Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰარიერი(კურდღლის ინგლისური მდევარი)


harrier-4.jpg

ჰარიერი

სამშობლო - დიდი ბრიტანეთი
ჯიშის გაჩენის დრო - შუა საუკუნეები
გამოყენება - კურდღელზე და მელაზე ნადირობა, კომპანიონი
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 11-12 წელი
წონა - 22-27 კგ.
სიმაღლე - 46-56 სმ.

ბრიტანულ ჰარიერზე პირველი ცნობები 1260 წლით თარიღდება. XX საუკუნეში სამშობლოში ეს ჯიში თითქმის ამოწყდა, მაგრამ შემდეგ აღორძინდა, ასე რომ, დღევანდელი ჰარიერი, მშვენიერი მონადირეა მელაზე, იგი ბიგლის და ფოქსჰაუნდის საუკეთესო თვისებების მატარებელია. ჰარიერი მშვენიერი კომპანიონია და ალბათ, დროთა განმავლობაში ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უსაყვარლესი ოთახის ზაღლი გახდება. ჰარიერის ფერი მრავალგვარია, ბალანი მოკლეა. vipanimal.ge

ჰარიერი მდევრების ერთ-ერთი უძველესი ჯიშია.ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ქსენოფონტე წერდა ამ ძაღლებზე და აღნიშნავდა, რომ ისინი განსაცვიფრებლად ნადირობდნენ კურდღელზე. თუმცა საეჭვოა იმ ძველ სახელგანთქმულ მეკურდღლე ძაღლს თანამედროვე ჰარიერთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს.
უფრო მისაღებია იმ კინოლოგთა ვარაუდი, რომლებიც ფიქრობენ , რომ ჰარიერი ბიგლებისა და სამხრეთ ინგლისური მდევრების ბაზაზე გამოიყვანეს.თავიანთ მოსაზრებას ისინი იმით ასაბუთებენ, რომ აღნიშნული ორივე ჯიში ფრანგული წარმოშობისაა და დასავლური მდევრებიდან მოდის.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან. ინგლისში დარწმუნებულნი არიან, რომ ჰარიერი ბიგლისა და ფოქსჰაუნდის შეჯვარებით არის გამოყვანილი, მართლაც ეს სამი ჯიშის ძაღლი ფორმით ერთმანეთს ჰგავს, ბეწვის სტრუქტურა და ფერიც კი ერთნაირი აქვთ. გარეგნულად განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ჰარიერი ბიგლზე დიდია, ხოლო ფოქსჰაუნდთან შედარებით პატარა. მისი მაქსიმალური სიმაღლე 55 სანტიმეტრია.
ჰარიერი შესანიშნავი ძაღლია და მონადირეთა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ამ ჯიშის სახელწოდება ნორმანდიულ ჰარრიე-ს(ინგლისური ასოებით ვერ დავწერე 0005.gif )უკავშირდება, რაც ძაღლს ნიშნავს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს , რომ მე-18 საუკუნემდე ინგლისში ამ სახელით მრავალი ჯიშის ძაღლს მოიხსენიებდნენ. მაგალითად ირმის ჰარიერი, მელიის ჰარიერი და სხვა. დღეს კი ჰარიერი მხოლოდ კურდღლის ძაღლს ჰქვია, რადგან ისინი სწორედ კურდღელზე ავლენენ თავიანთი შეაძლებლობების მაქსიმუმს. მელასაც დასდევენ მაგრამ ამ საქმეში ფოქსჰაუნდებს აშკარად ჩამორჩებიან.
ეს ჯიში ძირითადად ინგლისშია გავრცელებული, სხვა ქვეწნებთან შედარებით მეტია საფრანგეთში, ძალიან ცოტაა ამერიკაშიც კი, სადაც ფოქსჰაუნდებსა და ბიგლებს ტრადიციულად დიდ პატივს სცემენ. ამას თავისი ახსნა აქვს: ამერიკაში კურდღელზე თითქმის არ ნადირობენ(უმნიშვნელო რაოდენობითაა), გაცილებით ბევრია ბოცვერი და მასზე ნადირობაა პოპულარული. აქ უკვე ნელი მდევარია საჭირო, ისეთი, როგორიც ბიგლი და ბასეტია. ჰარიერის სტანდარტი უკანასკნელად 1974 წელს დაამტკიცეს.
ჟურნალი "ნადირობა". ნოემბერი.2009წ


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ჯიში საქართველოში თუ ყავს ვინმეს?


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1912 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

არამგონია



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თემა 2 ხომ არ არის?


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
მე მყავდა. ერთი ეგზემპლარით შეფასება რთულია, მაგრამ ჩემ ძაღლზე 2 სიტყვას ვიტყვი. გასვლა იდეალური ქონდა და მოსვლაც. კვალზე ერხელ მისცემდა დაბორს და მხოლოდ ნადირის წამოგდების მერე ყეფავდა კვალზე. ერთადერთი რაც ძალიან არ მომწონდა იყო მისი ცმა. ძალიან წვრილ ხმაზე იყეფებოდა კაი ქარიან ამინდში ხშირად ხმა ვერ კი გსმიგია 300 400 მეტრში.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?