Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დათვის გამშვები კაცები

ვახუშტი კოტეტიშვილზე ვსაუბრობთ. მასპინძლებს – ნანა კოტეტიშვილსა და გიგი ხორნაულს მაგიდაზე ფოტოები აქვთ გაშლილი. თითოეულ მათგანზე შეიძლება ამბავს მოჰყვნენ… ქალბატონი ნანა ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაშვილია, ერთად გაიზარდნენ, ერთ დიდ ოჯახში… მერე ის გიგი ხორნაულს გაჰყვა ცოლად… ვახუშტისთვის რომ უთქვამს, ესა და ეს ხევსური ბიჭი მიყვარსო, გახარებია, – ძალიან კარგი ვაჟკაციაო!

იქნებ იმანაც გაახარა განსაკუთრებულად, რომ მისი სისხლი და ხორცი, უსაყვარლესი ბიძაშვილი ნანა საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს – ფშავ-ხევსურეთს დაუკავშირდებოდა-მეთქი, – გავიფიქრე ხმამაღლა… დიდი ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟმა ცხადია, იცოდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფასი…
- თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად ხევსურეთს, – მეუბნება ბატონი გიგი, – ჩვენ რომ ვიქორწინეთ, მერე უფრო დაუახლოვდა…

შეიძლება ზედმიწევნით არ იცნობდა, მაგრამ კაფიაობა ისეთი სცოდნია, რომ კაწალხევში ბიძაშვილის ქორწილში ასულს ხევსურები გადაურევია: – ეს რა კაცი გაგვაცანი, ასეთი კაფიაობა აქაც კი არ მოგვისმენიაო…
მართალია, თავიდან ბევრი რამ არ იცოდა, მაგრამ მერე ისე გაითავისა ხევსურეთი, რომ სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე სონეტი მიუძღვნა, სადაც ეს სიტყვები დაწერა:

“აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ
მწუთხე,
გულზე ლექსების გუთნეული გამდევს
ხნულებად.
ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად
არც ერთი კუთხე,
ჩემი სულისთვის უფრო ახლო
არ მეგულება.
ჩემი სამზეო, საიქიო,
შავ-ხევ-სულეთი,
აკლდამა ჩემთა ოცნებათა -
ფშავ-ხევსურეთი!”

ამ ციტატასაც მასპინძელი მახსენებს და ხევსურეთში გადაღებულ ფოტოს მაჩვენებს, სადაც ვახუშტი მეგობრებთან ერთად დგას. როგორც ჩანს, სანადიროდ მიდიან, იარაღი აქვს სამივეს… ვახუშტის თოფი მიწაზე დაუყრდნია და ალბათ ხუმრობს, იცინის…
- ვახუშტი სულ ხუმრობდაო, – ამბობს მისი ბიძაშვილი…
- ეს ფოტო მე გადავუღე, ღრუბლებს ზემოთ ვიყავით თითქოს, რადგან ქვემოთ ნისლები ჩანდა, ცალკე დავაყენე ბეჟან სიორიძე, თამაზ თაბაგარი და ვახუშტი კოტეტიშვილი. ბეჟანი და თამაზი ექიმები არიან, ვახუშტის ახლო

მეგობრები იყვნენ. მერე მეც დამიმეგობრეს…
- სანადიროდ ხშირად დადიოდნენ მთაში? – ვეკითხები.
- ერთხელ დათვებზე სანადიროდ წავიყვანე. სტუმრები მაინც ვერ ივლიდნენ მიუვალ ადგილებში, ამიტომ მათ გამოვეყავით და მე და რამდენიმე კაცი მაღლა ავედით, რომ ხმაურით დათვი დაგვეფრთხო და ქვემოთ გამოგვერეკა. ჩემს თანასოფლელებს გზები უნდა შეეკრათ ნადირისთვის, თან გავაფრთხილე, – ეს თბილისელები სულ ბოლოში დატოვეთ, ქვემოთ რომ ხელი არ შეგიშალონ-მეთქი.
გამომექცა დათვი და წავიდა გეზზე, ვიცოდი, ვინც უნდა დახვედროდა იქ ჩასაფრებული. ველოდები, – საცაა, თოფი გავარდება-მეთქი. არ გავარდა. არადა, მესმის რაღაც უცნაური ხმა… მისი ექო გაღმა ტყეებს ედება. ვერ ვხვდები, რა შეიძლება ხდებოდეს.

