Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4069 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ИЖ-58

images29.jpgИЖ-58 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16, 20 და 28 ყალიბისა. მოდელი შემუშავებულია პუგაჩოვის ხელმძღვანელობით. გამოდიოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი პარტიებით 58 წლიდან დღემდე (რამდენიმე მოდიფიკაციით). უმრავლესობა გამოშვებულია 12 და 16 ყალიბისა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნავარაუდევი იყო მისი სარეწაო მნიშვნელობით 20 და 28 ყალიბის გამოშვება. სერიულად 28 ყალიბის გამოშვება არ მომხდარა. 1987 წლიდან მოდელი შეცვლილია ИЖ-43-ით.

ИЖ-58-20 – 20 ყალიბის იარაღი (თოფი). სერიულად იწარმოებოდა 1958 წლის ბოლოდან 1960 წლამდე. სახსნელი ლულებით (50À მარკის ფოლადი), სიგრძით 675მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულები შეერთებულია დასაწყისში (სახაზინო შეერთება) სარტყელით, ხოლო შემდეგ ორთავე მხრიდან შედუღებულია (ავტორი აღნიშნავს – ,,სპაიანნი” მირჩილული). არხების დიამეტრი 15,5+-0.25მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. ლულების პარაბოლური შევიწროებით, მარჯვენა ლულა ნახევრადჩოკი, მარცხენა ჩოკი. ნორმალური დოზირების ვაზნებით მისროლისას 35 მეტრში აჩვენა სიმჭიდროვე 45 და 55% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულამ. თოფის წონა 2,7-2,9 კგ.

ИЖ 58-16 – 16 ყალიბის თოფი. იწარმოებოდა 1960 წლიდან 1970 წლამდე. ლულების სიგრძე 720მმ, წონა 3,2 კგ-მდე. არხების დიამეტრი 17,0+-0.25მმ. კონდახი პისტოლეტური ან ინგლისური. დამცველი არაავტომატური.

ИЖ 58М-12 – 12 ყალიბის თოფი შემუშავებულია 1970 წელში 16 ყალიბის თოფის ბაზაზე და იწარმოებოდა სერიულად 1971-1976 წლებში. ლულის სიგრძე 720-730 მმ, არხების დიამეტრი 18,2+-0.2მმ. მაქსიმალური საექსპლოატაციო წნევა 750კგს/კვ.სმ. ჩოკისა და ნახევარჩოკის შემთხვევაში სიმჭიდროვე შეადგენს 50-55 და 60-65%-ს. წონა 3,2-3,3 კგ. დაყენებული აქვს ჩვეულებრივი ფორმის თამასა (პლანკა). ამ მოდელის 12 ყალიბის თოფებზე დამცველი არაავტომატურია.

ИЖ-58МА და ИЖ-58МАЕ 12 და 16 ყალიბის თოფები შეიქმნა 1977 წელს ИЖ-58M-ის ბაზაზე. ИЖ-58M-ზე დაყენებულია ავტომატური მცველი, რომელიც ირთვება თოფის გადახსნისას; ИЖ-58M-ზე დამატებულია მცველთან ერთად ვაზნების ატომატური ამომგდები ე.წ. ეჟექტორი. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია ИЖ-58M-ის. იწარმოებოდა ძირითადად 1976-1986 წლებში.

ИЖ-58M-20М –  20 ყალიბის თოფი განკუთვნილია ,,მაგნუმის” ვაზნისათვის (ვაზნის სიგრძე 76მმ). იწარმოებოდა 1979 წლიდან ძირითადად საექსპორტოდ, თუმცა ხან და ხან გამოჩნდებოდა გაყიდვაშიც (ადგილზე). ლულის სიგრძე – 670-680მმ, წონა 3,3 კგ-მდე, სავაზნის სიგრძე 76,2მმ. ამ თოფში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტანდარტული ვაზნებიც 70მმ სიგრძის (ნაწილობრივ ეკარგება სიმჭიდროვე)


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

 ИЖ-58 ლეგენდაა ძმაკაცს აქვს 30 წელზე მეტია.... ბაბუამ დაუტოვა და არანაირი ნაკლი მუშაობს ისე როგორც ადრე მუშაობდა :wub: 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

 ИЖ-58 ლეგენდაა ძმაკაცს აქვს 30 წელზე მეტია.... ბაბუამ დაუტოვა და არანაირი ნაკლი მუშაობს ისე როგორც ადრე მუშაობდა :wub: 

