მსუბუქი შენადნობისგანაა დამზადებული, კერძოდ კი ალუმინის შემცველობის, რომელიც თავის კლასში იძლიერესია მარკაა 7012 T6. სალულე ფოლადი ასევე თანამედროვე, ქრომ მოლიბდენის შემცველობისაა და მისი მარკაა 42CrMo4-4140. ექსპლოატაციაში კი მისი მაჩვენებელია 1370 ბარი , რაც ორჯერ მაღალია მაგ. რიგითი რუსულუ თოფის მაჩვენებელზე.
საკონდახე მასალას რაც შეეხება თურქეთში მისი დეფიციტი ნამდვილად არაა, თუმცა ფირმა ბიუჯეტურ მოდელებზე მაღალი კლასის კაკლის დაყენებისგან თავს იკავებს. ეს ლოგიკურიცაა. აი ძვირფას მოდელებზე შესანიშნავი ხარისხის, პრემიუმ კლასის ფესვის მერქანით კეთდება ხის ყველა ნაწილი. რათქმაუნდა არც ატაა გამონაკლისი და თავის კონდახებში ისიც მიმართვს ე.წ. xtra wood ის ტექნიკას, დაიტანოს ნახატი ღარიბი ტექსტურის მქონე მასალაზე.
ატას ტესტირების დროს გსროლი იქნა 10 000 ვაზნა რომლის დროსაც თოფს არავითარი ცვლილება არ განუცდია, არავითარი დეტალი არ გამოსულა მწყობრიდან. თოფი უპრეტენზიოა ვაზნების ჭურვის წონის მიმართ, 28 დან 52 გრამამდე. თუმცა 24 გრამიანი ვაზნებიც უპრობლემოდ გადატენა, ჩვენი ტესტირების დროს მე მივედი იმ დასკვნამდე რომ : მცირე მუხტიანი ვაზნების გადატენვას ხელს უშლის ქარხნულ ვაზნებში მაღალი ქუდი, დაბალ ქუდიანები კი უპრობლებოდ გადაღეჭა თოფმა.
სვაზნე გაბურღულია 76 მმ ვაზნაზე, სადაც შესაძლებელი ჩეულებრივი 70მმ-ი და მაღალი სიმძლავრის ვაზნებსი გამოყენება წარმატებით.
07065d1ae6df.jpg
ზოგიერთ მოდიფიკაციებს აქვს სავაზნე 89 მმ.
ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 61 , 71 და 76. . სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით, სლაგ თოფებზე თამასა არაა. სამიზნე კორა ფლუორესცენტული, ფერადი ბოჭკოვანი მასალის, რომელიც ორი ძირითადი ფერისაა წითელი და მწვანე, იშვიათად თეთრი.

475ebbd8a6e2.jpg 518902968ea3.jpg
თოფი აღჭურვლია საცვლელი ჩოკებით , კომპლექტში შედის 5 მობილური ჩოკი რომელიც ნებისმიერ სანდირო ობიექტზე ნადირობისთვის ნებისმიერი შევიწროების დაფიქსირების საშუალებას იძლევა. სურვილის მიხედვით კი შესაძლებელია ლულის დამაგრძელებლის ჩახრახნვა რომლიც 10 სმ. და მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს

e3911bfdfebb.jpg

საწრაფი დამიზნების დროს ასეთი კორა უდაოდ ძალიან მოსახერხებელია. ლულის შიდა დიამეტრი 18,4 მმ ია.
სავაზნე მჭიდი ტრადიციულია და მოთავსებულია ტიბჟირში, მისი ტევადობა 5 ვაზნაა 70მმ და 4 ვაზნა 76 მმ-ი.
ატა ნეო 3000გრამია, მოდელების მიხედვით ატას თოფები 2800 დან 3200 გრამამდეა, ეს უკანსკნელი მაჩვენებელი მაქსიმულია.
თოფი გამოდის 4 სხვადასხვა ტიპის კამუფლირებით ! ასევე რამოდენიმე ტიპის პლასტიკიური კონდახით და ცევიოთი.
თოფის დაშლა მექანიზმის გასუფთავების მიზნით ძალიან მარტივია, ყოველგვარი სპეც-ინსტრუმენტების გარეშე ხდება.
b5cbf250307e.jpg 8ae42c60755a.jpg a2c22f731c5b.jpg 7bdebe08980e.jpg

