Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

„ლუგელა“ — სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს საქართველოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ზე, 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან. „ლუგელა“ ბუნებრივი მედიკამენტია, წარმოადგენს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იან ხსნარს. ქიმიური შედგენილობა Br0'15-0'20M45-60cda1aca4ff53a7c1d63a1af75d700234.pngT12°CpH7,0; დებიტი 22მ3/დღე-ღამე. იხმარება სასმელად. ლუგელას პირველი ქიმიური ანალიზი აკადემიკოს რ. კუპცისის მიერ იქნა შესრულებული 1927 წელს. წარმოებს ჩამოსხმა, წელიწადში (1981) დაახლოებით 0,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ).

„ლუგელა“ ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში „ლუგელას“ წყლების სახელწოდებითაა ცნობილი. წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი და ქლორის ანიონი, დამახასიათებელია ბრომის არსებობა, თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს: ანიონებიდან ფტორს, იოდსა და სულფატს, ხოლო კატიონებიდან ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, აღნიშნული თივსებების გამო „ლუგელას“ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.

სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, რომ მინერალური წყალი „ლუგელა“, მიეკუთვნება სამკურნალო–სასმელი წყლების კატეგორიას, რომელიც მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. „ლუგელას“ სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულიოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალეგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ დამუშავებულია „ლუგელას“ მინერალური წყლისაგან კბილის პასტის მიღების ტექნოლოგია. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. წყლისაგან მიღებული მაღალი კონცენტრაციის ხსნარი, როგორც სიცივის გადამტანი აგენტი, წარმატებით გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში.[attachment=1519:541037_355977931181706_35357027_n.jpg][attachment=1520:download.jpg][attachment=1521:ლუგელა-01.jpg][attachment=1522:ლუგელა-016.jpg]



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მუხურის ხეობაში ვარ ნამყოფი ....მაგარი ლამაზი ადგილებია


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

%E1%83%A9%E1%83%AE25.jpgლუგელას მინერალური წყალი გამოდის სამეგრელოს ქედის ქვემო წელში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში. ლუგელას მინერალური წყალი უტოდეება 10%-იან კალციუმის ქლორს. გა,ჭვირვალეა, უნალექო და უგაზო. არ იყინება 25 გრადუსზეც.
ლუგელას წყლის საბადოს ტერიტორიიდან 3 კმ-ით დაშორებულია ცნობილი კურორტი მუხური, რომელსაც შუაზე ჩამოუვლის მდინარე
ხობისწყალი…ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა 65-70%-ია. მუხურიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს კარბონატული წყლებით ცნობილი ლურორტი “სქური”, რომელიც გამოიყენება კუღ-ნაწლავით დაავადებულთა სამკურნალოდ.
ლუგელას წყალს იყენებენ სამკურნალოდ სისხლის დენისას, რაქიტის, პარათიეიდოური ჯირკვლების უკმარისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვისას, ანტიალურგიულია, კანის პარენქიმული ჰეპატიტის, ნეფრიტის, სტომატიტის, კონიუქტივიტის დროს, ასევე, გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში დასასვენებელი კომპლექსი განთქმული ბავშვთა კურორტი ლუგელა. ლუგელას წყალი წარმოადგენს 10%-იან კალციუმის ქლორს და გამოიყენება ალერგიის, ოსტეოპოროსის, რაქიტის, სისხლდენის, ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, სტომატიტის, კონიუქტივიტის და სხვა დაავადებათა დროს.

დასასვენებელი კომპლექსი ლუგელა გთავაზობთ:
-სამჯერად ან ოთხჯერად კვებას
-სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროცედურებს
-ცხენებით გასეირნებას ლუგელას ხეობაში
-ცხენებით 3, 5 და 10 დღიან ლაშქრობას კავკასიის ქედის ალპურ ზონაში
-მდინარე ხობისწყალზე რეზინის ნავებით ჩამოცურებას
-ბავშვების სხვადასხვა სახის გართობას
-საუნას, მასაჟს, აკვაპარკს, კაფე-ბარს, ფაცხას, ფეხბურთის მოედანს, ჩოგბურთის კორტს და მაგიდის ჩოგბურთს
-კეთილმოწყობილ 2,3 და 4 ადგილიან ოთახებს
-ლუგელას წყის აბაზანებს

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
599 22 02 01

.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 სულ მინდოდა მეკითხა რომ ეს წყალი სოფელ მუხურასთან იღებს სათავეს/ ხო და ჩვენ ჰანტერას გვარს რაიმე კავშირი თუ აქვს ნეტა? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?