Jump to content


ამ თემას აქვს 34 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

user_popup.png

საკვებად ვარგისი სოკოები



სოკო არის მცენარე რომელის მოპოვებასაც ხშირად არანაკლები აზარტი აქვს ნადირობასა და თევზაობაზე

წყარო:monadire.ge
.ალბათ დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც აქვთ სოკოს ძებნისა და მოგროვების გამოცდილება. მსურველმა აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს შხამიანი და ვარგისი სოკოს ცნობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხით დაემუქროს.
სოკო იზრდება მიცელიუმზე რაც მისი ფესვის მაგივრობას წევს .გამრავლება კი იმავე სპორებით ხდება.ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ქუდ-ფეხიანი სახეობები რომელთა რაოდენობა ხუთასზე მეტ ჯიშს მოიცავს . ამათგან მხოლოდ რამოდენიმე ათეულია საკვებად ვარგისიანი. ოც სახეობამდე კი შხამიანი და მისი გამოყენება საკვებად კატეგორიულად მიუღებელია.
არის სოკოები რომლებსაც გადატეხვისას თეთრი ფერის რძისმაგვარი სითხე გამოსდის და ნელნელა ფერის ცვლას იწყებს ,( მაგ:არყა და მჭადა) ეს საშიში არ არის გამომდინარე იმიდან რომ ასეთი სახეობები შეიცავენ ქრომოგენებს.
სოკოს იყენებენ მოხარშულს ,შემწვარს, გამშრალს და დამწნილებულსაც კი.რამოდენიმე სახეობის მირთმევა შეიძლება უმადაც(მაგ : ქამა,ნიყვი)

bng4p.jpg


არის შემთხვევები როცა საკვებმა სოკომაც გამოიწვია მოწამვლა.ზოგჯერ ეს გამოწვეულია თვით სოკოს ტოკსინებით ზოგჯერ კი თვითონ მომხმარებლის ორგანიზმს უჭირს სოკოს გადამუშავება(შეგახსენებთრომ სოკო ძნელად მოსანელებელი პროდუქტია) .
მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარება აუცილებელია.!!! თუ მოწამლულს უცივდება კიდურები აქვს თავბრუსხვევა , ღებინების შეგრძნება , მაჯის ცემის შენელება , ბინდი თვალებზე , კუჭის უეცარი აშლილობა აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ამორეცხვები თბილი წყლით , როგორც კუჭის აგრეთვე ნაწლავების. მივცეთ რძის პროდუქტები(სასურველია ყველი) შემდეგ კი გადავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.
მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს რომლებიც პირველად აპირებენ გასვლას სოკოს მოსაპოვებლად!პირველი ვიზიტი ტყეში ამ საქმეში გამოცდილ პარტნიორთან ერთად გააკეთონ . ამით აიცილებთ გაუთვალისწინებელ შედეგებს.
წარმატებებს გისურვებთ ბუნების მოყვარულებო ამ ძალიან აზარტულ და საინტერესო სახეობაში.თან სოკოს მირთმევა ხომ დაუვიწყარი სიამოვნებაა!
ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ საკვებად ვარგისიან სოკოს სახეობებს
სოკოები, (Mycetes ანუ Fungi), ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. ობის სოკოები, სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს - ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.

aq8uw.jpg
ნიყვი(სოკოწითელი)

საუკეთესო ხარისხის საჭმელი სოკოა.იზრდება წიფლნარში მუხნარში(აგვისტო სექტემბერში) და იშვიათად გვხვდება სხვა ფოთლოვან ტყეებში.ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე.ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია,ფეხი ღია ყვითელი,ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია.ძირში კი თეთრი თოფრაკია.ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება.
დიდი რაოდენობით მოიპოვება დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა- ლეჩხუმში და ოკრიბაში.
მიირთმევენ ახალს , ძირითადათ შემწვარს.
qeety.jpg

მიქლიო (ქათმისბარკალა)



გემრიელი სოკოა .იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში.ზაფხულზე და შემოდგომაზე.უყვარს ტყის ნაკადულების განაპირა ნეშომპალიანი ადგილები.ძირითადად საქართველოში გვხვდება ყვითელი ან ღია სტაფილოსფერი შეფერილობის . აქვს წაგრძელებული ძაბრისებური ფორმა და შენიკბული ქუდი . ქუდის ზომა აღწევს ათ სანტიმეტრამდე . აქვს სამკურნალო თვისებები და იყენებენ ფარმაციაში.
მიირთმევენ ახალს , დამუჟუჟებულს და შემწვარს
yxvdq.jpg
წითლუა( ბღავანა)


ეს სოკო თეთრი ფეხითა და წითელი ქუდით გვხვდება როგორც შერეულ ასევე წიწვოვან ტყეებში. ქვემოდან თეთრია . ამოდის ვაკე ნოტიო ადგილებში ერთეულებად.გემრიელი სოკოა,მაგრამ ხშირად მატლით დაზიანებულს შეხვდებით.
იყენებენ შემწვარს სხვა ხრაშუნა სოკოებთან ერთად. ამზადებენ მწნილადაც.
9rmj7.png
არყა



არყა განეკუთვნება რძიანა სოკოების კლასს.ის არის თეთრი ფერის, ქუდი ახლად ამოსულს აქვს ქვემოთ ოვალურად დაზნექილი. ზრდასრულს კი ზემოთ მიშვერილი და ძაბრისებური.ქვემოდან მჭიდროთ განლაგებული ფირფიტებით ხასიათდება.გადატეხვისას ჟონავს რძისმაგვარი სითხე რომელიც დროდადრო ღებულობს მოლურჯო ან ცისფერ ფერს ,მოგვიანებით კი მუქი ყავისფერი ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში თითქმის ყოველგვარ პირობებში.არის მწარე გემოსი,მაგრამ ამ ნაკლის მოცილება ორჯერ მოხარშვით შეიძლება და ამის შემდეგ არყა ხდება ძალიან სასიამოვნო გემოს საკვები.მოხარშულს წვავენ და აწყობენ ქინძძმარში. ხრაკავენ ხახვთან ერთად და ამწნილებენ კიდევაც.გვხვდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
qmu45.jpg

მჭადა (ჭეჭკეტა)



მჭადა სოკო განეკუთვნება რძიანა სოკოებს და არის ძალიან გემრიელი პროდუქტი. ამოდის ზაფხულზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ხავსიან წითელმიწა ადგილებში.ხშირად გვხვდება იელისა და შქერის ბუჩქების ჩრდილებში.ასევე იზრდება წიწვოვან ტყეშიც.
მჭადას ღია მოყავისფრო ან ნარინჯისფერი ქუდი და ძირი აქვს.ქვემოდან თხელი ფირფიტებია განლაგებული რომელიც თვით სოკოს ფერია(ოდნავ ღია). ქუდი ლორწოიანია და სრიალა.გდატეხვისას გამოყოფს მოყავისფრო ნარინჯისფერ რძეს. ამზადებენ პომიდვრით და ხახვით,იჭმევა უმადაც, შემწვარიც და დამუჟუჟებულიც საუკეთესოა
2fdpy.jpg
ქამა ( შამპინიონი)



ქამა სოკო საქართველოში ძალიან ცნობილი სოკოა. როგორც ვიზუალურად აგრეთვე თავისი გამორჩეული სუნით და არომატით.იზრდება ძირითადად მინდვრებში და ტყის განაპირა მოლებზე.ცოტა რაოდენობით გვხვდება ტყეებში.წარმატებულად მოჰყავთ სასათბურე მეურნეობებშიც.
ქამა თეთრი სოკოა , ქუდი და ძირი თეთრი ფერისაა , ხოლო ქვემოდან განლაგებული მჭიდრო ფირფიტები მოყავისფრო მელნისფერია , ძველი კი მუქი ყავისფერი. ქამას რამოდენიმე სახეობა არსებობს : მინდვრის , მოლის და გიგანტური ქამა.გიგანტურ ქამას იმერლები წერესტოს ეძახიან.ქამას ქუდის ქვემოთ ძირზე აქვს თხელი არშია შემოყოლებული,ზოგჯერ ორიც.
ამზადებენ ბევრ სხვადასხვა კერძს , სალათებს , შემწვარს და ქუდის კან გაცლილს მიირთმევენ უმადაც.ძალიან გემრიელი და უწყინარი სოკოა
fko9p.jpg
ენა სოკო



იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ზაფხულიდან დაზამთრებამდე.აქვს მოგრძო ტანი რომელიც ზედა ნაწილში მსხვილდება ,ძირში წვრილია და ოდნავ უხეში. სიგრძე 10 სანტიმეტრამდე აღწევს ,სიმსხო კი 1 სანტიმეტრადე დიამეტრში.ამოდის პატარა ჯგუფებად. თავიდან კრემისფერია,შემდეგ მოყვითალო და ბოლოს ნაცრის ფერში გადადის.გემრიელი სოკოა .გამოიყენება ახალი
i9zss.jpg
მტრედიო


მტრედიო გემრიელი საკვები სოკოა.იზრდება ფოთლოვან ტყეებში,უყვარს შემაღლებული ბორცვაკები .ქუდი 8-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა,ფეხი 5-7 სანტიმეტრს აღწევს სიგრძით. ქუდის ფერი მომწვანომონაცრისფროა რომელიც ზოგჯერ ძალიან მკრთალია. ქვემოდან ფირფიტები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ახალი ქუდი შეზნექილია და შემდეგ კი გაშლილი.ცვარიანში ქუდი სრიალა და ლორწოვანია. არ გამოირჩევა მკვეთრი სოკოსთვის დამახასიათებელი გემოთი. ოდნავ მომწარო გემოსია.კარგია შემწვარი და დამწნილებული.
wmdrj.jpg
დათვა სოკო



დათვა სოკო ძირითადად წიწვოვანი ტყეების მოყვარულია მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებშიც.ქუდი სქელი და მრგვალი ფორმისაა ფეხი კი მსხვილი და ქუდისაკენ ოდნავ შევიწროებული. ქუდის ფერი მურა ფრისაა ახალი ღია ყავისფერი ან წაბლისფერიც შეიძლება.იზრდება დიდი ,ქუდის დიამეტრმა შეიძლება 30 სანტიმეტრამდე მიაღწიოს.ქვემოდან ჰიმენოფორითაა დაფარული რომელიც თეთრიდან დროთა განმავლობაში მოყვითალო მომწვანო ფერის ხდება. ძვირფასი საკვები სოკოა იზრდება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლი.გამოიყენება მრავალი მომზადების წესით.
94e5l.jpg
ირმის რქა



საჭმელი სოკოა ,იზრდება ზაფხულის განმავლობაში ფოთლოვან ტყეებში.ყვითელი ფერისაა და გვხვდება თეთრი ოდნავ მონაცრისფროც. ძალიან დატოტვილია წვრილი ამონაზარდებით ,ფესვი კი ერთიანი და მკვრივია.იზრდება ინდივიდებათ რომელიც ერთ ტერიტორიაზე შესაძლებელია მრავლად იყოს. საკვებად გამოიყენება მხოლოდ ახალი.ძველის ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს . რადგან დაძველებულს წამონაზარდები უჭკნება და ობის დიდ რაოდენობას აგროვებს.
iso7t.jpg
მანჭკვალა


მანჭკვალა გემრიელი და უწყინარი საჭმელი სოკოა. ამოდის ზაფხულის ბოლოს ფოთლოვანი ხის დამპალ ნაწილებზე და ფესვებზე. ქუდი 3-10 სანტიმეტრი სიფართისაა,ფეხი წვრილი 7-15 მილიმეტრის.ფეხი მიწისაკენ მუქი ყავისფერია ,ქუდისაკენ კი ღიავდება.ქვემოდან ფიფრფიტები დაცილებულია ერთმანეთისაგან 1-2 მილიმეტრით. არის მოყავისფრო მოყვითალო ფერის .მუხის ან წაბლის ხეზე ამოსული მოშავო მოლურჯო ფრი გადაჰკრავს.ფეხზე ქუდთან ახლოს შემოყოლებული აქვს თხელი არშია. ახალი ამოსული ნახევარსფეროსებრია და ფეხთან მიზრდილია. რბილობი თეთრი ფერისაა გადატეხვისას . იყენებენ ახალს , მოხარშვის შემდეგ შემწვარს და ახმობენ კიდეც.
dhm3n.jpg
კალმახა (ხეთამხალი)



კალმახა ერთერთი საუკეთესო საკვებად ვარგისი სოკოთაგანია.ამოდის გადაჭრილი ფოთლოვანი ხის ძირებზე ჯგუფურად შემოდგომაზე.ქუდი 5-15 სმ-ია.ფეხი ქვემოთ ვიწრო და ქუდისაკენ თითქმის ქუდის ზომის. ზემოდან მუქი ნაცრისფერია მომწვანოც გადაჰკრავს ხოლო დიდი უფრო ღიავდება და მოყვითალო მონაცრისფრო ხდება.ფირფიტები თეთრი ფერისააქვს და ერთმანეთს დაცილებული. ადვილად მოსაყვანი სოკოა სასათბურე პირობებშიც.კარგი პირობების შექმისას 1 კგ მიცელიუმი იძლევა 70 კგ-მდე ნაყოფს. იყენებენ როგორც ახალა აგრეთვე გამხმარს და დამწნილებულს. არ გამოირჩევა მძაფრი სოკოს არომატით.
0utrv.jpg
შავჩოხა



საკვებად ვარგისი სოკოა. იზრდება შემოდგომაზე წიწვოვან ტყეებში ნიადაგზე მოფენილ წიწვეში ან ხავსიანი საფარის ქვეშ.განსაკუთრებით მრავლად გვხვდება ფიჭვის ტყეში. მცირე ზომისაა ,ქუდი 3-7 სანტიმეტრის დიამეტრისაა ფეხი კი 7-10 სანტიმეტრი სიგრძისა და 1-1.5 სანტიმეტრი სიმსხოსი. ზემოდან ქუდი შუა ნაწილში ამოზნექილია და ნაცრისფერია,ქვემოდან კი თეთრია და ერთმანეთზე 2-3 მილიმეტრით დაცილებული ფირფიტები აქვს . ფეხიც მოთეთროა. სოკოს სუნი მკრთალი და ნაზი აქვს. ამოდის ინდივიდებად ,ერთ უბანზე შესაძლებელია იყოს მრავლად.კარგი სოკოა ოდნავ მომწარო გემო აქვს .ამის გამო ხარშავენ და შემდეგ წვავენ ან კაზმავენ მოხარშულს. გამოიყენება დამწნილებულიც.
 
0
9ry2h.jpg

ღვინიო

ღვინიო ისევე როგორც ზემოთჩამოთვლილი სოკოები გემრიელი საკვებად ვარგისი სოკოაღიზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. ქუდი 5-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა , მრგვალი და კიდეებზე ოდნავ მოხვეული.მონაცრისფრო მომწვანო ანიისფერი ჩრდილიც გადაჰკრავს. ნამიანზე წებოვანია .ქვემოდან კი ხშირი ფირფიტები აქვს და თეთრი ფერისაა.ფეხი 1-3 სმ დიამეტრის და 10-12 სანტიმეტრი სიგრძისაა,ისიც თეთრი ფერისაა. მტვრევადი სოკოა მსუბუქად გამოკვეთილი სოკოს სუნით.იყენებენ შემწვარს ,დამწნილებულს და სხვადასხვა სანელებლებით მომზადებულს.
17kac.jpg
გიგანტური ფშუკუნა

(Langermannia gigantea)
Головач гигантский

ამ სოკოს შეხვდებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, იზრდება მთის ტყეებსა და სუბალპურ მდელოებზე. მისი გამოყენება საჭმელადაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ნორჩობაში და ისიც ახალმოკრეფილი.

დიდი ზომისაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. ეს იმიტომ, რომ მომწიფებული სპორები გადმოიყაროს. ახასიათებს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.nh74e.jpg
არყის სოკო

(Polyporus betulinus), სახეობა აბედა სოკოების ოჯახისა. იზრდება მხოლოდ არყზე. ნაყოფსხეული ერთწლიანი, ბალიშის ან ცხენის ფლოქვის ფორმა აქვს, ზოგჯერ ცილინდრს ან ზარს წააგავს. გამხმარი რბილობი კორპის კონსისტენციისაა. ძველად საქართველოში მისგან სათამაშო ბურთებს თლიდნენ.tbk9j.jpg
ზამთრის სოკო

(Flammulina velutipes), ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. აქვს 2-5 სმ დიამეტრის ქუდი — შიშველი, ლორწოიანი, ყვითელი, შუაში მურა. ფირფიტები თეთრრია, მოყვითალო ფერი დაჰკრავთ. ფეხი წვრილი, ხრტილოვანი, ზემოთ მოყვითალო, ძირში მუქი მურა და შებუსვილია. იზრდება ჯგუფურად გვიანი შემოდგომიდან (ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში), ხარობს გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი ვერხვსა და ტირიფზე. საჭმელად იხმარება ახალი
middl.jpg
ორსპორიანი ქამა

(Agaricus bisporus)

ქუდი 5-10 სმ დიამეტრისაა, ნახევარსფეროს ფორმის, კიდეები შეკეცილი, ფერი იცვლება ნაცრისფერ-თეთრიდან ნაცრისფერ-ყავისფრამდე, თავიდან ქუდი მიერთებულია ფეხთან ზრდის პროცესში მიერთების ადგილი იხევა

და ქუდის კიდეებზე ნაფლეთებივით, ხოლო ფეხზე საყელოს სახით რჩება. ფირფიტები აქვს ხშირი, თავისუფალი, ნორჩობაში მოვარდისფრო, ზრდასრული მუქი ყავისფერია.

ფეხი 3-6 სმ სიგრძისაა, სისქით კი 1-2 სმ-ია, თეთრია, თანაბარი სისქისაა, ზოგჯერ ძირში გაგანიერებული,ნორჩობაში საყელო ქუდის მხარესაა ატრიალებული,სქელია, ადვილად სცილდება.


რბილობი თეთრი ფერისაა, გადატეხისას ხდება ვარდისფერი ან ღია წითელი. ახასიათებს სოკოს სუნი. იზრდება ნიადაგზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, საჭმელი სოკოა, ხდება მისი ხელოვნური მოშენება.
2fsz8.jpg
წეროსწვივა

(Macrolepiota procera)

ქუდი 10-15 სმ დიამეტრისა ჯერ კვერცხის ფორმისაა, ფეხთან მიბმულია რგოლით, ზრდასრული გაშლილია, შუაში მუქი ფერის ბორცვაკით, დაფარულია მურა ქერცლებით.

ფეხი 15-30 სმ სიგრძისაა და 2-4 სმ სისქისაა, შუაში ფუღუროა, ძირში გამსხვილებულია, დაფარულია მუქი-მურა ქერცლებით, მოთეთროა, შემდეგ კი ღია მურა, საყელო მაგარია, მოძრაობს ფეხთან მიმართებაში, ქუდის მხარეს თეთრია, ფეხის მხარეს მურა.


რბილობი თეთრი, სოკოს სასიამოვნო სუნით, იზრდება ნიადაგზე ტყის პირას და მდელოზე, ზაფხულ- შემოდგომით. საჭმელად გამოიყენაბა მხოლოდ ახალი.
ybhbr.jpg
დუმასოკო

(Suillus granulatus)


ქუდი 2-10 სმ დიამეტრისა, ნორჩი ნახევრად სფეროსებრი ფორმის შემდეგ გაშლილი, თავიდან მოწითალო-მოყავისფრო, ზრდასრული მოყვითალო, ლორწოვანი ზედაპირით. ჰიმენოფორი ღია ყვითელიდან მუქ ყვითლამდე იცვლება. გამოჰყოფს ღია ფერის სითხეს წვეთების სახით, რომლიც შემდეგ ფორებსა ფეხის ზედაპიზე ტოვებს შავი ფერის მარცვლებს.

ფეხი 4-7 სმ სიგრძისაა, 1-2 სმ სისქის, ცილინდრული ფორმის, მოყვითალო, დაფარულია შავი მრცვლებით.


რბილობი ხორციანი მოვითალო-თეთრი, გადანაჭარზე ფერს არ იცვლის, აქვს სოკოს დამახასიათებელი გემო. იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში. საჭმელად კარგი სოკოა. სასურველია საკვებად მიღებამდე კანის გადაცლა.
g4otd.jpg
რცხილისძირა


(Leccinum griseum)

ქუდი 4-12 სმ დიამეტრისა, ჯერ ნახევარსფეროს ფორმისაა, შემდეგ ბალიშისებრია, ნესტიან ამინდში ცოტა წებოვანია, ზრდასრულობაში უმეტესად დახეთქილი და დაჭმუჭნული ზედაპირით, ნაცრისფერ ყავისფერი, შემდეგ კი ხშირად მოშავოა, კიდეების მხარეს ზოგჯერ მოყვითალო. ჰიმენიალური შრე ჯერ თეთრია შემდეგ ნაცრისფერი.

ფეხი 5-15 სმ სიგრძისა დიამეტრი 0,8-1,5 სმ-ია, ცილინდრული ფორმის, ქუდის მხარეს ვიწროვდება, ძირითადი ფერი თეთრია, დაფარულია მოშვო, მოგრძო ქერცლებით, გაჭრისას, განსაკუთრებით ძირის მხარეს, შავდება.


რბილობი მკვრივი, ელასტიურია, ფეხში უფრო ძარღვიანია, თეთრია, გაჭრისას ჯერ იასამნისფერი შემდეგ შავდება. აქვს სუსად გამოხატული სოკოს არომატი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, სადაც რცხილაა შერეული, ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე. კარგი საჭმელი სოკოა.
l9dt2.jpg
მუხისძირა

(Boletus luridus)


ქუდი 3-15 სმ დიამეტრისაა, ნორჩობაში ნახევარსფეროს ფორმისაა, შემდეგ ბალიშისებრი, მომწვანე-მურა, მოყვითალო-მურა, მონაცრისფრო-მურა, ხელის დაჭერისას ლურჯდება. ჰიმენოფორი პატარა ნასვრეტებით, ნორჩობაში მოყვითალო-მოლურჯო, შემდეგ მოწითალო.

ფეხი 5-15 სმ სიგრძისაა, 2-5 სმ სისქის, ძირისკენ გამსხვილებული, მოწითალო-მოყვითალო ადგილებით. ახასიათებს მოგრძო ყულფებიანი ბადე.


რბილობი მკვრივია, ხორციანი, ყვითელი, გადანაჭერზე (ჰაერის ზემოქმედებით) სწრაფად ლურჯდება იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, ზაფხულობით და შემოდგომით. ჭამამდე აუცილებელია 15-17წუთი იდუღოს, ნადუღი წყალი გადაიღვაროს. ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.
3l7t9.jpg
ხარისფაშვა

(Morchella conica)


ქუდი 3-5 სმ დიამეტრის და 5-7 სიმაღლის, კონუსური ფორმისაა, ზედაპირი დაფარულია მოგრძო ნაოჭებით, კიდეები შეზრდილია ფეხთან, მოყავისფრო-მოშაოა, იმავე ფერის ან უფრო მუქი ფერის ნაოჭების კედლებით.

ფეხი ცილინდრული ფორმისაა, ფუყე, თეთრი ფერის. იზრდება ტყეებში, ჭალებში, არ გვხდება ჯგუფებად, ძირითადად გაზაფხულზე. პირობითად საჭმელი სოკოა. საკვებად მიღებამდე უნდა დაიჭრას წვრილად და იდუღოს 15-17 წუთი, ნადუღი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.
zif4u.jpg
ჯგუფურა


(Lyophyllum decastes)


ქუდი 5-10 სმ დიამეტრისაა, ბტყლად ამოზნექილი, არასწორი, მშრალი ზედაპირით, მონაცრისფრო-ყავისფერი. ფირფიტები. შეზრდილია ან >დაღმავალი, ჯერ თეთრი, შემდეგ მოყვითალო.

ფეხი 5-12 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისა, ცილინდრული ფორმისაა ზოგჯერ ძირისკენ მსხვილდება.


რბილობი თეთრია, გემო და სუნი სასიამოვნო აქვს. იზრდება ტყის პირებზე, მინდვრებზე, ჯგუფურად, ზაფხულსა და შემოდგომაზე. საჭმელი სოკოა.
wxw1j.jpg
ირმისტუჩა

(Hydnum repandum)

ქუდი 4-10 სმ დიამეტრისაა, ნორჩი ამობურცულია, ზრდასრული შუაში ჩაზნექილი, უმეტესად არასწორი, მოყვითალო-მოვარდისფროა, ქუდის ქვემოთა მხარეს აქვს ეკლის მსგავსი წანაზარდები რომლებიც მიმართულია ძირის მხარეს. უმეტესწილად ქუდის ფერია.

ფეხი 2-5 სმ სიმაღლის და 1-2 სმ სიგანისაა, ცილინდრული, ექსცენტრული, თეთრი ან მოყვითალოა, ძირისკენ უფრო მუქია.

რბილობი მვრივი, ადვილად მტვრევადი, ღია ფერის აქვს. განსაკუთრაბული არომატის გარეშე. სიბერეში ცოტა მაგრდება და ოდნავ მწარდება. საჭმელი სოკოა. საკვებად გამოიყენება ახალი.
uzpyp.jpg
ნაბადასოკო

(Lactarius torminosus),

ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ვარდისფერია, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ჩაღრმავებული. ზედაპირი დაფარულია მატყლისებრი ბოჭკოებით, კიდეები შეკეცილია, უფრო ღია ფერისაა და ბუსუსიანი, აქვს წითელი კონცენტრული ზოლები. ფირფიტები თეთრი ან მოვარდისფროა. ფეხი მეტწილად ქუდის ფერია. დაზიანებისას გამოყოფს თეთრ, ძალიან ცხარე წვენს. უფრო არყნარში იზრდება ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული. საჭმელად იხმარება დამწნილებული.
uae4e.jpg
სავარცხელა სოკო

(Lacturius vellereus),

ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მთლიანად თეთრია, ქუდის დიამეტრია 10-20 სმ. თავდაპირველად ბრტყლად ამოზნექილია, შემდეგ — ძაბრისებრი, მშრალი, თხლად შებუსული, კიდეებშეკეცილი. ფირფიტები მოყვითალო-თეთრია, ფეხი — მოკლე და მსხვილი. შეიცავს მწვავე თეთრ რძეწვენს. იზრდება ჯგუფურად ფოთლოვან ტყეში ივლისიდან ოქტომბრამდე. საჭმელად ვარგისია დამწნილებული
2l8r2.jpg
ბღავანა

(Russula emetica)

ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ბრტყლად ამოზნექილი ქუდი მოწითალო-ვარდისფერი ან წითელია. ზედაპირი ზოლიანკიდეებიანია, მშრალი და პრიალა. რბილობი თეთრია. მოყვითალო თეთრი ფირფიტები დროთა განმავლობაში ყვითლდება. ფეხი — თეთრი, ცილინდრულია. იზრდება ერთეულ ეგზემპლიარებად ტენიან ფოთლოვან და წიწვიან წტეებში. საჭმელად მხოლოდ დამწნილებულს იყენებენ
მინდვრის სოკო

mindvris_soko_Clitocybe-nebularis_mondir


ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, სქელრბილობიანი, ღია ან მუქი ნაცრისფერი. თავდაპირველად მშრალი ფიფქოვანი ზედაპირი აქვს, შემდეგ კი — შიშველი. ფირფიტები მოთეთროა, შეზრდილია ან ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი. აქვს თეთრი ფეხი, რომელიც ძირში ბოლქვივითაა გამსხვივებული. იზრდება ტყის მდელოებზე, მინდვრებსა და საძოვრებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზოგიერთს იმეორებს , მაგრამ არა უშავს. ერთადაა თავმოყრილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი რამეა სოკო..იფფფფფ ..დავკრიფოდ ერთხელ ვინც იცით თან გვასწავლეთ

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სოკო კარგია , გემრიელი ტაფაზე :)  :ki:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

სოკოს დიდი მოყვარული არ გახლავართ თუმცა ბუნებაში გასულ, დაღლილ, მშიერ ადამიანს ავსებს მთლიანად: ტყეში, ხმელი ხის ტოტებისგან დაყრილ ნაკვერჩხალზე შემწვარი, მარილ მოყრილი   :0060: უფფფფ იცოცხლეეეთ :)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვახ რა გემრიელობას ყვები? მე ჩემის მხრივ ნიყვი დამიმატებია. ...რაჭა -ლეჩხუმში, მაღალმთიან იმერეთში..... მარა აგვისტოშია მგონი? ეგ აღარ მახსოვს. მაგის ცნობა კარგად ვიცი....

აბა ამაზე რას იტყვით?

 

39996568_1152436981576252_66510635915353fbimages.png

 

.

.

39914703_1152437208242896_37469081144530fbimages.png

 

.

39891549_1652550104874396_69714868778743fbimages.png

 

.

.

39891348_1652550188207721_54710538656316fbimages.png

 

.

 

39869032_1652550331541040_25185272900406fbimages.png

.

 

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Mariashamariko

Mariashamariko

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 3 პოსტი
ირმისტუჩა სოკოს ორეული თუ ჰყავს???
legion.ge-1210-1535372053.jpglegion.ge-1210-1535372079.jpg

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვაახ კაცოუ. ე.ი. მუშაობას არ გაცდიან რაა.ისეთ გემრიოლებს დებთ რო მერე ვეღარ მუშაობს კაცი და სულ ჭამა-სმაზე გადადის :)


დუდუ

LEGION.GE


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

სოკოს მეც კარგად ვცნობ.. ა ძმაო . არც მოგწამლავს არც არაფერი. ვადა შეამოწმე მარტო.

 

legion.ge-837-1535373187.jpg


legion.ge-837-1527156940.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

რა მიშვებით კაცოოუ.:)

ისე შამპინიონი მევასება მაგრად.კაი სულგუნის შიგთავსით.

იფ იფ იფ იფ იფ იფ.

მამინდა   :D


დუდუ

LEGION.GE


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Mariashamariko

Mariashamariko

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 3 პოსტი
კი ქამა კარგია ნაყიდი,მაგრამ მოპოვებული უფრო გემრიელია

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

კი ქამა კარგია ნაყიდი,მაგრამ მოპოვებული უფრო გემრიელია

გეთანხმებით ბუნებაში მოპოვებულს სულ სხვა გემო აქვს, უმფრო გემრიელი და თითების ჩასაკვნეტი 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გუშინდელი დილის ნადავლი ;)

 

legion.ge-162-1535547253.jpg



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საღოლ რაჭვეეელ. :good:

სად მოიპოვე ამდენი კაცოუუ?  :bravo:


დუდუ

LEGION.GE


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

საღოლ რაჭვეეელ. :good:

სად მოიპოვე ამდენი კაცოუუ?  :bravo:

რიკოთზე იყიდა :)


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?