Jump to content

სურათი

როგორი თოფი და ძაღლი უნდა შეარჩიოსდას დამწყებმა მონადირემ

როგორი თოფი და ძაღლი უნდა შე ლეკვი მეძებარი ნადირობა დრესურა ცივი გლუვლულიანი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორი თოფი და ძაღლი უნდა შეარჩიოს დამწყებმა მონადირემ
 
 
0d87a879d9021fcaaee2a4838e069c25.jpg

ამ სტატიაში შევეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავცეთ ყველა დამწყები მონადირის კითხვას, რომელიც ნადირობით დაინტერესებისთანავე ჩნდება. ცხადია, საუბარია თოფზე და ძაღლზე.

რეკომენდაციებს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ნადირობის ფორუმის გამოცდილი მონადირეები იძლევიან, შესაბამისად, წინ საინტერესო მასალა ელის მათ, ვისაც სურს ნადირობა.

სანადირო იარაღის ტიპი და სახე განსაზღვრულია იარაღის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლით და სანადირო იარაღების სახეობები ამ ჩამონათვალში ასეთია: გლუვლულიანი, ხრახნლულიანი, კომბინირებული, ცივი და ცივი-სასროლი იარაღი.

არჩევანი აბსოლუტურად ინდივიდუალურია, თუმცა დამწყებმა მონადირემ სასურველია აირჩიოს რაც შეიძლება მარტივი კონსტრუქციის და შედარებით უტყუარი იარაღი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რაზე აპირებს ნადირობას.

რაც შეეხება ძაღლს, აქაც ძალიან ინდივიდუალურია მიდგომა, გააჩნია რა ცხოველის შენახვის შესაძლებლობა აქვს მონადირეს. ყველა ცხოველს აქვს ინდივიდუალური მიდგომა, მათ გარკვეული ფართი და მოვლის პირობები სჭირდებათ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ რაზე აპირებთ ნადირობას.

ახლა კი დეტალურად თოფის სახეობებზე:
 

საქართველოში ყველაზე მეტად პოპულარულია ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი.
holand%20tofi.jpg

წარმოგიდგენთ გამოცდილი მონადირის რეკომენდაციას ნადირობის ფორუმიდან:

"სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის.

ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია.

ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია."
 

ასევე მარტივად მოსაძიებელი და ხელმისაწვდომია ვერტიკალურ ლულებიანი თოფი
vertikaluri%20tofi.jpg

რაც შეეხება მორიგ თოფს, რომელსაც გამოცდილი მონადირეები დამწყებებს ურჩევენ, ეს ნახევრად ავტომატური თოფებია, რომლებიც დღეისათვის უმრავლესობას წარმოადგენენ.
 

naxevrad%20avtomaturi.jpg

კვლავ გთავაზობთ გამოცდილი მონადირის რეკომენდაციას:

დღესდღეობით ყოველი მეორე გაყიდული თოფი ნახევარავტომატია. იგი ხარისხიანი და იაფია და მრავალი ღირსება გააჩნია. ამ თოფებს მნიშვნელოვნად შემცირებული უკუცემა აქვთ.

ნახევარავტომატი იმ გამოცდილ მსროლელებსაც გამოადგებათ, ვინც ისეთ ნადირობას ირჩევს, სადაც სამი და მეტი გასროლაა საჭირო. მაგალითად გარეული მტრედის და იხვის გადაფრენაზე.

მობილჩოკიანი ნახევარავტომატი ძალზე მოსახერხებელია. მე გირჩევდით 71 სმ იანი ლულით შეძენას და საჭიროების შემთხვევაში დამაგრძელებელი მობილჩოკის ხმარებას.

უარყოფითი მხარეები!
- კატეგორიულად არ ვურჩევ დამწყებ მონადირეებს ნახევარ ავტომატის შეძენას!

იმის ხარჯზე რომ 5 ტყვია აქვთ მჭიდში, სროლის ხაისხს აღარ უყურებენ და აქცენტი რაოდენობაზე გადააქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში "მაყრული" გასროლების სერიებს იწვევს.

- ისინი უფრო დიდხანს და რთულად იტენებიან. მონადირე იძულებულია ერთი რომელიმე ნომერი საფანტი გამოიყენოს, რაც ნადირობის დროს უხერხულობას ქმნის, რადგან სასროლ არეში ყოველთვის შეიძლებასხვადასხვა ნადირი ან ფრინველი გამოჩნდეს.

- ეს თოფები კოლექტიური ნადირობის დროს არასასურველია, რადგან ამ დროს უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა. ასეთ ნადირობაზე გადასახსნელი თოფი ჯობია. ნახევარავტომატის გახსნილი საკეტი ყოველთვის სეიძლება თავისთავად დაიკეტოს და ლულაში ვაზნა შეიტანოს."


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 1006 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

დამწყები მონადირისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია ცალლულიანი,

იმიტომ რომ იცის რომ მეორე გასროლის შანსი არ ექნება და მეტად ყურადღებით და მონდომებული ესვრის. ;)  ;)


  • 0

#3 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

დამწყები მონადირისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია ცალლულიანი,

იმიტომ რომ იცის რომ მეორე გასროლის შანსი არ ექნება და მეტად ყურადღებით და მონდომებული ესვრის. ;)  ;)

დასტურ ბათონო მირზა..იჯ 18 დავიწყე პირველად ნადირობა და 100 % მასეა


  • 0

#4 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 1006 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

მეც ეგრე არ ვარ დევი, რა დამავიწყებს იმ ნადირობებს :good:  :good:


  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა მირზას ერთი კარგი  დედმამის ლეკვი საბუთიანი , რას დახატავს? მაგალითად ასეთი

e54b923f6245.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა ძმებო როგორი საყვარლები არიან ჩემი გერდას პატარები?(ქვედა პირველი marcxnidan მივეცი მირზას) კოპიო გერტრუდაა.

ისე კაო ეს თემა გამოგადგება , გადაავლე თვალი.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#7 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რა საყვარლები არიანი.... :)

მირზა მაგარაი საჩუქარი მიგიღია ძმობილო....


  • 0

#8 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 1006 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ყოველ დღე იზრდება დღეს ჭიაზე დავამუშავე და არ დაყარა საერთოდ


  • 0

#9 Share
goga_para

goga_para

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1767 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ვა რამაგრები გყოლია ბაბუ  :good:  :good:  :good:  :good:  :good:  :good:


  • 0

#10 Share
goga_para

goga_para

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1767 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

mirza barsi ar varga kapikad ramdenic ar und daalevno ar yris arada 3 tveshi 1 xel sheileba marto cisper paketebshia egaa yvelaze magari gilocav pawukas 


  • 0

#11 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრატცი ეს კურცხარისთემაში ნთორე ბაყბაყდევი წაშლის.

3f87784970a7.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#12 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო  რას შვრება ჩვენი შერჩეული კურცხაარი?


  • 0

53c8c0d32f03.jpg






საკვანძო სიტყვები: როგორი თოფი და ძაღლი უნდა შე, ლეკვი, მეძებარი, ნადირობა, დრესურა, ცივი, გლუვლულიანი

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 2 წევრს: