Jump to content

სურათი

2014 წლის 24 მაისიდან ე.წ. "ეკრანით" თევზჭერა იკრძალება

2014 წლის 24 მაისიდან ე.წ. ე საქართველო მდინარეები ბრაკონიერობა

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33294 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
2014 წლის 24 მაისიდან ე.წ. "ეკრანით" თევზჭერა იკრძალება
 
 
 
a92ceb8ebd816f7a86fc5d17c4ae2985.jpg
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2014 წლის 24 მაისიდან ე.წ. "ეკრანით" თევზჭერა იკრძალება. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგოლაძემ განაცხადა. თევზჭერის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

ხათუნა გოგალაძის განმარტებით, თევზაობისას ძუა, რომელზეც ე.წ. "ეკრანია" დამაგრებული, წყდება, რაც ფსკერზე მოხვედრის შემდეგ თევზებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

"ცვლილება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ეკრანი არის სახლართი ტიპის ბადე, მისი მეშვეობით ჭერა კი ემყარება გახლართვისა და შებოჭვის პრინციპებს. მისივე თქმით, თევზაობისას ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ძუა, რომელზეც ეკრანია დამაგრებული წყდება და მასზე დამაგრებული სიმძიმის გამო წყალში იძირება. წყალში ჩაძირვისას ეკრან-ბადეთა ერთობლიობა ქმნიდა სახლართი ბადეებისაგან შემდგარ გროვას წყლის ფსკერზე, რომელიც თევზებისა და წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ის ასევე აუარესებდა წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობას, მასში გახლართული და შებოჭილი მკვდარი თევზების ლპობითი პროცესების მიმდინარეობის გამო. ეკრანები დამზადებულია წყალში უხრწნადი მასალისაგან და წლების განმავლობაში ფსკერზე "ეკრანის" არსებობა ქმნის წყლის ცოცხალი ორგანიზმებისათვის ნორმალური ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური რიტმის დარღვევის საფრთხეს",- აღნიშნა მინისტრმა.

ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N-423 დადგენილებით დამტკიცებულ "თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" შევიდა.

ახალი დადგენილების მიხედვით, სასროლი ბადის პარამეტრები, კერძოდ მისი დიამეტრი, 1,20 მეტრის ნაცვლად 4,5 მეტრამდე გაიზარდა.
 

 

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
დიდი მეთევზე მე არ ვარ მარა სწორიცაა. ჩემ თვალწინ ძაან ბევრჯერ ჩაწყვეტიათ ეგ ბადე და უკვე წყალში რო თევზი გაებმება, იქ იწყებს ლპობას. ანუ აღარცერთნაირი ზომა აღარ არის დასაშვები.
  • 0

#3 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი
რა მაინტეტესებს...არის სხვადასხვა სახეიბა ამ სასროლუ ბადეების...ეკრანი,პარაშუტი,ქოლგა..და მაეტო ეკრანი აიკრძალა?
  • 0

#4 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3706 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სასროლ ბადეს არ აკრძალავენ , მაგრამ სავარაუდოდ პარაშუტი და ეკრენი ერთი და იგივე პრინციპია (ქოლგაც) და შესაბამისად მემგონი ამათაც შეეხება აკრძალვა


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#5 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 1006 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ძალიანაც კარგი!!! არ იყო ეკრანები და უბედურობები მაგრამ მაშვენივრად ვიჭერდი ანკესითაც.

 ყველა გუბეში თევზი იყო და აბა ეხლაა??? აპარატზე საერთოდ ''სროკიც'' უნდა იყოს!!

 თუ არ გამკაცრდა კანონი ჩვენი შვილები ალბათ ბაყაყსაც ვეღარ დაიჭერენ :(((


  • 0

#6 Share
lasha

lasha
  • ფორუმის წევრი
  • 9 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურჯაანის რაიონი სოფ. კალაური

კარგი კანონია ეკრანი იმდენად საბრთხეს არ წარმოადგენს მართალია მარა თევზი ზოგადად საქართველოში ისე გაქრა ბრაკონიერების წყალობით (დენის აპარატი,დინამიტი)რომ ეკრანიც ასაკრძალია ამდროისთვის.კიდე ლმობიერია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრაკონიერებთან დაკავშირებით და ძაან გაუმართლათ ამ დამნაშავეებს მე რო არა ვარ გარემოს დაცვაში  :@@


  • 0

#7 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

კი კარგია მაგრამ დენის აპარატი უფრო უნდა გააკონტროლონ..რადგანაც ეგ უფრო დიდი ზიანს აყენებს წყლის ბინადრებს


  • 0

#8 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33294 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი კანონია ეკრანი იმდენად საბრთხეს არ წარმოადგენს მართალია მარა თევზი ზოგადად საქართველოში ისე გაქრა ბრაკონიერების წყალობით (დენის აპარატი,დინამიტი)რომ ეკრანიც ასაკრძალია ამდროისთვის.კიდე ლმობიერია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრაკონიერებთან დაკავშირებით და ძაან გაუმართლათ ამ დამნაშავეებს მე რო არა ვარ გარემოს დაცვაში  :@@

კარგი ხარ ძმობილო კარგი :bravo: :good:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#9 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33294 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კი კარგია მაგრამ დენის აპარატი უფრო უნდა გააკონტროლონ..რადგანაც ეგ უფრო დიდი ზიანს აყენებს წყლის ბინადრებს

ვაბშე ტა ყველაფერი უნდა აკონტროლონ აბა რა.........


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#10 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
დევის კი ახსოვს ფარავანზე ვიყავით სანადიროთ და ნაპირზე ყველა 2 მეტრში გამორიყული ჩასაკიდი ეკრანები ეგდო, შუა ტბაში ტივტივებზე აბავენ და ისე ტოვებენ. რამდენი თევზი იხლართება და ლპება ვინ იცის. მკვდარი თევზი წყალში ბევრად უფრო მალე ლპება და იღრწნება ვიდრე ხმელეთზე... რამდენი დაავადება შეიძლება აიკიდონ თევზებმა ვინ იცის...
  • 0

#11 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33294 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:ara:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#12 Share
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი

  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
ძაან კაია თუ აიკრძალა იქნებ ეხლა მაინც მომრავლდეს თევსი პატიოსანმა მეთევზემ ანკეშით რო დაიჭიროს...
  • 0

#13 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33294 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აგი თემა კანონმდებლობის თემისთვის შეგვეერთებინა ? ჰა ? რა ვიცი , რა ვიცი


  • 0

53c8c0d32f03.jpg






საკვანძო სიტყვები: 2014 წლის 24 მაისიდან ე.წ. ე, საქართველო მდინარეები, ბრაკონიერობა

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 0 წევრს: