Jump to content

სურათი

თავის გადარჩენა ექსტრემალურ სიტუაციაში

თავის გადარჩენა ექსტრემალურ ს ტყეში ძებნა პანიკაში ჩავარდნა კომპლექტი ნემსი ძაფი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 25 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თავის გადარჩენა ექსტრემალურ სიტუაციაში


ხშირად ვფიქრობთ რომ ექსტრემალური სიტუაცია ჩვენგან შორსაა და მარცხი ჩვენ არ შეგვემთხვევა. თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მონადირე ტყეში დაიკარგოს და გაუთვალისწინებელ პირობებში მოხვდეს. თუ მონადირე ამ სიტუაციისთვის წინასწარ მზად არაა, ყველაფერი ტრაგიკული შედეგითაც კი შეიძლება დასრულდეს. ამ თემაში, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის გადარჩენის მხოლოდ საბაზისო უნარ-ჩვევებს შევეხებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო სანადირო სექტორის და ნადირობის მიახლოებითი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ახლობლებსაც დავუტოვოთ. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, ძებნის დაწყება ოპერატიულად მოხდება.

შესაძლო ექსტრემალური სიტუაციისადმი მომზადება ადრევე ხდება. ტყეში თავის გადარცენის პირველი წესია: გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი. ამისათვის მინიმალური თეორიული და პრაქტიკული მომზადება მაინც უნდა გქონდეს გავლილი. აუცილებლია თავის გადასარჩენი კომპაქტური მარაგის მომზადება, რომელიც წყალგაუმტარ კოლოფში ან პარკში იქნება მოთავსებული. ასეთი მარაგი საშუალებას უნდა გაძლევდეს მინიმუმ 72 საათი გაძლო ნებისმიერ პირობებში.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მენტალური დადებითი განწყობა. წინასწარ უნდა გქონდეს წარმოდგენილი რომ მსგავს სიტუაციაში შეგიძლია მოგიწიოს მოხვედრა და რას მოიმოქმედებ, როგორ ნაბიჯებს გადადგამ. ეს ტავიდან აგაცილებს საწყის პანიკურ მდგომარეობას დაკარგვისას. მსგავს მომენტში ხშირად ადამიანი გადამეტებულად აფასებს საშიშროებას და პანიკაში ვარდება. ამ დროს ადვილია დასახიჩრდე, ხარჯავ ზედმეტ ენერგიას, ოფლიანდები...
ამიტომ როცა თავის გადასარჩენი მინიმალური მარაგი გვექნება ზურგჩანტაში, უფრო თავდაჯერებული ვიქნებით და გადაწყვეტილებებსაც მშვიდად მივიღებთ.

თავის გადასარჩენი კომპლექტი

ეს კომპლექტი მუდმივად შევსებული უნდა იყოს და არ უნდა ვეხებოდეთ, გარდა ექსრემალური სიტუაციისა.
ტყეში ნადირობისას(ან ლაშქრობისას) აღნიშნული კომპლექტის გარდა აუცილებელია:
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუქა და კომპასი, საწვიმარი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი გზის მოსანიშნად.

თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის:

ასანთი და სანთებელა რომელებიც თავის მხრივ მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში(სასურველია კვარიც)

ნემსკავი და 30მ სიგრძის ძუა

მსხვილი ძუა მახეების დასაგებად

ნემსი და ძაფი

სასიგნალო სარკე(5X8სმ)

სანთელი

წყალგაუმტარი ნაჭერი, სასურველია ნათელი ფერის

სასტვენი

ალუმინის ქაღალდი

იოდის ტაბლეტები(წყლის გასაუვნებელყოფად)

შოკოლადი, ჩურჩხელა, კალორიული მშრალი ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი)

ხორცის ბულიონის კონცენტრატი


ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ამ კომპლექტის შემადგენლობა იცვლება............წყარო


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

 

cd7b144a0807.jpg

ffa1943cf0f2.jpg

ebd7486b3743.jpg

6dae47ad2365.jpg

4c7031e900b7.jpg

95ac59cddb23.jpg

6f83cfc1ff31.jpg

9685ca9323e9.jpg

99c6c65259d5.jpg

7d6da876f17f.jpg

3933384f504e.jpg

4c90452a9dd9.jpg

03cfb333068c.jpg

9c13b2a495b9.jpg

4e403b8a754e.jpg

82861ff92830.jpg

7eb122dd1ba3.jpg

2c89c597b27e.jpg

21414d0faa87.jpg

.

