Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარება

 

·        ცხოველების ნაკბენი

·        ცოფი

·        პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს

   

 

 

 

 

 

ცხოველების ნაკბენი

 

კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების  შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი,  რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ  სამედიცინო მეთვალყურეობას, ხოლო თუ ეს ჭრილობა სერიოზულია, იგი აუცილებლად საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი ჭრილობა ძალიან მგრძნობიარეა ინფექციის მიმართ.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

 

 

 

ცოფი

 

ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, მას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი.

ცოფის ინკუბაციური პერიოდი ადამიანებში ვარირებს საკმაოდ დიდ დიაპაზონში – 6 დღიდან 1 წლამდე (საშუალოდ 30-50 დღე). ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მანძილით არის დაშორებული ნაკბენი ადგილი თავის ტვინიდან, ნაკბენის ლოკალიზაციაზე, ორგანიზმის რეაქტიულობაზე, დაკბენილის ასაკზე (ბავშვებში უფრო ხანმოკლეა), ქსოვილების დაზიანების ხარისხზე, პრემორბიდულ ფონზე, ვირუსის რაოდენობაზე (დანერწყვის სიუხვე) და ვირულენტობაზე.

ცოფის წინააღმდეგ ბრძოლა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ინფექციის წყაროს წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანში ცოფის პროფილაქტიკას.

ცოფის  საწინააღმდეგო სპეციფიკურ პროფილაქტიკას ახორციელებენ ჩვენების გათვალისწინებით ანტირაბიული ვაქცინითა (აქტიური იმუნიზაცია) და ანტირაბიული იმუნოგლობულინით (პასიური იმუნიზაცია). ვაქცინაციის სრული (უპირობო) კურსის შემთხვევაში თითოეულ პაციენტს უკეთდება 6 ინექცია დადგენილი სქემის თანახმად 0, 3, 7, 14, 30-ე და 90-ე დღეს, ხოლო განსაკუთრებით “მძიმე” დაკბენის შემთხვევაში ლოკალიზაციის გათვალისწინებით, დამატებით გამოიყენება ანტირაბიული იმუნოგლობულინის ინექცია, ანუ კომბინირებული პასიურ-აქტიური იმუნიზაცია.

ვაქცინაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცოფის ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანს ვაქცინაციის შედეგად ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი უნდა განუვითარდეს მანამ, სანამ ვირუსი ც.ნ.ს-ს მიაღწევს და დაავადება დაიწყება, ამიტომ დაზარალებულს იმუნიზაცია დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოს. ამ პირობისა და ასევე მკურნალობის სქემის სრული დაცვის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი და შესაბამისად რუტინული სეროლოგიური კვლევა ანტირაბიული ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრის მიზნით სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარკვეულ დაავადებათა და ზოგიერთი მედიკამენტების (იმუნოსუპრესორები და სხვ.) მიღების შედეგად ვითარდება სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

 

 

 

პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:

 

ზედაპირული ნაკბენის დროს:

1. უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;

2. ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;

3. ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.

 

 

სერიოზული ჭრილობის დროს:

 

1.      საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;

2.      ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;

3.  წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი აცრილი ხომ გყავდა ლედი ცოფზე??? მაინც ქუჩაში მოუწია ყოფნა და ყურადღებით იყავი . თუ არ იყო აცრილი ....სასწრაფოს აცერი . პრევენციის თვალსაზრისით


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კი ბაბუ აცრილი მყავს პატარა უნდა ავცრა ეხლა

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნაადრევად დათბა და აცრები არ დაგავიწყდეთ

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?