გადმოვიარე ტყიანი გორი, გადმოვედი ზვერებში, ჩავიხედე ქვევით და რას ვხედავ, ვახუშტი დგას ქვევით, ფერდობზე, წინ მონადირეები დაუსხამს, რაღაცას უყვება. დროდადრო ისეთი სიცილი დაიქუხებს, კლდეები ბანს გამოსცემენ. ვის ახსოვს დათვი!
მომივიდა ბრაზი. დავეშვი აჩქარებული, რომ მივუახლოვდი, შორიდანვე დაუძახე, – რას შვრებით, კაცო, რატომ დატოვეთ საფრები, დათვი როგორ გაუშვით-მეთქი.
ვახუშტი მეძახის:

- გიგი, ერთი, აქ მოდი, რა დროს დათვია!
ისეთი ნაწყენი ვარ, სახეზეც მეტყობა, სულ არ მინდა იმათ სიცილ-ხარხარს შევუერთდე. მიდიხარ სანადიროდ და დათვს უშვებ ცოცხალს, ეგ დანაშაულია მთიელის გაგებით. სამარცხვინო ამბავია.
- კაცო, შენ ნუ ხარ სისხლისმსმელი, – მიცინის ვახუშტი, – ასეთ ბუნებაში კაცი დათვს მოჰკლავს?! მოდი და ეს სასმისი დაგვიცალე, თანაც დაილოცე…

ამათ თურმე საგზლად წამოღებული პურმარილი გაუშლიათ, სასმელიც ამოუღიათ და მოლხენაში არიან. მივედი. ახლა ჩემზე დაიწყო შაყირი, იხოცებიან სიცილით მონადირეები… რაღა იქნებოდა, გავიცინე მეც. ასე ჩაგვიშალა ნადირობა… ეგეთი მონადირე იყო ვახუშტი კოტეტიშვილი…
არც ერთი მონადირე არ იყო… ეგენი დათვის გამშვები კაცები იყვნენ – სიყვარულით სავსე, უსისხლოდ საქმის დამთავრების მოსურნე, საქართველოს სილამაზით დამთვრალი მონადირეები.

ლელა ჯიყაშვილ

მონადირე.ქ


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ფოტოც მოვიპოვეე

datv.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვაააა ინტერესნა

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორი ისტორიაა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვა ვა ვაა.რა საინტერესო პოსტს გადავაწყდი  :bravo:


დუდუ

LEGION.GE


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

მაგარი ისტორიაა ნამდვილად



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
..

ჩამსწორებელი mtiuli_1, 25 September 2018 - 06:23 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ელჩი

ელჩი

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 17 პოსტი
  • მისამართი:STATE OF OREGON
  • წარმოშობა:რუისელი

მე მყავს დათვი "გაშვებული".

მოვყვე თუ არა ჯერ არ ვიცი, ვნახოთ რას იტყვით.

ჯერ იმან დამინდო და მერე მე.

სროლა არაფრით არ შეიძლებოდა, რომ მომეკლა არაკაცი ვიქნებოდი.

მე ასე ვფიქრობ, რომ არსწორად მოვიქცეოდი თუ ვესროდი.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე მყავს დათვი "გაშვებული".

მოვყვე თუ არა ჯერ არ ვიცი, ვნახოთ რას იტყვით.

ჯერ იმან დამინდო და მერე მე.

სროლა არაფრით არ შეიძლებოდა, რომ მომეკლა არაკაცი ვიქნებოდი.

მე ასე ვფიქრობ, რომ არსწორად მოვიქცეოდი თუ ვესროდი.

გიო აქ ოჯახია და ოჯახის წევრების თავგადასავალი და განცდილის გაზიარება ყველა დანარჩენებისთვის ბუნებრივია რომ საინტერესოა. :think:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?