.

b155eecf75c1.jpg


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

b731569bb285.jpg

0522747f8c87.jpg

536dcfbb4dbd.jpg

92d9edd84738.jpg

70bf1c9747c2.jpg

39f3b75bb171.jpg

498e0a6b151f.jpg

14dc4eeedd5f.jpg

026f792899a0.jpg

0b82d590e465.jpg


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1934414b7fca.jpg

d57180a8002c.jpg

0b607cf26561.jpg

4fdfcd2fa7b8.jpg

b1e61b15110c.jpg

f38af3445f66.jpg

85812c721ea4.jpg

c24fe57fb571.jpg

a5c006bba4e6.jpg

c6fb61e4af1d.jpg


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

cad0780f026a.jpg

c01aef746364.jpg

674ebed47763.jpg

82597171d364.jpg

3efe5dbea9dc.jpg

d0be0cd54b60.jpg

b9a389fa4933.jpg

44dba9d998e1.jpg

601372a1a9f7.jpg

fbdd8e58c88a.jpg


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თავის გადასარჩენი კომპლექტი

ეს კომპლექტი მუდმივად სრული უნდა იყოს და მას არ უნდა ვეხებოდეთ, გარდა ექსრემალური სიტუაციისა.

ტყეში რამდენიმე დღიანი ნადირობისას(ან ლაშქრობისას) აღნიშნული კომპლექტის გარდა აუცილებელია: პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუკა და კომპასი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, საწვიმარი, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი გზის მოსანიშნად.
თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის: ასანთი და სანთებელა(სასურველია კვარიც) რომელებიც თავის მხრივ მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში, ნემსკავი და 30მ სიგრძის ძუა, მსხვილი ძუა მახეების დასაგებად, ნემსი და ძაფი, სასიგნალო სარკე(5X8სმ), სანთელი, წყალგაუმტარი ნაჭერი (სასურველია ნათელი ფერის), სასტვენი, ალუმინის ქაღალდი, იოდის ტაბლეტები(წყლის გასაუვნებელყოფად), კალორიული მშრალი ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი, შოკოლადი, ჩურჩხელა), ხორცის ბულიონის კონცენტრატი, ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ამ კომპლექტის შემადგენლობა იცვლება.

გზა ვეძებოთ თუ ადგილზე დავრჩეთ?

ამ კიტხვაზე პასუხი არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გაჩერდეთ, დაწყნარდეთ და სიტუაცია კარგად ავწონ-დაწონოთ. თუ რუკა და კომპასი თან გაქვT, კარგად უნდა გააანალიზოთ სექტორის დამახასიაTებელი ნიშნები და მოძებნოთ ადვილად ამოცნობადი ადგილები: გზა, ტბა, მდინარე, სოფელი... თუ დაRამებამდე დრო გაქვთ, კომპასის მეშვეობით გადაადგილდით(სირბილის გარეშე), ეს თავიდან აგაცილებთ წრეზე ტრიალს. თუ არც რუქა გაქვთ ხელთ და არც კომპასი, კარგად შეათვალიერეთ ტერიტორია, აირჩიეთ ნიშნული(ხე, მდინარე, ტბა) და გადაადგილებისას გამოიყენეთ ფერადი სანიშნი ლენტი.

თუ სრულიად დაკარგულად თვლით თავს, ადგილზე დარჩით და Rამე ტყეში გაათიeთ. სიტუაციისდა მიხედვით დაელოდeთ მაშველს ან თავად ეცადeთ გზის გაკვლევას მეორე დilით.


რეკომენდირებული ქცევები

დაკარგული ადამიანი ხშირად გრძნობს: სისუსტეს, სიბნელის და გაურკვეველი ხმაურის შიშს, ტკივილს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს...რაც ორგანიზმის ენერგიის სერიოზულ ხარჯვას იწვევს. თუ თავის გადასარჩენი კომპლექტი მზრუნველობითაა შერჩეული, ამ სიძნელეებს ადვილად daძლევთ.

1. შიშის დაძლევა
შიში ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა მისი დამარცხების საშუალებებიც არსებობს. შიშის დაძლევის საუკეTესო საშუალებაა ტყეში მარტო Rამის გათევის გამოცდილება გქონდეT. უნდა გჯეროდეთ, რომ მაშველნი აუცილებლად გიპოვიან. თუმცა მზად უნდა იყოთ ტყეში ერთი-ორი ღამის გასათენებლად. თქვენს წარმოსახვებს გასაქანი არ უნდა მისცეთ, რომ ცხოველებისგან საშიშროება გელით: ადამიანს ყველა ცხოველი ერიდება, მათ შორის მგელიც და დათვიც.

