Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.ჩონგური

.

.661c1d764aea.gif
ჩონგური
ჩონგური გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში). სხვადასხვა კუთხის ჩონგურები გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩონგური ძირითადად წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც, მაგრამ ტრადიციულ რეპერტუარს ერთხმიანი სახუმარო და სატრფიალო სიმღერები შეადგენს. ჩონგურისა და დოლის გაერთიანება ანსამბლად განსაკუთრებით ხშირია აჭარაში. ამ შემთხვევაში ანსამბლში მონაწილეობს ერთი ჩონგური და ერთი დოლი. ერთზე მეტი ჩონგური ერთდროულად არ გამოიყენება. ჩონგურის აკომპანემენტით ასრულებდნენ ქალები სიმღერებს კოლექტიური შრომის დროს. ქალების "ნადი" იკრიბებოდა ღამით, როდესაც ქალები ოჯახურ საქმეს მორჩებოდნენ. მათი სამუშაო იყო მატყლის დაჩეჩა, შესტვა, მოტოლვა, მოძახვა, ბამბის დაჩიხრიხება, მისი ძაფად ქცევა, ბუმბულის დაკეკვა და სხვ. ჩონგურზე და ფანდურზე უფრო ქალები უკრავდნენ, რაც მათ უფრო შვენოდათ კიდეც. კარგად იცოდნენ ამ საკრავების გამოყენება ადგილისა, დროისა და ვითარების შესაბამისად. ამ საკრავს დღესაც ჰყავს თავისი ქომაგნი. ჩონგური წარმოადგენდა ოჯახის აუცილებელ ნივთს. იგი ინახებოდა კედელზე ჩამოკიდებული. ჩონგური დგას განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ფანდური. ეს გამოიხატება არა მარტო კონსტრუქციის სრულყოფაში (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და ამასთან დაკავშირებით ტემბრის ხარისხთან, არამედ ჰარმონიულ შესაძლებლობათა სიმდიდრესა ("აკორდთა მარაგის" სიმდიდრე) და დაკვრის ხერხებშიც. ჩონგურის საერთო სიგრძეა_978-1156მმ, ჩონგური, ისევე როგორც ფანდური, შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისაგან, სახელურისა(ტარი) და დამხმარე ნაწილებისაგან. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი_თავისა(3) და ყელისაგან(4), დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), ჯორა(7), ღილი(8). მუცელი(1) შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული 2-3მმ სისქის თუთის ტკეჩისაგან. განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. მუცელი დაკრულია 2-3მმ სისქის ფირფიტაზე. ზედა დეკა(2) შედგება სამი ერთმანეთზე მიწებებული ნაწილისაგან. ძირითადი (შუა) ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან; მასზე ორივე მხრიდან მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის თითო ფირფიტა, რომელიც დამზადებულია თუთის ხისგან. კორპუსის სიღრმეა 160-170მმ. ტარი გაკეთებულია კაკლის ხისგან. თავზე(3) გაკეთებულია სამი ნახვრეტი მოქლონებისათვის და ერთი_თასმისათვის, რომლითაც ინსტრუმენტს ჰკიდებენ. ყელი(4) ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მრგვალი. მასზე გაკეთებულია ერთი ნახვრეტი, რომელშიც ჩასმულია ზილის სიმის დამჭერი მოქლონი(5). სახელურსა და კორპუსს შორის მდებარე შემაერთებელი ნაწილის ქვედა ნაწილი 7 პატარა ტკეჩისგან შედგება, რომლებიც იმავე მასალისგანაა გაკეთებული, რისგანაც მუცლის ტკეჩები. ჩონგურს ოთხი სიმი აქვს. მეოთხე ანუ "ზილის" სიმი დაახლოებით 1/3_ით მოკლეა. გრძელი სიმები ერთი ბოლოთი მიმაგრებულია საკრავის თავზე განლაგებულ ნახვრეტებში ჩასმულ მოქლონებზე, ხოლო მეორე ბოლო დანარჩენ სიმებთან ერთად ჩონგურის ბოლოზეა მიმაგრებული. ამასთანავე, "ზილის" სიმი მდებარეობს I და II გრძელ სიმებს შორის, ე.ი. მოკლე სიმი ქვემოდან მეორეა. ჩონგურის სიმები მზადდებოდა აბრეშუმის ძაფისაგან. ძაფს გრეხდნენ, სანთელს უსვამდნენ და სიმად ხმარობდნენ. დღეს აბრეშუმის სიმებიანი ჩონგური თითქმის არსად გვხვდება. ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. ამასთანავე, სიმღერების ერთი რიგი სრულდება ერთ წყობაში, მეორე__სხვა წყობაში. ერთი სიმღერა ან ინსტრუმენტული ჰანგი სრულდება თავიდან ბოლომდე ერთ წყობაში. ჩონგურის დიაპაზონი თავსდება მე-3 სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე დაბალი) და ზილის სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე მაღალი) ბგერების ფარგლებში. ამიტომ მისი დიაპაზონი ყველა წყობაში სხვადასხვაა: ოქტავა, სეპტიმა ან ნონა.

chobasf.gif

ჩონგურის დამზადების ტექნიკა უფრო დახვეწილია და უფრო მაღლა დგას ვიდრე ფანდურისა. ჩონგურს გამოღრუებული კორპუსის ნაცვლად თხელი ფირფიტების შეწებებით მიღებული კორპუსი აქვს (ხშირად ფანდურსაც). ამის გამო შესაძლებელია კორპუსის კედლების მაქსიმალურად გათხელება, მისი "მოღუნვა" ისე, რომ დიდი სარეზონანსო მოცულობა შექმნას. ეს თავის მხრივ, გავლენას ახდენს საკრავის ტემბრზე. ამას ერთვის სიმებად აბრეშუმის ძაფის მასალის გამოყენება, რაც ნაწლავების სიმებთან შედარებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ტემბრის გაუმჯობესების გზაზე. საუკეთესო მოხელეთა გადმოცემით, საკრავის დასამზადებლად: არჩევენ უკოჟრო, "სუფთა" ხეს, იმ ადგილიდან, სადაც ხშირად უბერავს ქარი. საჩონგურედ უმჯობესია ტოტებშუა მდებარე ხის ნაწილი. ხის მრუდე ტოტებიანი ნაწილი ამ მიზნისათვის უვარგისია.

f468d47dcd1f.jpg

 

