Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 238 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37869 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტყვია-წამალი

 

Untitled-631.jpg

 

 

ყველამ ვიცით, რომ დენთი ეს არის მყარი მრავალ კომპონენტიანი ასაფეთქებელი შენაერთი, რომელიც ექვემდებარება მიზან მიმართულ წვას დახურულ სფეროში ჰაერის ზემოქმედების გარეშე. აფეთქების დროს გამოყოფს სიმხურვალის დიდ ენერგიას და გაზის მაგვარ პროდუქტს, რაც მთლიანობაში ყოველივე ემსახურება ჭურვის გატყორცნას. დენთი განეკუთვნება გამტყორცნ ასაფეთქებელ შენაერთების კლასს. დენთი არსებობს მრავალი სახის და დანიშნულების. ალბათ ცალკე თემაა დენთის შექმნის ისტორიაზე, მის როლზე მსოფლიო ისტორიაში, რომელსაც ეწოდა დიდი გამთანაბარებელი ომებში სხვადასხვა მხარეებს შორის. თავის დროზე კოლტის რევორველსაც ეწოდა დიდი გამთანაბარებელი, რომელმაც გაათანაბრა დიდი ძალის და ნაკლები ძალის მქონე ადამიანი ერთმანეთთან. კოლტმა როცა შექმნა თავისი რევორველი ასეთი თქმულება იყო: „ღმერთმა შექმნა ადამიანი, პოლკოვნიკმა კოლტმა კი გაათანაბრა ისინი.“

 

Untitled-611.jpg

 

 

მე ისევ დაუბრუნდები ვაზნების დატენვის თემას და დენთის უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვას როგორც ვიცით ადრე მისი შექმნის დღიდან რუსეთში 100 წელი მარტო „სოკოლი“ გამოდიოდა. შემდეგში დაიწყეს „ბარსის,“ „სუნარის, “ „ვუსდის,“ „სალიუტის“და სხვა მარკის დენთის წარმოება. ევროპაში დენთები კი ერთი სახეობის სხვადასხვა სიძლიერის მიხედვით, საფანტის განსხვავებულ წონის შესაბამისად იწარმოება, მათი ბალისტიკური მაჩვენებლებიც სახვადასხვაა. რუსეთშიდაც დაიწყეს სიმძლავრის მიხედვით ერთი სახის რამოდენიმე ვარიანტის დენთების, სუნარის და სალიუიტის წარმოება. დღესდღეობით საქართველოში შემოდის ევროპული დენთები, რექსი, ნობელ სპორტი, ტახო და სხვები, რომლების თავისი ბალისტიკური მაჩვენებლებით ჯობია რუსულიწარმოების დენთებს. მაგალითად სოკოლი ნახევრად ავტომატურ თოფებში მისი არა სრული წვის გამო საკეტის გაღების დროს გამოყოფს დიდ ალს, მაქანიზმში იყრება დაუწვავი ნარჩენები, აქვს შედარებით დიდი ხმა, მაღალი უკუცემა და სხვა დენთებთან შედარებით მეტი ლულის წინა წნევა ( 60 კგ/სმ2) რაც უარყოფითად მოქმედებს საფანტზე. ვუსდი ძალიან ფიცხია და დოზის ოდნავი მომატებაც კი იწვევს წნევის მომატებულ ზრდას. სუნარი სიფიცხესთან ერთდ ძალიან რეაგირებს ტემპერატურის ცვალებადობაზე. ბარსი ალბათ ყველას ახსოვს რამდენ მონადირეს დაუზიანა თოფები. ნორმალური დოზით დატენილი დენთი მეტ ნაკლებათ ყველა მისაღებია, მაგრამ როცა ხდება ერთმანეთთან შედარება დენთი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს და უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა სისტემის და განსხვავებული მექანიზმის მქონე თოფების უტყუარ მუშაობას. Untitled-60.jpgყველა დენთს აქვს თავისი ზომა თუ რა დოზით უნდა დაიტენოს ვაზნა. როგორც ინტერნეტში ასევე სახელმძღვანელოებში მოცემულია მრავალი რჩევები, მგრამ ყოველთვის ჯობია ინდივიდუალურად მოხდეს ვაზნების დატენვა და შემდეგ თოფით მისროლა, რათა გაირკვეს კონკრეტული თოფისთვის რა უფრო იქნება მისაღები. იმისთვის რომ ვიცოდეთ საიდან დავიწყოთ ვაზნის დატენვა ამისთვის მოცეული რეკომენდაციები ნამდვილად დაგეხმარებათ. ბევრი რამ წაგვიკითხავს, ბევრი რამ გვსმენია, გვინახავს კიდეც თუ როგორ რა თანმიმდევრობით და რა დოზით უნდა დაიტენოს ვაზნა, მაგრამ გავიხსენოთ ისიც, რომ როცა უშუალოდ შევუდგებით ამ პროცედურის შესრულებას, უცებ რატომღაც გვავიწყდება ყველაფერი.Untitled-541.jpg აღარ ვიცავთ ელემენტალურ ნორმებს ვაზნების დატენვის დროს. მე ჩამოვთვლი იმ დარღვევებს რასაც ყველა ჩვენგანს დაგვიშვია და თვითონ განსაჯეთ, რომ ეს ნამდვილად ხდება პრაქტიკაში როდესაც ვაზნის დატენვას ვიწყებთ პირველი რაც არი რატომღაც დენთის ჩაყრის დროს სულ განვიცდით უკმარისობას და სურვული გვიჩნდება ჩავყაროთ სარწყავით ზომაზე მეტი დენთი ვიდრე გათვალისწიებულია, ზოგი სარწყავსაც არ ხმარობს, თვალით საზღვრავს ან კიდევ ამოჩემებული აქვს გაურკვეველი მასის ტევადობის მქონე საგანი რითაც ახორციელებს დენთის ჩაყრას. დენთის ჩაყრის შემდეგ, მიუხედავათ მრავალი რჩევისა მაინც ზედმეტი ძალით ვაწვებით, ზოგი ამასაც არ ჯერდება და დარტყმით პრესავს დენთს. მეორე ისაა რომ მიუხედავათ იმისა რომ ვიცით დენთზე უნდა დავადოთ 2-3 მილიმეტრიანი მუყაოს საცობი, ან სულ არ ვიყენებთ ან დაგვეზარა და ვთვლით 1 მილიმეტრის სისქისც რომ იყოს არაფერი უჭირს. მესამე ისაა რომ ჩვეულებრივი „პიჟებით“ დატენვისას საერთოდ არ ვუყურებთ მათ დიამეტრს სიმაღლეს და ფორმას. თუ ნორმალური საცობების საშუალება არაა მაშინ ვიყენებთ ხელში რაც მოგყვება: ქაღალდი, ტყავის ნაჭრები, ნახერხი, ღვინის და შამპანურის საცობები, იმაზე აღარ ვფიქრობთ პიჟები კარგი ხარისხის რომ უნდა იყოს. მეოთხე ის არის რომ საფანტის ჩაყრის დროსაც გვიჩნდება ზომაზე მეტის ჩაყრის სურვილი. იმაზე აღარ არის საუბარი რომ საფანტი უნდა იყოს შესაბამისი სიმკვრივის და დიამეტრის რა სახეობის ცხოველისთვის ან რა ფრინველისთვისაც არი განკუთვნილი, სასურველია ბურთულები იყოს მრგვალი და არა ელიფსური, ყოველგვარი კუდების მაგვარი დაბოლოვების გარეშე. მეხუთე და არანაკლებ მთავარი, მიუხედავად რა ჩავყარეთ მასრაში ყოველივე ამას უნდა ერთად შეკვრა, რათა არ მოხდეს პირველი ლულიდან გასროლისას მეორე ლულიდან საფანტისა და მასზე დადებული საცობის გადმოცვენა ვაზნიდან ლულის არხში, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია საფანტზე შესაბამისი საცობის დადებით, მასრის თავის მოხვევით, მასრის თავის ვარსკვლაური ჩაკეცვით და თითბერის მასრის შემთხვევაში კი საფნტზე კონუსური შესაბამისი პოლიეთილინის საცობის დადებით. Untitled-55.jpgზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროცედურის შესრულებისას ერთი შეცდომის დაშვების დროსაც კი ვაზნის ხარისხი საგრძნობლად ქვეითთდება. კარგია თუ შეცდომა იმ დონის არაა რამაც შეიძლება გამოიწვიოს თოფის დაზიანება. მე შევეცდები თანმიმდევრულად ავხსნა რა შეიძლება მოყვეს ვაზნის არასწორად დატენვას და უხარისხო მასალის გამოყენებას. ახალს ვერაფერს ვიტყვი რაც არ გაგვიგონია , ან უშუალოდ თავს არ გადაგხვდენია, მაგრამ რატომღაც შეცდომის აღიარება არ გვინდა. არადა ეს ის შემთხვევაა როცა დასამალი არაფერია და პირიქით ყველას უნდა ვურჩიოთ და დავარწმუნოთ რომ არასწორად დატენილი ვაზნა საშიშია თოფისთვისაც, მსროლელისთვისაც და მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვისაც. რაც შეეხება დენთს, ყველაზე საშიშ კომპონენტს, პროცენტულად ყველაზე მეტი მიზეზია თოფის დაზიანების და მონადირის ტრამვების. პირველი და მთავარი რაც შეიძლება იყოს ის არის, რომ უბოლო თეთრი დენთი არ უნდა იყოს ვადა გასული. თუ დენთი მოთავსებულია მინის თავდახურულ ჭურჭელში მისი შენახვის ვადაა 8 წელი. დატენილი ვაზნა კი ნორმალურ პირობებში ინახება 5 წელი. ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება რადგან ვადის გასვლის შემდეგ, გასროლისას შესაძლებელია განხორციელდეს დენთის ორმაგი დოზის ტოლი წნევის გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვევს ლულის დაზიანება. ეს ფაქტი არა ერთხელ დაფიქსირებულა პრაქტიკაში. შავ დენთს რაც შეეხება ის სხვა კომპონენტებისაგანაა დამზადებული და პრაქტიკულად არ ფუჭდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა დენთის გამოყენება, რომელიც განკუთვნილი არ არის გლუვლულიანი თოფისთვის, წინააღმდე შემთხვევაში ვერ მივიღებთ ეფექტურ გასროლას, სამაგიეროდ გარანტირებული გვექნება პირველ გასროლაზე თუ არა, რამოდენიმე სროლის მერე ლულის გაბერვა ან გახეთქვა. დიდი მნიშვნელობა აქვს მასრაში დენთის ჩაყრის შემდეგ თუ რა ძალას გამოვიყენებთ მასზე დაწოლისას. დაწოლის სიმძიმე არ უნდა აღემატებოდე 10 კილოს.