2. მარტოობის შეგრძნების დაძლევა
ამ ფაქტორის დასაძლევად კარგი საშუალებაა, ბანაკის მოსაწყობი სამუშაობით დაკავება. განსაზRვრეT პრიორიტეტები: თუ დაშავებული ხართ, ჯერ თავს მიხედეთ, თუ წვიმს, ჯერ თავშესაფარი მოაწყეთ, თუ ძალიან ცივა ჯერ ცეცხლი დაანთეთ. მოიმარაგეთ საკმარისი რაოდენობით მშრალი შეშა, ცეცხლი სიგნალიცაა მაშველთaთვის. წიწვების ან ჩამოცვენილი ფოთლების ცეცხლზე დაყრით, კვამლის სქელი ფენის შექმნაც შეიძლება, რაTა მაშველმა შორიდან შეგნიშნოს. იფიქრეT მხოლოდ დადებითზე

3. სიცივის დაძლევა
ექსტრემალურ სიტუაციაში ტავის გადარCენისას(თუ დაშავებული არ ხარT), ყველაზე უფრო დიდი საშიშროება, ჰიპოთერმიაა. სხეულის გადაცივება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. ამიტომ სიცივის, ქარის და განსაკუთრებით სინესტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უპირველესად ცეცხლის დანთება. სველი ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა გავაშროთ, რადგან სინესტე(სისველე, წყალი) ჰაერთან შედარებით 25 ჯერ სწრაფად გვაკარგვინებს სითბოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თავშესაფრის ორგანიზებაზე ფიქრი(თუ არ წვიმს, რადგან, წვიმაში თავშესაფარის ორგანიზება პრიორიტეტულია). ზამთრის პერიოდში ჰიპოთერმია(განსაკუთრებით ღამით) სულ რამდენიმე საათში შეიძლება განვითარდეს. დასველებისგან თავის დაცვა ამ დროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცეცხლის ასანთებად საუკეთესო მასალაა: კვარი, წიწვოვნის ხმელი ტოტების შეკვრა, ხმელი ბალახის კონა, xis qerqi. ასევე შეგვიძლია გამხმარი ხის მორის გაჩეხვა და მისი შუაგულიდან მშრალი ნაწილის დაTლა პატარა ჩხირებად(მოსანთებად). ხმელი ხე სწორად აღმართული უნდა იყოს, რადგან ასეთი მცენარე უკეთ შრება და თვით წვიmაშიც კი შესაძლებელია მისგან მშრალი გულის ამოRება. ხის დიameტრი ისეთი უნდა იყოს, რომ ორივე ხელიs ცერა და შუათითით ვერ შემოწვდე. უფრო პატარა დიამეტრის ხე ღრმად ვერ ინარჩუნებს სიმშრალეს. მოსანთები ჩხირების(დაახლოებით ცერის სიმსხო) სიგრძე, იდაყვიდან თითის წვერამდე უნდა იყოს. ასეთი ცხირის ბოლოში კარგად ალესილი დანით ვაკეტებთ ''ბურბუშელას''(ზემოდან ქვემოთ ცავთლით ჩიჩილაკის). ეს ბურბუშელა რაც უფრო ნაზი და Cახუჭუჭებულიa, მით უფრო ადვილად ინთება. ცეცხლის მოსანტებად, ათი ასეთი ჩხირი მაინც გვჭირდება. მერე ვამატებთ ორ მაჯისსიმsხო ჯოხს. ცეცხლი რომ მოინთება, შეგვიძლია უკვე ჩვენი გაშლილი მკლავების სიგრძის მორები მივამატოთ. განსაკუთრებით დიდ სითბოს ღამის გათევის დროს სიგრძეზე გაწყობილი კოცონი იძლევა.
საწოლი(მინიმუმ 30 სმ სისქის-წიწვოვნის ტოტებისგან) ცეცხლიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით შეგვიძლია მოვიწყოთ. საწოლის უკან რაც შეიძლება ახლოs და რაც შეიძლება ვერტიკალურად, ხის მორებისგან კედელი უნდა შევქმნათ, რაც ქარისგანაც დაგვიცავს და სითბოსაც აირეკლავს. სითბოს ამრეკლი ცეცხლის მეორე მხარესაც საჭიროა, ამისათვისიც სამარაგო მორებიც გამოგვადგება. საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ რომ ქარის პარალელური იყოს-კვამლი აღარ შეგვაწუხებს. სითბოს ამრეკლების ღარები შეგვიძლია წიწვოვნის ტოტებით ან ხავსით(ან ბალახით) ამოვავსოთ. კარგად მონთებულ ცეცხლში ნედლი შეშაც იწვის.