ბაკურ ძმა 58 ი მაქვს მეც.და 54 კიიიიდოო :D



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მეც იჟ58MA   მაქვს სტუჩნი, 2,800კგ   კარგი თოფია მაგრამ ვერ მოვირგე როგორც საჭიროა.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

შენო მოსწონი თოფი არ მოიძებნა ამ დედამიწაზე :D  :D  :p



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

ისე მე ჰორიზონტალური თოფების მოყვარული არ ვარ უფრო ვერტიკალური :)  :)  :)  :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
იჟ-58 მაე... მქონდა ორი სეზონი ვინადირე ამ თოფით. მე ამ თოფზე ერთადერთი ნაკლად მიმაჩნი ტიბჟირის და კონდახის მასალა(წიფელი).სხვა დანარჩენზე ვერ ვიტყვი ნაკლს...ძალუან კარგი თოფია..

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36558 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო მამაჩემს აქვს და სხვათაშორის ძალიან ემადლიერება....ან შეეჩვია ? მოკლედ დადებით კონტექსტში მოიხსენიებს


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ხო მამაჩემს აქვს და სხვათაშორის ძალიან ემადლიერება....ან შეეჩვია ? მოკლედ დადებით კონტექსტში მოიხსენიებს

ბაბუ მამაშენს იჟ54 ქონდა მახსოვდა.

ესეიგი იჟ58 ა ის თოფი?



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36558 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ეს მახსოვდა...... :DD ახ სკლეროზ სკლეროზ


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Jashi

Jashi

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:ჯანსულ კახიძის #8
  • წარმოშობა:ზესტაფონი

მოგესალმებით. :0017: ახალი ვარ ფორუმზე და გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი იჟ 58 - ს მივუძღვნა.  მაქვს იჟ 58 - , უკვე 5 წელია რაც ვნადირობ თითქმის ახალ მდგომარეობაში შევიძინე (თუარჩავთვლით რომ როგორც რუსულ თოფებს ჩვევიათ კონდახის სახელური მასაც გაბზარული ქონდა), მაგრამ სხვა ყველაფერი წესრიგში იყო. მოკლედ რომ ვთქვათ მინდა მინუსებზე და პლიუსებზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ამ თოფთან ურთიერთობაში აღმოვაჩინე. დავიწყებ პლიუსებით... რაც ამ თოფით ვნადირობ სასხლეტზე ნევსის ერთი ფუჭი დარტყმაც არ მახსოვს ვიყენებდი და ვიყენებ როგორც ლატუნის ასევე პოლიეთილენის ვაზნებს, მაგრამ არმახსოვს ერთხელმაინც ემტყუნოს სროლისას. ბალანსსაც ასეთუისე არაუშავს მართალია სავაზნის და ლულის შეერთებასთან მდებარეობს და კლასიკურ შარნირის ღერძის სიახლოვესაც არარის, მაგრამ ასეთუისე არაუშავს და კატასტროფა არაა ამ კლასის და ფასის თოფებთან შედარებით.

რაც შეეხება ჩოკებს აქ ყველაფერი ზუსტადაა დაცული და ზუსტად ჯდება სტანდარტში 1,0 მარცხენა ლულა და 0,5 მარჯვენა მილიმეტრის სიზუსტით ( ალბათ იმიტომ რომ სააექსპორტოა). ლულის შიდა პროფილიც კარგადაა დამუშავებული მარჯვენა ლულის სროლისას საფანტის განაწილება ძალიან მომწონს. მწყერზე ნადირობისას ძალიან იშვიათად მიწევს მარცხენა ლულის ხმარება ასეთუისე კარგი მოხვედრით გამოირჩევა მეძებრით ფრინველზე ნადირობისას და თავისუფლად შეიძლება ამ თოფით და შესაბამისი ვაზნებით სასურველი შედეგის მიღწევა. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ რამეზე, რაც პლიუსად მიმაჩნია ეს არის ზამბარების სიძლიერე და ხარისხი. ზუსტად ორჯერ თუ სამჯერ ნადირობიდან მოსულს წმენდის დამთავრების შემდეგ შენახული თოფი შეყენებულ მდგომარეობაში დამრჩა ანუ დატენილი. (რათქმაუნდა ვაზნების გარეშე).. ესე რამდენი საათი იყო არვიცი არ დამითვლია მაგრამ ფაქტია 1 დღე - ღამის შემდეგ ვნახე მიახლოებით 24 საათის შემდეგ და ესე განმეორდა რამდენიმეჯერ ჩემი უყურადღებობის გამო, მაგრამ საერთოდ არშეუცვლია სიძლიერე და ფისტონის საჭირო ძალით ხვდება ეხლაც.

ეხლა გადავალ მინუსებზე რაც ამ თოფს მართლაც ბევრიაქვს. დავიწყებ კონდახით. ესეთი საშინელი კონდახი არცერთ თოფზე არმინახავს გარდა იჯ 43 ისა. მისი ზომები არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება და საშუალო გათვლებით გაკეთებულსაც არგავს არვიცი რუსები რა აგებულების ადამიანებისთვის აკეთებდნენ ესე, მაგრამ ფაქტია რომ საშინელებაა. ხანდახან მგონია ფიცარიაქვს კონდახის ნაცვლად....)) პიტჩის ზომები საერთოდ არაა დაცული  მიახლოებითაც კი და განზიდვაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, რასაც ტოზ 34 ერ - ის კონდახზე ვერ ვიტყვი, რომელიც ძალიან მომწონს განზიდვით და სხვა მახასიათებლებითაც. მარცხენა მხარეს აქვს სალოყე დანამატი, რომელსაც ჩემიაზრით არანაირი მნიშვნელობა არააქვს ამ კონდახისთვის ექნება თუ არა.
რაც შეეხება კალაპოტის და კონდახის მიგებას ეს მომრგვალებული ფორმები და ხარისხი რაღაც საშინელებაა.მეტალის ნაწილების დამუშავების ხარისხი ისეთიაქვს, გეგონება ვიღაც "ტოკარმა" ბარგარკის ქვაზე გაჩარხაო. განსაკუთრებით ეს კალაპოტზე შეიმჩნევა.

არ მომწონს რომ სასხლეტები ორი თითით უნდა მოქაჩო რო გაისროლოს დაშვების მაჩვენებელი კილოგრამებში დიდიაქვს. და რაც იჟ 58 - ის შემთხვევაში ყველაზე ცუდ თვისებათ მიმაჩნია ესა ტოპ ლევერის ანუ ზედა გამხსნელი ბერკეტის, რაღაც ელვისებური  ცვეთაა 6 საათის მიმართულებით. რაც ალბათ ახალი თოფის ხმარების შემთხვევაში ერთ სეზონში ისე გაიცვითება, რომ ბერკეტი კალაპოტის მარცხნივ კონდახის ხის ნაწილს დაამუშავებს. ეს ყველა თოფზე ხდება, მაგრამ ესეთი სიდიდით არცერთ მოდელზე არ მინახავს. გადახსნის დროს ეს თოფი მუხლზე უნდა გადაიდო და ორი ხელით გადახსნა თორემ ისე უსახურად და ძზნელად იხსნება, რომ დაზიანებაც არაა გამორიცხული მექანიზმის. სავაზნე როგორ ვაზნაზეა გაბურღული ჯერაც ვერ გავიგე. და ბოლოს რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა ისაა, რომ ცოტახნის წინ წმენდისას შევამჩნიესამიზნე თამასა ამძვრალიაქვს ზუსტად სავაზნის და ლულის შეერთების ადგილის მდებარეობასთან თუმცა კარგად უნდა დააკვირდე, რომ დაინახო. არ მიყვარს იარაღის "წვალება" უაზრო დოზებით და რაღაც საარტილერიო ჭურვის დენთის გამოყენება, ვითომ ეკონომიის მიზნით, პირიქით 34 გრამზე ზემოთ იშვიათად ვხმარობ ვაზნებს, მაგრამ ალბათ კალის უხარისხო მიჩრჩილვის ბრალია. ეს თოფი იჟ -  49,54,26,57 სანადირო თოფების შემდგომ რუსების "გაუმჯობესების" და სანადირო იარაღის "დახვეწის" შედეგია. იჟ - 43 ზე აღარაფერს ვამბობ ეს თოფი საერთოდ რა მოვლენაა, ვერც გავიგე :DDD ...  კიდევ შეიძლება საუბარი, მაგრამ მეტი, არც ამ თოფს არ მოეთხოვება ასერომ  ესაა ჩემი, როგორც მფლობელის მიერ დანახული იჟ - 58 - M...  



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4069 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საკმაოდ კარგად დაახასიათე როგორც მფლობელის მხრიდან ... 

 

დიდი მადლობა კარგი და საინტერესო პოსტია 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მშვენიერია ჯაში (სახელი არ ვიცი სამწუხაროდ), ძალიან საიტერესო პოსტია....



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 580 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ლამაზი ვიდეოა



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 580 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 02 April 2018 - 11:27 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი