შეფერილობა: რუხი ან შავი თეთრით გაწყობილი
სიმაღლე მინდაოში: ხვადი: 53-60 სმ. ძუ:51-56 სმ.
წონა: ხვადი:20-27 კგ. ძუ: 16-22 კგ.
წარმომავლობა: ამერიკის შეერთებული შტატები.
მთელ მსოფლიოში მარხილის ძაღლთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ციმბირული ჰასკი. იკი ალიასკაში 1909 წელს რუსმა ვაჭარმა ჩამოიყვანა, ამავე წელს ციმბირში მარხილის ძაღლების შეჯიბრება იმართებოდა. ციმბირულმა ხასკებმა რუს ვაჭართან ერთად მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრებაში და საპატიო მესამე ადგილიც მოიპოვეს. ამის შემდეგ ამ ჯიშით ზამთრის სამარხილე სპორტის მიმდევრები დაინტერესდნენ.
არსებობს თქმულება, რომ მარხილში ჩაბმულმა მალამუტებმა და ციმბირულმა ჰასკებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ალიასკის ერთ-ერთი დასახელება დაღუპვისგან იხსნენ. თქმულების მიხედვით, დასახლებაში მაცხოვრებელ ადამიანებს საშინელი სენი შეეყარათ. დიდთოვლობის გამო გზა ჩახერგილი იყო და ადამიანებს ვაქცინის მოსატანად ერთი დასახლებიდან მეორეში წასვლა არ შეეძლოთ. მათ მარხილში ძაღლები ჩააბეს და ერთი თითქმის მომაკვდავი კაცი ძაღლებს გზის საჩვენებლად გააყოლეს. ოთხ დღეში დასახლებაში ძაღლები ჯანმრთელ ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ, რომელსაც თან სენის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა.
დღეისათვის ჰასკი, თავისი უჩვეულო სილამაზისა და კარგი იმუნური სისტემის გამო, მთელ მსოფლიოში დიდი სიმპათიით სარგებლობს.
დადებითი თვისებები:
- კეთილგანწყობილი;
- მეგობრული;
- ბავშვების მოყვარული
- ნაზი
თავისებურებები:
- ესაჭიროება სისტემატიური ხანგრძლივი სეირნობა (სასურველია ბუნებაში)
- სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია;
- არ გამოირჩევა ოჯახის დაცვის უნარიანობით
გაუმარჯოს,
ეს თემა ვნახე და დავრეგისტრირდი ეგრევე. მე მყავს ციმბირული ჰასკი, რომელიც არის ლაიკის ერთერთი ქვესახეობა. 20 დღის იყო რო მოვიყვანე, ეხლა ორწლინახევრის არის. ორ წლამდე საკუთარ ეზოში მყავდა, მაგრამ მერე გაყიდვა მომიწია ეზოსი და ეხლა კორპუსში მყავს, დიდი აივანი მაქვს და იქ მყავს, თუმცა თავს ძალიან კარგად გრძნობს. კორპუსის წინ დიდი სტადიონია და უკან კიდე პარკია, დილასაღამოს ჩამყავს ხოლმე ხან პარკში და ხან სტადიონზე, ვარბენინებ ხოლმე დაახლოებით 1 საათი, სხვა ძაღლებიც მოყავთ ხოლმე და საკმაოდ კარგად ერთობა. ის საკითხი რომ ლაიკა ცივი ჰავის ძაღლია და საქართველოში ვერ გაძლებს, სიმართლე არაა. მართალია ლაიკა გამოიყვანეს იმენა ცივი ჰავისთვის და უძლებს ძალიან დაბალ ტემპერატურას, მაგრამ მისი ორგანიზმი ისეა აგებული რომ შეუძლია შეეგუოს მაღალ ტემპერატურასაც კი. ლაიკას აქვს სპეციფიკური ბეწვი, რომელიც შედგება ორი ფენისაგან, 1) მაღალი და შედარებით იშვიათი ბეწვი და 2) დაბალი და შედარებით ხშირი ბეწვი. ასევე მათი ბეწვი დაფარულია სპეციალური სითხით, რომელსაც ვერ გრძნობ ხელით