ღამის გასათევი საფარის მოწყობა მიზანშეწონილია დიდ ლოდთან, წამოქცეულ ხესთან, ან ისეთ ადგილზე სადაც ბუნებრივი ფაქტორი საშუალებას მოგვცემს საფარი ადვილად მოვაწყოთ. წყალგაუმტარი ქსოვილი საიმედოდ დაგვიცავს წვიმისგან. თუ ასეთი არ გაგვაჩნია, წიწვოვანი ხეების ტოტები უნდა გამოვიყენოთ სახურაvaდ, დაქანებით, წიწვის ქვედა მხარე ზემოთ უნდა იყოს მოქცეული. 30 სმ სისქის წიწვოვნის ტოტები წყალს საიმედოდ აკავებს.

უკიდურეს შემთხვევაში თოვლშიც შესაძლებელია საფარის გაკეტება ქარ-ყინვისგან თავის დასაცავად(თოვლის თბოიზოლატორული თვისებების გათვალისწინებით). თოვლში გაკეტებული ''გვირაბის'' შესასვლელი უნდა იყო რაც შეიძლება დაბლა, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგოს. საწოლი შედარებით მაღლა უნდა გაკეTდეს და წიწვოვნის ტოტებით მოიფინოს. ჭერში აუცილებელია სავენტილაციო ხვრელი. თუ სანთელი გვაქვს, აუცილებლად უნდა დავანთოთ სინესტის მოსაცილებლად. შემოსასვლelში შეგვიძლია ზურგჩანთაც ავაფაროთ ხვრელს.

წყურვილის და შიმშილის დაძლევა


არ ჭამოთ თოვლი, უმჯობესია მუჭში გაადნოთ და გამდნარი წყალი დალიოთ. თუ ალუმინის ქაღალდი გაქვთ, ადვილია ქვაბის გაკეთება, რომელშიც წყალს აადუღებთ , ან პირდაპირ დაამუშავებთ იოდის ტაბლეტებით. თუ საკვები მარაგი გაქვთ, გაანაწილეთ პატარა პორციებად. ასევე შესაძლებელია პატარა ცხოველების ან თევზის დაჭერაც. ზაფხულ-შემოდგომით ადვილია სხვადასხვა კენკრის მოპოვება. არასდროს გასინჯოT ნაყოფი(ან ზოგადად მცენარე), რომელსაც ვერ ცნობT, რამდენიმე კალორიის საფასურად თქვენ შეიძლება მძიმედ მოიწამლოთ.




დაკარგვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მძებნელებს შენს ადგილსამყოფელზე მიანიშნო სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. ამრეკლავ საშუალებებში შედის: სარკე, მინა, მეტალის ნაჭერი(დანის პირი). ეს საგნები მზეზე ადვილად ირეკლავენ სინათლეს, რაც აადვილებს მძებნელებისთვის ნიშნის მიცემას. ხშირად ტანსაცმელზეც ამრეკლავი ან ფლუორესცირებადი ზოლიa დაკერებული, რისი გამოყენებაც შეიძლება. Rამე პატარა ფანარის სინათლეც კი ადვილად შესამჩნევია. ძალიან კარგი საშუალებაა კოცონი, რომელზეც ნედლ ან სველ, ჩამოცვენილ ფოთლებს დავაყრით(სამკუთხედის ფორმის ცეცხლი უფრო ეფექტურია). თუ მდინარესთან ახლოს ვიმყოფებით, პატარა ტივი უნდა შეიკრას, მასზე დაინთოს კვამლიანი ცეცხლი და ტივი მდინარის ორივე მხრიდან ბაწრით დაფიქსირდეს დინების შუაგულში(კვამლი, ჰაერიდან ბევრად ადვილი შესამჩნევი იქნება). თუ განმარტოებით პატარა ხე ვნახეთ, შეიძლება მისთვის ცეცხლის მოკიდებაც(ტყის ხანძრის საშიშროება არ უნდა შევქმნათ). ასევე ცნობილია რომ კვამლის გამოყოფით, კარგად იწვის ნებისმიერი პლასტიკური მასალაც(თუნდაც მავთულის იზოლაცია). თუ ზამთარია, შესაძლებებლია ''სოს'' სიგნალის თოვლზე დაწერაც(ჰაერიდან ადვილად შესამჩნევად).
გადაადგილებისას აუცილებლად უნდა დავტოვოთ აღებული მიმართულების აღმნიშვნელი სიგნალები(ჯოხით, ქვით, ნაჭრით..).