როგორც უმეტეს ნახევარავტომატურ თოფებს ატასაც ტრადიციუი მცველი აქვს, სასხლეტის უკან "ფარზე"
44c93f0d2de5.jpg

ბალისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება არ დავკმაყოფილდით მშობლიურ საიტზე არსებული ინფორმაციით და შევეცადეთ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა თოფის მექანიზმის მუშაობასა და ბრძოლის ხარისხზე.

b51ff262c142.jpg 9eaf51a28345.jpg

ტესტური გასროლები ჩავატარეთ საყოველთაოდ მიღებული ტესტის მიხედვით, 100 X 100 სმ მაშტაბის ფორმატზე 35 მეტრ დისტანციაზე. სადაც მისროლის შემდეგ დაიხაზა 75 სმ -ი დიამეტრის წრე, მონაცემები შესაბამისი წესებით დადგინდა. კერძოდ:
1) ATA NEO 71 სმ ლულით, ჩოკური შევიწროება 0,5 მმ. სროლის მანძილი 35 მეტრი (მანძილმზომით) სფანთი #7 , ვაზნაში 34 გრამი ანუ 476 მარცვალი. ფორმატს მოხვდა 273 მარცვალი , 75 სანტიმეტრიან წრეში კი მოთავსდა 258 ცალი ჯამში 54 %
2)ჩოკური შევიწროება 0,75 მმ სროლი მანძილი 35 მეტრი, საფანტი #7 ,34 გრამი ანუ 476 მარცვალი,75სასნტიმეტრიან წრეში მოავსდა 303 ჟამში 63 %
3)ჩოკური შევიწროება 1 მმ სროლის მანძილი 35 მეტრი, საფანტი # 7 , 34 გ ანუ 476 მარცვალი, 75 სანტიმეტრიან წრეში მოთავსდა 298 მარცვალი ჯამში 62 % (პრადოქსია) მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარა იყო საფანტის ცენტრისკენ მიჯგუფება.
4)ATA NEO 12 ჩოკური ევიწროება 1მმ ლულის სიგრძე 81 სმ ფორმატი A3 (61X 86) საფანტი #7,24გ სულ ფორმატს მოხვდა 239 მარცავალი 50%
5)ატა ნეო12 ჩოკური შევიწროება 1 მმ ლულის სიგრძე 71სმ, ფორმატი A3 საფანტი #7,24გ 245 მარცვალი 51%
6)ატანეო 12 ჩოკური ჩევიწროება 1 მმ ლულის სიგრძე 81 სმ დისტანცია 50 მეტრი ! ფორმატი A3 საფანტი # 2 34გ ანუ სულ 108 მარცვალი,ფორმატს მოხვდა 55 მარცავლი ანუ 51%
7)ატა ნეო12 ჩოკური შევიწროება 1მმ-ი ლულის სიგრძე 81სმ 70მ #2 34გ სულ 108 მარცვალი, ფორმატს მოხვდა 19 მარცავლი 17%
8)ატა ნეო 12 ჩოკური შევიწროება 0,25მმ ლუის სიგრძე 71 სმ, მანძილი 20მეტრი ფორმატი A3 , საფანტი #9 31გ, ვაზნაში 672 ცალი, ფორმატს მოხვდა 472 ცალი ჯამში 70 %
შედარებისთვის მპ 153 , ჩოკური სევიწროება 0,25 მმ ლულა 71 სმ, მანძილი 20 მეტრი ფორმატი A3 საფანრტი იგივე ფორმატს მოხვდა 459 მარცვალი ჯამში 68% ამ ბოლო ორი მისროლის შედეგი ადვილად ჩანს სურათზე.
d0988102c0dd.jpg
მპ 153 ქვევით
9ebd0878154c.jpg
როგორც ზემოთ ავღნიშნე საფანტის სიბურჯღლესთან ერთად უნდა დადგენილიყო მისი ჭრა, ანუ მოხვედრის ძალის მაჩვენებელი. სროლა მიმდინარეობდა იმავე 35 მეტრზე იმავე # 7 საფანტით. მშრალ (რამდენიმე წლის) ფიჭვის ფიცრებზე. შედეგად შუაში მოხვედრლი საფანტები (ყველაზე დიდი ენერგიით და სიჩქარით) ისეთ სიღმეზე შევიდა ფიცარში რომ საერთოდ არ ჩანდა, სავარაუდოდ 3ჯერ ღმად საკუთარ სიმაღლეზე, გვერდითი და უკანა მარცვლები კი მეტნაკლებად სკუთარი სიმაღლის სიღრმეზე, ზოგიც საერთოდ არ შევიდა ფიცარში მაგრამ ეს უკვა საერთოდ გვერდითი და უენერგიო საფანტები იყო. ასეთი რათქმუნდა სულ რამოდენიმეცალი.
af54b06b6a78.jpg 20263e30d736.jpg