მოფერების დროს, თუმცა რეალურად არსებობს, და ეს სითხე ხელს უშლის ტემპერატურის შესვლას და გამოსვლას ორგანიზმიდან. აი მაგალითს მოვიყვან, ციმბირში სადაც ძალიან ცივა იცვავენ ბეწვიან ტანსაცმელს რომ ტემპერატურა არ დაკარგონ, ასევე უდაბნოშიც სადაც ძალიან ცხელა, აქაც სქელ ტანსაცმელს იცვავენ რომ ტემპერატურამ არ შეაღწიოს ორგანიზმში. ლაიკის ბეწვიც ზუსტად ასეა მოწყობილი. დაკვირვებული ვარ, როცა დავბან ხოლმე N რაოდენობით ბეწვი ცვივა და ეგ რისი ბრალია, ანუ ის სითხე შორდება და უკვე ბეწვსაც ვეღარ აკავებს და სანამ თავიდან არ გამოიმუშავებს მაგ სითხეს 1-2 დღე ძანნ ბევრ ბეწვს ყრის. როცა ზრდასრული ლაიკა თბილისში ჩამოყავთ ცივი ქვეყნებიდან, აუცილებლად საჭიროა გაიაროს ადაპტაცია, დაახლოებით ერთი ზაფხული უნდა გამოვატაროტ ასეთ ძაღლს და არ გავიყვანოთ ცხელ ამინდებში სანადიროთ, ხოლო მეორე წლიდან კი ჩვეულებრივად უკვე შეგვიძლია ცხელ ამინდში ვანადიროთ. ერტ შემთხვევას გეტყვით, ტიპმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ორი ძალიან მაგარი დედალ-მამალი და 1 თვეში კახეთში წაიყვანა სანადიროთ ღორზე, ძაღლებმა იდეალურად ინადირეს და მოინადირეს კიდეც ტახი, თუმცა ნადირობის დასრულებიდან 2 საათში ერთი დაიღუპა და კიდე ნახევარ საათში მეორე. ეგონათ გველმა ხო არ უკბინაო, მაგრამ მერე დიაგნოზი დაუსვე - გადახურებულები იყვნენ და გულმა ვერ გაუძლო.
მე ჩემი ჰასკის მინდა რო ვასწავლო ნადირობა მაგრამ გარკვეულ დონეზე. ვიცი რო მაგათი საქმე არ არის ნადირობა, მარხილის ძაღლია, თუმცა რუსეთშიც და ამერიკაშიც ძალიან ბევრი იყენებს ჰასკის სანადიროტ, ხასიათით ზუსტად იგივეა როგორც მონადირე ჯიშის ლაიკები, უშიშარია და იცის როდის უნდა დაზადნოს, ეგ კი არის მონადირე ძაღლის უძაანმაგრესი თვისება. ერტხელ მყავდა სამეგრელოში იხვზე წაყვანილი. ზღვაზე ამყავს ხოლმე ზაფხულში და კოკაკოლის ბოთლში ცოტა წყალს ვასხავ და ვისვრი ხოლმე რაც შემიძლია შორს წყალში, ეს კიდე შერბის ეგრევე და გამოაქვს ჩემტან, თუ დაკარგა ხედვიდან, სანამ არ იპოვის არ გამოდის, ვანიშნებ ხოლმე ხელით საით უნდა ეძებოს და გამოაქვს. ხოდა იხვზე მაინტერესებდა და წავიყვანე კიდეც, თავიდან მოკლული იხვი საჭმელი ეგონდა და გაჭედა, მარა მერე ერთი-ორი მოხვდა ტრაკში და აზრზე მოვიდა, და 2-3 ჯერ გამომიტანა კიდეც, მარა მერე იქ ისეთი ამბავი იყო, 1000 კაცი ნადირობდა, შევეშვი, რაც მაინტერესებდა ის გააკეთა და მე დამაკმაყოფილა. მეუბნებიან დათვზე და ღორზე გაიყვანეო, მაგრამ არ გამყავს ერთი მიზეზის გამო. თან ვარ გადაყოლილი, შვილივით გავზარდე და რამე რო მოუვიდეს ალბათ გადავყვები. დათვზე და განსაკუთრებით ღორზე ნადირობა ძალიან აპასნია ძაღლისთვის და ბევრი შემთხვევებიც ყოფილა რომ ძაღლები გამოფატრული უპოვიათ, ამიტომ არ ვრისკავ. კიდე მინდა კურდღელზე და მაჩვზე გავიყვანო, მაინტერესებს რას იზამ. აღზრდილი კარგად მყვავს, ყველაფერს აკეტებს და რაც მთავარია მიჯერებს (თუ დედალი არ დაინახა