Untitled-571.jpgსრულ ზომაში სანახავად დააჭირეთ სურათს

ეს თითქმის იგივეა მაგიდიდან იდაყვის აუღებლად ხელის მტევნით რომ დავაწვეთ რამეს. უფრო მეტი სიზუსტისთვის არსებობს სპეციალური ხელსაწყო რომელიც უფრო ზუსტად განსაზღვრავს დაწოლის სიმძიმეს. დაპრესილი დენთი პირველ რიგში საშიშია მაღალი წნევის გამოყოფის გამო და ასევე უარყოფითად მოქმედებს სროლის ხარისხზე, რადგან გასროლისას დეფორმირდება საფანტის მეტი ოდენობა და მაღალი წნევის გამო ხდება საფანტის გაბნევაც. მეორე ის არის რომ დენთზე უნდა დაიდოს 2-3 მილიმეტრის სისქის მუყაოს საცობი, რათა მოხდეს დენთის გაზების მაქსიმალური ჰერმენტიზაცია. რაც დადებითად მოქმედებს საფანტის საწყის სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში საერთოდ თუ არ დავადებთ დენთზე მუყაოს საცობს უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ იქნება, მაგრამ საფანტის სიჩქარეზე და მის დაჯგუფებაზე უარყოფითი გავლენა რომ ექნება ამას ბევრი მტკიცება არ უნდა. მესამე, ასევე შიძლება ითქვას პიჟებზე, რომელიც უდა მოთავსდეს დენთზე დადებული მუყაოს საცობის შემდეგ. თუ არ გამოვიყენებთ შესაბამისი დიამეტრის და სიმაღლის საცობებს, მხოლოდ ასევე უარყოფითი გავლენას მოახდენს გასროლის ხარისხზე რაც აისახება ასევე საფანტის სიჩქარეზე და საფანტის დაჯგუფებაზე. მეოთხე, თუ საფანტი არ იქნა სტანდარტული და არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამ შემთხვევაშიც არ უდა გვქონდეს დიდი წაემატების იმედი სრულფასოვანი გასროლის.თუ საფანტის ბურთულები მრგვალი არ არის და არ გააჩნია შესაბამის სიმკვრივე ძალიან უარესდება სფანტის დაჯგუფების ხარისხი. რბილი საფანტი სავაზნიდან ლულის არხში გადამავალ კონუსში გადასვლისას ტოვებს ბევრ ნადებს, რაც ყოველი შემდეგი გასროლის ხარისხს აქვეითებს და იწვევწს უფრო და უფრო მეტ საფანტის დეფორმაციას.

 

Untitled-59.jpg

საფანტის დიამეტრი 35 მეტრზე შეადგენს 2 მეტრს და სიგრძეში იწელება 6-დან 8 მეტრამდე. თუ საფანტი უხარისხოა და ერთმანეთში შერეულია სხვადსახვა დიამეტრის საფანტი მისი დიამეტრი და სიგრძეზე გაწელვა უფრო იზრდება, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს პროცენტულ დაჯგუფებაზე. მეხუთე, სასურველია მასრის თავის ჩაკეცვა მოხდეს ვარსკვლაური ჩაკეცვით, რაც 4-5 %-ით ზრდის საფანტის დაჯგუფებას, ვიდრე საფანტზე მუყაოს საცობის გამოყენებისას. ვაზნის უხარისხოდ დატენვის ყველა პროცესი პირდაპირ აისახება უარყოფითად საფანტის ჭრაზე, სიჩქარეზე და დაჯგუფებაზე, რაც მაქსიმალურ მანძილზე კი არა საშუალო მანძილზედაც არ იქნება შესაძლებელი იმ ოდენობის საფანტის მოხვედრის რაც საჭიროა კონკრეტული ცხოველის ან ფრინველის ეფექტურად დაზიანებისთვის. თოფში რა ვაზნაც არ უნდა ჩავდოთ მთავარია ხარისხი და ის საშიში არ უნდა იყოს თოფისთვის, თორემ სროლით ყველანაირი ვაზნის სროლაა შესაძლებელი.


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37869 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლეგიონერებო!თქვენი  სურვილის შემთხვევაში ,ჩვენი პარტნიორი  სამონადირეო მაღაზიების მხრიდან ,  არის შესაძლებლობა სანადირო სეზონისათვის ერთიანად იქნას შეძენილი 9,5   10   11 ნომერი ვაზნები28-32 გრამიანები .საორიენტაციოდ (შეკვეთის რაოდენობიდან გამომდინარე) დისკაუნტი შეადგენს 15 %

სავარაუდო ფასი ქარხნული ვაზნებისა იქნება 45 თეთრი.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამოწეროთ სავარაუდო რაოდენობები და , მოხდება ერთიანი შესყიდვა.

ბაბუ ......700 ც

გუგა ......700ც

გორდა...700ც

ზაზა .......300 ც (11 ნომერი 32 გრამი)

..........


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
შარშანდელიც მაქვს და საღამოს დავწერ რაოდენობას..რამდენის დამატება დამჭირდება.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

სადაა მაგდენი მწყერიიი?  :0024: მე ვაფშე ფაფუ მაქვს სამწყერე.  გახსნისათვის  და შემდგომი რამოდენიმე გასვილსთვის ალბათ 100 ცალს ავიღებ და რომელი ვაზნებია ბაბუუ?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37869 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვადასხვა....


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
100-150 ვაზნას მე ავიღებ. ისე კაი იქნება მანამ თუ გავტესტავთ რამოდენიმე ფირმას და რომელიც მოგვეწონებოდა ავიღებდით...

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37869 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მიდი და ჩვენც გავითვალისწინებთ. ისე თარხანა აპირებს ამ დღეებში თავისი თოფის დატესტვას , და ს კააპერირუიწეს ბრატცი.


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
global armsis magaziashi gvaq es skidka???

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37869 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ დაგვჭირდა გვექნება.... ;)


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
ანუ ეს 15იანი გლობალ არმსში მოიაზრებოდა თუ სხვაგან? რომელ თოფს ტესტავს? ჩემი ფენომაც კაი იქნება რო დავტესტოთ მარა ვერ დავამთხვევ ალბათ ჩემ დასვრნებას...

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4208 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ლეგიონერებო!თქვენი  სურვილის შემთხვევაში ,ჩვენი პარტნიორი  სამონადირეო მაღაზიების მხრიდან ,  არის შესაძლებლობა სანადირო სეზონისათვის ერთიანად იქნას შეძენილი 9,5   10   11 ნომერი ვაზნები28-32 გრამიანები .საორიენტაციოდ (შეკვეთის რაოდენობიდან გამომდინარე) დისკაუნტი შეადგენს 15 %

სავარაუდო ფასი ქარხნული ვაზნებისა იქნება 45 თეთრი.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამოწეროთ სავარაუდო რაოდენობები და , მოხდება ერთიანი შესყიდვა.

ბაბუ ......700 ც

გუგა ......700ც

გორდა...700ც

მეტეორა... 200ც (30გრამიანი 10 ნომერი)

devi 200 ც (32 გრ 9.5 და 10 ; 100-100)

ზაზა  300 ც ( 32 გრამიანი 11 ნომერი)

..........


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37869 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯამში 2300ც


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
200 cali minda me ...,100 cali...9.5 nomeri...32 gramuanebi tu aris.
ds 100 cali 10 nomeri..

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4208 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ბაბუ სულ 2500 ცალი გამოვიდა

 

 

რავიცი მემგონი ყველამ ნახა ეს პოსტი და ტყვიების ყიდვას თუ არ აპირებენ არ ვიცი , ან უკვე ნაყიდი აქვთ და არც აქტიურობენ .

 

ბაბულიკო რომ დაბრუნდები პუტიოვკიდან მივხედოთ მაგ ამბავს და დავაზაკაზოთ 2500 ცალი ვაზნა და შემდეგ გავინაწილებთ 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1108 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

მე რომ 16კალიბრი მაქ რა მეშველება?????







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?