დავინტერესდით ასევე ტყვიის სროლა რა შედეგებს მოგვცემდა, ამისთვის A3 ფორმატზე მოვათავსეთ სამიზნე დიამეტრით 17სმ-ი.
სროლის მანძილი 45 მეტრი. ჩოკური შევიწროება წმინდა ცილინდრი. ტყვიები გამოვიყენეთ ხელთ არსებული. კერძოდ "მონოლითი" და "გუალანდი"
de1e94fd0c31.jpg 20feff00861c.jpg
ამინდი იყო ტყვიის სროლისთვის ცუდი, ქროდა საკმაოდ ძლიერი ქარი. ვისროდით ჩოქელა მაგრამ თოფის ლულა არ იყო ფიქსირებული რაც შედეგზეც აისახა :
"გუალანდი" მოთავსდა 22 სმ-ი დიამეტრის წრეში
"მონოლითი" მოთავსდა მართკუდხედში 22 X 8,5 სმ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ ქარი უარყოფიტად მოქმედებდა ლულაზე.
141de289085c.jpg d036a86b17ff.jpg
პარალელურად შევამოწმეთ ტყვიის შეღწევადობა,ამისთვის გამოვიყენეთ მშრალი ფიჭვის ფიცრები. "გუალანდმა" შეაღწია 12 სმ-ზე
"მონოლითმა" 16,5 სმ-ზე და გამჭოლად გაიარა ფიცრებში.
საერთო ჯამში 'ნეო12'-მა სასიამოვნო გრძნობა დაგვიტოვა, ტყვიების მიმართ უპრეტენზიო ჩანს(გარდა მსუბუქი ჭურვის მქონე ვაზნებისა რომელსაც შერჩევა უნდა და უპრობლებოდ იმუშავებს) 'ნეო 12'-ის უარყოფით თვისებებზე დრო მოგვითხრობს, ნამდვილ შემოწმებას ხანგრძლივი ნადირობების შედეგად მივიღებთ.
დრეისათვის ATA ARMS- ის წლიური წარმოებაა 25 000 ერთეული თოფი.
წყარო:ოჩოპინტრე
თემა მომზადებულია Davitus, geojorjika და Bonehill-ის მიერ.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ATA NEO

 

 

 
Ata-Neo-12.jpg

 

 

 

Ata Neo 12

კინეტიკური ნახევრად ავტომატური თოფები “ATA NEO” – მსოფლიო ბაზარზე ცნობილი თურქული ფირმა “ATA ARMS”-ისგან (www.ataarms.com.). ამ თოფების ავტომატიკა მუშაობს თოფის უკუდარტყმის და სატრიალებელი ჩამკეტის ინერციის პრინციპზე( ბენელის სისტემის ზუსტი კოპია), რაც იძლევა საშუალებას ტოლი არ დაუდოს ორლულიან თოფებს საფანტის ჭრაში და მიტანაში, რადგან, თოფის გადასატენად არ გამოიყენება გასროლისგან წარმოქმნილი აირები, როგორც სხვა ნახევრად ავტომატურ თოფებში. თოფი შესრულებულია მაღალი ხარისხით და მუშაობს ყველა კარგ სანადირო ვაზნაზე დაწყებული საფანტის წონით 28 გრამიდან, დამთავრებული მაგნუმის ვაზნით საფანტის წონით 52 გრამით. თოფის კონდახი და ტიბჟირი შესრულებულია მაღალხარისხიანი თურქული კაკლისგან.

თოფის ლულების სიგრძეა 71 და 76 სანტიმეტრი, მოყვება 5 ცალი საცვლელი ჩოკი, მჭიდში ვაზნების რაოდენობა – 5+1 . თოფს აქვს დიდებული ბალანსი, სხვა ნახევრად ავტომატურ თოფებისგან განსხვავებით. ეს იმიტომ, რომ, გადამტენი ზამბარა უზის კონდახში, და არა ტიბჟირში. ეს იწვევს თოფის ბალანსის უკან სავაზნისკენ გადატანას , ტიბჟირის მოხერხებულობას, სითხელეს და ელეგანტურობას. თოფს კარგი მორგება აქვს თითქმის ყველა ტიპის აღნაღობის ადამიანზე. წონა შეადგენს 3,0-3,1 კგ. ლულის სიგრძის მიხედვით. ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი მოკლე ტყვიის ლულა, ლულის 10 სმ. დამაგრძელებელი და გაძლიერებული ჩოკი 1,2 მმ. დამაგრძელებელი და ჩოკები ასევე ერგება თოფებს “STOEGER”-ს და ძველ მოდელებს BERETTA, BENELLI-ის.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ამ თოფს ძალიან კარგად ვიცნობ...

ფასისი და ხრიხის შედარებით მშვენიერი ეგზემპლიარია:)


  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დასტურ, დასტურ, მარა ცოტა უფრო იაფი რომ ღირდეს , კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა!


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  • 0

#7 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31809 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არჩვაძეს აქვს და სხვათაშორის ძალიან ემადლიერება


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#8 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3705 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მე როგორც უყურებ ამ თUრქულ თოფებს ყველა ემადლიერება რა ფირმაც გინდა იყოს 


  • 0

#9 Share
dima71

dima71

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 390 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მეც მაქვს და გადსარევად ვხმარობ,.. მშვენიერ !!!!!


  • 0

#10 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

მეგობრებო ატა არმსი ჯობია თუ ფენომა?  :think:

ფასი თითქმის ერთი და იგივე აქვს, ატა ვიცი რომ ძალიან კარგი თოფია ფასთან მიმართებაში, ხოლო აი ფენომა არ ვიცი და არც ფორუმემბზე მინახავს რას ამბობენ და თქვენ რას მეტყვით?

 

მადლობთ  ყურადღებისათვის :*


  • 0

#11 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3705 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ოთ მე როგორც უყურებ დღეს დღეობით ეგ იცი როგირ შედარებაა ვეფხვი მოერევა თუ ლომიო 


  • 0

#12 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
ეს ვიდეორგოლი ჩემი გაკეთებულია. მემგონი პირველი პარტიიდან ვიყიდე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 3 თვის მერე ჩემმა მამიდაშვილმა armsan-a612 იყიდა. მინდა გითხრათ რომ არმსანი უფრო მესიმპატიურება უფრო კომპაქტურია და ერგონომიული. გამძლეობით ორივე გამძლეა. პირველი შვილი რომ შემეძინა 4 თვე არგამიწმენდია ნადირობის მერე ვერმოვიცალე. ზეთიანი ჩვარის ერთი გატარებით სარკესავით გახდა ლულა. გაწმენდით კიდე ორივე ძალიან ადვილი იწმინდება!
  • 0

#13 Share
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1536 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

კარგი თოფია ნამდვილად  :bravo:  :goood:


  • 0

#14 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ოთ მე როგორც უყურებ დღეს დღეობით ეგ იცი როგირ შედარებაა ვეფხვი მოერევა თუ ლომიო 

 

ეგ გასაგებია მანტის მაგრამ ფაქტია, რომ მეფე ლომია და არა ფეფხვი, ასე რომ შენ მითხარი ეხლა რომელი რომელია?


  • 0

#15 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3705 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 მეფე ფენომაა იმიტო რო უფრო დახვეწილი დიზაინი აქ და თან პლიუსი რო დათვრები შეგიძლია დაცალო პირდაპირ რადგან გაზატვოდია, ის კიდე თუ მხარზე არ მიიდე და ადაჩა არ მიცა არ გადატენის ამიტომ მთვრალზე არ გამოგადგება ეს ის პლიუსია რომლითაც საქართველოში ეგ ბრენდი პოპულარული გახდა 


  • 0





საკვანძო სიტყვები: თურქული იარაღი, Ata Arms Neo 12, გლუვლულიანი, ნახევრად ავტომატური, თოფი, ინერციული, რესივერი, მტკიცე, მტკიცე შენადნობისგან, კონდახი, ტიბჟირი, გაკეთებულია კაკლისგან, მოყვება, ცალი, საცვლელი, ჩოკი, კალიბრი, სავაზნე, ლულის სიგრძე, წონა, ქვეყანა, მწარმოებელი, თურქეთი, Magnum

IPB skins by Skinbox