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სასარგებლო რჩევები ზამთარში ღამის გათევისას:

სიცივის დროს ადამიანი მეტ ენერგიას ხარჯავს(კარგავს), ამიტომ ძილის წინ მიიღეთ მარალკალორიული საკვები

არ დაიძინოთ იგივე ტანსაცმლით რაც დღის განმავლობაში გეცვათ, მასში ტენიანობის მაღალი ხარისხის გამო.

ღამით ფეხსაცმლის გაყინვის თავიდან ასაცილებლად, ის საძილე ტომრის ქვეშ(ფეხების მხარეს)მოათავსეთ, დაიძინეთ წინდებით.
საძილე ტომარაში ყოველთვის გეხუროთ ქუდი, შიშველი თავი ენერგიის დაკარგვის ერთერთი მთავარი წყაროა.

თუ ღამით ყინვაა, კარვის კარი ორნავ ღია დატოვეთ რომ კონდესაცია შეამციროთ. დილით კარების გახსნისთანავე ნარჩენი კონდენსატი კედლებზე გაიყინება და ადვილად ჩამოფერთხავთ.

პირი და ცხვირი საძილე ტომრის გარეთ გქონდეთ, სხვა შემთხვევაში კონდენსატით დაანესტიანებთ მას.

თუ ღია ცის ქვეშ ათევთ ღამეს, აღჭურვილობა ზურგჩანთაში ჩალაგებული გქონდეთ, რადგან ღამით თუ მოთოვა, დილით გაჭირდება ნივთების თოვლქვეშ ძებნა.

წყლიანი მათარა გაყინვისგან რომ გადაარჩინოთ, საძილე ტომარაში ჩაიდეთ.

თუ თოვლზე გიწევთ წოლა, ''საწოლი'' შემაღლებული უნდა იყოს, რომ დნობის შემთხვევაში წყალი ქვემოთ ჩამოედინოს და ''საწოლზე'' არ დაგროვდეს.

თუ ცხელი წყალი მოგრჩათ, ჩაასხით მათარაში და შეიტანეთ საძილე ტომარაში.



ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ტყეში გაურკვეველი დროით გიწევთ დარჩენა, კარგი ხარისხის დანას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. თავის გადასარჩენი დანა ბევრად ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი სანადირო დანა, რადგან ასეთი დანით მრავალი ტიპის ოპერაციის შესრულება გიწევთ, ტოტების მოჭრით და ხეზე მუშაობით დაწყებული, ორმოს ამოთხრით და თუნდაც ნადირის გატყავებით დამთავრებული. რა თქმა უნდა ასეთი დანა ძირიტადად ფიქსირებულპირიანია. დანის ენა(ანუ პირის გაგრძელება რომელიც ტარშია დამალული) ტარის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს არ უნდა იყოს წვრილი. ტარის დაზიანების შემთხვევაში ენას ქსოვილიც შეგვიძლია შემოვახვიოთ და დანა მაინც მოსახმარ მდგომარეობაში იქნება. დანის ტარი უნდა იყოს მარტივი, ოდნავ ხაოიანი რომ ხელის დასველების შემთხვევაში ჩაჭიდება ადვილი იყოს. კარგი მასალაა ხე, ან მაღალი მდგრადობის პოლიმერი. ტარის ბოლო სასურველია მეტალის დაბოლოებით იყოს, ჩაქუჩის ფუნქციაც რომ შეასრულოს. დანის პირის სიგრძე ხშირად 10-15 სმ-ia, თუმცა გვხვდება 20-25 სმ სიგრძის დანებიც. პირის სისქე არანაკლებ 3მმ უნდა იყოს , ხოლო პირის სიგანე არ უნდა იყოს 2 სმ-ზე ნაკლები. ამ თვალსაზისით განთქმულია სკანდინავიური დანები(Mora, Fallkniven, Puukko …).

გამოყენებულია MONADIRE.GE -ზე გამოქვეყნებული მასალა.ავტორი ბრაუნინგი


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თვითგადარჩენის ნაკრები


guzof.jpg

 

პირველადი დახმარების პაკეტი
yiwli.jpg


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ძალიან კარგი და საჭირო რჩევებია



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი