Jump to content

ბაზალეთის ტბა

ტბა ბაზალეთი საქართველო წყალსაცავი თევზაობა

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_khirimeli_*

სტუმარი_khirimeli_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ამონარიდი ჟურნალ „მონადირე და მეთევზე“ განთავსებული გივი სანდროშვილის სტატიიდან „ბაზალეთის ტბა და ჟინვალი წყალსაცავი“ 1990 წ.


 

ხელოვნური მოშენებით თევზის მარაგი ჩვენს რესპუბლიკაში ყოველწლიურად დიდდება. ამ მიზნით შეიქმნა კოოპერატივები, სათევზაო სატბორე მეურნეობები და დედაქალაქში სულ უფრო ხშირად შემოაქვთ „ცოცხალი“.

თევზის ხელოვნური მოშენება მონდომებით დაიწყეს დუსეთის რაიონშიც. თევზჭერის მოყვარულთა კმაყოფილება გამოიწვია სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის მიმდინარე წლის 20 თებერვლის (N47) გადაწყვეტილებამ, რომ გაუმჯობესდეს რაიონში არსებული წყალსატევების თევზის შევსება და მეტევზე-მოყვარულთა სათევზაო პირობები. როგორც ამ გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სოფელ არაგვისპირის მახლობლად უნდა შექმნილიყო თევზის სატბორე მეურნეობა, რომლის ფართობიც იქნებოდა 25 ჰექტარი. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შარშანვე უნდა შესულიყო შუაფხოს კოლმეურნეობის 20 ტონა წარმადობის საკალმახე მეურნეობა, ამ ორი ობიექტის მშენებლობის გაჭიანურებით მიმდინარე წელს, წინასწარი გამოანგარიშებით, რაიონის მოსახლეობას დააკლდა 50 ტონა თევზი, მომავალში ჟინვალის მახლობლად უნდა შეიქმნას 60 ტონა წარმადობის საკალმახე მეურნეობა, რომელსაც იქვე ექნება ამავე თევზის ლიფსიტების გამოსაზრდელიც.

დუშეთის მონადირეტა და მეთევზეთა საზოგადოებას, ისე როგორც სხვა რაიონების საზოგადოებებს, მონკავშირის პრეზიდიუმი ეხმარება ფინანსურად და ამარაგებს კომბინირებული საკვებითაც (რაც ხელს უწყობს თევზის სწრაფ ზრდას და სუქებას), რომ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით ბაზალეთის ტბაზე (ფართობი 120 ჰექტარი) ყოველგვარი პირობებია შექმნილი სპორტული თევზჭერისათვის. კარგ ამინდში საიდანღა არ მოდიან აქ. განსაკუთრებით შაბათ-კვირაობით არის ხალხმრავლობა. ბაზალეთის ტბა თბილისიდან ახლოა და აუარებელი მეთევზე-მოყვარული მოდის დედაქალაქიდან. მოდიან აგრეთვე მცხეთიდან, გორიდან, კასპიდან... სუფთა ჰაერი, ტბის კამკამა წყალი, მრავალი სახეობის მეტად გემრიელი თევზი და სანაპირო ზოლი ხასხასა მდელო ანდამატურის ძალით იზიდავს მეთევზე-მოყვარულებს. ზოგიერთი ოჯახითაც ამოდის (ვისაც საკუთარი ავტომანქანა ჰყავს) და ისვენებს მთელი დღის განმავლობაში. მერე თუ სურს,ღამიტაც აქვე რჩება. დუშეთის მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებისმეთევზე ეგერი თენგიზ ვარსიმაშვილი მათ უზრუნველყოფს ბინებით, ნავებით...

დუშეთის მონადირეტა და მეთევზეთა საზოგადოების გამგებლობაშია აგრეტვე ჟინვალის წყალსაცავიც, რომელიც მას საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 31 მარტის N142 დადგენილებითგადაეცა. წყალსატევის ფართობი 1130 ჰექტარა. შიგ ბევრია ხრამული და მტკვრის წვერა, მურწა, ჭანარი და კალმახი.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოდა ადრე არ იყო ამის კულტურა და ეხლა გვაქვს.....ეხლა ზრუნავს სახელმწიფო და მთავრობა ამ საკითხების მოგვარებაზე.... :DD


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაზალეთის ტბის ოქროს აკვანი ლეგენდა ბაზალეთის ტბის ძირში დამარხული ოქროს აკვნის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საინტერესოა ამ კუთხით. ოქროს აკვნის არსებობის შესახებ უამრავი მითი არსებობს, თუმცა აქედან ყველაზე გავრცელებული მაინც სამი მათგანია: 1. თითქოსდა ქართლის ერთ-ერთმა მეფემ თავისი გარდაცვლილი ვაჟიშვილის ცხედარი ჩაძირა ოქროს აკვნით იმ მიზნით, რომ მისი ეს ქმედება საუუკუნეებს გადასცემოდა. 2. თითქოს, აღნიშნულ ოქროს აკვანში ამირანი, ანუ პრომეთე გაიზარდა და ღმერთებმა ტბაში იმიტომ გადააგდეს, რომ ამით დაესაჯათ ცეცხლის მომტაცებელი გმირი. 3. მესამე ლეგენდის მიხედვით კი, თითქოს ოქროს აკვანი თვითონ ხალხმა გააკეთა იმ იმედით, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც ეს აკვანი თვითონ ამოვა წყლის ზემოთ და სწორედ მასში გაიზრდება ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ძლიერ ქვეყნად აქცევს. რა თქმა უნდა, ყველა ეს ლეგენდა თავისთავად საინტერესო რამაა, მაგრამ ვერანაირმა მითიურობამ ვერ შეაშინა ისეთი ამბების მოყვარული ადამიანები, რომლებმაც ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში სპეციალურად შეძენილი აკვალანგებით ბაზალეთის ტბის ფსკერის მოკვლევა დაიწყეს, მაგრამ, როგორც ვიცით ყველას ხელი მოეცარა. ამ ამბავმა ლეგენდის მოყვარული ბევრი უცხოელი დააინტერესა. ამიტომ ბაზალეთის ტბაზე შემდეგშიც ახალ-ახალ ოქროსმაძიებლურ ექპედიციებს უნდა ველოდეთ.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?