Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

                     ინდაური                                                                                                              [attachment=1636:Wild_turkey_eastern_us.jpg]

ინდაური — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს ორი გვარის თითო სახეობას. ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo) შინაური ინდაურის წინაპარია, მისი ტანის სიგრძეა 100-110 სმ, მამლის მასა დაახლოებით 8 კგ. გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მექსიკაში. კოპლებიანი ინდაური (Agriocharis ocellatus) ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. სანადირო ობიექტია.

შინაური ინდაური თავისი გარეული ნათესავებისაგან დიდი ზომითა და წონით განსხვავდება. შინაურ ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდია და მას ხორცისათვის ამრავლებენ. მოზრდილი ინდაური იწონის 12-16 კგ, ყველაზე დიდი - 20 კგ-მდე. კვერცხს დება მე-10, მე-11 თვიდან, ჩვეულებრივ იანვარ-მარტში (წელიწადში დაახლოებით 90 კვერცხი, ყველაზე მეტო 150-მდე). კვერცხის მასაა 80-88 გრამი. კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება (რეჟიმი ქათმის კვერცხის მსგავსია). შემოდგომაზე თითო ინდაურისგან შეიძლება გამოვზარდოთ 40-60 და მეტი ფრთა მოზარდული, რაც 3-4 თვეში 160-200 კგ ხორცს მოგვცემს. ნასუქი ინდაურის ნაკლავის გამოსავალი 85-90%-ს აღწევს. სანაშენე ინდაურებს იყენებენ 3 წლამდე. ინდაურის ხორცი დიეტური პროდუქტია, გემრიელი, ორგანიზმიც კარგად ითვისებს. კუნთოვანი ქსოვილი ნაკლავის მასის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
მეინდაურეობა კარგად არის განვითარებული ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, სადაც ინდაურის ხორცის წარმოება ძირითადად სამრეწველო საფუძველზე ხდება.
საქართველოში რუსეთიდან შემოიყვანეს XVIII საუკუნეში და ფართოდ გავრცელდა ყველა მხარეში. ბევრია შინაური ინდაურის პოპულაცია - შავი, ბრინჯაოსფერი, ნაცარა, ჩალისფერი და სხვა.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1250842828247.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?