საგანგებოდ მოჭრილ ხის მორს შუაზე გააპობენ, თითოეულს "დედას" უწოდებენ. ორივე გამოსადეგია ჩონგურისათვის. სახლში მოტანილ ამ მასალას მოარიდებენ მზესა და ქარს. მათი შენახვა უმჯობესია სიგრილეში, სადაც უნდა ინახებოდეს 30 დღეს. თუ მასალა კარგად არ გამოშრება, იგი გაიბზარება და შრომა წყალში ჩაცვივდება. "დედა" ასე უნდა დამზადდეს: სატეხით ჯერ გულს ამოუღებენ, ხოწით ამოასუფთავებენ; წინდაწინ მომზადებული აქვთ საგულე, მას წებოთი დაკვრაღა უნდა "დედაზე". ასე რამდენიმე საათი აჩერებენ. შემდეგ ტარზე საქცევებს და უღელს უმაგრებენ, ამას საქცევის უღელი ეწოდება. უღლის ფიცარს სახმოდ შუაში ტეხავენ, მერე ლარების გადასაწყობად ჯორას უკეთებენ. ჯორას "ქედზე" 4 ჭდეს ამოჭრიან, რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლარი. ჩონგურის გულის ფიცარი ფიჭვის უნდა იყოს, რომ წკრიალა ხმა გაიღოს და ზარივით აგუგუნდეს. ერთი ჩონგურის გაკეთებას 3 დღე სჭირდება. ასეთია აღმოსავლეთ საქართველოში ჩონგურად წოდებული საკრავის დამზადების წესი. დაახლოებით ასევე მზადდება ფანდური. რაც შეეხება დასავლურ ჩონგურს, იგი სხვანაირად კეთდება: აღმოსავლური ჩონგურის ტანი ერთიანი ხისაა, დასავლეთის ჩონგურის ტანი ნაჭრებისაგან, ბჟოლის ხის თხელი შოლტებისაგან შედგება. გვამს ზემოდან დაკრული აქვს "გულის ფიცარი", ხოლო ზემოთ ტარი. ტარი დაყოფილია "საქცევებით". ტარს ბოლოში აქვს სამი საჩხირე, ხოლო ქვემოთ, ტარის დასაწყისთან - ერთი. დანარჩენი ნაწილები: ჯორაკი, ჭდეები და ლარის (აბრეშუმის ძაფი) გამოსაბმელი კინთა ბოლოს უკეთდება, შემდეგ აებმის ლარები, ანუ სიმები (აბრეშუმისა) და აწყობისათვის, ძირითადად, ესაა საჭირო ..." ჩონგური დღევანდელი ფანდურისაგან განირჩევა არა მარტო ტანის აგებულებით და სიმთა რაოდენობით (პირველს აქვს 4 სიმი, მეორეს 3), არამედ შესრულების წესითაც. ჩონგურზე დაკვრა "თითების აყრით" (ამოსმით) სწარმოებს, ფანდურისა კი "ხელჩამოკვრით (ჩამოსმით). ჩონგურის ლარი ცხვრის ნაწლავისაა. ნაწლავი ჯერ უნდა გაირეცხოს, შემდეგ ნედლად უნდა გაიჭიმოს სიგრძეზე, გაშრება მზეზე ორ-სამ დღეს. მერე გაუსვამენ ნიორს, როცა მოიხსნება, გორგლად უნდა დახვევა და ხმარობენ, როცა საჭირო იქნება. ფანდური და ჩონგური ყელიან-მუცლიანი სიმებიანი საკრავის ორ სხვადასხვა ფორმას წარმოადგენენ. ამაზე მეტყველებს პრინციპული მსგავსება მათ შორის, კერძოდ, მსგავსება კონსტრუქციის, ბგერის წარმოებისა და ფუნქციის მხრივ. ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება კონსტრუქციის მხრივ მჟღავნდება პირველ რიგში გარეგნულ ფორმაში: ორივე საკრავი სიმებიანია, ორივეს გამობერილი მუცელი და ვიწრო ტარი აქვს. ბგერათწარმოების ხერხი ერთნაირი აქვთ - სიმებზე თითების ჩამოკვრა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხერხი ფანდურზე ერთადერთია, ხოლო ჩონგურზე - ძირითადი). ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება მათი დანიშნულების მიხედვით გამოიხატება შემდეგში: 1) ორივე საკრავი ძირითადად სააკომპანემენტოა, სოლო ჰანგებს მასზე წარმოადგენენ მხოლოდ საცეკვაო მელოდიები; 2) ორივე საკრავი გამოიყენება ქალთა კოლექტიური შრომის დროს ("მჩეჩლობა" და "ნადი") და 3) ორივე საკრავი გამოიყენება უძველესი წარმოშობის წეს-ჩვეულებებში (მაგ. "ბატონების" კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები). ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რითაც ფანდური და ჩონგური ემსგავსებიან ერთმანეთს. ამის საფუძველზე ვასკვნით, რომ ეს ორი საკრავი ადრე ერთი უნდა ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ფანდური და ჩონგური განვითარების სხვადასხვა ეტაპებს შეესაბამებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მათგანი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების მქონე საკრავის განვითარების შედეგს წარმოადგენს. ამ ნიშნების მატარებლად დღესაც ფანდური გვევლინება და ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩონგური ფანდურიდან არის წარმოშობილი. ამგვარად, ჩონგური უნდა წარმოშობილიყო არა უგვიანეს XVII საუკუნისა სამ სიმიან ფანდურზე ზილის დართვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბარად, სამ სიმიან ფანდურს "ჩონგურს" ეძახიან, ხოლო მთის კუთხეებში - "ფანდურსაც" და "ჩონგურსაც". ამასთანავე, მთხრობელები აღნიშნავენ, რომ "ფანდური" ძველი სახელია და "ჩონგური" შემდეგ შერქმეული

gallery_6_25_23241.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰოო ერთი ნადირობა მოვაწყო თავისი ფანდურ , ჩონგურით? რას იტყვით? დაგვიძველდა, დაგვიძველდა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?