Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

page1_335.jpg


ფარაონის მწევარი

 

 

dab5b72691bc.jpg

უძველესი ჯიშის ძაღლი . გამოიყენებოდა როგორც მწევარი, მცველი , დღეს დეკორატიული, მონადირე.
ითვლება უამრავი ჯიშების წინაპრად -სარმატული მასტიფი , დანიური დოგი, დობერმანი და ბევრი დაბალბეწვიანი მწევრის-მაგალითად იბიცას მწევარი
ზომები 50-65 სმ. წონა 20-30 კგ
ტემპერამენტი: მაღალი აქტივობის, ჯიუტი მაგრამ ემორჩილება წრთვნას, კარგი სოციალური სხვა ძაღლებტან და ადამიანებთან. უყვარს ოჯახის წევრები და ბავშვები , ინტელიგენტი , ბუნებრივი იგნორირების თვისება უცხოების მიმართ. ზლიერი მონადირის ინსტინქტი. ერთ ერთი ყველაზე ძვირადრირებული და ნაკლებად გავრცელებული ჯიში.

faraonis_mwevari_monadirecom-300x190.jpg

წყარო: monadire.ge


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რა საინტეტესო ჯიშია...პირველად გავივე.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ისე თავის ფორმით ჩაქირას წააგავს.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ისე თავის ფორმით ჩაქირას წააგავს.


სად აქვს ზაზა ჩაქირას ამხელა ყურები...

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ფარაონის მწევარი
faraonis_mwevari_monadirecom-300x190.jpg
ფარაონის ძაღლი ძალიან ჰგავს ყურცქვიტა ძაღლებს, რომლებიც ძველეგვიპტურ ფრესკებზეა გამოსახული. ეგვიპტიდან ეს ჯიში ევროპაში ესპანეთის მეშვეობით მოხვდა. ფარაონის ძაღლებს აშენებენ ბალეარის კუნძულებზე.
ფარაონის ძაღლი ძალიან სწრაფი, მოქნილი ძაღლია, კარგად დახტის, აზარტულად მონადირეობს ბორცვებზე, კურდღლებზე, ხოხბებზე. სახლში იგი ალერსიანი და ანცია. ფარაონის ძაღლი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. ფარაონის ძაღლის თავი დაბლაგვებული სოლის ფორმისაა. თავის ქალა გრძელი, მშრალია, მკვეთრი ზოლებით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა სუსტადაა შესამჩნევი. დრუნჩი თავის ქალაზე ოდნავ გრძელია. ცხვირის ბიბილო სხეულებრივი ფორმისაა, ყბები ღონიერია, თვალები-ოვალური ფორმის, ქარვისფერი, შეფერილობის შესაბამისი. ამ ჯიშის ყურები დიდი, თხელი, საფუძველთან ფართოა, დაკიდებული. ძაღლს ისინი უჭირავს აწეული. ყურები ძალზე მოძრავია. კორპუსი და მშრალი და კოხტაა, თითქმის კვადრატული ფორმატის. კისერი გრძელი, მშრალი და კუთხოვანია. გულმკერდის ქვედა ხაზი არ აღწევს იდაყვების სახსრებს, მკერდის ძვალი გამოწეულია წინ. თეძოები ამობურცულია, ზურგისა და გავის ზედა ხაზი ქმნის თითქმის სწორ ხაზს. ფარაონის ძაღლის კიდურები ტანადია, თათები-ძლიერი, მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი საკმაოდ სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში და ოდნავ მოღუნულია. სიმშვიდისას იგი ჩამოშვებულია და აღწევს სახტომ სახსრებს. მოძრაობისას ძაღლს იგი მაღლა უჭირავს. ბეწვი მოკლე, მჭიდროდ მიკრობილი, ბზინვარე, თხელი და ოდნავ უხეშია.
შეფერილობა: ირმისფერი (მოყვითალო-მოყავისფრო) თეთრი ლაქებით კუდის წვერზე (რაც ძალზე სასურველია), მკერდის წინ (ვარსკვლავი) და თითებზე. დაშვებულია ვიწრო თეთრი ზოლი დრუნჩზე.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 56-63,5 სმ. ძუ 53-61 სმ.
წონა: დაახლოებით 28 კგ.
ხასიათი: ფარაონის ძაღლის ყოლა შეიძლება ბინაში აქტუალური და ხანგრძლივი სეირნობების პირობების პირობებისას. ბეწვი საჭიროებს რეგულარულ წმენდას ჯაგრისით.

 


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყურები რომ დაბლაქონდეს ვიჟლას დაემსგავსებოდა.

ნეტე რაიმე საერთო ხომ არ აქვთ? წინაპრის ვარიანტში?

თანაც ვიჟლაზე წამიკითხავს და მითუმეტეს მინახავს რომ ნადირზეც მუშაობდა და ზოგს ეხლაც ამუშავებენ.

ხომ ვამბობდი, კურდღელზა მე თვითონ მინახავს ვიჟლას მუშაობა....


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ბაბუ არ შემიძია არ დაგეთანხმო იმენა გამხდარი ვიჟლააა ,


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:)) მაგრად გავს  ვიზუალი :)  ყურები რო ჩამოუწიო მართლა კოიოა კისერი აქვს ოდნავ მაღალი :) 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:)) მაგრად გავს  ვიზუალი :)  ყურები რო ჩამოუწიო მართლა კოიოა კისერი აქვს ოდნავ მაღალი :)

 

კოიოა?????? :0024:
 


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4312 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ტურიკებისთვის მისწრებაა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?